вторник, 31 декабря 2019 г.

ბაბილონი

                                 ბაბილონი

                                              Babylon ausgrabungen.jpg
                                           ბაბაილონის ნანგრევები ფოტო გადაღებული 1974წ-ს
უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა. მიზეზი დანგრევის გახდა მეზობლების ქალაქმშენებლობის : სელევკიასა და ქტესიფონის. მსახლეობის შემდგენლობა იყო შუმერები, აქადები, ბაბილონელები, ამორიტები, კასიტები, ქალდელები, არაბები, ბერძნები, ძველი ასირიელები, ებრეელები და სხვ. ხალხები. მოსახლეობის რაოდენობა 150 000 ადამიანი დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე.
იხ. ვიდეო
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
                                                  
                                                ბაბილონის იშთარის კარიბჭის დეტალი
ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის გამეფებიდან, ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა. ქალაქი გამდიდრდა, წარმატებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა. ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და განხორციელდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, აიგო ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის გაიყვანეს ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მისი მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა და სამხედრო გადასახადისაგან.
                                             
                                             კედელი ბაბილონის რეკონსტრუქტიის შემდეგ
ბაბილონურმა სკოლამ — „ე-დუბამ“ („ფირფიტების სახლი“) წამყვანი ადგილი დაიკავა განათლების სისტემასა და წერილობითი ტრადიციის შენარჩუნებაში. აქ შექმნილმა ახალმა საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ („ენუმა ელიშ“), განამტკიცა წარმოდგენა მადირქზე, როგორც დასაბამიერ მთავარ მსოფლიო ღვთაებაზე და ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე. თავისი სახელით („ბაბილონი“ ნიშნავს „ღვთის კარიბჭეს“) წარმოაჩინა თავისი, როგორც მსოფლიოს ცენტრის როლი, მიწიერისა და ზეციურის შეერთების ადგილისა. ამ კონცეფციამ გახორციელება ჰპოვა ე. წ. მსოფლიოს ბაბილონურ რუკაზე. მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო; ცენტრში ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში. მდ. ევფრატი, რომელიც წრეს ზევიდან ქვევით კვეთს, ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.
                                              
                                                                       ბაბილონის ქუჩა
თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაშ ბაბილონმა მრავალი მძიმე განსაცდელი გადაიტანა. ძვ. წ. 1595 წელს დაიპყრეს ხეთებმა, დაახლ. 1518 წელს კასიტების მმართველობის ქვეშ მოექცა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიდიოდა ასურულ და ქალდეველთა არამეულ ტომებს შორის. ძვ. წ. 732 წლიდან ასურეთის შემადგენლობაშია. ქალაქისათვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ძვ. წ. 689 წელს ბაბილონელთა ურჩობისაგან განრისხებული ასურეთის მეფის, სინახერიბის ბრძანება, რომლის თანახმადაც ბაბილონი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.

  

суббота, 28 декабря 2019 г.

საბერძნეთის ბნელი ხანა

                  საბერძნეთის ბნელი ხანა

                                                 
                                                             გვიანი ბრინჯაოს ხანა რუქა
 ძვ. წ. 1100-600, როდესაც ძვ.წ. 1200-იან წლებში ბევრი მიკენელი გაიქცა სამშობლოდან, საბერძნეთში „ბნელი საუკუნეების“ დაცემის ხანა დაიწყო, მათი ტერიტორია ახალმა ხალხმა — დორიელებმა დაიკავეს. ამ 500-წლიანი პერიოდის ისტორიული ჩანაწერი არ არსებობს. დორიელებს არ ჰქონდათ დამწერლობა და მათი ისტორია ზეპირსიტყვიერებაში აისახებოდა. დორიელებს არ გააჩნდათ მიკენელთა მსგავსი კულტურა. ისინი მეტყველებდნენ ბერძნულის სხვა დიალექტზე.
იხ. ვიდეო
დორიელებმა მიკენური პერიოდი ვრცელ პოემაში გააცოცხლეს. როდესაც ფინიკიელებისგან დამწერლობა გადაიღეს, ამ პოემებს წერილობითი სახე მისცეს. ჩვენამდე მოაღწია ორმა პოემამ, ჰომეროსის „ილიადამ“ და „ოდისეამ“.ბნელ ხანაში ქალაქური ცხოვრება ჩაკვდა და მოქალაქეებს სამხედრო ბელადები მართავდნენ. ქალაქები აღდგა და დაიწყო ზღვისგაღმა მიწების კოლონიზაცია (ძვ. წ. 600). ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს „ტირანებმა“ და „ოლიგარქებმა“. ვითარდებოდა ვაჭრობა და იზრდებოდა მოსახლეობა. არეულბის პერიოდის შემდეგ, ძვ.წ. 500-იან წლებში, ათენში და ზოგიერთ სხვა ქალაქში მთავრობის, სამართალისა და ვაჭრობის გარდაქმნის მიზნით რეფორმატორებს უხმეს. ასე დაიწყო საბერძნეთის კლასიკური პერიოდი.
                                                      დორიელები
                           
                                   დორიუელების რეგიონი კლასიკური რაბერძნეთი
(ძვ. ბერძნ. Δωριεῖς, დორიელი - Δωριεύς) — ერთ-ერთი სამ მთავარ ტომთაგან, რომლებადაც ძველი ბერძნები საკუთარ თავს ყოფდნენ. ჰეროდოტეს მოყვანილი აქვს ყველაზე ადრეული ისტორიული განსაზღვრება ამ სამმაგი გაყოფისა:

„...ისინი, ვინც ბინადრობენ ჩვენს მიწაზე, იწოდებიან იონიელებადეოლიელებად და დორიელებად.“
დორიელები მეტყველებდნენ ძველბერძნული ენის დორიულ დიალექტზე. ყველაზე ადრე ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებული არიან „ოდისეა“-ში, სადაც ისინი კუნძული კრეტას მობინადრეები იყვნენ. იხ. ვიდეო

                                  რეკლამა

იხ. ბმულზე . . . . ➭➭➭➭


პლაცებო

                                            პლაცებო

                               
                                ფალსიფიცირებული წამალი ,, სასწაული განკურნბა''


 (ლათ. placebo, "მოგეწონები, მოვეწონები, ვასიამოვნებ") — ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელება. ფენომენი ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით.
იხ. ვიდეო

პრეპარატის მიღების გარდა, არსებობს დამატებითი პროცედურების ან ვარჯიშების ჩატარების ტრადიციაც, რომელთა პირდაპირი ეფექტი არ შეიმჩნევა. პლაცებოს ეფექტის მოქმედების ხარისხი უკავშირდება ადამიანის თვითდარწმუნებას და „მკურნალობის“ გარე ფაქტორებს - მაგალითად, პლაცებოს სახეს, მის ღირებულებას და „წამლის“ მოპოვების საშუალების სირთულეს, ნდობას ექიმისადმი და კლინიკის ავტორიტეტს.
იხ. ვიდეო
პლაცებოს ეფექტი ქვია ადამიანი რ-იც კარგად გრზნობს თავს ვინაიდან მას ჯერავს, რომ მიიღო წამალი გარდა წამლისა ასეთი ზემოქედების საშუალება შეიძლება იყოს მაგ., გარკვეული პროცედურები ან ვარჯიშები, პირდაპირი ეფექტი არ შეინიშნება. პლაცებოს ეფექტი დამოკიდებულია თვითდარწმუნებაში ადამიანის და სვხა გარემოებებზე მაგ., გარეგნული სახე პლაცებოსი, მისი ფასი და საერთოდ ნდობისა ადამიანის. 
იხ. ვიდეო


არსი
სახელწოდება "პლაცებო ეფექტი" შუა საუკუნეებში გამოჩნდა სამგლოვიარო მგლოვიარეების სიმღერებიდან, რომლებიც გადაიხადეს გარდაცვლილთა დაკრძალვაზე, რომლის ტექსტში იყო სიტყვები "პლაცებო დომინო". მიშელ დე მონტენი წერდა 1572 წელს, რომ "არსებობს ადამიანები, რომლებზეც მხოლოდ მედიცინის ყურადღება მიიპყრო უკვე ეფექტური."

სამედიცინო კონტექსტში, იგი პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში . 1785 წელს იგი განისაზღვრა, როგორც "ბანალური მეთოდი ან წამალი", ხოლო 1811 წელს იგი განსაზღვრეს, როგორც "ნებისმიერი წამალი, რომელიც შერჩეულ იქნა პაციენტის დასაკმაყოფილებლად, ვიდრე მისი სარგებლობისთვის". ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ "მკურნალობა" არ შეიძლება ეწოდოს inconclusive. პლაცებო XX საუკუნემდე იყო გავრცელებული მედიცინაში, ექიმებმა ის გამოიყენეს როგორც ”აუცილებელი სიცრუე” პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.
პლაცებოს საპირისპიროა ნოცებო რ-ის არ არის წამალი არანარი უარყოფითი სიმართლეში, მაგრამ უარყოფითი რექცია აქვს პაციენტს. ეს ტერმინი შემოვიდა როგორც ანტითეზა პლაცებოსი. ეფექტი ნაცებოსი ფსიქოლოგიური ბუნება აქვს.
იხ.  ვიდეო


საინტრესო ფაქტი - ერთერთი კვლევის შედეგად, სადაც 15 პაცინეტზე იყო ჩატარებული შფოთვის აშლილობით და გამოქვეყნებული 1965წ-ს, პლაცებოს ეფექტი მაშინაც კი შეიძლება იმოქედოს როცა პაციენტს შეატყობინებენ რომ ის იღებს ცარიელ წამალს არაფრის შემცვლელს. აღნიშნული მოვლენა შეიძლება აიხსნად პაციენტის რწმენას თავისთავად მეთოდის მიმართ.

понедельник, 23 декабря 2019 г.

მზე

                                         მზე

                                                 Солнце в видимом свете.
 მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი. ის თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები. მზის დიამეტრი დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია — დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდი. მისი მასა (1.989×1030 კილოგრამი; დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება) მზის სისტემის მთლიანი მასის 99,86%-ს მოიცავს.  ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადინახშირბადინეონირკინა და სხვა.                                                     
დედამიწის მაგნიტური ველის რხევები მზის ქარის მიერ

          მზე 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა. მზე სპექტრული კლასით არის G ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (G2V) და მას არაფორმალურად ყვითელ ჯუჯად მოიხსენიებენ, რადგან მისი ხილული გამოსხივება სპექტრის ყვითელ-მწვანე ნაწილშია ყველაზე ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იგი თეთრი ფერისაა, დედამიწის ზედაპირიდან ყვითელი ჩანს ატმოსფეროს მიერ ლურჯი სინათლის გაფანტვის გამო. სპექტრული კლასის მიხედვით, G2 მიუთითებს ზედაპირის ტემპერატურას (დაახ. 5505°C) და V მიუთითებს, რომ მზე, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, ენერგიას წარმოქმნის წყალბადის ჰელიუმად სინთეზით. მზე თავის ბირთვში 620 მილიონი ტონა წყალბადის სინთეზს ახდენს წამში.
                                              
სამხრეთ პოლუსის გამოსახულება, მიღებული სტერეოს მისიის დროს მარჯვენა ქვედა მხარეს ჩანს ამოტყორცნა მასის
ერთ დროს ასტრონომები მზეს პატარა და შედარებით შეუმჩნეველ ვარსკვლავად აღიქვამდნენ, მაგრამ ახლა მიჩნეულია, რომ იგი ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების 85%-ზე კაშკაშაა, რომელთა უმეტესობა წითელი ჯუჯებია. მზის აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე +4,83-ია. თუმცა, რადგანაც მზე დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია, ის ნებისმიერ ობიექტზე კაშკაშაა ცაზე, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -26,74-ია. ეს არის დაახლოებით 13 მილიარდჯერ კაშკაშა, ვიდრე მეორე უფრო კაშაკშა ობიექტი სირიუსი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -1,46-ია. მზის გავარვარებული გვირგვინი უწყვეტად ფართოვდება და ქმნის მზიურ ქარს — დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ფართოვდება ჰელიოპაუზამდე, 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ჰელიოსფერო (ბურთულის მსგავსი სტრუქტურა), რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მზიურმა ქარმა წარმოქმნა, არის უდიდესი უწყვეტი სტრუქტურა მზის სისტემაში.
იხ. ვიდეო

ამჟამად მზე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლით (G-ღრუბელთან ახლოს) ადგილობრივი ბურთულის ზონაში მოძრაობს — ირმის ნახტომის ორიონის მკლავის შიდა რგოლში. 17 სინათლის წლის რადიუსით (დედამიწიდან) უახლოესი 50 ვარსკვლავური სისტემიდან (უახლოესი არის პროქსიმა კენტავრი, რომელიც 4,2 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან) მზე მეოთხეა მასით.  მზე გალაქტიკის ცენტრიდან 24 000-26 000 სინათლის წლის მოშორებით ბრუნავს. ერთ სრულ საათის ისრის მიმართულების ორბიტას (თუ გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსიდან დავაკვირდებით) 225-250 მილიონ წელიწადში ასრულებს. რადგანაც მზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის (კმფ) შესაბამისად ჰიდრის თანავარსკვლავედის მიმართულებით 550 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მზის ტოლქმედი სიჩქარე კმფ-ს მიმართ არის დაახლოებით 370 კმ/წმ ფიალის ან ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
იხ. ვიდეო

დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში (ივლისში). ამ საშუალო მანძილზე სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისაღწევად დაახლოებით 8 წუთი და 19 წამი სჭირდება (იხ. სინათლის სიჩქარე). მზის სინათლის ენერგია დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის თითქმის ყველა ფორმას არჩენს ფოტოსინთეზით და დედამიწის კლიმატსა და ამინდზეა პასუხისმგებელი. დედამიწაზე მზის უზარმაზარი ეფექტი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანებში შეინიშნებოდა და მას მრავალი კულტურა ღვთაებად აღიქვამდა. მზის ზუსტი მეცნიერული გაგება ნელა განვითარდა და ბოლო ხანების (მე-19 საუკუნის) გამოჩენილ მეცნიერებს მზის ფიზიკურ შედგენილობასა და ენერგიის წყაროზე ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ. ეს გაგება ჯერ კიდევ ვითარდება: ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რაოდენობის ანომალია მზის ქცევაში, რომლებიც აუხსნელია. იხ უფოლოგიური თვალსაზრისი მზეზე აღმოჩენილი მოვლენები დაკავშირებული ამო და უცხოლანელეთა ხომალდებთან 

ადრეული აღქმა


ტრუნდჰოლმის მზის ეტლი, რომელზეც ცხენია შებმული, არის ქანდაკება, რომელიც მიჩნეულია სკანდინავიური ბრინჯაოს ხანის მითოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ქანდაკება ძვ.წ. 1350 წლით თარიღდება. ის გამოფენილია დანიის ეროვნულ მუზეუმში.
სხვა ბუნევრივი ფენომენების მსგავსად, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მზეც არაერთი კულტურის სათაყვანო ობიექტი ყოფილა. კაცობრიობის მზის ყველაზე ფუნდამენტური გაგება არის კაშკაშა დისკო ცაში, რომლის ჰორიზონტს ზემოთ ყოფნა დღეს ქმნის, ხოლო არყოფნა — ღამეს. მრავალ პრეისტორიულ და უძველეს კულტურაში მზე მზიურ ღვთაებად ან ზებუნებრივ ფენომენად იყო მიჩნეული.
                             
მზის თაყვანისცემა უმთავრესი იყო ისეთი ცივილიზაციებისთვის, როგორებიცაა უძველესი ეგვიპტელებისამხრეთ ამერიკის ინკები და აცტეკები, რაც ახლა მეხიკოა. ისეთ რელიგიებში, როგორიცაა ინდუიზმი, მზე კვლავ ღმერთადაა მიჩნეული. ხალხებმა მრავალი ანტიკური მონუმენტი ააშენეს გონებაში მზის ფენომენით; მაგალითად, ქვის მეგალითები ზუსტად აღნიშნავს ზაფხულის ან ზამრის ნაბუნიობას (ყველაზე ცნობილთაგან ზოგიერთი მეგალითი ნაბტა-პლაიაში (ეგვიპტე); მნაიდრაში (მალტა) და სტოუნჰენჯში (ინგლისი)); ნიუგრეინჯი, პრეისტორიული ადამიანის მიერ აშენებულ მთაზე ირლანდიაში, იმ განზრახვით იყო აშენებული, რომ ზამთრის ნაბუნიობა გამოევლინა. ელ კასტილოს პირამიდა იჩენ-იცაში (მეხიკო) იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ჩრდილებს პირამიდაზე მცოცავი გველების ფორმა მისცეს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დროს.
იხ. ვიდეო რა ხდება მზეზე

ეგვიპტელები რას (=მზეს) გამოსახავდნენ ასე: იგი მზიური ორჩხომელით გადაადგილდებოდა ცაზე, თან ახლდნენ შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ღმერთები, ბერძნებისთვის კი ის იყო ჰელიოსი, რომელიც ცეცხლოვან ცხენებს ეტლით მიჰყავდათ. ჰელიოგაბალუსის მეფობიდან გვიანდელ რომის იმპერიაში მზის დაბადების დღე იყო დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა, როგორც Sol Invictus (სიტყვასიტყვით "დაუპყრობელი მზე") და აღინიშნებოდა ზამთრის ნაბუნიობიდან მალევე, რომელიც შეიძლება შობის დღესასწაულის წინამავალი ყოფილიყო. როდესაც უძრავ ვარსკვლავებს ვაკვირდებით, დედამიწიდან მზე ისე ჩანს, თითქოს წელიწადში ერთხელ ეკლიპტიკის გასწვრივ ზოდიაქურად ბრუნავს, ასე რომ, ბერძენი ასტრონომები მას იმ შვიდი პლანეტიდან ერთ-ერთად მიიჩნევდნენ, რომელთა სახელებიც კვირის დღეებს დაერქვა ზოგიერთ ენაში.

воскресенье, 22 декабря 2019 г.

ჩინგიზ-ყაენი

                              ჩინგიზ-ყაენი

                                               Чингисхан
ჩინგის ყაენიჩინგისხანი (მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ]), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162? — გ. 18 აგვისტო1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.
იხ. ვიდეო

ჩინგისხანი (დაბადების სახელი თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა (მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს). 
                                                          
მონღოლების საიდუმლო ისტორია — ყველაზე ძველი მონღოლური ლიტერატურული და ისტორიოგრაფიული ძეგლი. მონღოლეთის ისტორიის, მათი სახელმწიფოს, მისი დამაარსებლის ჩინგიზ-ყაენისა და XII-XIII საუკუნეების ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. საიდუმლო ისტორია შედგენილია მონღოლურ ენაზე 1240 წელს. ავტორი უცნობია.„საიდუმლო ისტორიის“ თანახად ჩინგიზ-ყაენის წინაპარი იყო ბორტე-ჩინო, რომელიც დაუნათესავდა გოა-მარალს და დასახლდა ხენტიიში (ჩრდილო-აღმოსავლეთი მონოლეთი) ბურხან-ხალდუნის მთების სიახლოვეს. რაშიდ ად-დინის მიხედვით ეს მოხდა VIII საუკუნის შუა წლებში. ბორტე-ჩინოსაგან მეორე-მეცხრე თაობებში დაიბადნენ ბატა-ცაგაანი, ჩამაჩი, ხორიჩარი, უუჯიმ-ბუურალი, სალი-ხაჯაუ, ეკე ნიუდენი, სიმ-სოჩი და ხარჩუ.
ბორტე-ჩინოს მეათე თაობაში დაიბადა ბორჯიგიდაი-მერგენი, რომელმაც ცოლად შეირთო მონგოლჟინ-გოა. მათგან წარმოიქმნა მეთერთმეტე თაობა და საგვარეულო ხე გააგრძელა ტოროკოლჯინ-ბაგატურმა, რომელიც ცოლად ირთავს ბოროჩინ-გოას. მათგან დაიბადნენ დობუნ-მერგენი და დუვა-სოხორი. დობუნ-მერგეის ცოლი გახდა ალან-გოა, ხორილარდაი-მერგენისა და ბარგუჟინ-გოას ქალიშვილი. ასე, რომ ჩინგის-ხანის დიდი ბებია იყო ხორი-ტუმატების ტომიდან, ანუ ბურიატების ერთ-ერთი მონათესავე .ტომიდან.
ალან-გოას სამი პატარა ბიჭი, დაბადებულები მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ითვლებიან მონღოლების წინაპრებად. მეხუთე, ყველაზე პატარა ბოდონჩარისაგან სათავეს იღებენ ბორჯიგინები
იხ. ვიდეო

ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში

ტოორილ-ხანის დახმარებით თემუჩინის ძალები თანდათანობით გაიზარდა. მასთან თავი მოიყარეს ნუკერებმა. იგი თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, აფართეობდა და აძლიერებდა სამფლობელოს. სხვა დამპყრობლებისაგან ერთი თვისებით გამოირჩეოდა, ბრძოლის დროს ცდილობდა სიცოცხლე შეენარჩნებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რათა შემდეგში ისინი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.
იხ. ვიდეო

თემუჩინის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მერკიდები, რომლებიც მოქმედებდნენ ტაიჩიუტების მხარდაჭერით. მერკიდებმა გადაწყვიტეს ოელუნის მოტაცებისათვის შური ეძიათ. ისინი მოხუცი ოელუნის დასაბრუნებლად კი არა, თემუჩინის ახალგაზრდა ცოლის ბორტეს წასაყვანად მოვიდნენ. მერკიდებს ბანაკი ცარიელი დახვდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა მალევე იპოვეს ოთხთვალაში ჩამალული ბორტე, რომელიც ამ პერიოდში სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ელოდებოდა პირველ შვილს ჯუჩის.
1184 წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე სელენგასთან დღევანდელი ბურიატეთის ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა ბორტე დაიბრუნა.
                                         
                                               ევრაზიის რუქა მონღოლების დაპყრობამდე

უთანხმოება ჯამუკასთან და დამარცხება დალან ბალზუთთან

მას შემდეგ, რაც ჯამუკასა და თემუჩინის მეგობრობას შორის ბზარი გაჩნდა, მათ დაიწყეს ძალების განმტკიცება და მალე ერთმანეთის მეტოქეებიც გახდნენ. ჯამუკა მხარს უჭერდა ტრადიციულ მონღოლურ არისტოკრატიას, როდესაც თემუჩინი მისდევდა ღირსეულ მეთოდს და იზიდავდა განსაკუთრებით დაბალი კლასის საზოგადოებას.
                                                     
                                                                მონღოლეთის იმპერია 1207წ
 მისი წინანდელი დამარცხების გამო მერკიტებთან, თემუჩინი გაძლიერებას შეუდგა. 1186 წელს თემუჩინი მონღოლთა ხანად აირჩიეს. თუმცა ჯამუკა დაემუქრა თემუჩინს, რომ შეაჩერებდა მის ამბიციებს. 1187 წელს მან სამი ათასიანი ჯარით თავის ყოფილ მეგობარს შეუტია. თემუჩინმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი მის მომხრეებთენ ერთად ჯამუკას წინააღმდეგ, თუმცა იგი საბოლოოდ დამარცხდა დალან ბალზუთის ბრძოლაში. ჯამუკა შეაძრწუნა იმ ხახლმა, რომლებიც მის მეტოქეს აქებდნენ. ესინი იყვნენ ტყვედ აყვანილი 17 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც თემუჩინის პოტენციური მიმდევრები და მისი არჩეული მსახურები იყვნენ. თოღრულის, როგორც თემუჩინის ერთგული მსახური, ყარახატაელების სახელმწიფოში გადაასახლეს. ინფორმაცია თემუჩინის ცხოვრების მომდევნო 10 წელიწადის შესახებ გაუგებარია, რადგან ისტორიული ჩანაწერები არაფერს წერენ იმ პერიოდზე.                                                                                       
                                           ჩინგის ხანის და მისი გენერლების კამპანიები

                                                ძალაუფლების დაბრუნება

დაახლოებით 1197 წელს ძინმა განახორციელა შეტევა მათ ფორმალურ ვასალზე, თათრებზე ხერიეიდების და მონღოლების დახმარებით. თემუჩინის თავის ჯარს სათავეში ედგა და შემგდომში გამარჯვების გამო მან და თოგულმა ძინისგან მაღალი პოზიციები მიიღეს. ძინმა თოღულს ონგ ხანის წოდება მიანიჭა, ხოლო თემუჩინს — ჯაუთ ქურის.
იხ. ვიდეო

მონღოლთა კავშირის მთავარი ოპონენტი 1200 წლისთვის იყვნენ დასალვეთში მცხოვრები ნაიმანები, ჩრდილოეთში მცხოვრები მერკიტები, სამხრეთით მცოხვრები თანგუთები და აღმოსავლეთით მყოფი ძინის დინასტია. თემუჩინის მმართველობის და მეტოქე ტომების დაპყრობის დროს, თემუჩინმა დაარღვია მონღოლური ტრადიცია რამდენიმე გადამწყვეტ საკითხში. ის ადამიანში აფასებდა არა მის წარჩინებულ წარმოშობას, არამედ დამსახურებას და ერთგულებას.
ჩრდ. ჩინეთის დაპყრობა 1207- 1211წწ.  მონღოლებმა დაიპყრეს ტყის ტომები, ანუ დაიმორჩილეს პრაქტიკულად ყველა ტომები ცინბირის ხახლების.
ჩინეთის დაპყრობამდე ჩინგის ხანმა გადაწყვიტა საზღვრის დაცვა, 1207 წელს ტანგუტები სახელმწიფო დაიპყრეს. (ტიბეტურ ბირმები). 1213წ-ს მან დაიპყრო ჩინეთის კედელი, და შიჭრა ჩინეთში ციანის სახელწიფოში. მან გამოყო სამი მიმართულების ჯარი და თავის შვილები ჩაუყენა სათავეში. ერთი სახრეთით წავიდა მეორე აღმოსავლეთით და მესამეს თვითონ ჩაუდგა სათავეში.  ძმების ჯარებმა დაიპყრეს ლაოსი ხოლო თვთითონ ჩიგის ხანმა მაშინ დაასრულა ბრძოლა როცა მიაღწია საზღვაო ქალაქს შანდუნს. 1214 წ-ს დაბრინდა მონღოლეთში და დაიდო ზავი დაუტოვა პეკინი ჩინეთის იმპერს., საბოლოოდ განადგურება 1230წ-ს მოხდა ჩინგის ხანის შთამომავლების მიერ.
ჩინეთის შემდეგ ემზადებოდა შუა აზიაში შესაჭრელად გასანკუთრებით შვიდმდინარეთი მან ეს განახორციელა მდინარე ილის გადალახვით და გამოყენებით.

суббота, 21 декабря 2019 г.

სუფრის მარილი

                          სუფრის მარილი

                                          Картинки по запросу Поваренная соль
 (NaCl, ასევე ეწოდება ქვამარილი) — სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.
                                              
                                                                      მარილის შახტა
საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდისფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი. 
                                                             
                                                 ქლორწყალბადის ხსნარი
 ქლორწყალბადის წყლის ხსნარი; ძლიერი ერთფუძიანი მჟავა. უფერო (ტექნიკური მარილმჟავა მოყვითალო ფერისაა FeCl2-ის და სხვა მინარევების გამო), მას ჰაერზე «კვამლი» ასდის. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მასის მიხედვით 20 °C-ის პირობებში ტოლია 38 %, ასეთი ხსნარს სიმკვრივე შეადგენს 1,19 გრ/სმ³. მოლური მასა 36,46 გრ/მოლია. მარილმჟავას მარილებს - ქლორიდებს უწოდებენ 

                                              მრეწველობა

                                               მედიცინა

  • კუჭის წვენის შემადგენელი ნაწილი; გაზავებულ მარილმჟავას ადრე უნიშნავდნენ უმთავრესად ისეთი დაავადებების დროს რომლებიც კუჭის წვენის სინაკლებესთან იყო დაკავშირებული
ბიოლოგიური როლი მარილი აუცილებელია სიცოცხლსათვის ადამიანის, ასევე თანაბრად ყველა ცოცხალი არსებებისთვის. ქლორის იონი მარილი ძირითადი მასალა არის ქლორდწყალბადის მთავარი კომპონენტი კუჭის წვენის.
ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.
                                                                 
                                                                                  მარილი წყალში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღეღამეში 2 გრ მარილი უნდა მაოხმარო. მიუხედავად მაისა გადამეტებული მოხმარებამ პირიქით პროცესებს იწვევს. 
იხ. ვიდეო

ღვთაება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                   ღვთაება ღმერთ ნინურტას ბრძოლა (მარჯვნივ) ანზუსთან (მა...