суббота, 14 декабря 2019 г.

ყირიმის სახანო

                              ყირიმის სახანო

                                                               Flag of Crimean Khanate
                                                                       დროშა
 (ყირიმ. Qırım Hanlığıრუს. Крымское ханствоუკრ. Кримське ханствоთურქ. Kırım Hanlığı) — ყირიმის თათართა სახელმწიფო 1441-1783 წლებში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი თურქული სახანო, რომელიც ოქროს ურდოს შემდეგ არსებობდა. მის სათავეში იდგნენ გირეის დინასტიის წარმომადგენლები. დინასტიის ფუძემდებელი, ჰაჯი I გირეიჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის პირდაპირი შთამომავალი იყო. სახანოს ეჭირა ტერიტორიები დუნაისა და დნეპრს შორის. მოიცავდა ასევე თანამედროვე კრასნოდარის მხარის უდიდეს ნაწილსა და ბესარაბიას. ქვეყნის ძირითადი რელიგია იყო სუნიტური ისლამი, მაგრამ სხვა სარწმუნოებები არ იდევნებოდა. 1478 წლიდან ყირიმის სახანო ოფიციალურად გახდა ოსმალეთის ვასალი და ასე რჩებოდა ქუჩუქ-კაინარჯის ზავის დადებამდე (1774 წ.). 1783 წელს რუსეთმა მისი ანექსია მოახდინა. ყირიმის ხანები თავის სახელწიფო მიჩნდათ მემკვიდრე ოქროს ურდოსი იხ.ლიკზე . თუქმენიზაცია დაიწყო ხაზართა სახაკანო 650 - 850 წწ -ში. 
                                                                
                                                                            მონეტები ყირიმის სახანოს
 XV ს-ში ყირიმის იურტი უყვე ძლიერ იზოლირებული იყო ოქროს ურდოსგან და საგრძნობლად გაძლიერდა. 1441წ-ს  ჰაჯი I გირეი (ყირიმ. ۱خاجى كراى‎‎ტრაკაილიტვა1397 — გ. 1466), ხანიყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეის დინასტიის ფუძემდებელი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი ჯუჩის შტოდან. 1434 წელს ჰაჯი-გირეიმ დაამარცხა გენუელი ვაჭრების ჯარი, მაგრამ შინაბრძოლების შედეგად ყირიმიდან განდევნილი ლიტვაში გაიქცა. ლიტვის დიდი მთავრის კაზიმეჟ IV-ისა და თათარ წარჩინებულთა მხარდაჭერით ჰაჯი-გირეი 1441 ყირიმის ხანად გამოაცხადეს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიტვიის ორიენტაციისა იყო. ჰაჯი გირეის მმართველობის პერიოდში ყირიმის სახანოში სუფევდა სიმშვიდე, რაც მისი მემკვიდრეების დროს შეუძლებლად ითვლებოდა. გარდაიცვალა 1466 წელს. ჰაჯის შემდეგ ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, ნურ-დევლეთ გირეი. 1475წ-ს ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო გაზარია.  შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე გენუის კოლონიების და სავაჭრო ფაქტორიების საერთო სახელწოდება. XIII საუკუნის შუა ხანებში და გვიანი XV საუკუნეებში კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი ყირიმის სნახევარკუნძულზე ქალაქ კაფაში მდებარეობდა. ტერმინი მომდინარეობს ხაზარების სახელწოდებისგან, რომლებიც თავიდანვე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ხაზართა სახაკანო უკვე აღარ არსებობდა.
კოლონია ოქროს ურდოს ხანის მუნქეს მიერ გენუისთვის კაფას გადაცემის შემდგომ დაარსდა. კაფა კომერციულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც მალევე გენუის შავი ზღვის კოლონიების რეგიონალური ცენტრი გახდა. 1357 წელს გენუელებმა დაიკავეს ჩემბალო (ბალაკლავა), 1365 წელს კი ვენეციელებისგან დაიკავეს სოლდაია (სუდაკი. იხ. ვიდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...