четверг, 31 марта 2022 г.

ახალი ზელანდია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                     ახალი ზელანდია


(ინგლ. New Zealand; მაორი. Aotearoa) — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 4 242 048 ადამიანს. ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა მისი გეოგრაფიული იზოლირება. ქვეყნის უახლესი მეზობლებია — დასავლეთით ავსტრალია, გამოყოფილი ტასმანიის ზღვით (უმოკლესი მანძილი — დაახლოებით 1700 კმ); ჩრდილოეთით კუნძულოვანი ტერიტორიები — ახალი კალედონია (დაახლოებით 1400 კმ), ტონგა (დაახლოებით 1800 კმ) და ფიჯი (დაახლოებით 1900 კმ).

                                                                        

1657 წლის რუკის დეტალი, რომელიც „ნოვა ზელანდიის“ დასავლეთ სანაპიროს ასახავს.

სახელი, რომელიც ქვეყანას მისცეს მაორებმა აქ პირველი ევროპელების მოსვლამდე, არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კუნძულს მაორები ეძახდნენ ტე იკა-ა-მაუის (მაორი. Te Ika-a-Māui), რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „მაუის კუთვნილი თევზი“. მაუი — ნახევარ ღმერთია მაორების ლეგენდებში, რომელმაც ოკეანეში დაიჭირა უზარმაზარი თევზი, რომელიც ამის შემდეგ გადაიქცა კუნძულად. სამხრეთ კუნძულს ჰქონდა ორი გავრცელებული სახელი: ტე ვაი პაუნამუ (მაორი. Te Wai Pounamu) და ტე ვაკა-ა-მაუი (მაორი. Te Waka a Māui). პირველი სახელი შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „ნეფრიტის წყალი“, მეორე, როგორც „მაუის კუთვნილი ნავი“, რომელიც ასევე ეხება მაორების ლეგენდის ნახევარ ღმერთს. XX საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილოეთ კუნძული ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც აოტეაროა (, რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანა“ (roa = გრძელი, tea = თეთრი, ao = ღრუბელი) და მოგვიანებით ზუსტად ეს სახელი გახდა მიღებული მთელი ქვეყნის სახელად მაორელთა ენაზე.

პირველი ევროპელი ზღვაოსანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ქვეყნის სანაპიროებზე იყო, ნიდერლანდელი აბელ ტასმანი და მან მას დაარქვა „Staten Landt“. ზუსტად ამ დასახელების ტრანსფორმირება მოახდინეს ნიდერლანდელმა კარტოგრაფებმა ლათინურზე Nova Zeelandia ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის — ზელანდიის (ნიდერლ. Zeeland) და ნიდერლანდური დასახელების Nieuw Zeeland პატივსაცემად. მოგვიანებით ბრიტანელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა გამოიყენა ამ სახელის ინგლისური ვერსია New Zealand თავის ჩანაწერებში და ზუსტად ეს გახდა ქვეყნის ოფიციალური დასახელება.

ბუნებრივი კატაკლიზმები

2010 წლის მიწისძვრა

ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 7,1 ბალი მოხდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე არსებულ კენტერბერის რეგიონში 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 4 საათსა და 35 წუთზე (UTC+12:00). ეპიცენტრი მდებარეობდა 40 კმ-ით კრაისტჩერჩიდან დასავლეთით, ქალაქ დარფილდთან ახლოს. ჰიპოცენტრი მდებარეობდა სულ 10 კმ სიღრმეზე.

2011 წლის მიწისძვრა

მიწისძვრა მაგნიტუდით 6,3 ბალი მოხდა 22 თებერვალს ახალი ზელანდიის ნაპირებთან. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კრაისტჩერჩთან უშუალო სიახლოვეს სამხრეთის კუნძულზე. დაიღუპა 147 ადამიანი. J.P. Morgan-ის მონაცემებით, მიწისძვრა ახალ ზელანდიაში სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება დაუჯდეთ 12 მილიარდი დოლარი.

ოზონის შრის პრობლემა

გიგანტური ოზონის ხვრელის არსებობის გამო ანტარქტიდის თავზე, ახალ ზელანდიაში არსებობს ძალიან ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება. როგორც წესი, კანის კიბო არის ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმა ახალ ზელანდიაში. ყოველწლიურად რეგისტრირებულია ამ ავადმყოფობის 67 ათასი შემთხვევა, იმ დროს, როდესაც სხვა ტიპის კიბოსნაირი დაავადებების მხოლოდ 16 ათასი შემთხვევაა წელიწადში. მელანომით დაავადებულთა რაოდენობა ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში დაახლოებით ოთხჯერ მაღალია, ვიდრე კანადაშიაშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. სიტუაცია მწვავდება იმით, რომ ბევრი მაცხოვრებელი — ბრიტანელთა შთამომავალია, რომლებიც ყოველთვის განსხვავდებოდნენ ღია კანის ფერით. ხოლო ღია კანის ფერის მქონე ადამიანს ახალ ზელანდიაში გასარუჯად ყოფნის 15 წუთიც. ღია კანის ფერის მქონე ადამიანმა აუცილებელია გამოიყენოს დამცავი კრემი.

ქალაქები

ოკლენდის ცათამბჯენები დევონპორტიდან.

1989 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ტერმინმა „city“ (თარგმანი ინგლისურიდან „ქალაქი“) ახალ ზელანდიაში მიიღო ორი მნიშვნელობა. 1989 წლამდე ნებისმიერი ქალაქის საბჭო (ინგლ. borough council), რომლის მოსახლეობის რაოდენობა იყო 20 ათასზე მეტი, იწოდებოდა როგორც „city“. საბჭოების საზღვრები თითქმის ყოველთვის შეესაბამებოდა დასახლებული პუნქტების საზღვრებს, ამიტომ ქალაქის ტერიტორიებსა (ინგლ. urban area) და ადგილობრივი თვითმართველობის რაიონებს (ინგლ. local government area) შორის სხვაობა იყო მინიმალური.

1989 წელს ადგილობრივი თვითმართველობის სტრუქტურები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ახალი ოლქები და ქალაქის საბჭოები (ინგლ. city council) გახდნენ ფართობით უფრო დიდნი და ისინი უკვე ფლობდნენ არა მარტო ქალაქის, არამედ სასოფლო მიწებსაც. ბევრი დასახლებული ადგილები, რომლებშიც ადრე არსებობდნენ ქალაქის საბჭოები, უკვე იმართებოდა საოლქო საბჭოების მიერ (ინგლ. district council).

სიტყვა „city“ მას მერე გამოიყენება იმ ძირითადი საქალაქო ტერიტორიების აღწერისათვის, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საზღვრებზე.

უელინგტონის ხედი „რაუჰიტი ტერას“-იდან.

ახალი ზელანდიის სტატისტიკის ბიურო ტერმინს „საქალაქო ტერიტორიები“ (ინგლ. urban areas) იყენებს სტატისტიკური მიზნებისათვის. საქალაქო ტერიტორიებს ეკუთვნის მსხვილი ქალაქები (ინგლ. cities), პატარა დასახლებული პუნქტები (ინგლ. towns) და სხვა კონურბაციები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობს 1000 ადამიანს. ახალი ზელანდიის საქალაქო ტერიტორიები ქმნიან ქალაქის მოსახლეობას. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 86 %-მდე ცხოვრობდა ქალაქებში.

გამოიყოფა საქალაქო ტერიტორიის სამი კლასი:

  • ძირითადი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. main urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 30 ათას ადამიანზე მეტია. სულ მათი რაოდენობაა 16, და ახალზელანდიელები ეძახიან მას უბრალოდ „city“.
  • მეორეხარისხობრივი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. secondary urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10-დან 30 ათასამდე ადამიანს. სულ არსებობს 14 ასეთი ტერიტორია.
  • უმნიშვნელო საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. Minor urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1-დან 10 ათასამდე ადამიანს.
იხ. ვიდეო ახალი ზელანდია



     

среда, 30 марта 2022 г.

ზღვის დონის მატება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ზღვის დონის მატება  

ზღვის დონეზე დაკვირვებები 1993-2018 წლებში.

პროცესი, რომელიც აღწერს ზღვის დონის ზრდას. იგი დაიწყო სულ მცირე მე-20 საუკუნიდან, ხოლო 1900- დან 2016 წლამდე ზღვის დონემ აიწია 16-21 სმ-ით. სატელიტური სარადარო გაზომვების შედეგად მიღებული ზუსტი მონაცემები აჩვენებს 7,5 სმ-ით ზრდას (1993 წლიდან 2017 წლამდე). დონის მაღლა აწევის დაჩქარება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის მიერ, გლობალური დათბობით, რაც ტემპერატურის ზრდასთან ერთად იწვევს მარილიანი წყლის გაფართოებას, მყინვარული საფარისა და მყინვარების დნობას. 1993-2018 წლებს შორის, ოკეანეების თერმულმა გაფართოებამ ზღვის დონის აწევას ხელი შეუწყო 42%-ით, ზომიერი მყინვარების დნობას 21%-ით. გრენლანდიაში ყინულების დნობას 15%-ით, ხოლო ანტარქტიდაში 8%-ით. კლიმატოლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდბა 21-ე საუკუნის განმავლობაში.

ის, თუ როგორი იქნება ზღვის დონე მოვამავში, ამის თქმა რთულია, კლიმატის სისტემის მრავალი ასპექტის სირთულის გამო. 2007 წელს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC-ს) მიერ პროგნოზირებული იყო დონის ზრდა 60 სმ-ით დაახლოებით 2099 წლამდე, მაგრამ მათმა 2014 წლის ანგარიშმა დონის აწევა დაახლოებით 90 სმ-მდე გაზარდა. არაერთმა შემდგომმა კვლევამაც დაამტკიცა, რომ ზღვის გლობალური დონის მატება 200-დან 270 სმ-მდე ამ საუკუნეში „ფიზიკურად შესაძლებელია“.
                                                                
ზღვის დონის მატება წლების მიხედვით.




ზღვის დონე დედამიწის მასშტაბით ყველგან ერთნაირად არ მოიმატებს, იგი უფრო მეტად აიწევს კონკრეტულ რეგიონებში. დონის მატებას მოყოლილი ადგილობრივი ფაქტორები მოიცავს ტექტონიკურ ეფექტებს, ტალღების, დინებებისა და ქარიშხლების წარმოქმნას. ზღვის დონის ამაღლებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანთა პოპულაციაზე, რადგან სანაპიროსა და კუნძულზე მხცოვრებ ადამიანებს შეექმნებათ გარკვეული პრობლემები. შემდგომი ეფექტები მოიცავს უფრო დიდ ქარიშხლებსა და უფრო საშიშ ცუნამებს, პრობლემატური გახდება გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიკარგება და დეგრადირდება, ასევე დაზიანდება ქალაქებიც. პროცესი ასევე დააზარალებს ეკოსისტემას, თევზს, ფრინველებსა და მცენარეებს.

ადამიანებს ზღვის დონის აწევაზე თავდაცვითი რეაგირება შეუძლიათ მოახდინონ სხვადასხვა გზით, მაგალითად ნაპირებიდან უკან დახევით. ეკოსისტემები, რომლებიც ადაპტაციას განიცდიან ზღვის დონის აწევის შემდგომ პირობებთან, ყოველთვის არ შეეძლებათ ამის გაკეთება, გარკვეული ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერების გამო
იხ. ვიდეო - Глобальное потепление Повышение уровня моря

ტალღების გაზომვას შეუძლია მხოლოდ ზღვის დონეების შედარება, ხოლო თანამგზავრებს შეუძლიათ ზღვის დონის აბსოლუტური ცვლილებების გაზომვა. 1992 წელს „TOPEX / Poseidon“- ის ამოქმედებიდან დღემდე, ალტერმეტრიულმა თანამგზავრებმა ჩაიწერეს ყველა ცვლილება, რაც ზღვის დონეს ეხებოდა. ზღვის ზედაპირზე მანძილის გასაზომად, თანამგზავრები მიკროტალღურ პულსებს იყენებენ, რომლებიც წყლის ზედაპირზე მოხვედრის შემდგომ უკან ბრუნდებიან და იძლევიან ზუსტ ინფორმაციას. მიკროტალღური რადიომეტრები ასევე ასწორებენ ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლისგან გამოწვეულ დამატებით შეფერხებებს. ამ მონაცემების გაერთიანება შესაძლებელს ხდის გავიგოთ, თუ წყლის რა დონეა კონკრეტულ რეგიონში. სატელიტური თანამგზავრიდან ზღვის დონის აწევის ამჟამინდელი მაჩვენებლები შეფასებულია 3,0 ± 0,4 მილიმეტრით წელიწადში, 1993-2017 პერიოდში.

ზღვის დონეზე დაკვირვებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხია ტალღების გაზომვის გლობალური ქსელი. სატელიტის ჩანაწერთან შედარებით, ამ ჩანაწერს აქვს გარკვეული სივრცული ხარვეზები. ტალღების გაზომვები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაიწყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული მონაცემები 1970-იან წლებამდე მწირია. ამსტერდამში გაზომვები 1675 წელსაც კი მიმდინარეობდა ავსტრალიაში ზღვის დონის ცვლილებათა ძველი ჩანაწერების შეგროვება ასევე საკმაოდ მარტივია

                                                                    

თანამგზავრი „TOPEX/Poseidon“, რომელიც ზომავს ზღვის დონის ცვლილებას.

ღვის დონის ამჟამინდელი მდგომარეობის ცვლა, განსაკუთრებით სანაპირო სისტემებზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ზემოქმედება მოიცავს სანაპირო ეროზიას, ქარიშხლებისა და წყალდიდობების რიცხვის ზრდას, იგი ასევე უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობაზე, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე, აგრეთვე შეაფერხებს ტურიზმსა და სატრანსპორტო გადაადგილებას კონკრეტულ რეგიონებში.

თუ სათბურის აირები ატმოსფეროში მკვეთრად არ შემცირდება, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. ბევრ სანაპირო ზოლზე მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, რის შედეგადაც ზღვის დონის აწევა უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის პრობლემას. სანაპიროსთან ახლოს მყოფი სახლები მოქცეულნი იქნებიან საშიშ ზონაში, ვინაიდან გახშირებული ქარიშხლებისა და ცუნამის შედეგად ბევრი მათგანი დაინგრევა ან დაიტბორება. აზიის სანაპირო ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული სხვებთან შედარებით, ამიტომაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ბანგლადეშიჩინეთიინდოეთიინდონეზია და ვიეტნამი, ეს დამატებით საფრთხეს წარმოადგენს მათთვის.

2019 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Nature Communications“-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ 21-ე საუკუნის განმავლობაში ზღვის დონის აწევა დააზარალებს იმაზე სამჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ. ოკეანეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანების 70% ცხოვრობს აზიის 8 ქვეყანაში, ესენია: ჩინეთიბანგლადეშიინდოეთიინდონეზიატაილანდივიეტნამიიაპონია და ფილიპინები. არსებული კვლევის გამოქვეყნებდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, განაცხადა და მოუწოდა აზიის ქვეყნებს, რომ შეეწყვიტათ ნახშირის ახალი ქარხნების მშენებლობა

იხ. ვიდეო - Sea Level Rise Documentary │ National geographic documentary - Climate changes is a fact. Antartica is melting faster and sea level is rising. What will be the consequences of sea level rise?

NAtional geographic documentary about sea level rise

I do not own the rights but it is important to share and create awareness

კუნძულების დაბალი სანაპიროები განსაკუთრებით დაუცველია ზღვის დონის აწევისგან, მის მეჩხერ ნაწილებთან შედარებით. შესაძლო ზემოქმედება მოიცავს სანაპიროს ეროზიას, წყალდიდობებსა და მარილის შეჭრას ნიადაგებში, რაც მიწის ხარისხს გააუარესებს და მტკნარ წყალს სასმელად უვარგისს გახდის. მცირე ზომის კუნძულებს გაუჭირდებათ ადაპტაცია განიცადონ გარემოს ამგვარი ცვლილებების შემდგომ, ხოლო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოუწევს ცხოვრება. მალდივებიტუვალუ და სხვა მცირე ზომის სახელმწიფოები, რომლებიც ოკეანეში მდებარეობენ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, ზღვის დონე საკმარისი იქნება, რომ 2100 წლამდე მალდივები გახდეს საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორია. მოვლენები, როგორიცაა ქარიშხალი, უფრო დიდ გავლენას ახდენს რიფის კუნძულზე, ვიდრე ზღვის დონის აწევა.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კუნძულოვანი ერის ყველა კუნძული გახდება დაუსახლებელი ან მთლიანად დაიფარება წყლით, თავად სახელმწიფოებიც დაიშლებიან. ეს რომ მოხდეს, კუნძულის გარშემო ყველა უფლება მოიხსნება. ნებისმიერი რესურსები, როგორიცაა წიაღისეული საწვავი, მინერალები და ლითონები, ამ მხარეში სხვა სახელმწიფოებს თავისუფლად შეეძლებათ მოპოვება და გაყიდვა, ვინაიდან არანაირი საკომისიოს გადახდა აღარ იქნება საჭირო რომელიმე კუნძულოვანი სახელწიფოსთვის, რადგანაც ისინი ამის უფლებას დაკარგავენ

                                                                        

„ზღვის დონე იზრდება“, საპროტესტო პლაკატი, 2017 წლის აქციიდან.

ადაპტაციის ვარიანტები ზღვის დონის აწევის შემდგომ სხვადასხვაგვარია, მაგალითად სანაპირო ზოლიდან უკან დახევა, ეს გამოიღებს შედეგს იმ ხრივ, რომ ადამიანები უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ, თუმცა ადამიანების მასშტაბურმა გადაადგილებამ შეიძლება უფრო მეტად გააუარესოს მოვლენები. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის წყლის დაბინძურება, ხოლო მეორე სტიქიური მოვლენები. შეერთებულ შტატებში, გარემოს დაცვის სააგენტო მხარს უჭერს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შენარჩუნებას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებში, ვინაიდან ასეთ ადგილებში მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია.

მრავალ ქვეყანას მოუწევს შეიმუშავოს ადაპტაციის კონკრეტული გეგმა. ამის მაგალითია ნიდერლანდები, ქვეყანა, რომელსაც ასევე საფრთხე დაემუქრება ზღვის დონის აწევის შემდეგ.[33] 2008 წელს, ჰოლანდიის დელტა კომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს დასჭირდება მასიური მშენებლობების ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყანას წყლისგან დაიცავს მომდევნო 190 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის მოსალოდნელი შედეგებისგან. გეგმას განსახორციელებლად სჭირდება 100 მილიარდ ევროზე მეტი (დაახლოებით 118 მილიარდი აშშ დოლარი). საჭირო იქნება მაგალითად, სანაპირო ზოლების გაფართოება.
Between 1993 and 2018, the mean sea level has risen across most of the world ocean (blue colors).




2019 წლის მაისში ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქი ჯაკარტა იძირება ისეთი ტემპით, რომ დედაქალაქის სხვა ქალაქში გადატანა იქნებოდა უახლოეს მომავალში საჭირო. 1982 - 2010 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯაკარტის ზოგიერთი რეგიონი წელიწადში დაახლოებით 28 სმ-ით იძირებოდა.

სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქებია, ნიგერიის უდიდესი ქალაქი ლაგოსი და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქები:ჰიუსტონი(ტეხასის შტატი), ახალი ორლეანი (ლუიზიანა) და ვაშინგტონი.








ტრანსგრესია (გეოლოგია)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 ტრანსგრესია (გეოლოგია)

საპირისპირო ზღვის რეგრესია 
(ლათ. transgressio – გადასვლა, გადანაცვლება) — გეოლოგიური პროცესი, ხმელეთზე ზღვის თანდათანობითი შეჭრა, რაც მეტწილად ხმელეთის დაწევის, იშვიათად კი ოკეანის დონის აწევის გამო ხდება. ტრანსგრესია ხმელეთზე ზღვის შეჭრისა და უკან დახევის მეტნაკლებად მცირე ხანგრძლივობის პერიოდების ერთობლიობას წარმოადგენს, პირველის უპირატესი განვითარებით.

ტრანსგრესიის დროს წარმოქმნილი ნალექების ჭრილს ზოგადად ახასიათებს ქვევიდან ზევით წყალმარჩხი ნალექების შენაცვლება ღრმა წყლის ნალექებით. ტრანსგრესიის საპირისპირო მოვლენაა რეგრესია.

ისტორიულ დროში ტრანსგრესიას ექვემდებარებოდა ნიდერლანდების, ბელგიისა და აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროები, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი სანაპირო და კასპიის, ბარენცის, თეთრი და კარის ზღვების ნაპირები.
გეოლოგიური მტკიცებულება
დანალექი ქანების ფენების ცვლილება არის ტრანსგრესიებისა და რეგრესიის მტკიცებულება და ხშირად ადვილად იდენტიფიცირებულია კონკრეტული პირობების მიხედვით, რომელიც საჭიროა თითოეული ტიპის საბადოს შესაქმნელად. მაგალითად, უხეში კლასტური ქანები, როგორიცაა ქვიშა, ჩვეულებრივ რჩება სანაპიროზე; წვრილმარცვლოვანი ნალექები, როგორიცაა სილა და კარბონატული ტალახი, დეპონირებულია სანაპიროდან უფრო შორს, სიღრმეზე.

ამრიგად, დანალექი სვეტების გადასვლა სანაპირო ფაციებიდან (როგორიცაა ქვიშაქვა) ღრმა ზღვის ფაციებზე (როგორიცაა მერგელი), უძველესიდან ყველაზე ახალგაზრდა კლდეებზე, ნიშნავს ტრანსგრესიას. რეგრესიას საპირისპირო სახე ექნება, ღრმა ზღვის ფაციებს ენაცვლება სანაპირო. 
იხ.ვიდეო - Что будет с РОССИЕЙ и Миром если уровень ОКЕАНА упадет на 100 метров?


კარლ ბერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         კარლ ბერი


 (რუს. Бэр, Карл Эрнст фон; გერმ. Karl Ernst von Baer დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 17 თებერვალი] 1792პიიბის მამული, ახლანდელი პაიდეს რაიონიესტონეთი — გ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი]1876ტარტუ) — პრუსიელ-ესტონელი ბუნებისმეტყველი. ემბრიოლოგიის ფუძემდებელი. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. მოღვაწეობდა ბიოლოგიისგეოლოგიისმეტეოროლოგიისა და გეოგრაფიის დარგში. დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი 1814 წელს. 1817 წლიდან მუშაობდა კენიგსბერგის უნივერსიტეტში. 1826 წლიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1828 წლიდან ორდინარული აკადემიკოსი, 1862 წლიდან საპატიო წევრი.

აღმოაჩინა კვერცხუჯრედი, ძუძუმწოვრებსა და ადამიანში (1827), შეისწავლა წიწილის ემბრიოგენეზი (1829, 1837), თევზებისამფიბიებისქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების ემბრიონული განვითარება. აღმოაჩინა ბლასტულის სტადია. გამოიკვლია ჩანასახის ფურცლებისა და ნაყოფის გარსის განვითარება. დაადგინა, რომ ცხოველთა ადრეული ჩანასახები ჰგვანან ერთმანეთს (ჩანასახოვანი მსგავსება) და რომ შემდეგ თანდათანობით ჩნდება ტიპისკლასისრიგისოჯახისგვარისა და სახეობის ნიშნები (ბერის კანონები). დაწვრილებით შეისწავლა ხერხემლიან ცხოველთა თითქმის ყველა ორგანოს განვითარება. მუშაობდა ანთროპოლოგიაში. შექმნა ქალას გაზომვის სისტემა. ბერი მონაწილეობდა ახალ მიწაზე (1837) და კასპიის ზღვაზე (1853-1856) ჩატარებულ ექსპედიციებში. 1857 წელს წამოაყენა დებულება მდინარეთა მიერ ნაპირების გამორეცხვის კანონზომიერების შესახებ. მისი სახელი ჰქვია კონცხს ახალ მიწაზე, კუნძულს ტაიმირის ყურეში და ბორცვებს კასპიისპირა დაბლობზე.

იხ. ვიდეო - Законы фон Бэра I Принцип фон Бэра I Карл Эрнст фон Бэр I Биология развития I Эмбриология - Карлу Эрнсту фон Бэру приписывают открытие хорды и яйца млекопитающих.

Он подробно изучил куриный эмбрион и сравнил этот эмбрион с эмбрионами других позвоночных, чтобы сформулировать четыре обобщения, названных принципами или законами фон Бэра.

Эти законы гласят, что

1) Общие черты большой группы проявляются раньше в развитии, чем особенности малой группы. Например. поскольку млекопитающие относятся к типу хордовых, хордовые особенности, такие как глоточные щели, хорда, постанальный хвост, появляются раньше, чем признаки, характерные только для млекопитающих, такие как наличие волос, молочных желез и т. д.

2) Более общие символы приводят к менее общим персонажам, а специальные символы появляются позже в процессе разработки. Например. Кожа всех позвоночных в основном одинакова на начальном этапе развития, но по мере развития появляются такие особенности, как волосы (у млекопитающих), эпидермальная чешуя (у рыб), перья (у птиц). 

3) Эмбрион данного вида вместо того, чтобы следовать взрослым чертам низших животных, отходит от них. Например. Висцеральная щель млекопитающих образует евстахиеву трубу, а не напоминает жаберные щели взрослых рыб.

4) Эмбрион высшего животного похож на зародыш низшего животного, а не само низшее животное. Например. человеческий эмбрион напоминает эмбрионы низших животных (рыб, земноводных, рептилий и птиц) на начальных стадиях эмбрионального развития, но никогда не похож на взрослых рыб.

კარლ ერნსტ ფონ ბაერმა აჩვენა, რომ ყველა ორგანიზმის განვითარება იწყება კვერცხუჯრედით. ამავდროულად, შეიმჩნევა შემდეგი ნიმუშები, რომლებიც საერთოა ყველა ხერხემლიანებისთვის: განვითარების ადრეულ ეტაპებზე, საოცარი მსგავსებაა ნაპოვნი ცხოველების ემბრიონების სტრუქტურაში, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა კლასს (ამ შემთხვევაში, ემბრიონის უმაღლესი ფორმა ჰგავს არა ზრდასრული ცხოველის ფორმას, არამედ მის ემბრიონს); ცხოველთა თითოეული დიდი ჯგუფის ემბრიონებში საერთო პერსონაჟები უფრო ადრე ყალიბდება, ვიდრე განსაკუთრებული; ემბრიონის განვითარების პროცესში აღინიშნება ნიშნების დივერგენცია უფრო ზოგადიდან განსაკუთრებულისკენ.

ბაერის კანონები
კარლ ბაერმა ემბრიოლოგიის შესახებ თავის ნაშრომებში ჩამოაყალიბა შაბლონები, რომლებსაც მოგვიანებით "ბაერის კანონები" უწოდეს:

ცხოველთა ნებისმიერი დიდი ჯგუფის ყველაზე გავრცელებული ნიშნები ემბრიონში უფრო ადრე ჩნდება, ვიდრე ნაკლებად გავრცელებული ნიშნები.
ყველაზე გავრცელებული ნიშნების ჩამოყალიბების შემდეგ ჩნდება ნაკლებად გავრცელებული და ასე გრძელდება ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნების გამოჩენამდე.
ნებისმიერი სახის ცხოველის ემბრიონი, როგორც ის ვითარდება, სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება სხვა სახეობების ემბრიონს და არ გადის მათი განვითარების შემდგომ ეტაპებს.
უაღრესად ორგანიზებული სახეობის ემბრიონი შეიძლება უფრო პრიმიტიული სახეობის ემბრიონს დაემსგავსოს, მაგრამ არასოდეს ემსგავსება ამ სახეობის ზრდასრულ ფორმას

ჟან ბატისტ ლამარკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ჟან ბატისტ ლამარკი

 (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; დ. 1 აგვისტო 1744ბაზანტენიპიკარდია — გ. 18 დეკემბერი 1829პარიზი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783).
წავლობდა კათოლიკურ სკოლაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო (1768-მდე). სწავლობდა პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში (1789-დან), მუშაობდა სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776 წწ.), რომელიც შემდეგ (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა; აქ 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა უხერხემლო ცხოველთა („მწერებისა“ და „ჭიების“) კათედრას.

ლამარკი ემხრობოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ცხოვრობდა ხელმოკლედ, სიბერეში დაბრმავდა (1820 წ.). გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლამარკის ბოტანიკური გამოკვლევათაგან აღსანიშნავია 3-ტომიანი „საფრანგეთის ფლორა“ (1788 წ.), რომელშიც პირველად იყო გამოყენებული მცენარეთა რკვევა დიქოტომიური პრინციპით. თავის კაპიტალურ ზოოლოგიურ ნაშრომებში („უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, 1801; „უხერხემლო ცხოველთა ბუნებრივი ისტორია“, ტ. 1-7, 1815-1822 და სხვ.). ლამარკმა აღწერა მრავალი თანამედროვე და ამომწყდარი ცხოველი, განიხილა ზოოფსიქოლოგიური საკითხები, შემოიღო ცხოველების დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად. დააჯგუფა ისინი 14 კლასად. შექმნა ცხოველთა ორიგინალური სისტემა.

ლამარკის ევოლუციური სისტემა მოცემულია მის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809 წ.). ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ ორგანიზაციის ამაღლების („გრადაციის“) გზით და ქმნიან ეგრეთ წოდებულ „არსთა კიბეს“.

ევოლუციურ მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული „სწრაფვა სრულყოფისაკენ“, ხოლო განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად — გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც შთამომავლობას გადაეცემა. ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციური პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მატერიალისტურ ახსნას (ლამარკიზმი).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).

ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.
იხ. ვიდეო - ჟან ბატისტ ლამარკი. - ჟან ბატისტ ლამარკი (1744 -1829) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).
ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ჰერბერტ სპენსერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ჰერბერტ სპენსერი


(დ. 27 აპრილი1820 – გ. 8 დეკემბერი1903) — ინგლისელი ფილოსოფოსი-პოზიტივისტი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი და ბიოლოგი. ცნობილია თავისი მოსაზრებით სოციალური დარვინიზმის შესახებ. „ევოლუციური ასოციაციონიზმის” მოძღვრების შემქმნელი.

სპენსერი აფართოვებს ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის საგნის გაგებას და მასში მოიაზრებს არამარტო ასოციაციებს შინაგან ფაქტორებს შორის, არამედ კავშირებს ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის. ფსიქიკური ცხოვრება, როგორც შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესი, ასოციაციის პრინციპს ემორჩილება. გარეგანი მიმართებები ასოციაციურად იწვევენ შინაგან მიმართებებს. ეს კავშირები სულ უფრო რთულდება და ონტოგენეზში მთელ ინდივიდუალურ გამოცდილებას ქმნის. აგრეთვე არსებობს აგრეთვე მემკვიდრული (სახეობრივი, ფილოგენეზური) გამოცდილება. ასოციაციის კანონების მოქმედება ვრცელდება ფილოგენზზე და ანთროპოგენეზზე. ხშირი გამეორების შედეგად ასოციაციები მემკვიდრეობითი მიდრეკილების სახეს იღებს და მომდევნო თაობათა ნერვულ სისტემაში ფიქსირდება, როგორც თანდაყოლილი ასოციაციები. ასეთებია რეფლექსები, ინსტინქტები, გარკვეული ცოდნა-ჩვევები და უნარ-თვისებები. მათ მიეკუთვნება აგრეთვე ცნობიერების ისეთი აპრიორული ფორმები როგორიცაა სივრცე და დრო.

იხ. ვიდეო - Герберт Спенсер. Воспитание умственное, нравственное и физическое (Все главы). Аудиокнига. - ჰერბერტ სპენსერი. განათლება გონებრივი, მორალური და ფიზიკური (ყველა თავი). აუდიოწიგნი. - В данном труде Спенсер обрисовывает состояние воспитательной и педагогической деятельности на «рубеже эпох» (Новым и Новейшим временем) и критикует как патриархальные, так и несостоятельные «новомодные» взгляды. Практическое значение изучаемых дисциплин, участие отцов в воспитании, дружеские отношения между родителями и детьми, сбережение здоровья - вот некоторые из основополагающих тезисов его работы. В России данное издание вышло в 1877 году.





შეხედულება - სპენსერის შეხედულებები აერთიანებდა ევოლუციონიზმს, არაინტერვენციის პრინციპს (laissez faire) და ფილოსოფიის ცნებას, როგორც ყველა მეცნიერების განზოგადებას, ისევე როგორც მისი დროის სხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს. სისტემატური განათლების ნაკლებობამ და მისი წინამორბედების ნამუშევრების შესწავლის უქონლობამ აიძულა სპენსერს მიეღო ცოდნა იმ წყაროებიდან, რომლებსაც იგი შემთხვევით იცნობდა.


მისი ერთიანი მეცნიერების სისტემის გასაღები არის პირველი პრინციპები (1862), რომლის პირველ თავებში ამტკიცებენ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით საბოლოო რეალობის შესახებ. ეს „შეუცნობი“ სცილდება მეცნიერული კვლევის ფარგლებს და რელიგია უბრალოდ იყენებს მეტაფორას, რათა როგორმე წარმოაჩინოს იგი და შეძლოს თაყვანი სცეს ამ „თავისთავად“. ნაშრომის მეორე ნაწილი ასახავს ევოლუციის კოსმიურ თეორიას (პროგრესის თეორია), რომელსაც სპენსერი მიიჩნევს უნივერსალურ პრინციპად, რომელიც საფუძვლად უდევს ცოდნის ყველა სფეროს და აჯამებს მათ. 1852 წელს, დარვინის „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ გამოქვეყნებამდე შვიდი წლით ადრე, სპენსერმა დაწერა სტატია „განვითარების ჰიპოთეზა“, რომელიც ასახავდა ევოლუციის იდეას, ძირითადად ლამარკისა და კ.ბაერის თეორიის შემდეგ. შემდგომში სპენსერმა აღიარა ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციის ერთ-ერთ ფაქტორად (მან დაამკვიდრა ტერმინი „ყველაზე ძლიერის გადარჩენა“). ფიზიკის ფუნდამენტური კანონებიდან და ცვლილების იდეიდან დაწყებული, სპენსერი ევოლუციას ესმის, როგორც „მატერიის ინტეგრაცია, რომელსაც თან ახლავს მოძრაობის გაფანტვა, მატერიის გადატანა განუსაზღვრელი, არათანმიმდევრული ჰომოგენურობიდან განსაზღვრულ, თანმიმდევრულ ჰეტეროგენობაში და ამის პარალელურად წარმოქმნის მატერიის მიერ შენახული მოძრაობის ტრანსფორმაციას“. ყველა ნივთს აქვს საერთო წარმოშობა, მაგრამ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში შეძენილი თვისებების მემკვიდრეობითი გზით ხდება მათი დიფერენცირება; როდესაც ადაპტაციის პროცესი მთავრდება, ჩნდება თანმიმდევრული, მოწესრიგებული სამყარო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აღწევს გარემოსთან სრულ ადაპტაციის მდგომარეობას, მაგრამ ეს მდგომარეობა არასტაბილურია. მაშასადამე, ევოლუციის ბოლო ეტაპი სხვა არაფერია, თუ არა პირველი ეტაპი „დისპერსიის“ პროცესში, რომელსაც ციკლის დასრულების შემდეგ კვლავ ევოლუცია მოსდევს.


გლობალური ევოლუციონიზმი, ევოლუციის უნივერსალური კანონები, რომლებიც სპენსერმა შეიმუშავა „ძირითად პრინციპებში“, მის მიერ ვრცელდება ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ეთიკის სფეროში (მიიყვანა მათ ბიოლოგიზაციამდე).


1858 წელს სპენსერმა შეადგინა ესეს გეგმა, რომელიც გახდა მისი ცხოვრების მთავარი ნაშრომი, „Systems of Synthetic Philosophy“ (A System of Synthetic Philosophy), რომელიც უნდა მოიცავდეს 10 ტომს. სპენსერის „სინთეზური ფილოსოფიის“ ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბდა მისი პროგრამის განხორციელების პირველივე ეტაპზე, „ძირითადი პრინციპებში“. სხვა ტომებში ინტერპრეტაცია მოცემულია სხვადასხვა კონკრეტული მეცნიერების ამ იდეების ფონზე. სერიაში ასევე შედის: „ბიოლოგიის პრინციპები“ (The Principles of Biology, 2 ტ., 1864-1867); „ფსიქოლოგიის პრინციპები“ (The Principles of Psychology, ერთ ტომად - 1855, 2 ტომად - 1870-1872 წწ.); „სოციოლოგიის პრინციპები“ (The Principles of Sociology, 3 ტ., 1876-1896), „The Principles of Ethics“ (The Principles of Ethics, 2 vol., 1892-1893).


უდიდესი სამეცნიერო ღირებულებაა მისი კვლევა სოციოლოგიაზე, მათ შორის მისი ორი სხვა ტრაქტატი: "სოციალური სტატიკა" (სოციალური სტატიკა, 1851) და "სოციოლოგიური კვლევა" (სოციოლოგიის შესწავლა, 1872) და რვა ტომი, რომელიც შეიცავს სისტემატიზებულ სოციოლოგიურ მონაცემებს, "აღწერილობითი". სოციოლოგია“ (Descriptive Sociology, 1873-1881). სპენსერი არის სოციოლოგიაში „ორგანული სკოლის“ დამფუძნებელი. საზოგადოება, მისი გადმოსახედიდან, არის განვითარებადი ორგანიზმი, ბიოლოგიური მეცნიერების მიერ განხილული ცოცხალი ორგანიზმის მსგავსი. საზოგადოებებს შეუძლიათ საკუთარი ადაპტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი, შემდეგ კი ისინი განვითარდებიან მილიტარისტული რეჟიმებისკენ; მათ ასევე შეუძლიათ დაუშვან თავისუფალი და მოქნილი ადაპტაცია და შემდეგ გადაიქცნენ ინდუსტრიულ ქვეყნებად.


თუმცა, ევოლუციის განუწყვეტელი კურსი ადაპტაციას „ავარიად კი არა, აუცილებლობად“ აქცევს. სპენსერმა laissez-faire-ის სოციალური ფილოსოფია ევოლუციის კოსმიური ძალის კონცეფციის შედეგად მიიჩნია. ინდივიდუალიზმის პრინციპი, რომელიც ემყარება ამ ფილოსოფიას, ნათლად არის ნათქვამი ეთიკის პრინციპებში:

ყოველი ადამიანი თავისუფალია აკეთოს ის, რაც სურს, სანამ არ დაარღვევს სხვა ადამიანის თანაბარ თავისუფლებას.


სოციალური ევოლუცია არის „ინდივიდუალიზაციის“ მზარდი პროცესი. ავტობიოგრაფიაში (2 ტომი, 1904 წ.) ჩნდება ულტრაინდივიდუალისტი ხასიათითა და წარმოშობით, არაჩვეულებრივი თვითდისციპლინისა და შრომისმოყვარე, მაგრამ თითქმის მოკლებული იუმორის გრძნობისა და რომანტიული მისწრაფებებისა. ის ეწინააღმდეგებოდა რევოლუციებს და მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი სოციალისტური იდეების მიმართ. მას სჯეროდა, რომ ადამიანთა საზოგადოება, ისევე როგორც ორგანული სამყარო, ვითარდება თანდათანობით, ევოლუციურად. ის იყო ღარიბებისთვის განათლების ღია მოწინააღმდეგე, განათლების დემოკრატიზაციას საზიანოდ თვლიდა.


შესთავაზეს ელეგანტური გადაწყვეტა ქათმისა და კვერცხის პარადოქსისთვის: „ქათამი არის მხოლოდ ერთი კვერცხის წარმოქმნის საშუალება. 

იხ. ვიდეო - The Philosophy Of Herbert Spencer - Herbert Spencer was arguably the greatest English philosopher of the 19th century. It was a philosophy of evolution and dissolution in an age dominated by Biology. His work in Psychology and Sociology is also noteworthy, but for the sake of this video we will only secondarily cover these as they pertain to his philosophy.




воскресенье, 27 марта 2022 г.

ფოსფორის ბომბი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ფოსფორის ბომბი 

                       ხანძარი მთიან ყარაბაღში თეთრი ფოსფორის გამოყენებით გაჩნდა 
ერთერთი საშინელი იარაღი რომელიც აკრძალულია კონვეციით და მაინც იყენებენ ბოლო საბრძოლო ომებშივ იქნა გამოყენებული სირსა და უკრაინაშის ჩათვლით.
ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის ტიპი დატვირთული თეთრი ფოსფორით ან თეთრი ფოსფორის შემცველი ცეცხლგამჩენი სხვა ნივთიერებებით შერეული. თეთრი ფოსფორი და თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენი ნივთიერებები მიეკუთვნება თვითგამწვარი ცეცხლგამძლე ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც იწვებიან ჰაერიდან ჟანგბადის გამოყენებით. 
რსებობს სხვადასხვა სახის ფოსფორის საბრძოლო მასალა, მათ შორის:

საჰაერო ბომბები;
საჰაერო ტანკები
საარტილერიო ჭურვები;
რაკეტები და რაკეტები;
საარტილერიო ნაღმები
ხელყუმბარები.
გარდა ამისა, ცნობილია ნაღმების ფეთქებადი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები, რომლებიც აღჭურვილია მყარი ცეცხლგამჩენი ნივთიერებებით (ფოსფორის ჩათვლით) ან მათი შერევით საწვავთან, თუმცა, ასეთი კონსტრუქციები იყო სახლში დამზადებული და არ იქნა მიღებული, როგორც სტანდარტული მოდელები  .

გარდა საშინაო სახმელეთო ნაღმებისა, რომლებიც უშუალოდ ჯარებმა დაამზადეს, შეერთებულმა შტატებმა შექმნა XM-54 ცეცხლგამჩენი მიწის ნაღმი, რომელიც განკუთვნილია მასიური წარმოებისთვის, რომელიც აღჭურვილია პლასტიზირებული თეთრი ფოსფორით .

გერმანიაში შეიქმნა ცეცხლგამჩენი კვამლის ვაზნები DM-24 და DM-34, რომლებიც აღჭურვილია წითელი ფოსფორით დაფხვნილი მაგნიუმის დამატებით.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში პლასტიზირებული თეთრი ფოსფორით აღჭურვილი საბრძოლო მასალა (სინთეზური რეზინის დამატებით) გახდა ფოსფორის საბრძოლო საბრძოლო მასალის ძირითადი ტიპი, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა თეთრი ფოსფორით აღჭურვილი საბრძოლო მასალა.

გარდა ამისა, თეთრი ფოსფორი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აალებადი ან ცეცხლგამჩენი გამაძლიერებელი საბრძოლო მასალებში ფოსფორისა და სხვა ცეცხლგამჩენი საშუალებების ან საწვავის კომბინირებული მუხტით (მაგალითები მოიცავს აშშ-ს ნაპალმის ცეცხლგამჩენ ბომბებს, რომლებიც გამოიყენება ვიეტნამის ომის დროს, გარკვეული ტიპის ბომბები შეიცავდა 30-მდე % თეთრი ფოსფორი).

თეთრი ფოსფორი მეტასტაბილურია, თუმცა ტრანსფორმაციის დაბალი სიჩქარის გამო, ნორმალურ პირობებში მისი შენახვა შესაძლებელია თითქმის შეუზღუდავი დროით.

თეთრი ფოსფორი სპონტანურად აალდება 34 - 40 ° C ტემპერატურაზე, ამიტომ ფოსფორის საბრძოლო მასალა მოითხოვს შენახვის პირობებს
იხ. ვიდეო - Как действуют фосфорные боеприпасы
მოქედება - წვის დროს თეთრი ფოსფორი ავითარებს ტემპერატურას 1300 °C-მდე . ფოსფორის საბრძოლო მასალის წვის ტემპერატურა დამოკიდებულია რიგ პირობებზე (გამოყენებული საბრძოლო მასალის ტიპი, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა და ა.შ.) და არის 900–1200 °C . ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის წვის ტემპერატურა თეთრი ფოსფორითა და წვადი ნივთიერებით არის 800–900 °C . წვას თან ახლავს სქელი მჟავე თეთრი კვამლის უხვი გამოყოფა და გრძელდება მანამ, სანამ ჟანგბადის მიწოდება შეჩერდება ან მთელი ნივთიერება არ დაიწვება.

ფოსფორის საბრძოლო მასალები ზიანს აყენებს ღიად მდებარე და თავშესაფარს ადამიანურ ძალას და გამორთავს აღჭურვილობასა და იარაღს. ფოსფორიანი საბრძოლო მასალის გამოყენება ასევე იწვევს ხანძრისა და ცალკეული ხანძრის გაჩენას, რაც გადაიტანს ძალებს და მათ ჩაქრობის საშუალებებს, იწვევს დამატებით მატერიალურ ზიანს, ართულებს მოძრაობას, ზღუდავს ხილვადობას, ხოლო მახრჩობელა და მომწამვლელი აირები წარმოიქმნება. ხანძარი ხდება დამატებითი დამაზიანებელი ფაქტორი.

ადამიანის კანის ზემოქმედებისას თეთრი ფოსფორის წვა იწვევს მძიმე დამწვრობას.

თეთრი ფოსფორი შხამიანია, ადამიანისთვის ლეტალური დოზაა 0,05-0,15 გრამი. თეთრი ფოსფორი კარგად იხსნება სხეულის სითხეებში და, როდესაც მიიღება, სწრაფად შეიწოვება (წითელი ფოსფორი უხსნადია და, შესაბამისად, შედარებით დაბალი ტოქსიკურია).
ჭრილობები თეთრი ფოსფორისგან 




მწვავე მოწამვლა ხდება თეთრი ფოსფორის ორთქლის ჩასუნთქვისას და (ან) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესვლისას. მოწამვლას ახასიათებს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიბნელეში ანათებს ღებინება ნივრის სუნით და დიარეა. თეთრი ფოსფორით მწვავე მოწამვლის კიდევ ერთი სიმპტომია გულის უკმარისობა.

ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებას აქვს დემორალიზებული ფსიქოლოგიური გავლენა.

საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენების პროცედურას
ფოსფორის საბრძოლო მასალის შემუშავება, ტესტირება, ტრანსპორტირება, ვაჭრობა, გამოყენება და განადგურება ხორციელდება რიგი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მათ შორის:

1868 წლის პეტერბურგის დეკლარაცია „ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი ტყვიების გამოყენების გაუქმების შესახებ“.
1977 წლის ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციის 1977 წლის დამატებითი პროტოკოლები, რომლებიც კრძალავს თეთრი ფოსფორით საბრძოლო მასალის გამოყენებას, თუ ამის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ემუქრება საფრთხეს. ამჟამად, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და ისრაელი, მათ ხელი არ მოუწერიათ.
კონვენციის III პროტოკოლი "გარკვეული ჩვეულებრივი იარაღის შესახებ" (1980) (ინგლისური) ("კონვენცია გარკვეული ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების აკრძალვების ან შეზღუდვების შესახებ, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად მავნებლად ან განურჩეველ ეფექტად").
საერთაშორისო დონეზე, ომებისა და სამხედრო კონფლიქტების დროს ქიმიური და ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენების შეზღუდვის მცდელობები განხორციელდა 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე, ერთა ლიგის კონფერენციაზე შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ. განზრახვა ჩაიწერა 1932 წლის 9 ივლისს შემუშავებული და 1932 წლის 23 ივლისს მიღებული კონფერენციის დადგენილების ტექსტში. თუმცა, 1930-იანი წლების შუა ხანებში საერთაშორისო ვითარების გართულებამ გამოიწვია კონფერენციის შეწყვეტა 1936 წლის იანვარში.
იხ. ვიდეო - Incendiary Weapons: Human Cost Demands Stronger Law
აერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენების პროცედურას
ფოსფორის საბრძოლო მასალის შემუშავება, ტესტირება, ტრანსპორტირება, ვაჭრობა, გამოყენება და განადგურება ხორციელდება რიგი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მათ შორის:

1868 წლის პეტერბურგის დეკლარაცია „ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი ტყვიების გამოყენების გაუქმების შესახებ“.
1977 წლის ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციის 1977 წლის დამატებითი პროტოკოლები, რომლებიც კრძალავს თეთრი ფოსფორით საბრძოლო მასალის გამოყენებას, თუ ამის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ემუქრება საფრთხეს. ამჟამად, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და ისრაელი, მათ ხელი არ მოუწერიათ.
კონვენციის III პროტოკოლი "გარკვეული ჩვეულებრივი იარაღის შესახებ" (1980) (ინგლისური) ("კონვენცია გარკვეული ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების აკრძალვების ან შეზღუდვების შესახებ, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად მავნებლად ან განურჩეველ ეფექტად").
საერთაშორისო დონეზე, ომებისა და სამხედრო კონფლიქტების დროს ქიმიური და ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენების შეზღუდვის მცდელობები განხორციელდა 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე, ერთა ლიგის კონფერენციაზე შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ. განზრახვა ჩაიწერა 1932 წლის 9 ივლისს შემუშავებული და 1932 წლის 23 ივლისს მიღებული კონფერენციის დადგენილების ტექსტში. თუმცა, 1930-იანი წლების შუა პერიოდში საერთაშორისო სიტუაციის გართულებამ გამოიწვია კონფერენციის შეწყვეტა 1936 წლის იანვარში
                                                                     
სომეხი ჯარისკაცების მიერ მიღებული დამწვრობა აზერბაიჯანელების მიერ მთიან ყარაბაღში ფოსფორიანი იარაღის გამოყენების გამო. 
ფოსფორიანი საბრძოლო მასალისგან დაცვა ეფუძნება ცეცხლგამჩენი იარაღისგან დაცვის ზოგად პრინციპებს.

1950-1980-იანი წლების ომების გამოცდილება ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ფოსფორის საბრძოლო მასალები, აჩვენებს, რომ ნებისმიერი ცეცხლგამჩენი იარაღის ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ იარაღის გამოყენების ზონაში მყოფ ადამიანებს აქვთ ცოდნა. ამ იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები, მათ იციან როგორ უნდა დაიცვან თავი მათგან, ებრძოლონ ცეცხლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დისციპლინა და მორალური და ფსიქოლოგიური სტაბილურობა. პანიკა არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მსხვერპლის რაოდენობა.

ფოსფორის საბრძოლო მასალის ჩაქრობა ხდება დიდი რაოდენობით წყლით ან სპილენძის სულფატით, მომავალში ჩაქრობის ადგილი დიდი რაოდენობით სველი ქვიშით უნდა დაიფაროს . ქვიშის არარსებობის შემთხვევაში, ჩაქრობის ადგილი უნდა იყოს დაფარული მშრალი მიწით.

ფოსფორის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი თვისებაა კონცენტრირებული ორთოფოსფორის მჟავის აეროზოლი, რომელიც აღიზიანებს ნაზოფარინქსს - სტერნიტის თვისება, ქიმიური იარაღი. 



ტუჩები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                ტუჩები ტუჩები პირის ტუჩები (ლათ. labia oris) არის დაწყვი...