среда, 30 декабря 2020 г.

Nissan Motors

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   ნისანი

ნისანის ლოგოტიპი

 იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია; დაარსდა 1933 წელს. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა იაპონიაში, რომელმაც ავტომობილების მასობრივი გამოშვება დაიწყო. იმდროინდელი სახელწოდება DATSUN კომპანიის მფლობელთა გვარების აკრონომია – Den, Aoyama, Takeuchi.

                                                                           

სათაო-ოფისი ქალაქ იოკოგამაში

1933 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა Nissan Motor Co. „ნისანი“ უშვებდა თვითმფრინავებსა და ტვირთმზიდებს იაპონური არმიისთვის.

1958 წელს პირველი Datsun ჩავიდა აშშ-ში. ეს იყო მძიმე ავტომობილი 48 ცხენის ძალითა და 12000cc ძრავით.

1959 წელს პირველი პიკაპი გაიყიდა ამერიკაში. მომდევნო წლებში „ნისანმა“ სერიოზული რეპუტაცია მოიპოვა როგორც იაპონიაში, ასევე, აშშ-ში.

1960 წელს კალიფორნიაში დაარსდა NMC. ამავე წელს შეიქმნა Datsun-ის პირველი სპორტული მოდელი SPL 210, რომელსაც მოგვიანებით 85-ცხენისძალიანი ძრავა დაუყენეს.

                                                         

პირველი პრეზიდენტი იესუკე აიუკავა 1939წ-ს

   1962 წელს გამოვიდა 3-სიჩქარიანი ავტომობილი Datsun Bluebird, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის მოსახლეობისთვის. ამავე წელს გამოვიდა Patrol ოთხი წამყვანი თვლით, რამაც სერიოზული კვალი დატოვა „ნისანის“ ისტორიაში. ამ მანქანას ჰქონდა 6 ცილინდრი, 145 ცხენის ძალა და 4000cc ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა საკმარის თორქს „ხეებზე ასასვლელად“, როგორც მაშინდელი შემფასებლები ახასიათებდნენ.

1966 წელს NMEX-მა (NIssan Mexicana) შექმნა თავისი პირველი ავტომობილი.

იხ. ვიდეო


вторник, 29 декабря 2020 г.

Cadillac Deville

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          კადელაკ დევილე 

საერთო მონაცემები
წარმოება - კადელაკი, წარმოების თარიღი 1949 - 2005წწ,
1949-2005 წლებში წარმოებული ამერიკული კომპანია Cadillac– ის სრული ზომის სამგზავრო მანქანები. ორკარიანი კუპე - Cadillac Coupe Deville იწარმოებოდა 1949 – დან 1993 წლამდე, ოთხკარიანი სედანი - Cadillac Sedan Deville 1956 – დან 2005 წლამდე და 1964 – დან 1970 წლამდე იწარმოებოდა Cadillac Deville Convertible– ის ღია კაბრიოლეტი. იერარქიაში კადილაკს შუალედური პოზიცია ეკავა საწყისი დონის მანქანებს შორის: 62 სერია, კალე, სევილია და მაღალი კლასის მანქანები: 75 სერიის, ელდორადო. 1960-იანი წლების შუა რიცხვებიდან - ყველაზე პოპულარული Cadillac მოდელები, რომელთა წილმა, ზოგიერთ წლებში, წარმოების მთლიანი მოცულობის 70% -ს გადააჭარბა.
იხ. ვიდეო
კადილაკი (ინგლ. Cadillac) — ჯენერალ მოტორსის მფლობელობაში არსებული ამერიკული ბრენდი. მისი ნაწარმები იყედება 50 ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბურად კი აშშ-სა და კანადაში.
                                                                                
დაფუძნდა 1902წ-ს მდებარეობს დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ, 

ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც XVII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ „ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ „კადილაკია“ პირველი მყარსახურავიანი ავტომობილის წინამორბედი და შემქმნელი. „კადილაკი“ დღემდე განაგრძობს ხალხის განცვიფრებას. მისი სახელი „უმაღლესი ხარისხის“ სინონიმადაც კი მოჰყავთ, რაც შეეხება კომპანიის სლოგანს, ის ასე ჟღერს: „ცხოვრება, თავისუფლება და პაექრობა“. ამ მარკის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ამერიკასა და კანადაში ხდებოდა, თუმცა ბოლო წლების მონაცემებით მათ არც ევროპელები ჩამორჩებიან. კადილაკი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ემსახურებოდა. მისი მფლობელები იყვნენ ცნობილი მსახიობები და მომღერლები


воскресенье, 27 декабря 2020 г.

თირკმელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მედიცინა

                                თირკმელი        

ადამიანის თირკმელები  T12 და L3
მედიცინა

 ადამიანის ძირითადი გამომყოფი (ექსკრეტორული) ორგანო. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, თავისუფალდება მავნე ნივთიერებებისგან და თირკმლის ვენით გამოდის. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.

თირკმლები (renes) - წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც, შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს.

თირკმლები განლაგებულია რეტროპერიტონეალურ სივრცეში, გულმკერდის XI და წელის III მალების დონეზე. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და მდებარეობს უფრო დაბლა. თირკმლებს გააჩნიათ ლობიოს მარცვლის ფორმა. ნორმაში, თითოეული მათგანის მასა შეადგენს 120-200 გრამს, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) შრეებისგან; ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს, ხოლო მწვერვალები იხსნებიან თირკმლის მენჯში.

                                                                    

1. თირკმლის პირამიდა • 2. ინტერლობულარული არტერია • 3. თირკმლის არტერია • 4. თირკმლის ვენა 5. თირკმლის ჰილუმი • 6. თირკმლის მენჯი • 7. შარდსაწვეთი • 8. მცირე ყბა • 9. თირკმლის კაფსულა • 10. თირკმლის ქვედა კაფსულა • 11 თირკმლის უმაღლესი კაფსულა • 12. ინტერლობულარული ვენა • 13. ნეფრონი • 14. თირკმლის სინუსი • 15. ძირითადი ყბა • 16. თირკმლის პაპილა • 17. თირკმლის სვეტი

თირკმლების სისხლმომარაგება ხორციელდება თირკმლის არტერიებით, რომლებიც გამოდიან მუცლის აორტიდან და თითოეული თირკმლის კარში იყოფიან ორ ძირითად არტერიად - წინა და უკანა არტერიებად. ვენური სისხლი თირკმლის ვენების ნეშვეობით ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში.

თირკმლების ინერვაცია ხორციელდება თირკმლის ნერვული წნულის ბოჭკოებით, რომელიც წარმოქმნილია ფაშვის წნულის და ცდომილი ნერვის ტოტებისგან, ფაშვის ნერვების საბოლოო ტოტებისგან, განგლიური უჯრედებისგან.

თირკმლის ძირითად სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეფრონი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე რამდენიმე ნაწილისგან.

იხ. ვიდეო



ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას იღებენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.

იხ. ვიდეო





ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას იღებენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში

იხ.ვიდეო

შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, უპირველეს ყოვლისა, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.

იხ. ვიდეო



მოზრდილი ადამიანის თირკმლის მთლიანი სისხლის მიმოქცევა, შეადგენს დაახლოებით 1 200 მლ-ს 1 წუთში, სხეულის სტანდარტულ ზედაპირზე (1,73მ2) გადაანგარიშებით. სისხლის აღნიშნული მოცულობის 91-93% მიედინება თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების სისხლძარღვებში (ეფექტიანი თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა). გარეთა ტვინოვან ნივთიერებაში ხვდება სისხლის მოცულობის დაახლოებით 6-8%, ხოლო შიგნითაში - 1%-ზე ნაკლები. სისხლის მიმოქცევას ყველაზე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს თირკმლის გორგლის კაპილარები. აღნიშნული წინააღმდეგობის დინამიკა განისაზღვრება მომტანი და წამღები არტერიოლების ტონუსით. თირკმლის არტერიაში წნევის ცვალებადობას თან სდევს გორგლის მომტანი არტერიოლების ტონუსის ცვლილება, რის გამოც გორგალში ხდება სისხლის მიმოქცევის მუდმივობის და კაპილარული წნევის შენარჩუნება (თვითრეგულაცია).

იხ. ვიდეო




ბიომრავალფეროვნება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ბიომრავალფეროვნება

მარჯნის რიფები. ბიმრავალფეროვნების ცხელი წერტილი

სიცოცხლის მრავალფეროვნება. წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას, გენებიდან დაწყებული ბიოსფეროთი დამთავრებული. ვიწრო გაგებით ბიომრავალფეროვნება გამოიხატება სამ ძირითად დონეზე: გენეტიკური მრავალფეროვნება; სახეობების მრავალფეროვნება; ეკოსისტემების მრავალფეროვნება.

                                                                   

სოკოების შერჩევა მრავალფეროვნების მაგალითსწარმოადგენს

ზოგჯერ გამოიყოფა ლანდშაფტების მრავალფეროვნება. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ტიპები ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან. გენეტიკური მრავალფეროვნება უზრუნველყოფს სახეობების მრავალფეროვნებას; ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მრავალფეროვნება საფუძველს უმზადებს ახალი სახეობების პირობების წარმოქმნას. სახეობების მრავალფეროვნების ამაღლება ბიოსფეროში ზრდის ცოცხალი ორგანიზმების საერთო გენეტიკურ პოტენციალს. ამასთანავე მრავალფეროვნებაში თითოეულ სახეობას თავისი წვლილი შეაქვს. ამ თვალსაზრისით არ არსებობს მავნე დაგამოუსადეგარი სახეობები.

  იხ.ვიდეო




среда, 23 декабря 2020 г.

კრწანისის ბრძოლა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        კრწანისის ბრძოლა


1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთანკრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.
იხ. ვიდეო

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და ეიძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან, ქართველებმა, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია.

იხ. ვიდეო



10 სექტემბერს, სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იყო და ამიტომ სომეხი მელიქების რჩევით გადაწყვიტეს თელეთიდან შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა, იქიდან კი დაშვება კრწანისის ველზე, საიდანაც, სეიდაბადის გავლით იოლად მიადგებოდნენ თბილისს. ამ გზით თაბორის ქედიდანაც შეიძლებოდა პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება. მტრის მეწინავე რაზმმა (3–4 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.

იხ. ვიდეო



10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა. მისი რაზმი და არტილერია, თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში განლაგდა და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობები ამოიღო, რადგან მტერი აქედან უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველისაკენ. კრწანისის ველის მიდამოებში (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ე.წ. სამთავრობო აგარაკები, ოფტალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებია), მოხერხებულად განთავსდა ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები, იმერელთა რაზმი ზურაბ წერეთლის მეთაურობით. ერეკლე, თავისი მებრძოლებით სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნის ცეცხლი დააყარა და დიდად დაზარალებული მტერი რამდენიმეჯერ უკან შეაბრუნა. თუმცა სპარსელებს ახალი, დასვენებული, დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან. მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა ქართველთა სხვა რაზმებსაც მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა, მას შვილიშვილი, სოლომონ მეორეც მიჰყვა. ქართველებმა საღამოსათვის მრავალრიცხოვან მტერს დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.

                                                                       


თბილისის აღება აღა-მაამ ხანის ნიერ. ყაჯართა სპარსული მინიტურა (ბრიტანული მუზეომი)

გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში, თუმცა სათუოა, რომ აღა–მაჰმად–ხანს უკან გაბრუნება გადაეწყვიტა, რადგან ბრძოლებში გამოცდილ, თბილისთან ახლოს მოსულ შაჰს, პოზიციური, თუნდაც დამარცხებული ბრძოლის შემდეგ უარი, რომ ეთქვას წინსვლაზე, ძნელად წარმოსადგენია.

აღა–მაჰმად–ხანმა თავისი ჯარი 14 ნაწილად დაჰყო. მისი ჯარი, წინა დღის მარცხის მიუხედავად, რაოდენობრივად 6–ჯერ თუ 7–ჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე. ძალები მეტად უთანასწორო იყო. შაჰმა თავის ჯარს უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა – უკანდახეული სპარსელი მებრძოლები ადგილზე გაენადგურებიათ.

11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციებს შეუტია. შაჰმა გადაწყვიტა, რომ შეტევა თბილისზე, ორივე მხრიდან ეწარმოებინა, ამისათვის 5 ათასამდე კაცი, ისე, როგორც 10 სექტემბერს, თბილისთან ზურგიდან მისავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. თავად შაჰმა, ძირითადი ძალებით სოღანლუღის ვიწრო, კლდოვან ფერდობებზე განლაგებულ საქარავნე გზით გადაწყვიტა თბილისისაკენ წამოსვლა.

11 სექტემბერს ქართველთა ჯარს ერეკლე სარდლობდა. წინა დღის მსგავსად, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, შინდის–ტაბახმელადან გადმოსასვლელ გზებზე მდგარ ჯარს დავით ბატონიშვილი მეთაურობდა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიდამოებში გალაგებულ ქართველთა მარცხენა ფრთას იოანე მუხრანბატონი უფროსობდა. თვით ერეკლე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობის გარდა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, ის თავისი რაზმით შემაღლებულ ადგილზე განთავსდა. ოთარ ამილახვრისა და თავისი ვაჟიშვილის, ვახტანგის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა მეფემ. იმერელთა ათასკაციანი რაზმი ერეკლესაგან მარჯვნივ განლაგდა, ხოლო 500 იმერელი მებრძოლი აბანოს კარის მიდამოებში დარჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში მეზარბაზნეებს დახმარებოდნენ. ამინდი ღრუბლიანი და წვიმიანი იყო.

სოღანლუღის გზით წამოსული შაჰი თბილისისკენ მომავალ საქარავნე გზის მთიან ნაწილს მოადგა (დაახლოებით იქ სადაც დღეს მარნეულისა და რუსთავის გზები იყოფა). გზის ერთ მხარეს თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები იყო, მეორე მხარეს ადიდებული მტკვარი. მთებზე ჩასაფრებულმა ქართველებმა ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს მტერს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. შაჰი დარწმუნდა, რომ წინსვლა ამ გზით შეუძლებელი იყო.

ბრძოლაში გამოცდილი შაჰი უკან დახევას არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისაკენ და თავისიანებს შესძახა: „ვინც ჩემი ერთგულია მომყევითო, თუ მტკვარმა წამიღო ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალითო“. შაჰმა მდინარე გადაცურა,მებრძოლთა ნაწილი უკან მიჰყვა. 300–მდე სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე მცირე რაოდენობით ჰყავდათ მებრძოლები. ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლებმა, რომელნიც საქარავნე გზას იცავდნენ ჩათვალეს, რომ ალყაში ექცეოდნენ და უკან, თბილისისკენ დაიხიეს. გზა განთავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. შაჰმა კი თავისი ჯარი, უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოიყვანა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.

იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. აღა–მაჰმად–ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა და სისხლისმსმელი შაჰი ატალახებულ მიწაზე გაგორდა. ვინ იცის როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი, ტყვია რომ მის მხედარს მოხვედროდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში, ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას, მესამე სანგრის მიდამოს დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება.

ამავე დროს, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თელეთის მიდამოდან შინდის–ტაბახმელასთან ამოსულმა სპარსელებმა უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე, ქართველთა მხრიდან ხანგრძლივი და თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, გადმოლახეს ეს წინაამღდეგობა. დავით ბატონიშვილმა, მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდა, ზარბაზნები წყლიან ხევში გადაყარა და მისმა რაზმმა ეს პოზიცია დატოვა. ამის შემდეგ, ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად, რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებიდან თავისუფლად დაიძრა, რათა თაბორის ქედით პირდაპირ აბანოთუბანში დაშვებულიყვნენ. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ქართველები ალყაში ექცეოდნენ.

იხ. ვიდეო

გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები, მათ შორის მსახიობები – მაჩაბელას სიმღერით გამხნევებულნი, თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს. ერეკლეს ერთგული 200 თათარი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა მტერმა. არაგველები იქითკენ მიიწევდნენ, სადაც შაჰის ბანაკი იყო და თვალწინ დაუხიეს დროშები შაჰს. საკვირველი გმირობა გამოიჩინეს ქართველმა არტილერისტებმა მაიორ გურამიშვილის მეთაურობით. ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა, მათ შორის შვილიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, მედგარი ბრძოლით მოაშორეს სპარსელები და ძალით გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან. მან და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს






გალაკტიონ ტაბიძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      გალაკტიონ ტაბიძე

(დ. 17 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი]1891 ან 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 6 ნოემბერი]1892 — გ. 17 მარტი1959) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

იხ. ვიდეო



გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ორგანულად ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს. გალაკტიონ ტაბიძემ განიცადა უცხოელ რომანტიკოსთა, ფრანგ და რუს სიმბოლისტთა გავლენა. პოეზია გალაკტინისთვის იყო ერთადერთი სფერო, რომელიც არ ემორჩილებოდა სიზმარეული სამყაროს მსწრაფლწარმავლობას — იგი სიკეთით სავსე, მშვენიერი და მარადიული იყო. მაგრამ სიკეთეს, მშვენიერებას და ჰარმონიას პოეტმა არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ სინამდვილის, რეალობის სფეროშიც მიაკვლია.

იხ. ვიდეო



ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

იხ. ვიდეო უსიყვარულოდ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულგერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინშიგერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

იხ. ვიდეო




понедельник, 21 декабря 2020 г.

საბერძნეთის რევოლუცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             საბერძნეთის რევოლუცია

გემანოსი, პატრას მიტროპოლიტი, რევულუციის დროშის ქვეშ
ასევე საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა (ბერძნ. Ελληνική Επανάσταση του 1821) — ბერძენი ხალხის შეიარაღებული ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობისთვის (1821-32 წწ.), რომელიც დასრულდა კონსტანტინოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელმაც საბერძნეთი დაამკვიდრა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბერძნები პირველი ერი იყო, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებიდან გათავისუფლდა. საბერძნეთი საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად 25 მარტს აღნიშნავს.
იხ. ვიდეო
ისტორია - საბერძნეთი XV ს-ში ოსმალეთის პროვინციაში შევიდა, რ-იც მუდმივად ესწრაფოდა დამოუკიდებლობას. XIV და XV სს ოსმალეთის იმპერია მართავდა მთელ საბერძნეთს. მხოლოდ  იომური კუნძულების გარეშე. კვიპროსისა და ცალკეული რაიონები პოლოპონესის. XVII საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი პელოპონესი და კრეტა. მე -18 და მე -19 საუკუნეებში რევოლუციების ტალღამ მოიცვა ევროპა. თურქეთის ძალა სუსტდებოდა, საბერძნეთში დაიწყო ეროვნული აჯანყება, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერას შეხვდა. უკვე მე -17 საუკუნეში ბერძნები იმავე სარწმუნოების რუსეთს უყურებდნენ, როგორც თურქეთთან მათი შემდგომი ბრძოლის მხარდაჭერას; ამ იმედებს სიმპათია მოჰყვა რუსეთის მმართველ სფეროებში. როდესაც 1770 წელს ხმელთაშუაზღვისპირეთში გამოჩნდა რუსული ესკადრილია, აჯანყებამ მოიცვა მორეა, მაგრამ ეს თურქებმა ადვილად აღკვეთეს.
მე -18 საუკუნის ბოლოს რუსეთის ომებმა ოსმალეთთან არ მისცა ბერძნებს რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა. საფრანგეთის რევოლუციამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა განმათავისუფლებელ მოძრაობას; მე -18 საუკუნის ბოლოს ბერძენი პოეტი რიგასი წერდა თავისუფლებისმოყვარე, საომარ სიმღერებს. ავსტრიის ხელისუფლებამ რიგასი გადასცა თურქებს და 1798 წელს ბელგრადში ფაშის ბრძანებით სიკვდილით დასაჯა. პოეტის წამებამ გაზარდა მისი სიმღერების მნიშვნელობა და გავლენა. მთელ საბერძნეთში და ყველგან, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ, დაიწყო საიდუმლო საზოგადოებების ჩამოყალიბება, მეგობრობა, რომლის მიზანი იყო საბერძნეთის განთავისუფლება თურქეთის მმართველობიდან. 1814 წელს ბერძენმა პატრიოტებმა ნიკოლოზ სკუფასმა, ემანუელ ქსანტომმა და ათანასე წაქალოფმა შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია Filiki Eteria (ბერძნული Φιλική Εταιρεία - მეგობრული საზოგადოება) ოდესაში. 1818 წელს ორგანიზაციის ცენტრი გადაიტანეს კონსტანტინოპოლში. დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მდიდარი ბერძნული თემების მხარდაჭერით, დასავლეთ ევროპის სიმპათიების დახმარებით და რუსეთის საიდუმლო დახმარებით, მათ აჯანყება დაგეგმეს. ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყება აღძრა ალექსანდრე იფსილანტის მეთაურობით შეთქმულთა ჯგუფმა, რომელიც ძირითადად ბერძნული წარმოშობის რუსი ოფიცრებისგან შედგებოდა. იოანე კაპოდისტრიას შესთავაზეს განთავისუფლებული მოძრაობის ხელმძღვანელობა, მაგრამ მან, მნიშვნელოვანი დიპლომატიური თანამდებობები დაიკავა რუსეთის ადმინისტრაციაში, დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო აჯანყებაში მონაწილეობა, რომელსაც ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი რუსეთმა.

ოპერა გარნიე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ოპერა გარნიე

ოპერა გარნიეს მთავარი ფასადი

(Palais Garnier), აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს
                                                                          
თეატრის დიდი ფოიე
1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.
                                                                   
ემე მილეს ,, აპოლონი, პოეზია და მუსიკა'' ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი

ადგილი, სადაც ოპერის შენობა უნდა აგებულიყო, გარშემორტყმული იყო მაღალი შენობებით და ასიმეტრიული რომბისებური ფორმა ჰქონდა. გარნიეს ამ შენობების აღება და მათ მაგივრად ბაღების გაშენება სურდა, რათა მნახველებს უფრო უკეთ შეეფასებინათ ახალი შენობის მთელი სიდიადე, მაგრამ ოსმანმა მას ამის უფლება არ მისცა. რამდენადაც მეზობელი შენობები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე გარნიეს მიერ დაგეგმილი ოპერის შენობა, არქიტექტორი იძულებული გახდა უკანასკნელ მომენტში შეეცვალა პროექტი და დაემატებინა ატიკური სართული, რათა საიმპერატორო სასახლეს საჭირო პომპეზურობა შეენარჩუნებინა. შენობის საძირკველი იმავე წელს ჩაიყარა, მშენებლობა კი 1962 წელს დაიწყო.

იხ. ვიდეო


აგარ-აგარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               აგარ-აგარი                                                        
აგარ-აგარისგან დამზდებული იაპონური ტკბილეულობა ,, იოკანი''
ძოწეული და წაბლა მცენარეების ლაბა. უმთავრესად ნახშირწყლებს შეიცავს. იყენებენ საკვებ არედ ბაქტერიების, სოკოებისა და სხვა კულტივირების დროს, აგრეთვე საკონდიტრო მრეწველობაში.

იხ. ვიდეო


არის მოყვითალო-თეთრი ფხვნილი ან ფირფიტა. შეიცავს დაახლოებით 1,5-4% მინერალურ მარილებს, 10-20% წყალს და 70-80% პოლისაქარიდებს, რომლებიც შეიცავს D- და L- გალაქტოზას, 3,6-ანჰიდროგალაქტოზას, პენტოზას, D- გლუკურონის და პიროვიკის მჟავებს. აგარიდან ამოიღეს აგაროზა და აგაროპექტინი. აგარ-აგარის მოლეკულები ძალიან გრძელია, რაც არის მიზეზი მისგან დამზადებული ჟელის მაღალი დაჭიმულობისა . აგარის აგარი გაუხსნელია ცივ წყალში. იგი მთლიანად იხსნება მხოლოდ 95-დან 100 ° C ტემპერატურაზე, რაც მას განსხვავდება სხვა ბუნებრივი ჟელეებისგან. ცხელი ხსნარი არის სუფთა და ოდნავ ბლანტი. 35-40 ° C ტემპერატურაზე გაცივებისას ხდება სუფთა და ძლიერი გელი, რომელიც თერმო-შექცევადია. 85-95 ° C ტემპერატურაზე გახურებისას, ის კვლავ ხდება თხევადი ხსნარი, რომელიც კვლავ გადაიქცევა ლარად 35-40 ° C ტემპერატურაზე.

                                      ჩაი ბურთულებით

ჩაი შეიკერით
ბურთულებიანი ჩაი (ასევე მარგალიტის ჩაი, ქაფიანი ჩაი) არის ქაფიანი სასმელი, რომელსაც ჩვეულებრივ ემატება "მარგალიტი" (Chin. 珍珠) - ტაპიოკასგან გაკეთებული ბურთები (Chin. 粉 圓), ასევე ცნობილი როგორც "ბობა". (ჩინური) უმეტეს რეცეპტებში შედის ჩაის ფუძე, რომელიც შერეულია ხილის წვენთან ან რძესთან, ზოგჯერ ყინულის დამატებასაც. სუფრასთან მიტანის წინ სასმელს არყობენ კოქტეილის შეიკერში მანამ, სანამ ჰაერის ბუშტუკები არ გამოჩნდება - აქედან იწოდება სახელწოდება „ქაფიანი“ .
იხ. ვიდეო





ღვთაება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                   ღვთაება ღმერთ ნინურტას ბრძოლა (მარჯვნივ) ანზუსთან (მა...