пятница, 26 марта 2021 г.

გიორგი სააკაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძე, კასტელის ნახატი

დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1580, სოფ. ფელი  — გ. 3 ოქტომბერი1629ალეპო) — საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი.

სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).

სააკაძეთა გაძლიერება მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: „1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი „ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.“

ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.

იხ. ვიდეო გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. „ბატონყმური რიგის“ დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის „მოკიდებული კაცნი“ (სააკაძის დასი ან „პარტია“) ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.

სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).

                                                                             

გიორგი სააკაძე უცნობი მხატვრის პორტრეტი

1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ „თათარხანის ჯარსა“ და „მგლის ტყაოსნებს“ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. „მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: „ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო“, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.“– ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების „გულსრული“ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთი მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.

იხ. ვიდეო მთავარდალი გიორგი სააკაძე



მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის და შეერთებოდნენ შიდა ქართლიდან მომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი - თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა – პლატონ იოსელიანი.

მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ „მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი“

„ამ ომსა შინა მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან“ – ვახუშტი ბაგრატიონი.

სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.

რაკი სააკაძის მოშორება გადაწყდა, შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელი იყო. გიორგი არ იყო უმწეო კაცი, რომ დაეყენებინათ და თავის მამულში ჩაეკეტათ. თავადების ასეთი უკომპრომისობა ადვილი ასახსნელია, მათ იციან, რომ „სააკაძე კაცი დიდად კარგი“ არის, მაგრამ თავიანთი დიდგვაროვანთა ინსტიტუტი ყველა კარგ კაცს და მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადაწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ მეფესთან სანადიროთ, იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.

წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მითუმეტეს მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მოვიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს. 1612 წლის მაისი, მეფე გაეცალა ასპარეზს თუმცა, ბააკა ხერხეულიძემ შეძლო და მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება.

„დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე“ – ბერი ეგნატაშვილი.

ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე ამ საქციელით. ბერი ეგნატიშვილი წერს რომ „დააჭრეს ცხვირ-პირი.“ ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებს ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯის ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცის, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატეა, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელია. ბააკა ხერხეულიძემ მოურავის ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა. ახლა ჯერი სააკაძეზე მიდგა, მას რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა ემოქმედა. მოურავი ახალუხის ამარა გავარდა გარეთ, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო, მოახტა პირველსავე შემხვედრ ცხენს და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.

სააკაძის კეთილშობილური ბუნება და მამობრივი გრძნობები გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც ის წავკისიდან არა პირდაპირ ირანისაკენ, არამედ ჯერ ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად. მათ ექვსიოდე მსახური წამოეწიათ, ცხენებიც იშოვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და გიორგის სიმამრის ნუგზარ ერისთავის სამფლობელომდე მიეღწიათ. გიორგიმ თავისი ოჯახითურთ იგივე გზა გამოიარა, რაც წინა ღამეს, სულ ტყე-ტყე იარეს, შეუსვენებლივ, ტანისამოსი შემოეგლიჯათ, ფეხისგულები დაუსისხლიანდათ და მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს – ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და საქმე არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა „გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ მადლობის უფალი მაცხოვრისთვის შესაწირავად. ბედნიერი, მშვიდობიანი გზის სამადლობლად ოჯახმა ტაძარს 60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.“ – პლატონ იოსელიანი.

სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება. არაგვის მოხუცი ერისთავისათვის განსაცდელი უცხო ხილი არ ყოფილა, მაგრამ საყვარელი ასულისა და სიძის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ის აღაშფოთა.

დევნილებმა მოისვენეს ანანურში. საფრთხე უკვე ჩავლილი იყო, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. რჩებოდა ორი გზა: ან ბრძოლა უნდა გაემართათ ლუარსაბთან, ან საქართველოდან გადახვეწილიყო გიორგი სააკაძე. ნუგზარი იმ დროისათვის ძლიერი ერისთავია. სამეფოს მთავარი ლაშქარი მისი სამფლობელოებიდან გამოდის. სააკაძეს ქართლში ბევრი მომხრეები ჰყავდა. მას შეეძლო ეს ხალხი შეეკრიბა და ლუარსაბზე გაელაშქრა, სამაგიერო მიეზღო, რადგან შეურაცხჰყვეს და სასიკვდილოდ გასწირეს, მაგრამ სააკაძემ მაინც გაცლა არჩია.

სააკაძემ ბოლოს ირანში შაჰის კარზე წასვლა გადაწყვიტა. 1612 წლამდე შაჰის კარზე მანამდეც ყოფილა, სიმონ მეფესაც ახლდა თურქეთში.

დიდი მოურავი მივიდა ირანი საზღვრებამდე. მან აღჯაყალას ციხეში ცოლ-შვილი დატოვა, თვითონ კი ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰს ეახლა. შაჰი სიხარულით შეეგება ლტოლვილებს. სააკაძეს მარტოოდენ თავშესაფარის პოვნა როდი აინტერესებდა, იგი თავისი მიზნების აღსრულებისათვის გამოსადეგ გზებს ეძებდა.

რაკი სააკაძე ირანში წავიდა, მათი მოწინააღმდეგეთათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ის ახლო მომავალში თუ არა ოდესმე დიდი განსაცდელი მოელოდათ მათ მიერ განწირული დიდი მოურავისაგან. გიორგის მტრები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სააკაძე შაჰის ძალებს გამოიყენებდა მათ ასალაგმავად, ამიტომ სხვა გზა უკან დასახევი არ რჩებოდათ, ხალხი უნდა დაეწმუნებინათ მოურავის მოღალატეობაში და ბოლომდე გაეტეხათ სახელი მისთვის.

1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; „ერთგულების ფიცის წიგნები“ მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ Iმარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლიკახეთიიმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.

სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა.

იხ. ვიდეო წმინდა თევდორე მღვდელი

     


                                                            

                       თევდორე კველთელი

თევდორე მღვდელი (გ. 1609) — ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი.

1609 წელს ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბანაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის მღვდელი თევდორე კველთელი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორე კველთელმა მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე კველთელის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს.

იხ. ვიდეო თევდორე მღვდელი





среда, 24 марта 2021 г.

გიორგი IV ლაშა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       გიორგი IV ლაშა


ლაშა-გიორგის ფრესკა ბეთანიის მონასტერში

 (დ. 1192 ― გ. 18 იანვარი1223) — საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.

1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. მისი საუფლისწულო დომენი ჯავახეთი იყო, რის გამოც იმ პერიოდის მონეტებზე „ჯავახთ უფლადაც“ მოიხსენიებოდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.

XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათისარზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ. ლაშა თავის მხრივ, ნიშნავს „ქვეყნის მნათობს“) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით:,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“ ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი ლილე, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს. გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს

იხ. ვიდეო ლაშაგიროგის უიღბლო სიყვარული

1220 ან 1221 წელს გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.


„ქკსა: ჳმბ: დასაბამითგან: ხყკვ: აქა გ~ი ძე თამარისი მ~კდა და დაჲ მისი რუსუდან მეფედ დაჯდა.“
(აფხაზთა ქრონიკა)

ქართლის ცხოვრებით ლაშა-გიორგი მოკვდა 18 იანვარს, ოთხშაბათს, რომელიც უწევს 1223 წელს. „აფხაზთა ქრონიკით“, ქართული „ჳმბ“ (442) წელი დაიწყო 1222 და დასრულდა 1223 წლის 21 მარტს. აღნიშნული ორი წყარო მეტყველებს იმაზე რომ ლაშა-გიორგი გარდაიცვალა 1223 წლის 18 იანვარს, ხოლო ქართული კალენდრით 442 წელს.


                                                                      

ტრაპიზონის იმპერია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ტრაპიზონის იმპერია

,,ორთავიანი არწივი'' დასავლური ევროპულ პორტუგალიებზე გასახული ტრაპიზონის გერბი

 
ტრაპეზუნტის იმპერია (ბერძ. Αυτοκρατορία της Τραπεζούντας) — სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, არსებობდა 1204 წლიდან 1461 წლამდე. მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ძველი პონტოს სამეფოს ადგილზე. დედაქალაქი ტრაპიზონი. ძირითადი მოსახლეობა ლაზები და ბერძნები. მოსახლეთა უმრავლეოსობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ტრაპიზონის იმპერია იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად ანუ ვანდად, მაცუკის, გიმორის და ტრაპიზონის ვანდებად.
                                                               
ტრაპიზონის იმპერია (ყავოსფერი) და მიმდებარე ტერიტორია სახელწიფოები 1400წ-ს

იმპერია დაარსდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველოს სამეფო კარის (თამარ მეფე) ინიციატივითა და დახმარებით. პირველი იმპერატორი იყო ალექსი კომნენოსი. იგი კომნენოსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ანდრონიკე I-ის შთამოამავალი იყო.

მანამდე აღნიშნული ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თამარს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული მიწების საქართველოს ფარგლებში მოქცევა; ამისათვის საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსახურთა გაძარცვა 1203 წელს. საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა ჭანეთიტრაპიზონილიმნიასამსუნისინოპიკერასუნტიკოტიორაამასტრისიჰერაკლეაპაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე დასვა უფლისწულები, ძმები ალექსი და დავით კომნენოსები, წარმომავლობით ბერძნები. ისინი თამარ მეფის დის რუსუდანის შვილები  და საქართველოს სამეფო კარზე, ქართული ტრადიციებით აღზრდილი იყვნენ.

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

იხ. ვიდეო

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

1243 წელს ტრაპიზონელები რუმის სასულთნოს და ბიზანტიელებს შეუკავშირდნენ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ და ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მოხარკეებად გადაიქცნენ. 1282 წელს მეფე დავით VI ნარინმა აღადგინა ქართული ორიენტაციის ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ბოლოს ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე ქართველ დიდებულთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს, მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე, 1293 წელს, ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.

1297 წელს კი ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II-მ ბიზანტიის კეისარ ანდრონიკე II-ს დამოყვრებაზე უარი უთხრა და ცოლად შეირთო სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის, ასული. ისევ გაიმარჯვა ქართულმა ორიენტაციამ ტრაპიზონში. ალექსი II-მ მესხების ჯარით თურქთა შემოტევაც უკუაგდო და ზღვიდან მოწოლილი მეკობრეებიც გაანადგურა. მაგრამ ალექსი II-ის სიკვდილის შემდეგ (1330 წ.) ისევ მომძლავრდნენ ბიზანტიელები. დაიწყო დევნა და ხოცვა ქართული დასის წარმომადგენლებისა. მაშინ დაიღუპნენ ტრაპიზონის გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი (დიდი დომესტიკოსი) ჯაბა. უკანასკნელად 1341 წელს გიორგი V ბრწყინვალემ აღადგინა ქართველთა ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. 1340-1349 წლებში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც ბიზანტირუი პარტიის გამარჯვებით და ალექსი III კომნენოსის გამეფებით დასრულდა. თემურლენგის შემოსევების დასაწყისში ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს პირველობა ტრაპიზონში. 1456 წელს ოსმალები შეესივნენ და დახარკეს ტრაპიზონის სახელმწიფო. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ II-მ ტრაპიზონის იმპერია მთლიანად დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად აქცია.



ეკატერინე ჭავჭავაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ეკატერინე ჭავჭავაძე

(დ. 19 მარტი1816 ― გ. 13 აგვისტო1882) — სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ-ფაშამ სცადა ლეჩხუმში, მურის ციხეში გახიზნულ სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება და სთავაზობდა მას სამეგრელოს მმართველობას. მაგრამ ეკატერინე დადიანი რუსეთის ერთგული დარჩა, შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.

იხ.ვიდეო

1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.

იხ. ვიდეო






კაცია-ადამიანი?!

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       კაცია-ადამიანი?!

 ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა.  ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.

                  კაცია-ადამიანი?!(ფილმი)

თანამედროვე ავტორთა დაინტერესება ამ ნაწარმოებისადმი, რომელიც ერთი საუკუნის წინათ შეიქმნა, სრულია კანონზომიერია, რადგან ამ მოთხრობაში გაშუქებულია უბერებელი პრობლემა, პრობლემა ადამიანის დანიშნულებისა და მისი ადგილისა ცხოვრებაში. ადამიანს არ აქვს უფლება იყოს მხოლოდ ბიოლოგიური არსება, რადგან იგი შექმნილია უფრო მაღალი მიზნით აქტიურმა და მაღალი ზნეობის მქონემ სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას.



იხ. ვიდეო კინო ფილმი (1979)



                                                              

სოლომონ დოდაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               სოლომონ დოდაშვილი


 (დ. 17 მაისი1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო1836ვიატკარუსეთი) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.

დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა (იხ. 1832 წლის შეთქმულება). 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი).

1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.

იხ. ვიდეო

დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სოლომონის მამა, ივანე (იგივე იოანე) დოდაშვილი,— წარმოშობით გლეხი იყო. დავითგარეჯა და შემდეგ ბოდბის სამონასტრო სკოლაში სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, იგი მღვდლად იქნა განწესებული სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში. ივანე დოდაშვილი თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული კაცი ჩანს. აღსანიშნავია, რომ მას ცხრიდან შვიდი შვილი შერჩა და შვიდივეს მიაღებინა განათლება. ივანე დოდაშვილის პიროვნების წარმოსადგენად საინტერესო დეტალს ვპოულობთ, მისი შვილის, სტეფანეს წერილში სოლომონისადმი: „მამამან ჩვენმა რაღაც პოლიტიკა იცოდა, ისიც დაუტევა. რუსებთან გავლა დიდათა სძულს, სუდში ასის თუმანის საქმე, რომ ჰქონდეს, არ წავა და ესსრეთვე ფოჩტაშიაც წიგნს ვერა გზავნისო.“

პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად.

                                                                    

სოლომონ დოდაშვილის ძეგლი ქ. სიღნაღი

პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად.

1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო.

მეცნიერებაში უკრიტიკოდაა მიღებული თვალსაზრისი, დეკაბრისტული იდეების არსებითი ზეგავლენის შესახებ სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. დოდაშვილისთვის, შეიძლება, მისაღები ყოფილიყო დეკაბრისტთა ზოგიერთი შეხედულება სოციალურ საკითხებზე, მაგრამ, ეს, ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ დეკაბრისტული იდეების არსებითი გავლენა სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. ჯერ ერთი, დოდაშვილის სოციალური შეხედულებები და, კერძოდ, მისი დამოკიდებულება ბატონყმობისადმი საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების ღრმა ანალიზის შედეგია. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ სოლომონ დოდაშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი იყო ეროვნული საკითხი. მის ნამოღვაწარში, სწორედ, ეროვნული საკითხს ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი. დეკაბრისტებს კი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნების სრული ასიმილაცია უნდოდათ.

სოლომონ დოდაშვილი, გვიან შუასაუკუნეებში მოშლილი ქართული ფილოსოფიური სკოლის ამაღორძინებელი და მისი უდიდესი წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ შალვა ნუცუბიძე დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის კვლევისას, ხაზგასმით ამბობს: „საკითხი - რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პირდაპირაა დაკავშირებული საკითხთან, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს მსოფლიო ფილოსოფიაში?“ შემდეგ, შალვა ნუცუბიძე გვაფრთხილებს: „ეს განდიდებად ნურავის მოეჩვენება, რადგან... ახალგაზრდა ქართველი მოაზროვნე თავისი ხანმოკლე, მაგრამ საკვირველი სიძლიერის მქონე, აზროვნების დასაწყისშივე თანამედროვე ევროპული აზროვნების სიმაღლეზე აღმოჩნდა და აქედან სცადა მან საკუთარი გზით წასვლა.“

მართალია, სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილისადმი მიწერილ წერილში თავის თავს, ხშირად უწოდებს „მორჩილ შვილს“, „მორჩილ მოწაფეს“, მაგრამ სინამდვილეში იგი ფილოსოფიაში, - და პოლიტიკაშიც,- არ აღმოჩნდა „მორჩილი მოწაფე“. იგი გასცდა იმ აზრს, რომ „ფილოსოფიაც არს უფროსღა ღვთისმეტყველება“.

კიტა კაციტაძის აზრით, დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, არ იყო მოწყვეტილი მშობლიურ ნიადაგს, ვინაიდან გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ნეოპლატონიზმიც იყო. ნეოპლატონიზმი კი, როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე კვებავდა ქართულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ აზროვნებას.

საერთოდ, სოლომონ დოდაშვილისთვის დამახასიათებელი იყო ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მიღწევათა ქართული გააზრება. ამასთანავე, მან საქართველოში აღადგინა და ააღორძინა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ტრადიცია.

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ დოდაშვილის მონაწილეობაზე 1832 წლის შეთქმულება.

თვითონ იდეა შეთქმულებისა, 1825 წელს ჩაისახა საქართველოდან გადასახლებული და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების წრეში. 1827 წელს დოდაშვილის სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა. შეთქმულება იდეურადაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი ჯგუფი - უმრავლესობა - ავითარებდა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თვალსაზრისს. მეორე კი - სოლომონ დოდაშვილის მეთაურობით - პარლამენტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას იცავდა. და მაინც 1832 წლის შეთქმულების იდეურ ხელმძღვანელად დოდაშვილი უნდა ჩაითვალოს. მასვე ეკუთვნის, ტექსტი იმ მოწოდებისა, რომლითაც აჯანყების ორგანიზატორებს უნდა მიემართათ ხალხისთვის. ეს მოწოდება ქართული ეროვნული მოძრაობის შესანიშნავი დოკუმენტია (სრული ვერსია):


„ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან.

ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!

მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!“

შეთქმულებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველო ეროვნული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულ დაპატიმრებულ იქნა 145 კაცი. ეს იყო ქვეყნის ინტელექტუალური ნაღები და მისი განადგურება ეროვნული მოძრაობის უეჭველ დაღუპვას უქადდა.

შეთქმულები მთელ იმპერიაში გაფანტეს, მაგრამ მათმა აბსულუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. საუბედუროდ, მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება და დაუწესდა უმკაცრესი მეთვალყურეობა. და აი, ავლაბრის ყაზარმებში 18 თვის პატიმრობის შემდეგ, ის ცოლშვილთან ერთად შორეულ ვიატკის გზას გაუყენეს. პეტერბურგში კი შეძრწუნებული და მუხლებზე დაცემული იონა ხელაშვილი მოსთქვამს და ჰგოდებს: „ვჰსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს... ვჰსტირ და ვგლოვობ დღეთა და ღამეთა შინა... განვილიენით, განვილიენით



вторник, 23 марта 2021 г.

კოჰეზია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               კოჰეზია

წყლის წვეთის კოჰეზიური ხასიათი აშკარად შესამჩნევია
 (ლათ. cohaesus – ბმული, მიკრული) — მოლეკულების (ატომებისიონების) შეჭიდულობა, გამოწვეული მიზიდვის ძალებით. ეს არის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებისა და ქიმიური ბმის ძალები. ამ ურთიერთქმედებით არის განპირობებული ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ერთობლიობა — აგრეგატული მდგომარეობა, ხსნადობა, აქროლადობა. კოჰეზიური ძალები მცირე მანძილზე მოქმედებს (მანძილის გადიდებისას სწრაფად ეცემა). ამიტომ კოჰეზია ძლიერია მყარ და თხევად სხეულებში, სადაც მანძილი ატომებსა და მოლეკულებს შორის მცირეა. აირებში კოჰეზია მეტად უმნიშვნე
                                                                             
კოჰეზიურობა აიძულებს წყალს წარმოქნას წვეთები, ზედაპირული დაძაბულობა მათ თითქმის სფერულ ხასიათს ატარებს და ადჰეზია მათ სხვა ნივთიერების ზედაპირზე ინახავს
ძირითადი საფუძველი შეიძლება იყოს მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედების ძალები, წყალბადური ბმების ჩათვლით და / ან ქიმიური ბმების ძალები. ისინი განსაზღვრავენ ნივთიერების ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მთლიანობას: მთლიანი მდგომარეობა, არასტაბილურობა, ხსნადობა, მექანიკური თვისებები და ა.შ. intermolecular და interatomic ურთიერთქმედების ინტენსივობა და, შესაბამისად, ერთიანობის ძალები მანძილთან ერთად მკვეთრად იკლებს. ყველაზე ძლიერი ერთობა მყარ ნივთიერებებსა და სითხეებშია, ანუ შედედებული საშუალებებით, სადაც მცირე მანძილია მოლეკულებს (ატომებს, იონებს) შორის, რამდენიმე ანგსტრომისა. გაზებში, საშუალო მანძილი მოლეკულებს შორის დიდია მათი ზომის შედარებით, ამიტომ მათში ერთიანობა უმნიშვნელოა. ინტერმოლეკულური ურთიერთქმედების ინტენსივობის საზომი არის ერთობის ენერგიის სიმკვრივე. ეს ექვივალენტურია ერთმანეთისგან უსასრულოდ დიდ მანძილზე ურთიერთმიზიდვის მოლეკულების მოცილების სამუშაოზე, რაც პირველ მიახლოებაში შეესაბამება ნივთიერების აორთქლებას ან სუბლიმაციას.
იხ.ვიდეო



 

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...