среда, 17 февраля 2021 г.

აისბერგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   აისბერგი

(გერმ. Eisbergინგლ. Icebergნიდერლ. ijsberg, სკანდინავიური წარმოშობის სიტყვა — ყინულის მთა), ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთა, რომელიც ან ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი.

დიდი აისბერგები ჩნდება ანტარქტიკისა და არქტიკის კუნძულების ნაპირებთან. ზღვის დინებებს აისბერგები შორს, ზოგჯერ ჩრდილოეთი განედის 40-50°-მდე მიაქვს, სამხრეთით კი სამხრეთი განედის 45-60°-მდე, ზოგჯერ 26°-მდე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აისბერგების სიმაღლე საშუალოდ 70, ზოგჯერ კი 100 მ-დეა. სამხრეთი ნახევარსფეროში საშუალო სიმაღლე 100, მაქსიმალური — 300—500 მ-მდეა. აისბერგების სიგრძე-სიგანე 100 კმ-საც აღწევს. ანტარქტიკული აისბერგი ბრტყელი და მაგიდისებრი ფორმისაა. აისბერგის მთელი მოცულობის 83-90% წყალქვეშაა. ოკეანის თბილ წყალში აისბერგი თანდათან დნება და ქრება.

                                                                 

ასე შეიძლება ჩანდეს აისბერგი წყლის ქვეშ (ფოტომონტაჟი, სინამდვილეში ასეთი აისბერგი არასტაბილური იქნება)

2000 წელს როსის მყინვარს 10 000 კმ²-ზე მსხვილი ზომის აისბერგი მოსყდა; 2005 წელს მისი ნატეხი სიგრძეში 115 კილომეტრი, ხოლო ფართობით 2500 კმ²-ს აღემატებოდა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აისბერგად რჩებოდა, რომელზეც კი დაკვირვება უწარმოებიათ.

თუკი აისბერგი ლურჯი ფერისაა, ე. ი. მისი ასაკი 1000 წელზე მეტია.

აისბერგები გემების მიმოსვლას უდიდეს საფრთხეს უქმნიან. აისბერგთან შეჯახების შედეგად გემის დაღუპვის ყველაზე ცნობილი ფაქტი ტიტანიკის დაღუპვაა 1912 წელს. ახლა გემებზე საგანგებო ხელსაწყოებით წინასწარ განსაზღვრავენ აისბერგის ადგილმდებარეობას.

აისბერგებში მტკნარი წყლის დიდი რაოდენობაა, ამიტომაც, ჩვენს დროში ხშირია გვალვიან რაიონებში აისბერგების ბუქსურით გადატანა.

იხ. ვიდეო ყველაზე დიდი ჩამოშლა  ასბერგების 2019წ-ს

აისბერგის ფორმა დამოკედებულია მისი წარმოშობაზე:
აისბერგი რ-იც მყინვარისაა მაგიდის ფორმის არის ოდბავ ამოზნექილი ზედაპირით, რ-იც იშლება სხვადასხვა სახის ბზარებით. ტიპიურია სამხ. ამერკისთვის.
საფარველი მყინვარების აისბერგები გამოირჩევა იმით, რომ მათი ზედა ზედაპირი პრაქტიკულად არასოდეს არის არც კი. იგი ოდნავ დახრილია, როგორც სახურავი. მათი ზომები, სამხრეთ ოკეანის სხვა ტიპის აისბერგების შედარებით, ყველაზე მცირეა.
ყინულის აისბერგებს, როგორც წესი, აქვთ მნიშვნელოვანი ჰორიზონტალური ზომები (ათობით და კიდევ ასობით კილომეტრი). მათი საშუალო სიმაღლეა 35-50 მ. მათ აქვთ ბრტყელი ჰორიზონტალური ზედაპირი, თითქმის მკაცრად ვერტიკალური და ბრტყელი გვერდის კედლები.



   

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...