воскресенье, 21 февраля 2021 г.

ნაბატეველთა სახელმწიფო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              ნაბატეველთა სახელმწიფო

ნაბატეველთა სამეფი III ს. ჩვ წ. აღ. 106
დედაქალაქი პეტრა - ოფიციალური ენანაბატიაველური არაბული ივრ. ‏ - נַבָּטִים 
- ნაბატია - არაბ - مملكة الأنباط - მამლაკატ ალ ანბატ, ძვ. ბერძნ. Ναβαταῖοι
სახელწიფო, რ-იც ჩამოყალიბეს ნაბატეველებმა - არაბული ტომების ჯგუფმა, სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე, ახლანდელი იორდანიის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნის დასაწყისში ედომის რაიონში შეიჭრა არაბული ნაბატეველთა ტომი-( არაბ. ٱلْأَنْبَاط‎ ) ნახევრად მომთაბარე სემიტი ხალხი.
                                                                    
                                                       ნაბატეველთა სავაჭრო მარშუტები

ნაბატეველები პირველად ბიბლიაში მოიხსენიეს. მათ IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში დააარსეს სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო პეტრა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 312 წელს ნაბატეველებს თავს დაესხა ანტიგონე-I და პეტრა დაარბია. 301 წელს ის დამარცხდა სელევკის ჯართან, რომელმაც დაიმორჩილ სირია-მესოპოტამია და ნაბატეველთა სახელმწიფოც თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. სახელმწიფო პტოლეემეების ეგვიპტის გავლენის მიუხედავად, მას არ დაუკარგავს პოლიტიკური თავისუფლება. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის 60-იანი წლებიდან კი რომის ვასალი გახდა, მონაწილეობდა  რომის სამხრეთის ექსპედიციაში (ძვ. წ. 47-24 წლებში). ჩვ.წ.აღ-მდე 34 წელს ნაბატეველთა სახელმწიფოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, წითელი ზღვის სანაპირო რეგიონი, ანტონიუსმა კლეოპატრას დაუმორჩილა. 

 იხ. ვიდეო ცივილიზაციათა მემკვიდრეობა ნაბატეველთა სამეფოდან იორდანიის სამეფომდე

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-I საუკუნეებში  ნაბატეველთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა სამხრეთ პალესტინა (ნეგევი),  ჰაურანი და იორდანისპირეთის სახელმწიფოები. ის განსაკუთრებით გაძლიერდა ჰარიტატ IV (ახალის წელთაღრიცხვით 9-40წწ.) მეფობის დროს. რომის იმპერატორმა ტრაიანემ 106 წელს გაანადგურა ნაბატეველთა სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე შექმნა რომის პროვინცია არაბეთი. ნაბატეველებს არ დაუტოვებიათ წერილობითი ძეგლები,გარდა რამდენიმე წარწერისა.

ნაბატეველთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ბიზანტიის საზღვრებთან სირიის ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნეში შეიქმნა ღასანიდების სახელმწიფო.

                                                                             
                                                                             ნაბატეველთა არქიტექტურა პეტრა
მათი ისტორია ძირითადად ბერძნული და ლათინური წყაროებიდან არის ცნობილი. ამ წყაროების უმეტესობა ნაბატეველებს არაბებად თვლის. ნაბატეველები ლაპარაკობდნენ არაბულ ენაზე, თუმცა იყენებდნენ არამეულ ენას და გრაფიკას. III საუკუნეში არამეული დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავეს განსაკუთრებული განსაკუთრებული შრიფტი, რომელიც საფუძვლად დაედო ახლანდელ არაბულ დამწერლობას. შემორჩა ნაბატეველთა მცირერიცხოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები. მათმა ხელოვნებამ განიცადა ელინისტური კულტურის დიდი ზეგავლენა განიცადა. ეს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა არქიტექტურაში (ორდერული ელემენტები) და სახვით ხელოვნებაზე (ბერძნული მითოლოგიური სიუჟეტები, ფორმათა პლასტიკურ-მოცულობითი გადმოცემა).

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...