понедельник, 30 августа 2021 г.

ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი

 (დ. 22 თებერვალი1857ჰამბურგი — გ. 1 იანვარი1894ბონი) — გერმანელი ფიზიკოსიელექტროდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, მიუნხენისა და შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტებში. 1880-იდან იყო ჰ.ჰელმპოლცის ასისტენტი. 1883-1885 — კილის უნივერსიტეტის დოცენტი, 1885-1889 — კარლსრუეს უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი, 1889-იდან — ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ძირითადი შრომები აქვს ელექტროდინ. საკითხებზე.

მაქსველის განტოლებებიდან გამომდინარე, ჰერცმა 1886-1889 წლებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა და გამოიკვლია მათი თვისებები (სარკიდან არეკვლა, გარდატეხა პრიზმებში და ა.შ.). ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჰერცი იღებდა თავის მიერ გამოგონებული ვიბრატორით. ჰერცმა ექსპერიმენტულად დაადასტურა მაქსველის თეორიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე ჰაერში ტოლია სინათლის სიჩქარისა, დაადგინა ელექტრომაგნ. და სინათლის ტალღების თვისებათა იგივეობა, შეისწავლა აგრეთვე გამტარში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება და აჩვენა მათი გავრცელების სიჩქარის გაზომვის წესი. განავითარა რა მაქსველის თეორია, ელექტროდინ. განტოლებებს მისცა სიმეტრიული ფორმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს სრულ ურთიერთკავშირს ელექტულსა და მაგნიტურ მოვლენებს შორის. იმ ჰიპოტეზიდან გამომდინარე, რომ ეთერს წარიტაცებს მოძრავი სხეულები, ააგო მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკა, მაგრამ მისი ელექტროდინამიკა ცდასთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა და მოგვიანებით ადგილი დაუთმო ჰ.ლორენცის ელექტრონულ თეორიას.

1887-1889 წლებში ჰერცი პირველი დააკვირდა გარე ფოტოეფექტს და აღწერა იგი. დაამუშავა რეზონატორული კონტურის თეორია, შეისწავლა კათოდური სხივების თვისება და სხვ. წიგნში, რომელსაც "მექანიკის პრინციპები" (1894) ეწოდება, ერთიანი პრინციპიდან (რომელსაც ჰერცის პრინციპი ეწოდება) გამომდინარე, გამოიყვანა მექან. ზოგადი თეორემები (უმცირესი სიმრუდის პრინციპი). ჰერცის სახელი უწოდეს რხევათა სიხშირის ერთეულს.

ჰერცის შრომებმა განაპირობა უმავთულო ტელეგრაფიისრადიოკავშირისტელევიზიის, რადიოლოკაციისა და სხვ. დარგების შექმნა.

იხ. ვიდეო

                         ჰერცი (ერთეული)


სინუსოიდური ტალღა ცვლადი სიხშირით

(აღნიშვნა: ჰცHz) — რხევის სიხშირის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სახელი უწოდეს ჰ. ჰერცის პატივსაცემად.

1 ჰერცი არის იმ პერიოდული რხევის სიხშირე, რომლის დროსაც 1 წამის განმავლობაში პროცესის 1 ციკლი სრულდება. ფართოდ გამოიყენება ჰერცის ჯერადი ერთეულები: კილოჰერცი (10³ ჰც), მეგაჰერცი (106 ჰც) და სხვა.

დიაპაზონი სიხშირის ხმის რხევის, რ-იც აღიქვავს ადამიანი, შეიცავს 20ჰერცი-დან 20კჰერცა-მდე.
ადამიანის გული მშვიდ მდგომარეობაში ცემას გამოცემს სიხშირეზე დაახლ. 1ჰერც.
საინტერესოა, რომ ჰერცი გადათარგნით გერმანულიდან ნიშნავს ,, გულს'' და გვარსი უდიდედსი მეცნიერისა  ჰერცი იწერება როგორც - Hertz
პირველი ოქტავის ლა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით შეადგენს 440ჰ. ეს სიხშირე წარმოადგენს ძირიათად ბგერას კამერტონის (ნოტა ლა პირველი ოქტავის წარმოადგენს ეტალონს  მუსიკალური ინსტრუმენტების ასაწყობად) ამავე დროს არც თუ იშვიატად გამოიყენება სხვა მოწყობილობებიც ნოტა ლა , როგორც მაღალი, ასევე დაბალი სიხშირე 440ჰ.

რხევის სიხშირე ელექტრომაგნიტური ველის, რ-საც აღიქვამს ადამიანი როგორც ხილული გამოსხივება (სინათლე) შეიცავს სიაპაზონს 390- დან 790ტრჰ.

სიხშირე ელექტომაგნიტური გამოსხივების, რ-საც მიკროტალღური ღუმელებში იყენებენ პროდუქტების გასათბობად, ჩვეულებრივ ტოლია 2,45მჰ

დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს დაახლ 33ნჰ

მზსი სისტემა თავის გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს სიხშირით 130ამჰ



ჯონ ტინდალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჯონ ტინდალი 

(ინგლ. John Tyndall; დ. 2 აგვისტო , 1820ლეიგლინ-ბრიჯიირლანდია — გ. 4 დეკემბერი1893ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ონ ტინდალის შრომები

პირველი მეცნიერული შრომა ტინდალმა ჯერ კიდევ ბერლინის უნივერსიტეტში დაწერა მაგნუსის ხელმძღვანელობით. ეს შრომები დიამაგნიტიზმს ეხებოდა. 1857 წელს ტინდალმა ცდით დაამტკიცა, რომ სირენას ძლიერ ტონს ან სხვა ხმაურს შეუძლია დიდ მანძილზე სინათლის ალის ჩაქრობა და რომ ეს მოვლენა დამოკიდებულია გარეშე ტონის სიმაღლეზე და ალის საკუთარ ტონზე. მსოფლიოს ფიზიკოსთაგან განსხვავებით ჯონ ტინდალი გაუგონარი დაჟინებით იძენდა და ეცნობოდა სხვა ქვეყნების ფიზიკოსთა შრომებს და ამ შრომათაგან პროგრესულს, ნოვატორულს, მომავლის მქონეს უმალ შეიცნობდა და ინგლისში მის პოპულარიზაციას იწყებდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპის ფიზიკოსთა შორის გაჩნდა ინტერესი სათხეებისა და აირების მიერ სხივური ენერგიის შთანთქმის მიმართ. 1855 წელს ბერლინში რ. ფრანცმა გამოაქვეყნა შრომათა სერია „ფერადი სითხეების სითბოს გამჭვირვალობის შესახებ“. ამას მოჰყვა ჯონ ტინდალის შრომები 1862 წელს, რომლითაც აღმოაჩინა სითბური სხივების მიმართ გოგირდოვან ნახშირბადში იოდის ხსნარის დიდი გამჭვირვალობა.

შემდეგ ექსპერიმენტში ტინდალმა გამჭირვალე გარემოში ისეთი უმცირესი ნაწილაკები შეურია, რომელთა სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი განსხვავდებოდა გარემოს გარდატეხის მაჩვენებლისაგან. ამით მან მიიღო ეგრეთ წოდებული მღვრიე გარემო. ასეთ გარემოში სინათლის გარდატეხის შედეგად მან დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სინათლის გაბნევას. ამ მოვლენას შემდეში „ტინდალის ეფექტი“ ეწოდა და სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე ასეა მოხსენებული. 1874 წელს ტინდალმა ბგერის გავრცელების სიჩქარის საკითხს ექსპერიმენრების სერია მიუძღვნა. ამის შემდეგ მან დაადგინა, რომ ჰაერი ბგერა სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება. მან აღმოაჩინა, რომ აკუსტიკური გამჭვირვალობა სრულად არ არის დამოკიდებული ოპტიკური გამჭირვალობისაგან და რომ აკუსტიკური გაუმჭირვალობა გამოწვეულია ჰაერში შერეული წყლის ორთქლით.

ტინდალის შრომებმა ფიზიკის ისტორიაში მრავალი სადავო საკითხი გადაწყვიტა; მისი ზოგიერთი პროგნოზი ფიზიკაში მეოცე საუკუნეში გამართლდა. ტინდალის შრომების უმრავლესობა რუსულფრანგულგერმანულ ენებზე ჯერ კიდევ ტინდალის სიცოცხლეში ითარგმნა და გამოიცა.

ჯონ ტინდალი გარდაიცვალა ლონდონში 1893 წლის 4 დეკემბერს, 73 წლის ასაკში.

იხ.ვიდეო



                 



ადამიანი-ჩრდილები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ადამიანი-ჩრდილები

ადამიანი-ჩრდილები მხატვრის წარმოდგენით შექნილი 16.03.2007
ასევე ცნობილია, როგორც  ფიგურები,ჩრდილები ხახლხი ან ადამიანები - წარმოსახვითი ზებუნებრივი ჩრდილები სილუეტები ან ფიგურები, მიიღო პოპულარობა ქალაქური ფოლკორში და თანამედროვე კულტურაში და ხელოვნებაში. ტერმინი გამოიყენება დასახელებისთვის ჰუმანოიდი ფორმის ან მოჩვენებები,ხშირად გამოისახება ხილული შეცნობის იქით. იხ. ბმულზე Choctaw mythology
იხ. ვიდეო რა არის ადამიანი- ჩრდილები
სუბიექტტები, რ-იც სუბიექტები, რომლებიც ამა თუ იმ გზით ჰგვანან ჩრდილის ხალხს, გვხვდება მსოფლიოს მრავალი ხალხის მითებსა და ლეგენდებში, მაგრამ ტერმინი "ჩრდილოვანი ხალხი" მისი თანამედროვე გაგებით პოპულარიზებული იქნა 21 -ე საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში. ადგილობრივი რადიო შოუ "სანაპირო სანაპიროზე AM" 2001 წლის 12 აპრილის მაუწყებლობის შემდეგ, როდესაც წამყვანმა ინტერვიუ გასცა ინდოეთის ერთ -ერთი ტომის ლიდერს, სახელად Thunderbolt, რომელმაც ისაუბრა ასეთი არსებების ადგილის შესახებ თავისი ხალხის რწმენაში. მაუწყებლობის დროს მსმენელებს სთხოვეს გაეგზავნათ ადამიანების ჩრდილების ნახატები, თუ ისინი შეხვდებოდნენ ასეთს, რამაც გამოიწვია მოულოდნელი აღელვება; ბევრი ნამუშევარი მალე გამოქვეყნდა წამყვანის პირად საიტზე. იმავე წლის ოქტომბერში, მწერალმა ჰაიდი ჰოლისმა, რომელიც მოგვიანებით გახდა "Coast to Coast AM" ნომრების რეგულარული სტუმარი, გამოუშვა პირველი "პოპულარული მეცნიერების" წიგნი ხალხის ჩრდილების შესახებ. 2000-იან წლებში ჩრდილოვანი ადამიანები გახდნენ ინგლისურენოვან ფორუმებზე განხილვის ხშირი თემა, რომელიც მიეძღვნა ყველა სახის პარანორმალურ მოვლენას და ამ დისკუსიების ზოგიერთი მონაწილე ამტკიცებდა ამ ქმნილებების რეალობას და მათ მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანებს, ზოგი კი მათ შორის " მკვლევარები " -პარაფსიქოლოგები, არ აკეთებდნენ ერთმნიშვნელოვან დასკვნებს და ზოგჯერ გამოთქვამდნენ მოსაზრებებსაც, რომ ჩრდილოვანი ადამიანები შეიძლება იყვნენ უცხოელები პარალელური სამყაროებიდან . ზოგიერთი "მოჩვენების დამჭერი" აცხადებდა, რომ შეეძლო გადაეღო ჩრდილოვანი ადამიანები ვიდეოზე.


суббота, 28 августа 2021 г.

ბაგრამიანის ბატალიონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ბაგრამიანის ბატალიონი

                                 
                      ბაგრამიანელი სომეხი სოხუმის დაცემის დღეს ებრძვის ქართულ შეანერთებს

 (სომხ. Բաղրամյան) – იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში (1993 წლის 9 თებერვალს) ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია „კრუნკის“ ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და აფხაზურ მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.

გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილე გახდა, 1992 წ. 15 აგვისტოს 200 სომეხი მზად იყო საომრად. მათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გუდაუთის რაიონ სოფ. შიცკვარაში (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში). შემდგომ 1993 წ. 5 იანვარის სოხუმზე განხორციელებულ შეტევაში გენა ჭანბას ასეულის შემადგენლობაში იბრძოდა სომეხთა ოცეული. აქ მათ დანაკარგები ნახეს მოკლულთა და ტყვეთა სახით.

ბაგრამიანის ბატალიონში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რაიონებსა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები. მეთაურად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი, ხოლო შტაბის უფროსად — პოლკოვნიკი ლეონიდ მარქარიანი. აღნიშნულმა ბატალიონმა თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები (მაგ., ყოფილი გაგრელი სერგეი ჩაკრიანი და სხვ.).

განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული (მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი), რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. აქტიურობდა აგრეთვე ეს ბატალიონი სოხუმის რაიონ სოფ. ცუგუროვკავთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.

სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც: პირველ მსროლელთა, მეორე მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის, ეშერა-ათონის, ბიჭვინთის, გაგრის ასეულში „აძაფშ“.

სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა. მათგან 140 დაიღუპა. საბრძოლო დამსახურებებისათვის 11 სომეხს მიენიჭა ე.წ. აფხაზეთის გმირის წოდება (კ. გურგენიანი, გ. ტრაპიზონიანი, ა. ისხანიანი, ს. კირაკოზიანი, ა. ასატურიანი და სხვ.), 5 დაჯილდოვდა „ლეონის ორდენით“, ხოლო 10 — მედლით „მამაცობისათვის“.

სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში

იხ. ვიდეო



ჰერაკლიტე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                          ჰერაკლიტე

                                                                       

                                                   ჰერაკლიტე - პროფესია ფილოსოფია

ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ. ბერძნ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος; დ. დაახლ. ძვ. წ. 520 — გ. დაახლ. ძვ. წ. 460) — ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი, იონური სკოლის წარმომადგენელი. მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. თავისი ფილოსოფიურ-კოსმოლოგიური მოძღვრებით ჰერაკლიტე პრინციპულად დაუპირისპირდა სოკრატემდელ ფილოსოფოსებს. ჰერაკლიტეს მიხედვით, კოსმოსის (სამყაროს) ცენტრალური სიმბოლოა „მარად ცოცხალი ცეცხლი, რომელიც არ შეუქმნია არავის არც ღმერთთაგან, არც კაცთაგან, იგი მუდამ იყო, არის და იქნება ცოცხალი ცეცხლი, ზომის თანახმად აგიზგიზებული და ზომის თანახმად ჩამქრალი“ (ფრაგმენტი 30). მის ჩაქრობას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პირობითი, ფარდობითი ხასიათი. ამიტომ ჰერაკლიტეს აზრით, კოსმოსი არსებობს უსასრულო ქმნადობით დაფუძნებულ დროში. ამ ქმნადობას და, მაშასადამე, თვით კოსმოსის სიღრმისეულ შინაარსზე მიუთითებს ჰერაკლიტეს ფილოსოფიის სამი ძირითადი სიტყვა-ცნება (ფილოსოფემა): „ლოგოსი“, „დრო“, და „ბრძოლა“. „ბრძოლა“ გამოხატავს კოსმოსური ქმნადობის დიალექტიკურად დაპირისპირებულ არსთა ერთიანობით განპირობებულ ბუნებას, მის ჰარმონიას. „დრო“ მიუთითებს კოსმოსური ქმნადობის შინაგან თავისუფლებაზე, ღვთიური ნებისადმი მის დაუქვემდებარებელ ხასიათზე. ჰერაკლიტესეული „ლოგოსი“ (სიტყვისადმი კოსმიური პრინციპის როლის მინიჭება) მიუთითებს ჰერაკლიტეს კოსმოლოგიის უნიკალურ ხასიათზე: ადამიანური არსის ძირითადი განზომილება — სიტყვიერება — არის ამავე დროს კოსმოსური სინამდვილის ძირითადი განზომილება, მისი უღრმესი საზრისის ამსახველი პრინციპი.
                                                                                 
ჰერაკლიტე სურათზე ი. მორელსე (დაახლ. 1630)

დოქტრინათა ბუნდოვანების გამო მას გაუგებარს უწოდებდნენ. საგანთა და ფენომენთა მრავალფეროვნება განაცვიფრებს ჰერაკლიტეს და ის მას ბუნების კანონამდე აღამაღლებს. მისთვის ბუნება განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნებაში მჟღავნდება. ყველაფერში დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა.

იხ. ვიდეო

ჰერაკლიტეს სჯეროდა, რომ ყველაფერი მუდმიცად იცვლება. უნივერსალური ვალებადობის პოზიცია ჰერაკლიტემ დაუკავშირა საგნებისა და პროცესების შინაგანი დიქოტომიის იდეას მოპირდაპირე მხარეს, მათ ურთიერთქმედებასთან. ჰერაკლიტეს სჯეროდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმოიშობა დაპირისპირებისაგან და მათი საშუალებით ხდება შემეცნება: "ავადმყოფობა ჯანმრთელობას სასიამოვნოსა და კარგს ხდის, შიმშილს - გაჯერებას, დაღლილობას - დასვენებას". ლოგო მთლიანად არის დაპირისპირებულთა ერთიანობა, სისტემის შემქმნელი კავშირი. ”მომისმინეთ არა მე, არამედ ლოგოები, გონივრულია იმის აღიარება, რომ ყველაფერი ერთია



Astra Space

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                Astra Space

ადრე ცნობილი იყო როგორც Ventions LLC - კეძო ამერიკული კოსმოსური კომპანია, რ-იც ბაზირებულია ალამიდეში (კალიფორნია).
Astra წარმოადგენს მოწინავე კვლევითი ტეხნოლოგიური პროგრამის  (DARPA), თავდაცვის სამინისტროს მიმწოდებელი რ-საც უზრუნველყოფს კოსმოსურ სტარტს (ALASA), პროგრამა  Small Air Launch Vehicle to Orbit (SALVO). 
კრძოდ 2014 წელს, კომპანიამ შეიმუშავა თვითმფრინავი, რათა გაეშვა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დედამიწის ორბიტაზე კუბსატურ ზომის ტვირთს ათავსებდნენ. Astra შეიმუშავა და გამოსცდის საკუთარი წარმოების Rocket- ის გამშვებ მანქანა.
იხ. ვიდეო
კომპანიის თანახმად კომპანიის ქარხანას, რომელიც მდებარეობს სან ფრანცისკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით შეუძლია თვეში ერთი ან ორი რაკეტის წარმოება. ასტრა შექმნის ხუთი Rocket 3.x რაკეტას, რომელთაგან პირველ სამს ეწოდება "პირველი სამიდან", "სამიდან მეორე" და "მესამე სამიდან". გეგმა არის პირველი გავუშვათ და ვნახოთ რა მოხდება. თუ ლონდონი და კომპანიაში ფიქრობენ, რომ უნდა წარმოიშვას პრობლემები, ინჟინრები გამოავლენენ პრობლემებს და გამოასწორებენ მათ მეორე რაკეტაში. მათ მიაჩნიათ, რომ ორბიტაზე მოხვედრას 2020 წელს სამი მცდელობა დასჭირდება. ამ შემთხვევაში მეოთხე და მეხუთე რაკეტები დარჩება სათადარიგო. 2020 წლის ბოლოსთვის Astra დაიწყებს მუშაობას Rocket 4.0– ზე და გეგმავს ამ 25 რაკეტის გაშვებას კომერციული გაშვების დასაწყებად. ამის შემდეგ იგეგმება Rocket 5.0 მოდიფიკაციის 100 რაკეტის აშენება, დაბალი ღირებულებით და მაღალი სიმძლავრით


пятница, 27 августа 2021 г.

ანდრე ბრეტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ანდრე ბრეტონი

                                                     

(დ. 19 თებერვალი1896 , ტინშებრეიორნი, — გ. 28 სექტემბერი1966პარიზი) — ფრანგი მწერალი და პოეტი, სიურრეალიზმის თეორეტიკოსი. ბრეტონი დაიბადა 1896 წლის 19 თებერვალს, ნორმანდიის ქალაქ ტინშებრეიში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მამა ჟანდარმერიის კანცელარიაში მუშაობდა, თუმცა სახელმწიფო სექტორში დიდხანს არ დარჩენილა და კერძო კანტორაში გადავიდა. ანდრეს არ ჰყავდა და-ძმები, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ მიეცათ თავიანთი ერთადერთი შვილისთვის უმაღლესი კლასიკური განათლება, რომელიც მას გაუკვლევდა გზას პრესტიჟულ და მომგებიანი მომავლისკენ. ბრეტონმა დაამთავრდა საეკლესიო სკოლა, შემდეგ სწავლობდა ერთ-ერთ ფრანგულ კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა სორბონში და გახდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი.

პირველი მსოფლიო ომის დროს ანდრე მსახურობდა სანიტრად, როდესაც მან გაიცნო პოეტი გიიომ აპოლინერი. ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა დამწყები ფსიქოლოგისთვის. აპოლინერმა იგი წარუდგინა ფილიპ სუპოს, რომელიც მისი თანამებრძოლი გახდა. ლუი არაგონმა კი ბრეტონს ლოტრეამონის შემოქმედება გააცნო.

1919 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ იქნა ანდრე ბრეტონისა და ფილიპ სუპოს მოთხრობა მაგნიტური ველები, დაწერილი ახალი შემოქმედებითი მეთოდის - ავტომატური წერის- საშუალებით. სწორედ ეს ნამუშევარი იქცა სიურრეალიზმის სათავედ.

ბრეტონის გარშემო თავი მოიყარეს ისეთმა შემოქმედებმა, როგორებიცაა: ლუი არაგონიპოლ ელუარი და ტრისტან ცარა1920 წლიდან მათ დაიწყეს შოკისმომგვრელი პრეზენტაციების მოწყობა: რეგულარული ჩხუბები ბანკეტებზე, სკანდალები. ბურჟუაზიული საზოგადოება შიშით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა პოეტების თავგადასავლებს.

ბრენტონი მშვენივრად ხვდებოდა, რომ პერმანენტული ალიაქოთი ვერ გახდებოდა ახალი მხატვრული პლატფორმა. 1924 წელს პირველი სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ სიურრეალისტურმა მოძრაობამ ნათელი პროგრამა მიიღო. მათი წინამძღვარი გახდა ანდრე ბრეტონი, რომელთაც ისინი „ფრანგულ ლიტერატურაში უკანასკნელ მოხუცს“ ეძახდნენ.

ბრეტონის ლიდერობა უფრო და უფრო იძენდა ავტორიტარულ ხასიათს: სკანდალები მოედო სიურრეალისტურ წრეს. ჯგუფი დატოვეს ბრეტონის უახლოესმა თანამებრძოლებმა როჟე ფიტკარმა და ფილიპ სუპომ. თუმცა შემოქმედებითად უფრო პროდუქტიული იყო: გამოიცემოდა სულ უფრო მეტი სიურრეალისტური ჟურნალები. არაგონისა და სუპოს ადგილი დაიკავეს ბუნიუელმა და დალიმ.

ბრეტონი მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1920-იან წლებში იგი სიურრეალისტებს კომუნისტურ პარტიაში შესვლისკენ მოუწოდებს. 1930 წელს ხვდება ლევ ტროცკის მექსიკაში. მთელ მსოფლიოში აწყობს სურრეალისტურ გამოფენებს, ამათგან, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აშშ-ში ჩატარებული გამოფენა. ბევრი ხელოვნებათმცოდნე ამტკიცებს, რომ პოპარტი აღმოცენდა მარცვლისგან, რომელიც ჩაგდებულ იქნა სიურრეალისტების გამოფენის შედეგად 1942 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბერტონი აშშ-ში ცხოვრობდა და იქ აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მას განხეთქილება მოუვიდა სალვადორ დალისთან მას შემდეგ, რაც ესპანელმა მხატვარმა განაცხადა: „სიურრეალიზმი-მე ვარ!“

ანდრე ბრეტონი დაიღუპა 1966 წლის 28 სექტემბერს, სასუნთქი გზების დაავადების გამწვავების შედეგად.

იხ. ვიდეო




четверг, 26 августа 2021 г.

კარლ ფრიდრიხ გაუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                     კარლ ფრიდრიხ გაუსი


(გერმ. Johann Carl Friedrich Gauß; დ. 30 აპრილი1777ბრაუნშვაიგი — გ. 23 თებერვალი1855გეტინგენი) — გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი.

ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში გაუსი „მათემატიკოსთა პრინცის“ ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ–ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ რიცხვთა ჯამი 1–დან 100–მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. ასეთი წყვილი კი სულ 50-ია. ასეთი მსჯელობით მან ძალიან სწრაფად მიიღო საბოლოო შედეგი – 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.

გაუსი წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით, დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში (Collegium Carolinum, ამჟამად ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ის 1792-1795 წლებში სწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად, ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. 1795–1798 წლებში გაუსი სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში.

1796 წელი გაუსისთვისაც და რიცხვთა თეორიისთვის ყველაზე პროდუქტიული წელიწადი იყო. ამ წლის 30 მარტს მან ჰეპტადეკაგონის აგების წესი, ხოლო 8 აპრილს კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი მათემატიკოსებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულურ არითმეტიკაში. 31 მაისს მიღებული მარტივ რიცხვთა თეორემა საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ როგორ არის მარტივი რიცხვები განაწილებული რიცხვთა წრფეზე.

1799 წელს ჰელმშტედტის უნივერსიტეტში 22 წლის მათემატიკოსი დოცენტურას იღებს ბრაუნშვაიგში, 1807 წელს – მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრისა და ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობას გეტინგენის უნივერსიტეტში. ამ თანამდებობაზე იყო ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.

იხ. ვიდეო 

რიცხვთა თეორიაში გაუსის პირველმა დიდმა თხზულებამ „არითმეტიკულმა გამოკვლევებმა“ (1801) ას წელზე მეტი ხნით განსაზღვრა მათემატიკის ამ დარგის განვითარება. ამ შრომაში გაუსმა საფუძვლიანად დაამუშავა შედარებითი თეორია, დაამტკიცა რიცხვთა თეორიის ერთ–ერთი ცენტრალური თეორემა – კვადრატულ ნაშთთა შექცევადობის კანონი, რომლის დამტკიცებას დიდხანს ცდილობდნენ იმ დროის უდიდესი მათემატიკოსები. ახლებურად, დაწვრილებით გადმოსცა ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის მიერ აგებული კვადრატულ ფორმათა არითმეტიკული თეორია. კერძოდ, ზედმიწევნით დაამუშავა კვადრატულ ფორმათა კლასებისა და გვარების კომპოზიციის თეორია. ამ მიმართულებით გაუსის გამოკვლევები პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია ალგებრულ რიცხვთა ველების არითმეტიკის აგებაში. გაუსმა დაადგინა კავშირი წრის დაყოფის განტოლებასა და წესიერი მრავალკუთხედის აგების თეორიას შორის. ძვ. ბერძენი მათემატიკოსების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ საკითხში, სახელდობრ, იპოვა n-ის ყველა ის მნიშვნელობა, რომელთათვისაც წესიერი n–კუთხედის აგება შეიძლება მხოლოდ ფარგლის და სახაზავის საშუალებით. მან შეძლო ჩვენება იმისა, რომ ფარგლის და სახაზავის საშუალებით შეიძლება მხოლოდ იმ n–კუთხედების აგება, სადაც n ე.წ. ფერმას რიცხვია, ან ფერმას განსხვავებული რიცხვების ნამრავლია. ამგვარად შეძლო მან წესიერი 17–კუთხედის აგება ფარგლითა და სახაზავის საშუალებით. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო თვით გაუსისთვის, რომ ანდერძის თანახმად მის საფლავზე წესიერი 17–კუთხედი გამოკვეთეს. წრის დაყოფის თეორიასთან დაკავშირებით გაუსმა გამოიკვლია განსაკუთრებული ტრიგონომეტრიული ჯამები, რომლებსაც ამჟამად გაუსის ჯამები ეწოდება.


ართმეტიკული გამოკვლევების თავფურცელი

ასტრონომიაში გაუსი უმთავრესად მცირე პლანეტათა ორბიტების განსაზღვრის პრობლემებზე მუშაობდა, იკვლევდა ამ პლანეტების შეშფოთებებს. როგორც ასტრონომმა სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც შეიმუშავა სამი დაკვირვების საშუალებით პლანეტათა ელიფსური ორბიტების განსაზღვრის მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენა პირველად აღმოჩენილი მცირე პლანეტების – ცერერას და პალადას მიმართ. გაუსმა შექმნა (1794–1795) და ასტრონომიული და გეოდეზიური გამოთვლების საშუალებით დაამუშავა (1821–1823) უმცირეს კვადრატთა მეთოდი, გამოიკვლია განაწილების ნორმალური წირების მნიშვნელობა ალბათობის თეორიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ასტრონომიულ გამოთვლებთან დაკავშირებით გაუსი შეუდგა უსასრულო მწკრივთა კრებადობის საკითხის გამოკვლევას, რასაც მოჰყვა ე.წ. ჰიპერგეომეტრიული მწკრივის შესწავლა (1812).

                                                                       

გაუსის ქანდაკება ბრანშვაიგში

თეორიულ ფიზიკაში გაუსმა ვებერთან ერთად შექმნა ერთეულთა აბსოლუტური სისტემა, რომელშიც ძირითად ერთეულებად გამოიყენა: დროის ერთეული – წამი, მასის – მილიგრამი, სიგრძის – მილიმეტრი. 1833 წელს გერმანიაში ააგო პირველი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი. 1835 წელს გეტინგენის ასტრონომიულ ობსერვატორიასთან დააარსა მაგნიტური ობსერვატორია. გაუსმა დაამუშავა პოტენციალის თეორიის საფუძვლები (1834–1840). მან დაადგინა უმცირესი იძულების პრინციპი (1829) და საფუძველი ჩაუყარა ლინზების სისტემაში გამოსახულების აგების თეორიას (1840). 1839 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი: „მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად მოქმედი მიზიდვისა და განზიდვის ძალების ზოგადი თეორია“, რომელშიც გაუსმა ჩამოაყალიბა პოტენციალის თეორია და დაამტკიცა განთქმული გაუს–ოსტროგრადსკის თეორემა.


გაუსის მრავალი გამოკვლევა გამოუქვეყნებელი დარჩა და ნარკვევების, დაუმთავრებელი ნაშრომებისა და მეგობრებთან მიწერ–მოწერის სახით შევიდა მის სამეცნიერო მემკვიდრეობაში. მათგან ყველაზე საინტერესოა გაუსის დღიური და მასალა არაევკლიდური გეომეტრიისა და ელიფსურ, კერძოდ, მოდულარულ ფუნქციათა შესახებ. დღიური შეიცავს 146 ჩანაწერს 1796 წლის 30 მარტიდან 1814 წლის 9 ივლისამდე. ეს ჩანაწერები სრულ წარმოდგენას იძლევა გაუსის მეცნიერული მოღვაწეობის პირველ ნახევარზე. ჩანაწერები ძალზე მოკლეა, დაწერილია ლათინურად და ჩვეულებრივ აღმოჩენილი თეორემების არსს გადმოსცემს.

იხ. ვიდეო







ტუჩები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                ტუჩები ტუჩები პირის ტუჩები (ლათ. labia oris) არის დაწყვი...