ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა
იცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგიის წყარო, ტერმინი გულისხმობს, რომ მრავალი სხვა გეოფიზიკური, გეოქიმიური და ასტროფიზიკური კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს. NASA- მ განსაზღვრა საცხოვრებლად ვარგისიანობის ძირითადი კრიტერიუმები, როგორიცაა თხევადი წყლის არსებობა, რთული ორგანული მოლეკულების შეკრება და ენერგიის წყარო, რათა შენარჩუნდეს მეტაბოლიზმი. 2018 წლის აგვისტოში მკვლევრებმა განაცხადეს, რომ პლანეტებზე, რომლებზეც წყალია შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელნი გამოდგნენ.
ორგანიზმისთვის სასიცოცხლო პირობების პოტენციალის დადგენისას, კვლევებით ყურადღება მახვილდება მის ორბიტალურ თვისებებზე, ატმოსფეროსა და ქიმიურ შემადგენლობაზე. ძირითადად განიხილება კლდოვანი, სველი ხმელეთის მქონე ტიპის პლანეტები და ბუნებრივი თანამგზავრები, რომელთაც დედამიწის მსგავსი ქიმიური პოტენციალი აქვთ.
მოსაზრება, რომ დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, ანტიკურია, თუმცა ისტორიულად იგი ფილოსოფიით უფრო იყო დაკომპლექტებული, ისევე როგორც ფიზიკური მეცნიერებები. მეცნიერული კვლევები მეოცე საუკუნიდან იწყება. 90-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს მრავალი ექსტრასოლარული პლანეტა, რაც ადასტურებს იმას, რომ მზის სისტემა არ არის უნიკალური.
ხელსაყრელია თუ არა პლანეტა საცხოვრებლად, ეს დამოკიდებულია იმ მოვლენათა თანმიმდევრობაზე, რითაც იგი წარმოიქმნა. რადგან აქ შეიძლება ფორმირება განიცადონ ორგანულმა მოლეკულებმა მოლეკულურ ღრუბლებსა და პროტოპლანეტარულ დისკოებში. პლანეტა საცხოვრებლად ვარგისი, რომ იყოს საჭიროა ჰქონდეს ხმელეთი. ასეთი ტიპის პლანეტები, ძირითადად შედგებიან სილიკატური ქანებისგან და მათ გარშემო არ არის თავმოყრილი ჰელიუმი და წყალბადი, როგორც გაზის გიგანტებში. შესაძლებლობა, რომ სიცოცხლე განვითარდეს გაზის გიგანტების ღრუბლოვან ნაწილებში, არ არის გამორიცხული, თუმცა მიიჩნევა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასეთ პლანეტებს არ აქვთ ზედაპირი, თუმცა მსგავსი გიგანტური პლანეტების თანამგზავრები რჩებიან სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ობიექტებად.
არსებობის ტიპები განსხვავებულია, მაგალითად ბაქტერიები, არქეები და რთული არსებები (ცხოველები). ცალკეული უჯრედების არსებობა აუცილებლად წინ უსწრებს მრავალუჯრედოვანობას, თუმცა იქ სადაც წარმოიქმნებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ეს არ არის იმის გარანტია, რომ შემდგომში ამას უფრო რთული ორგანიზმების ჩამოყალიბება მოჰყვება.
ბოლოდროინდელი დასკვნების საფუძველზე, რომლებიც კეპლერის გუნდმა შეადგინა, რძიან გზაში არსებობს სულ მცირე 50 მილიარდი პლანეტა, რომელთაგანაც 500 მილიონი მდებარეობს სიცოცხლისუნარიანობის ზონაში.
იხ. ვიდეო პლანეტები სადაც შესაძლებელია იცხოვროთ ეხლაც კი
მცირე მასის პლანეტები სიცოცხლისთვის არახელსაყრელები ორი მიზეზის გამო არიან. პირველ რიგში, მათი მცირე მასა ართულებს ატმოსფეროს შენარჩუნებას და მოლეკულები, რისგანაც ატმოსფერო შედგება იფანტებიან სივრცეში. სქელი ატმოსფეროს გარეშე პლანეტებს არ გააჩნიათ ბიოქიმიურად აუცილებელი ნივთიერებები. არიან მცირედ იზოლირებულნი, რაც ზედაპირს სითბოს აკარგვინებს, ასეთი პლანეტაა მაგალითად, მარსი, თავისი თხელი ატმოსფეროს გამო, იგი უფრო ცივია, ვიდრე დედამიწა, თუნდაც მზისგან ანალოგიური მანძილით ყოფილიყო დაშორებული, როგორც დედამიწაა. გარდა ამისა, როდესაც ატმოსფეროს სიმკვრივე 0,006-ჯერ მცირეა დედამიწისაზე, ასეთ პირობებში წყალი არ შეიძლება არსებობდეს თხევადი ფორმით.
მეორე პრობლემა, რომელსაც მცირე ზომის პლანეტებთან ვაწყდებით არის მცირე დიამეტრი, შესაბამისად ასეთი ობიექტები კარგავენ ენერგიას და ხდებიან გეოლოგიურად მკვდრები, აქ აღარ ხდება ვულკანური ამოფრქვევები, მიწისძვრები და ტექტონიკურო მოქმედებები, რომლებიც ზედაპირზე არსებული სიცოცხლის შენარჩუნებლად აუცილებელია. ფილების ტექტონიკა განსაკუთრებით გადამწყვეტ როლს თამაშობს დედამიწაზე, პროცესი გავლენას არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქიმიკატებისა და მინერალების ცვლაზე ახდენს, არამედ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას, კონტინენტების შექმნის გზით. ასევე ხელს უწყობს დედამიწის მაგნიტური ველის წარმოქმნას.
„დაბალი მასა“ გარკვეულწილად ეტიკეტია, დედამიწა არის დაბალი მასის, მზის სისტემის გაზის გიგანტებთან შედარებით, მაგრამ ის ყველაზე დიდია, დიამეტრითა და მასით, მყარ პლანეტებში. მას აქვს საკმარისი მასა, რათა შეინარჩუნოს ატმოსფერო გრავიტაციით, ხოლო ბირთვი მოძრავ და გამდნარ მდგომარეობაში. პლანეტის ბირთვში რადიოაქტიური ელემენტების დაშლა არის პლანეტარული გათბობის ეთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საპირისპირო სიტუაციაა მარსის შემთხვევაში, რომელიც გეოლოგიურად დაიღუპა და ატმოსფეროს დიდი ნაწილი დაკარგა. ამრიგად, მზის სისტემაში „სიცოცხლისუნარიანობის საზღვარი“ მდებარეობს მარსსა და დედამიწას ან ვენერას შორის. დედამიწა უფრო მცირე ზომის, რომ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა ტექტონიკური ფილების მოძრაობა. ვენერა, რომელიც დედამიწის მასის 85%-ს იწონის, ტექტონიკური მოძრაობის ნიშნებს არ აჩვენებს.
იხ. ვიდეო ამ პლანეტებზე შეიძლება იყოს სიცოცხლე უახლოეს ეგზოპლანეტებზე
განხილურია ის ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია დედამიწის ზომის პლანეტებისათვის, რათა სიცოცხლის არსებობა მასზე შესაძლებელი იყოს. პლანეტაზე აუცილებლად უნდა იყოს წყალი:
პლანეტები, რომელთაც ვარსკვლავური და გეოფიზიკური პირობები საშუალებას აძლევთ, რომ მათ ზედაპირზე არსებობდეს წყალი თხევად მდგომარეობაში. აუცილებელია მზის სინათლეც, რის შედეგადაც შესაძლებელია წარმოიქმნან მრავალუჯრედოვანი ორგანიზმები.
მეორე ტიპი მოიცავს ობიექტებს, რომლებიც თავდაპირველად დედამიწის მსგავსი პირობებით სარგებლობენ, თუმცა მათ ზედაპირზე თხევადი წყლი არ არის, ვარსკვლავური ან გეოფიზიკური პირობების გამო. მარსი და, შესაძლოა ვენერაც ამ კლასს მიეკუთვნებიან, სადაც რთული სიცოცხლის ფორმები სავარაუდოდ, ვერ განვითარდება.
მესამე ტიპი მოიცავს ობიექტს, რომლის ზედაპირზეც არის წყალი მყარ მდგომარეობაში, თუმცა მის შიგნით იგი თხევადია, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მდიდარ სილიკატურ მარაგთან და ბირთვთან. ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს წყლით მდიდარ პლანეტებზე, რომლებიც მდებარეობენ მათი ვარსკვლავისგან ძალიან შორს, იმისთვის, რომ ზედაპირულზე თხევადი წყალი იყოს, მაგრამ მიწისქვეშ თხევადი ფორმით არსებობა შესაძლებელია გეოთერმული ფაქტორების გამო. მზის სისტემაში ასეთი ტიპის ობიექტებია ევროპა და ენცელადი.
მეოთხე ტიპის ობიექტს გააჩნია თხევადი წყალი ყინულის ორ ფენას შორის, ან ყინულის ზემოთ. თუ წყლის ფენა საკმარისად სქელია, მაღალი წნევის გამო მის ფუძეზე წყალი მყარ მდგომარეობაში იქნება. ამის მაგალითებია, განიმედე და კალისტო. ასეთ პირობებში, სიცოცხლის წარმოქმნა თუნდაც მარტივი ფორმით შეიძლება იყოს ძალიან რთული, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტები, შესაძლოა, მთლიანად განზავდეს წყალში.