среда, 3 февраля 2021 г.

თუთიყუშისნაირნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    თუთიყუშისნაირნი 

Cacatua leadbeateri

(Psittaciformes) — ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 -მდე მერყეობს, წონა 10 -იდან 1 კგ-ზე მეტი, შეფერილობა მკვეთრია, ჭარბობს ღია მწვანე ფერი. აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები, მე-4 თითი უკანაა მიბრუნებული და ძლიერ მოქნილია. ფრთები გრძელი და წვეტიანია. რიგში 315 სახეობაა.

თუთიყუშისნაირებს ყოფენ 2 ოჯახად:

  1. ლორები ანუ ფუნჯიანები (Loridae), რომელთა ენის წვერი შეიცავს მრავალრიცხოვან ძაფისებრ დვრილს. ოჯახში 60 სახეობაა.
  2. გლუვენიანები ანუ ნამდვილი თუთიყუშები (Psittacidae) აერთიანებს 255 სახეობას.
                                                                

თუთიყუშისნაირნი გავრცელებული არიან მეტწილად ტროპიკულ სარტყელში, თუმცა ამერიკაში აღწევენ ჩრდილო განედის 42°-სა და სამხრეთ განედის 54°-ს. თუთიყუშისნაირთა უმეტესობა მეხეურია. ერთეულები (ნესტორი, ციანორამფუსი და სხვა) ცხოვრობენ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზოგიერთ თუთიყუშისნაირს (ახალზელანდიური კაკაპო ანუ ბუსებრი თუთიყუში) დაკარგული აქვს ფრენის უნარი. თუთიყუშისნაირნი მონოგამური ფრინველებია. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროებში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვა.

                                                                 

                              წითელი ფერით - განსაზღვრულია სადაც ცხოვრობს თუთიყუშები

დედალი დებს 2-3 ან 5-8 თეთრ კვერცხს. კრუხობს მეტწილად დედალი. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შიშველი და თვალაუხილავი. თუთიყუშისნაირნი იკვებებიან მცენარეული (ნაყოფითესლინექტარი), იშვიათად ცხოველური (მწერები) საკვებით. ახალ ზელანდიაში ნესტორი ხანდახან თავს ესხმის ცხვრებს. ზოგი თუთიყუშისნაირნი (არაჟაკო) მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეურნეობას. თუთიყუშისნაირნი ავადდებიან ფსიტაკოზით (ორნითოზით), რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ლამაზი კაშკაშა შეფერილობისა და ხმის მიბაძვის უნარის გამო თუთიყუშისნაირნი ხშირად ჰყავთ გალიებში.

იხ. ვიდეო

ძირითადად ხის ფრინველები; ცხოვრობენ ტყეებში, ნაკლებად ხშირად ღია ადგილებში, რამდენიმე სახეობა მაღლა აღწევს მთებში. ისინი ხშირად ფარას ინახავენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა (კაკაპო, ღამის თუთიყუში), ისინი ყოველდღიურია. უპირატესად ბალახოვანი, ძირითადი საკვებია მცენარეების ხილი და თესლი; თესლის გავრცელებით ისინი ხელს უწყობენ მცენარეების გავრცელებას. ლორიას თუთიყუშები ძირითადად pollen- ით და ნექტრით იკვებებიან, რითაც ჯიშების, განსაკუთრებით ქოქოსის პალმის, ჰიბისკუსის და სხვა ტროპიკული კულტურების დამბინძურებლები არიან. ზოგჯერ დაზარალდა კულტურები და ბაღები. ზოგჯერ ისინი მზად არიან ცხოველური საკვები - მწერები და მათი ლარვები, ჭიები. Kea ასევე ჭამა carrion; ზოგი ადამიანი ზოგჯერ თავს ესხმის მოზრდილ ცხვარს, რომ დააგემოვნოს ცხიმი, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...