воскресенье, 31 октября 2021 г.

ფრანსისკო ფრანკო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 ფრანსისკო ფრანკო

                                              

 (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde; დ. 4 დეკემბერი1892ელ-ფეროლიგალისია — გ. 20 ნოემბერი1975მადრიდი) — ესპანეთის გენერალი და დიქტატორი 1936 წლის ოქტომბრიდან, და ესპანეთის ნომინალურად აღდგენილი სამეფოს დე ფაქტო რეგენტი 1947 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მისი იდეოლოგია ფოკუსირდებოდა ესპანურ ნაციონალიზმზეკათოლიციზმზეანტიკომუნიზმზე, მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.

ფრანკომ განვლო სახელოვანი სამხედრო კარიერა და მიაღწია გენერლის წოდებას. ის იბრძოდა მაროკოში და ჩაახშო 1934 წლის გამოსვლა რათა დაეცვა რესპუბლიკური მთავრობის სტაბილურობა. 1936 წლის თებერვალს, მემარცხენე იდეოლოგიის სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა. არჩევნებს მოჰყვა არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. მემარცხენე ძალების მიერ გატარებულმა ანტიკლერიკულმა პოლიტიკამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამავდროულად მთავრობამ დაკარგა ნდობა როგორც მის მხარდამჭერ მემარცხენე ძალებში ასევე სამხედრო წრეებში. 1936 წლის ივლისში, მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხოსე კალვო სოტელოს მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც. გადატრიალება ჩაიშალა და გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი რომელმაც გასტანა 1978 წლამდე, როდესაც ახალი კონსტიტუცია შემუშავდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფრანკომ ოფიციალურად შეინარჩუნა არამეომარი მხარის პოლიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა დათანხმდა ნება დაერთო ესპანელი მოხალისეებისთვის მიეღოთ მონაწილეობა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგზავნა ცისფერი დივიზია.

იხ. ვიდეო ფენკოს მართველობა ესპანეთში, სტალინის მართველობა სსრკ-ში



მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით. მიმდინარეობდა სისტემატიური ჩახშობა დისიდენტური ხედვების ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით, წამების ინსტიტუციონალიზებით, იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით  და სხვა სასტიკი ხერხებით. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა დიპლომატიური კავშირი ესპანეთთან, ფრანკოს ანტიკომუნისტური იდელოგიის გათვალისწინებით. ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ადღეგრძელა ფრანსისკო ფრანკო მადრიდში გამართულ სადილზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგმომ განაცხადა: „გენერალი ფრანკო იყო ამერიკის ერთგული მეგობარი და მოკავშირე“. მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთმა თანდათანობით დაიწყო დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა. დღევანდელ დღეს, წინა-კონსტიტუციური სიმბოლოები აკრძალულია ესპანეთის კანონმდებლობის მიერ.

ფრანკო დაიბადა ფეროლშილა-კორუნიის პროვინციაში1892 წლის 4 დეკემბერს. ნიკოლას ფრანკო უ სალგადო-არაუიოსა (22 ნოემბერი 1855 - 22 თებერვალი 1942), და მისი მეუღლის, მარია დელ პილარ ბაამონდე უ პარდო დე ანდრადეს (1865 - 28 თებერვალი 1934) ვაჟი. დედის მხრიდან ფრანკო სამეფო წარმოშობის იყო. მას ჰყავდა ორი ძმა, ნიკოლასი (ფეროლი, 1891 - 1977) ესპანეთის ფლოტის ოფიცერი შემდგომ დიპლომატი და რამონი, ავიაციის ერთ ერთი პიონერი. მას ასევე ჰყავდა ორი და მარია დელ პილარი (ფეროლი, 1894 - მადრიდი, 1989) და მარია დე ლა პაზი (ფეროლი, 1899 - ფეროლი, 1900), ვისთანაც მანდ გაატარა ბავშვობის უდიდესი ნაწილი.

ფრანსისკოს სურდა მიჰყოლოდა მამის გზას, ესპანეთის ფლოტში მაგრამ ამერიკა-ესპანეთის ომის შედეგად ესპანეთის ფლოტის გემების დიდი ნაწილი განადგურდა ისევე როგორც დაიკარგა კოლონიების დიდი ნაწილი. ესპანეთს აღარ სჭირდებოდა ფლოტის ოფიცრები რის გამოც საზღვაო აკადემიაში მიღება შეწყდა 1906 დან 1913 წლამდე. მამის და სამწუხაროდ ფრანსისკომ გადაწყვიტა ესპანეთის არმიაში სამსახური. 1907 წელს ის ჩაირიცხა ტოლედოს ქვეითთა აკადემიაში, სადაც მან მიიღო უმაღლესი განათლება 1910 წლისათვის. მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ორი წლის შემდგომ ის გაგზავნეს მაროკოში. ესპანეთის მცდელობებმა ფიზიკური ოკუპაცია მოეხდინა მისი ახალი აფრიკული პროტექტორატის გამოიწვია მეორე მაროკოს გაჭიანურებული ომი (1909 - 1927) მკვიდრი მაროკოელების წინააღმდეგ. იმდროინდელმა ესპანური სამხედრო სტრატეგიამ სერიოზული ზარალი განიცადა ოფიცრებში სადაც ყველაზე დიდი იყო დანაკარგები მაგრამ ამავდროულად სიტუაციამ ფრანკოს შანსი მისცა დაწინაურებული სამხედრო იერარქიაში. ომის დროს ამბობდნენ, ოფიცერი ამ ომში მიიღებდა la caja o la faja (კუბოს ან გენერლის ქამარს). ფრანკომ მალევე მოიხვეჭა კარგი ოფიცრის რეპუტაცია. ფრანკო შეუერთდა ახლად ფორმირებულ Regulares-ს, რომელიც შედგებოდა კოლონიური მკვიდრი მებრძოლებით ესპანელ ოფიცრებთან ერთად, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც მოიერიშე ძალები.

1916 წელს 23 წლის ასკაში უკვე კაპიტნის წოდებით, ის მძიმედ დაიჭრა ელ ბიუტზშის შეტაკებაში. მისმა გადარჩენამ მას მოუტანა მებრძოლებს შორის ბარაქიანი ადამიანის სახელი. ფრანკო ასევე წარუმატებლად მაგრამ მაინც წარადგინეს ესპანეთის უმაღლეს ჯილდოზე. ამის მაგივრად ის დააწინაურეს მაიორის (ესპcomandante) წოდებამდე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა საველე ოფიცერი ესპანურ არმიაში.

1917 წლიდან 1920 წლამდე ის გადაყვანილი იყო ესპანურ მატერიკზე. უკანასკნელ წელს ლეიტენანტ კოლონელმა ხოსე მილან ასტრაიმ, მსახიობური ნიჭის პატრონმა და ქარიზმატული თვისებების მქონე ოფიცერმა დააარსა ესპანური უცხოური ლეგიონი (ესპLegión Española), რომელსაც ბევრის საერთო ჰქონდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონთან (ფრანგLégion étrangère). ფრანკო ლეგიონში გახდა მეთაური მოადგილე და დაბრუნდა აფრიკაში.

1921 წლის 24 ივლისს, ესპანეთის ცუდად მართულმა და დაძაბულმა არმიამ იწვნია მძიმე მარცხი ანუალის ბრძოლაში რიფის ტომებთან რომლებსაც მეთაურობდა აბდ ელ-ქრიმის (არაბمحمد بن عبد الكريم الخطابي‎) ძმები. ლეგიონმა სიმბოლურად თუ არა მატერიალურად გადაარჩინა მელილას ესპანური ანკლავი, ფრანკოს სამ დღიანი მარშის შემდგომ. 1923 წელს, უკვე ლეიტენანტ კოლონელი, გახდა ლეგიონის მეთაური.

იმავე წელს, ის დაქორწინდა მარია დელ კარმენ პოლო უ მარტინეზ-ვალდესზე (ესპMaría del Carmen Polo y Martínez-Valdès); 1926 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარია დელ კარმენი. მისდა პატივსაცემად ქორწილზე მისი ხელისმომკიდე იყო მეფე ალფონსო XIII.

დაწინაურდა რა კოლონელის წოდებამდე, ფრანკომ უხელმძღვანელა ელ-ჰოსეიმაში დესანტირების პირველ ტალღას 1925 წელს. დესანტირება განხორციელდა აბდ ელ-კრიმის ტომის სტრატეგიულ გულში, დესანტირება ხორციელდებოდა საფრანგეთის სამხრეთიდან შეჭრის პარალელურად, ეს ყველაფერი ნიშნავდა მცირე სიცოცხლის მქონე რიფების რესპუბლიკის დასასრულს.

გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი ესპანეთის არმიის 1926 წელს, ფრანკო 1928 წელს დანიშნეს ახლადშექმნილ სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად, ეს იყო ახალი კოლეჯი არმიის კადეტებისთვის.

იხ. ვიდეო ფრანსიკო ფრანკო დიქტატორი

მონარქიის დაცემასთან ერთად 1931 წელს, ფრანკოს არ გადაუხვევია მისი აპოლიტიკური გზისთვის და არ გადაუდგამს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგრამ ივლისში აკადემიის დახურვამ ომის მინისტრის მანუელ აზანას მიერ პროვოცირება გაუკეთა მის პირველ უთანხმოებას რესპუბლიკასთან. აზანამ ფრანკოს გამოსამშვიდობებელი სიტყვა კადეტებისადმი მიიღო შეურაცყოფად, რის გამოც ფრანკო ექვსი თვის განმავლობაში იყო თანამდებობის გარეშე, ზედამხედველობის ქვეშ.

1932 წლის 5 თებერვალს, მას ჩააბარეს ლა კორუნია. ფრანკომ თავიდან აიცილა ხოსე სანხურხოს მიერ გადატრიალების მცდელობაში მოაწილეობა იმავე წელს და მან მისწერა კიდევ სანხუროს მისი გაბრაზება გადატრიალების მცდელობაზე. აზანას სამხედრო რეფორმის შედეგად ფრანკო ბრიგადირთა ნუსხის პირველობიდან ჩამოაქვეითეს ოცდამეოთხედ. იმავე წელს (17 თებერვალს) მას ჩააბარეს ბალეარის კუნძულების სამხედრო მეთაურობა: ეს თანამდებობა აღემატებოდა კიდეც მის სამხედრო ჩინს.

ახალი არჩევნები ჩატარდა 1933 წლის ოქტომბერში, შედეგად უმრავლესობა შეადგინეს მემარჯვენე-ცენტრისტებმა. მთავრობის საწინააღმდეგოდ 1934 წლის 5 ოქტომბერს გაჩაღდა რევოლუციური მოძრაობა. აჯანყება ჩახშობილ იქნა ქვეყნის უდიდეს ნაწილში მაგრამ მიაღწიეს საყრდენის შექმნას ასტურიაში, მაღაროელთა კავშირების საშუალებით. ფრანკო უკვე იყო დივიზიის გენერალი და ომის მინისტრის დიეგო ჰიდალგოს თანაშემწე, მას ჩაბარდა ამბოხებების ჩახშობის ოპერაციების ხელმძღვანელობა. აფრიკის არმიის ძალებმა თავის თავზე აიღეს მთავარი შეტევა, საველე გენერალ ედუარდო ლოპეზ ოჩოასთან ერთად. ორ კვრიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ (დაღუპულთა რაოდენობა 1,200 დან 2,000 მდე), აჯანყება ჩახშობილ იქნა.

აჯანყებამ ასტურიაში კიდევ უფრო გაზარდა ანტაგონიზმი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. ფრანკო და ლოპეზ ოჩოა აჯანყების წინ მიიჩნეოდნენ როგორც მემარცხენე ზეგავლენის ოფიცრები მაგრამ აჯანყების შემდგომ მიიჩნიეს როგორც მტრები მემარცხენეებმა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ლოპეზ ოჩოა მოკლეს. ამ მოვლენებიდან რამდენიმე ხანში ის გახდა აფრიკის არმიის მეთაური (15 თებერვლიდან), ხოლო 1935 წლის 19 მაისიდან გენერალური შტაბის უფროსი.

                                                                   

ფრანკო სამხედრო პარადზე 1937

მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის კოლაფსისა და სტრაპელოს კორუფციული სკანდალის შუა პერიოდში დაინიშნა ახალი არჩევნები. ჩამოყალიბდა ორი ფართო კოალიცია. მემარცხენე სახალხო ფრონტი რომელშიც შედიოდნენ რომელთა ფართოა სპექტრული არეალი მოიცავდა რესპუბლიკელებსაც და კომუნისტებსაც ხოლო მემარჯვენე კოალიციას წარმოადგენდა ეროვნული ფრონტი (ესპFrente Nacional) რომლის სპექტრი მოიცავდა ცენტრისტ რადიკალებს და კონსერვატიულ კარლისტებს. 1936 წლის 16 თებერვალს მემარცხენეებმა დიდი ძალისხმევით მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს. სიტუაცია კვლავ დაიძაბა, მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა, სახალხო ფრონტმა, გააჩაღეს მძლავრი კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ და ადანაშაულებდნენ რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ოპოზიციურმა პარტიებმა თავის მხრივ უპასუხეს მზრდადი ძალით. უკანასკნელნი აცხადებდნენ რომ სახალხო ფრონტმა მიითვისა 200 ადგილი 473 წევრიან პარლამენტში. 200 ადგილის დაკარგვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა რომ ხელისუფლება წარმოადგენდა საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს, აქვე ამატებდნენ რომ პარლამენტში მათი უმრავლესობა მიღწეული იქნა დიდი საარჩევნო გაყალბებით, მთავრობის მიერ განხორციელებული ტერორით და დაშინებით, მემარჯვენეების ამომრჩეველი საარჩევნო ოლქების გაუქმებით, არჩეული კანდიდატების დაპატიმრებებით და ზოგჯერ მკვლელობებითაც კი. ოპოზიციის განცხადებებით რესპუბლიკის რეალური მტრები იყვნენ არა მარჯვნივ არამედ მარცხნივ; ესპანეთი დადგა კომუნისტური დიქტატურის დამყარების საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე ოპოზიცია სახალხო ფრონტთან ბრძოლით იცავდა სამართალსა, წესრიგს, თავისუფლებას და ესპანელი ხალხის ფუნდამეტურ უფლებებს.

არჩევნების შემდგომ ფრანკო წარუმატებლად ცდილობდა მიეღწია მშვიდობას და ხმების ხელახალ გადათვლას, ამის მაგივრად 23 თებერვალს ფრანკოს ჩააბარეს კანარის კუნძულები. ამ დროს კი ემილიო მოლა ამზადებდა შეთქმულებას. ივნისში ფრანკო დაუკავშირდა მას და საიდუმლოდ გამართა შეხვედრა ტენერიფეში ესპერანზას ტყეში რათა ემსჯელათ სამხედრო გადატრიალებაზე.

გარეგნულად ივლისამდე ფრანკო ინარჩუნებდა ორაზროვან პოზიციას არსებულ სიტუაციაზე. 1936 წლის 23 ივნისს მან მისწერა მთავრობის ხელმძღვანელს კასარეს კიროგას შესთავაზა არმიას დაემყარებინა წესრიგი ქვეყანაში მაგრამ პასუხი არ მიუღია. დანარჩენმა აჯანყებულებმა მტკიცედ გადაწყვიტეს წასულიყვნენ წინ, ფრანკოსთან ან ფრანკოს გარეშე (ესპcon Paquito o sin Paquito), როგორც იყო ხოსე სანხურხოზე, სამხედრო ამბოხის პატივსაცემ ლიდერზე. სხვადასხვა მიზეზებით გადადებების შემდგომ, 18 ივლისი დაითქვა სამხედრო ამბოხის დაწყების დღედ. „სიტუაციამ მიაღწია გამოუვალ მდგომარეობას“ სწორედ ასე აღუწერა მდგომარეობა მოლამ ფრანკოს, გადატრალება იყო გარდაუვალი ამიტომ ფრანკოს უნდა აერჩია ვის მხარეს დადგებოდა. მან გადაწყვიტა დათანხმებოდა და ჩააბარეს აფრიკის არმია. კერძო მფლობელობაშ მყოფი DH 89 ჩაფრინდა ინგლისში 11 ივლისს რათა ჩაეყვანა ფრანკო აფრიკაში.

მემრჯვენენ ოპოზიციური პარტიის ხოსე კალვო სოტელოს მკვლელობის შემდგომ მთავრობის პოლიციური ძალების მიერ, საპასუხოდ მემარჯვენეებმა მოკლეს ანტიფაშისტი და პოლიციის მოიერიშე ძალების ლეიტენანტი ხოსე კასტილო, ამ მკვლელობებმა დააჩქარეს მოველენები. 17 ივლისს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აფრიკული არმია აჯანყდა. 18 ივლისს ფრანკომ გამოაქვეყნა მანიფესტი  და გაფრინდა აფრიკაში.

ერთი კვირის შემდეგ ნაციონალისტები აკონტროლებდნენ ესპანეთი ტერიტორიის ერთ მესამედს და საზღვაო ნაწილების უმეტესობა კვლავ რჩებოდა მთავრობისადმი ლოიალური, რამაც ფრანკო დატოვა იზოლირებული. სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა მაგრამ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.

ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო 1936 წლის ივლისში და ოფიციალურად დასრულდა 1939 წლის აპრილში ფრანკოს გამარჯვებით, ომში დაიღუპა 190 000 დან 500 000- მდე ადამიანი. მიუხედავად აგვისტოს ინტერვენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებისა ომში აშკარა იყო გარე ძალების აქტიური ჩარევა ბარიკადების ორივე მხრაეს. ნაციონალისტებს მხარს უჭერდა ფაშისტური იტალია დუჩეს ლიდერობით რომელმაც მათ დასახმარებლად გაგზავნა მოხალისეთა კორპუსი (იტCorpo Truppe Volontarie). მალევე იტალიას შეუერთდა მესამე რეიხიც, რომელმაც გაგზავნა ლეგიონი კონდორი, ლეგიონი ცნობილია გერნიკის დაბომბვით 1937 წლის აპრილს. საფრანგეთმა და ინგლისმა ესპანეთში მეომარ მხარეებს გამოუცხადეს მკაცრი ემბარგო რასაც სერიოზული უთანხმოება მოჰყვა თავად საფრანგეთის სახალხო ფრონტის კოალიციაში ლეონ ბლუმის ლიდერობით, მაგრამ მემარცხენეების მხარეს იბრძოდა ინტერნაციონალური ბრიგადები და საბჭოთა კავშირის.

იმის გათვალისწინებით რომ სტალინმა და ჰიტლერმა ომი გამოიყენეს თავიანთი შეიარაღების გამოსაცდელად, ზოგიერთი ისტორიკოსი, მაგალითად როგორიცაა ერნსტ ნოლტე, მიიჩნევს რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად ესპანეთის სამოქალაქო ომი ნაწილია ევროპული სამოქალაქო ომის, რომელმაც გასტანა 1936 წლიდან 1945 წლამდე და ხასიათდებოდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების იდეოლოგიური და სამხედრო დაპირისპირებებით.

                                     პირველი თვეები

მიუხედავად იმისა რომ ფრანკოს არ ჰქონდა ფული, რადგან სახელმწიფო განძი იყო მადრიდში და შესაბამისად მთავრობის ხელში, ნაციონალისტებმა შექმნეს ძლიერი ფინანსური ლობი ლონდონში ლისაბონთან ერთად რომელიც გახდა ნაციონალისტთან საექსპლუატაციო ბაზა. ბოლოს და ბოლოს მას შეეძლო მიეღო ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მისი პირადი კავშირებით.

1936 წლის 18 ივლისის პროკლამაციის (ესპpronunciamiento) შემდეგ, ფრანკომ აიღო ლიდერობა 30,000 იანი ესპანეთის აფრიკულ არმიის. ამბოხების პირველივე დღეებში გამოიკვეთა რომ აუცილებელი და საჭირო იყო ესპანური მაროკოს კონტროლზე აყვანა. ერთი მხრივ ფრანკო ცდილობდა მოეპოვებინა ადგილობრივი მოსახლეობისა და ნომინალური მთავრობის მხარდაჭერა ხოლო მეორე მხრივ ამყარებდა არმიაზე მის კონტროლს. ამას მოჰყვა 200 რესპუბლიკელებისადმი ლოიალურად განწყობილი უფროსი ოფიცრის სიკვდილით დასჯა (მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი). ამ კრიტიკულ ვითარებაში საპასუხოდ მოკლეს ფრანკოს ერთ ერთი ყველაზე ერთგული მცველი.[16] ფრანკოს უპირველესი გამოწვევა იყო თუ როგორ გადაეყვანა მისი არმია იბერიის ნახევარკუნძულზე, როდესაც ჯერ კიდევ მთავრობა აკონტროლებდა ესპანეთის ფლოტს და კეტავდა გიბრალტარის სრუტეს. მან დახმარება სთხოვა ბენიტო მუსოლინის, რომელმაც უპირობოდ შესთავაზა იარაღითა და ავიაციით დახმარება; ვილჰელმ კანარისმა გერმანიის სამხედრო დაზვერვის აბვერის თავმა დაარწმუნა ჰიტლერი ნაციონალისტებისთვის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში. 20 ივლისიდან მას უკვე შეეძლო 22 ძირითადად გერმანული იუნკერს 52 თვითმფრინავების მცირე ჯგუფით გაეკეთებინა საჰაერო ხიდი სევილიისკენ, სადაც მისმა მებრძოლებმა განამტკიცეს აჯანყებულთა პოზიციები ქალაქში. წარმომადგენლების საშუალებით ფრანკომ დაიწყო მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთანნაცისტურ გერმანისათან და ფაშისტურ იტალიასთან უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, ყველაზე მეტად კი ფრანკოს თვითმფრინავები ესაჭიროებოდა. მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა უკანასკნელ ორთან 25 ივლისს, და თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენები ტეტუანისკენ უკვე 2 აგვისტოსთვის. 5 აგვისტოს კი ფრანკოს უკვე შეეძლო გაეტეხა ბლოკადა ახლად ჩამოსული ავიაციით და 2000 ჯარისკაციანი გემების ქარავნით.

ადრეული აგვისტოსთვის სიტუაცია დასავლეთ ანდალუსიაში იმდენად სტაბილური იყო რომ მას მიეცა საშალება ჩამოეყალიბებინა კოლონა, ლეიტენანტ-კოლონელ ხუან იაგუეს მეთაურობით, რომელსაც მარში უნდა მოეწყო ესტრამადურას გავლით მადრიდზე. 11 აგვისტოს აღებულ იქნა მერიდა, 15 აგვისტოს კი ქალაქი ბადაიოზი, ასე რომ ორივე ქალაქი შეუერთდა ნაციონალისტების კონტროლირებად სივრცეებს. დამატებით მუსოლინიმ ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, კორპო ტრუპო ვოლუნტარე (იტ. Corpo Truppe Volontarie), რომელშიც შედიოდა 12 000-იანი სრულად მოტორიზებული იტალიური შენაერთები რომლებიც გაიგზავნა სევილიაში, თავის მხრივ ჰიტლერმა გაგზავნა ლუფტვაფეს 24 თვითმფრინავიანი რჩეული ესკადრონი. ყველა ამ თვითმფრინავს მიხატული ჰქონდა ესპანეთის ეროვნული სიმბოლოები მაგრამ იმართებოდა იტალიელი და გერმანელი პილოტებით. ფრანკოს ავიაციის ხერხემალი ამ დღეებში იყო Savoia-Marchetti SM.79 და Savoia-Marchetti SM.81 ტიპის იტალიური ბომბდამშენები, ფიატის ბიპლანი Fiat CR.32, გერმანული Junkers 52 და Heinkel He 51 ის ტიპის გამანადგურებელი ბიპლანი.

21 სექტემბერს, კოლონას მეთაურთან ერთად ქალაქ მაკედაში (80 კმ ით დაშორებული მადრიდიდან), ფრანკომ გადაუხვია გზას და 27 სექტემბერს გაათავისუფლა ტოლედოში ალკაზარის ალყაში მოქცეული ნაციონალისტური გარნიზონი. ამ საკამათო გადაწყვეტილებამ სახალხო ფრონტს მისცა დრო მადრიდის დაცვის გაძლიერებისთვის და ერთი წლით გაუგრძელდათ მადრიდზე კონტროლი მაგრამ ალკაზარის ალყის მოსპობა იყო დიდი მორალური და პროპაგანდისტული წარმატება.

                                       აღმასვლა ძალაუფლებისკენ

ამბოხის არჩეული ლიდერი გენ. სან ხურხო გარდაიცვალა 1936 წლის 20 ივლისს ავია კატასტროფაში. აქედან გამომდინარე ნაციონალისტთა ზონაში „პოლიტიკური ცხოვრება შეწყდა“. თავიდან, მხოლოდ სამხედრო მმართველობას ჰქონდა მნიშვნელობა; ქვეყანა დაიყო რეგიონულ სამხედრო ოლქებად (ემილიო მოლა ჩრდილოეთში, გონსალო კეიპო დე ლიანო სევილიაში მართავდა ანდალუსიას, ფრანკო დამოუკიდებელი მართვით და მიგელ კაბანელიასი სარაგოსაში მეთაურობდა არაგონს). ესპანეთის მაროკოს არმია თავის მხრივ გაყოფილი იყო ორ კოლონად, ერთს მეთაურობდა გენერალი ხუან იაგუე ხოლო მეორეს კოლონელი ხოსე ვარელა.

24 ივლისიდან ჩამოყალიბდა კოორდნინირებული სამხედრო ხუნტა ბაზით ქალაქ ბურგოსში. ნომინალურად ხუნტას ხელმძღვანელობდა კაბანელასი, როგორც ყველაზე უფროსი გენერალი, ხუნტაში შედიოდა მოლა, სამი გენერალი და ორი კოლონელი; ფრანკო ხუნტაში აგვისტოს საწყის დღეებში დაამატეს. 21 სექტემბერს, გადაწყდა რომ ფრანკო უნდა გამხდარიყო მთავარსარდალი (ამ გაერთიანებულ მეთაურობას დაუპირისპირდა მხოლოდ კაბანელასი), და მცირე დისკუსიის შემდეგ მოლა და კეიპო დე ლიანო დანიშნეს მთავრობის თავებად. მის პირველობას ასევე ხელი შეუწო ჰიტლერის გადაწყვეტილებამ მთელი მისი სამხედრო დახმარება ნაციონალისტებისადმი წასულიყო პირდაპირ ფრანკოსკენ.

მოლა ფრანკოს მიიჩნევდა ამბოხის საწყისისთვის შეუფერებელად მაგრამ მოლამ თავად მოახდინა თავისივე თავის დისკრედიტება წარუმატებელი გადატრიალების დაგეგმვით რაც გადაიზარდა სამოქალაქო ომში, მას მიიჩნევდნენ კარლისტად და არა ფალანგისტად, მას ასევე არ ქჰონდა კარგი ურთიერთობები ჰქონდა გერმანელებთან; კეიპო დე ლიანო და კაბანელასი ორივე ადრე აუჯანყდნენ მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურას რის გამოც ისინი დისკრედიტირებულები იყვნენ ნაციონალისტების ნაწილში; ფალანგისტთა ლიდერი პრიმო დე რივერა დამწყვდეული იყო მადრიდის ციხეში (რამდენიმე თვის შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს) და გადაწყვეტილება მისთვის გაენთავისუფლებინათ პოსტი აშოშმინებდა სხვა ფალანგისტ ლიდერებს წამოეყენებინათ საკუთარი კანდიდატურები. ფრანკოს მიერ ადრინდელი სიშორე პოლიტიკისგან ნიშნავდა იმას რომ მას ჰყავდა მცირე რაოდენობის მაგრამ მაინც მტრები სხვადასხვა დაჯგუფებებში და სწორედ ამის გამო მან დაიწყო სერიოზული კოოპერირება გერმანიასა და იტალიასთან.

1936 წლის 1 ოქტომბერს ბურგოსში, ფრანსისკო ფრანკო სახალხოდ გამოცხადდა ნაციონალური არმიის გენერალსიმუსად და სახელმწიფოს თავად. როდესაც მოლა გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში (არსებობს აზრი რომ ეს მკვლელობა იყო) (1937 წლის 2 ივნისი), აღარ დარჩა ესპანეთში არც ერთი სამხედრო ლიდერი რომელიც მოაწყობდა შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ 1933-1935 წლებში.

                                                          სამხედრო მმართველობა

ამ დროიდან მოყოლებული, ფრანკო პერსონალურად სარდლობდა სამხედრო ოპერაციებს. 1936 წლის ნოემბრის მადრიდის აღების მცდელობის წარუმატებლობის შემდგომ ნაციონალისტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, რამაც ფრანკოს კიდევ უფრო დააახლოვა გამარჯვებას ვიდრე გაბედულა შეტევამ. მისი გადაწყვეტილება გადაერჩინა გარნიზონი ტოლედოში, ბევრი კამათის თემა გამხდარა, ასევე აღსანიშნავია მისი გადაწყვეტილება წასულიყო ვალენსიისკენ კატალონიის მაგივრად, რაც სრულიად გაუმართლებელი იყო სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფრანკომ მტრის უკანასკნელი ნაწილები გაანადგურა სწორედ ვალენსიაში, კასტელონში და ალიკანტეში.

ფრანკოს არმიას მხარს უჭერდა ნაცისტური გერმანია ლეგიონ კონდორის სახით, რომელიც ცნობილია 1937 წლის 26 აპრილის გერნიკას დაბომბვით. გერმანული ძალები ეხმარებოდნენ ნაციონალისტებს პირადი შემადგენლობისა და ინსტრუქტორების გაწვრთნაში, და ზოგიერთმა გერმანელმა და იტალიელმა ესპანეთში იმსახურა მთელი ომის პერიოდში. უმთავრესი დახმარება მიღებულ იქნა ფაშისტური იტალიისგან, მაგრამ ორივე ძალის გავლენის დონე ფრანკოს სამხედრო გეზზე იყო დაბალი. მიუხედავად ამისა რომ იტალიელების ბრძოლა ყოველთვის არ იყო ეფექტიანი (მაგ. გვადალახარს ბრძოლა), მათი წარმომადგენლობა უმეტეს ბრძოლებში იყო საკმაოდ დიდი, მაშინ როდესაც CTV ეხმარებოდა ნაციონალისტების საჰაერო დომინანტობის მოსაპოვებლად მთელი ომის განმავლობაში. ანტონიუ დი სალაზარიის პორტუგალია ასევე ღიად ეხმარებოდა ნაციონალისტებს ომის დასაწყისიდანვე 20 000 მებრძოლით.

ფრანკოს მიერ ნაცისტებისა და ფაშისტების მართვა შეზღუდული იყო, განსაკუთრებით ლეგიონ კონდორზე, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ისინი ფრანკოს უნდა დამორჩილებოდნენ, ხშირად ისინი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებდნენ. პრესტიჟის გამო გერმანულმა და იტალიურმა ნაწილებმა ბოლომდე იბრძოლეს ფრანკოს მხარეს და მიიღეს მონაწილეობა ტრიუმფალურ მადრიდის სამხედრო აღლუმში.

                               პოლიტიკური მმართველობა

ფრანკო 1940 წელს.

1937 წლის აპრილს, ფრანკომ შეძლო გაეერთიანებინა იდეოლოგიურად ერთმანეთისთვის მიუღებელი ნაციონალ სინდიკალისტური ფალანგა (მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური პარტია, დაფუძნებულია ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერას მიერ) და კარლისტ მონარქისტული პარტიები ერთ პარტიაში მისი მმართველობის ქვეშ, რასაც დაერქვა Falange Española Tradicionalista y de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista (FET y de las JONS), რომელიც გახდა ერთადერთი ლეგალური პარტია 1939 წელს. ფალანგისტების ჰიმნი, სახით მზისკენ (ესპCara al Sol) გახდა ნახევრად ეროვნული ჰიმნი ფრანკოს რეჟიმის დამყარებამდე.

ახალმა პოლიტიკურმა ფორმაციამ დააშოშმინა პრო-ნაცისტი ფალანგისტები, იმავდროულად კი ასუსტებდა მათ ანტიგერმანელ კარლისტებთან მიმართებაში. ფრანკოს სიძე, რამონ სერანო სუნერი, რომელიც იყო მისი პოლიტიკური მრჩეველი, შეძლო გადაეკიდა სხვადასხვა პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ ფრანკოს ქვეშ რათა შთაენთქათ ნებისმიერი კონფრონტაცია ფრანკოს წინააღმდეგ. საჭიროების მომენტში მან პარტიიდან გარიცხა კიდეც წამყვანი წევრები, კარლისტი მანუელ ფალ კონდე და ფალანგისტი მანუელ ჰედილა რათა უზრუნველეყო ფრანკოს პოლიტიკური მომავალი. ფრანკომ ასევე დააშოშმინა კარლისტები როდესაც პროპაგანდამ გაატარა რესპუბლიკელების ანტიკლერიკანიზმის დაგმობის პოლიტიკა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ომის წამებულებზე“. მაშინ როდესაც რესპუბლიკური ძალები ომს უწოდებდნენ ფაშიზმისგან ქვეყნის დაცვის ბრძოლას, ფრანკომ თავისი თავი წარმოსახა როგორც „ქრისტიანული ევროპის“ დამცველი „ათეისტური კომუნიზმისგან“.

1937 წლიდან, ყველა სასიკვდილო განაჩენი ხელმოწერილი იყო ფრანკოს მიერ.                                              

                                                                 ფრანკო და ჰენრიხ ჰიმლერი

იტალიამ გერმანიასთან ერთად ვერ მოიპოვეს მრავალრიცხოვანი დივიდენდები. რა თქმა უნდა ისინი გადარჩნენ კომუნისტურ სახელმწიფოს დასავლეთ ევროპაში თუმცა ესპანეთი არ შევიდა მათთან ალიანსში და მთელი ომის განმავლობაში მეტწილად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს (თუ არ ჩავთვლით ცისფერ დივიზიას).

ჰიტლერთან პირისპირ შეხვედრაზე ფრანკომ უარი უთხრა გიბრალტარის აღების გეგმაში ესპანეთის მონაწილეობაზე. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში (ცისფერი დივიზია) ფრანკო უბრუნებდა სტალინს იმ მონეტას რომელიც მან გამოიყენა სამოქალაქო ომში მის წინააღმდეგ. ჰიტლერმა ერთი პერიოდი სცადა ცისფერი დივიზიის გენერალი ფრანკოს წინააღმდეგ გამოყენება, რათა ხელისუფლებაში მოეყვანა მისადმი მორჩილი ხელისუფლება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის საზღვრებთან მობილიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ძალებს 1942 წელს. მუსოლინის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ფრანკომ გამოიწვია ლეგენდარული ცისფერი დივიზია სსრკ-დან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკომ შეინარჩუნა ხელისუფლება თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო იზოლაციაში.

ფრანკომ ადოლფ ჰიტლერის უდიდესი ზეწოლის შემდეგ მაინც დახუჭა თვალები გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე და ასევე უარი უთხრა ჰიტლერს ანტისემიტური კანონების მიღებაზე, საერთო ჯამში ფრანკოს დიდი მოღვაწეობის შედეგად გადარჩა 60 000 ებრაელი. ამ მიზეზით ფრანსისკო ფრანკო შესულია ერთ ერთ ყველაზე საპატივცემულო ადამიანად თანამედროვე ისრაელის ისტორიაში, მიუხედავად ჰიტლერთან გარკვეული თანამშრომლობისა.

ცივი ომის დაწყებისთანავე 50-იან წლებში დაიწყო ესპანეთის დიპლომატიური ცნობა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის (ესპანური ფალანგის) გავლენის შემცირება, ხოლო ომის შემდეგ პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა, პარტიის სახელი შეიცვალა და დაერქვა ნაციონალური მოძრაობა. ფრანკოს ინიციატივით გატარდა ეროვნული შერიგების პოლიტიკა, რაც გამოიხატა მემორიალში, რომელიც მიეძღვნა ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში. თუმცა პოლიტიკური რეპრესიები (მემარცხენეების, სეპარატისტების კატალონიიდან და ბასკეთიდან) გაგრძელდა მის სიკვდილამდე.

50-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ესპანური ეკონომიკური საოცრებაესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების ტემპებით (იაპონიის შემდეგ).

წმინდა კრუზის დაცემულთა ველი

ბევრი მინისტრი, შემქმნელები ეკონომიკური საოცრებისა იყვენე კათოლიკური ორდენის Opus Dei წევრები.

60-იანი წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები, მიღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების და არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ. ასევე მირებულ იქნა კანონი ადამიანის უფლებების შესახებ, რამაც საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე.

მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური ადგილით, ბოლო პერიოდში ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო პრინცი ხუან კარლოსი, რაც განხორციელდა 1975 წელს. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა პირველმა დაასრულა ქვეყის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი.

1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი ადმირალ ლუის კარერო ბლანკოსთან შეთანხმებით. (რომელიც მოკლული იქნა იმავე წელს ეტას მიერ).

ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე, რომელიც ეძღვნება ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.

იტალიური ომები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                           იტალიური ომები

ჰავაის ბრძოლა, ცნობილი ფენგი მხატვრის ნამუშევარი (XVI საუკუნე)
იტალიური ომები 1494-1559 — სამხედრო ლაშქრობები და ომები უმთავრესად იტალიის მიწა-წყალზე. მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად. მთავარი მონაწილენი იყვნენ საფრანგეთიესპანეთი და „საღვთო რომის იმპერია“ (აგრეთვე დროდადრო ინგლისი, პაპი და იტალიის სახელმწიფოები), წარმოებდა იტალიაზე ბატონობისა და ევროპაში ჰეგემონობისათვის. იტალიური ომები წამოიწყო შარლ VIII-მ, რომელმაც როგორც ანჟუელთა მემკვიდრემ, პრეტენზია გამოაცხადა ნეაპოლის სამეფოზე. 1495 წელს შარლ VIII დაეუფლა ნეაპოლს. საფრანგეთის გაძლიერებამ შეაშფოთა, როგორც იტალია, ისე სხვა ევროპული სახელმწიფოები. ფრანგების გასაძევებლად 1495 წლის მარტში შეიქმნა ე.წ. „წმინდა ლიგა“ ანუ „ვენეციის ლიგა“, ვენეციის, მილანის, რომის პაპის, იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და ფერდინანდ II არაგონელის მონაწილეობით. 1496 წლის დეკემბერში საფრანგეთი იძულებული იყო გაეყვანა გარნიზონთა ნარჩენები ნეაპოლის სამეფოდან.
იხ. ვიდეო გრანდიოზული ბრძოლა ესპანეთსა და საფრანგეთ შორის 

იტალიური ომები განაახლა ლუი XII-მ, რამდენიმე გამარჯვების შემდეგ 1499-1500 წწ. იგი დაეუფლა მილანის საჰერცოგოსა და მთელ ლომბარდიას1501-1502 წწ. საფრანგეთისა და ესპანეთის ჯარებმა დაიპყრეს ნეაპოლის სამეფო, მაგრამ მალე მათ შორის თანხმობა დაირღვა და მდინარე გარილიანოსთან ბრძოლაში (1503 წლის 29 დეკემბერი) დამარცხების შემდეგ საფრანგეთი იძულებული გახდა დაეტოვებინა ნეაპოლის სამეფო, რომელსაც ესპანეთი დაეუფლა ბლუის ხელშეკრულების საფუძველზე.

იტალიური ომების შედეგად ვენეციის რესპუბლიკა გაძლიერდა. ამან ვენეციის წინააღმდეგ აამხედრა არა მარტო საფრანგეთი და ესპანეთი, არამედ იტალიური სახელმწიფოებიც. 1508 წლის დეკემბერში პაპ იულიუს II-ის ინიციატივით შედგა ანტივენეციური, ე.წ. კამბრეს ლიგა, რომელშიც შევიდნენ პაპი, საფრანგეთი, ესპანეთი, „საღვთო რომის იმპერია“, ფლორენციაფერარამანტუა და იტალიის ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. 1509 წლის 14 მაისს საფრანგეთმა ანიადელოსთან დიდი გამარჯვება მოიპოვა ვენეციაზე, ხოლო ივნისში იმპერატორმა დაიპყრო ქალაქები ვერონა და ვინჩენცა. მაგრამ ვენეცია შეუთანხმდა ესპანეთსა და პაპს და მიაღწია კამბრეს ლიგის დაშლას. ამავე დროს საფრანგეთის გაძლიერებამ ჩრდილოეთ-დასავლეთ იტალიაში გამოიწვია ძალთა გადაჯგუფება: პაპ იულიუს II-ის ხელმძღვანელობით საფრანგეთის წინააღმდეგ შეიქმნა ე.წ. „წმინდა ლიგა“ (1511 წ. ოქტომბერი), რომელშიც შევიდნენ პაპი, ვენეცია, ესპანეთი, ინგლისი, და შვეიცარიის კანტონები; საფრანგეთს მიემხრნენ მოდენა და ფერარა, ფლორენციამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა უკან დაახევინეს შვეიცარიელებს და 1512 წლის თებერვალში აიღეს ბოლონია, ხოლო რავენასთან ამავე წლის 11 აპრილს დაამარცხეს ესპანელები, საფრანგეთი იძულებული გახდა 1512 წლის განმავლობაში დაეტოვებინა ლომბარდია. 1513 წლის დამლევს საფრანგეთი დაუზავდა ესპანეთს, ხოლო 1514 წლის აგვისტოში - ინგლისს.

საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ტახტზე ასვლისთანავე განაახლა იტალიური ომები. ფრანგებმა ვენეციელების დახმარებით 1515 წლის 13-14 სექტემბერს, მარინიანოს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს მილანის ჰერცოგის მიერ დაქირავებული შვეიცარიელები. საფრანგეთი დაეუფლა მილანსა და პავიას, ხოლო ვენეცია - ბერგამოსა და ბრეშას. ფრანსუა I დაუზავდა პაპს და 1516 წლის ნოემბერში დადო ე.წ. „მუდმივი ზავი“ შვეიცარიის კანტონებთან. საფრანგეთ ესპანეთს შორის დადებულმა1516 წლის ნუაიონის ზავმა დაამტკიცა საფრანგეთის უფლებები მილანზე, ხოლო ესპანეთისა - ნეაპოლზე.

ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის პირველი ბრძოლა


კარლ V, ესპანეთის მეფე

ესპანეთის მეფის კარლოს I-ის არჩევას „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად (კარლ V-ის სახელწოდებით) მოჰყვა იტალიური ომების ახალი ეტაპი. კარლ V-მ თავისი ვეებერთელა ტერიტორიებით შემორკალა მთელი საფრანგეთი და დაემუქრა მის ტერიტორიულ მთლიანობას. 1521 წელს განახლდა იტალიური ომები. 1521 წელს ბიკოკთან ფრანგების არმია, რომელშიც დაქირავებული შვეიცარიელებიც შედიოდნენ, დამარცხდა. ფრანგები დამარცხდნენ პავიის ბრძოლაშიც 1525 წლის 24 თებერვალს. ფრანსუა I ესპანელებს ტყვედ ჩაუვარდათ. 1526 წლის 14 იანვრის მადრიდის ზავით იგი იძულებული გახდა დაეთმო ესპანეთისთვის მილანის საჰერცოგო და ფრანგული სამფლობელო - ბურგონის (ბურგუნდიის) საჰერცოგო, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა კარლ V.

კონიაკის ლიგის ომი

მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფე ფრანსუა I გათავისუფლდა ესპანელთა ტყვეობიდან და დაბრუნდა საფრანგეთში გადათქვა თავისი პირობა და ომი განახლდა. საფრანგეთმა 1526 წლის მაისში შეადგინა კონიაკის ლიგა, რომელშიც შევიდნენ: საფრანგეთი, პაპი კლემენტ VIIვენეციაფლორენცია და მილანის ჰერცოგი. 1526 წელს საფრანგეთმა იმპერიის წინააღმდეგ კავშირი შეკრა სულეიმან I კანუნთან. იმპერატორის დაქირავებულმა არმიამ 1527 წლის მაისში აიღო და ააოხრა ქალაქი რომი, პაპი ტყვედ ჩავარდა და იძულებული გახდა იმპერატორთან სეპარატული ზავი დაედო. იტალიის მოკავშირეებს ჩამოშორებულმა საფრანგეთმაც 1529 წელს კამბრეს ზავი დადო იმპერატორთან, რომლის მიხედვითაც ნეაპოლის სამეფო გამოცხადდა ესპანეთის სამფლობელოდ.

ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის მესამე ბრძოლა

1527 წელს რომის დაცემამ, რეფორმაციის წარმატებამ გერმანიაში და ინგლისის მეფე ჰენრი VIII-სა და კათოლიკურ ეკლესიას შორის განხეთქილებამ შეასუსტა რომის პაპის პოზიციები, ამის გამო იგი აქტიურად აღარ ერეოდა იტალიურ ომებში. 1530-იანი წლების დასაწყისში იტალიურმა ომებმა მიიღეს ესპანელ ჰაბსბურგებსა და ფრანგ ვალუას დინასტიას შორის ევროპაში ჰეგემონიისათვის ბრძოლის ხასიათი. იტალიური ომების განახლება მოჰყვა მილანის ჰერცოგის ფრანჩესკო II სფორცას გარდაცვალებას 1535 წელს. კარლ V-მ ლომბარდია სასწრაფოდ გამოაცხადა ესპანეთის საკუთრებად. ამის საწინააღმდეგოდ ფრანსუა I-მა პრეტენზიები გამოთქვა მილანზე და სავოიაზე. 1536 წელს საფრანგეთის ჯარებმა აიღეს ტურინი და დაიპყრეს მთელი სავოიის საჰერცოგო, მაგრამ მილანამდე ვერ მივიდა. საპასუხოდ კარლ V შეტევაზე გადავიდა პროვანსში და დაიკავა მარსელი. იტალიური ომების აღნიშნული ეტაპი დამთავრდა 1538 წელს ნიცის ზავით, რომელმაც შეინარჩუნა ესპანეთის ჰეგემონია იტალიაში.

ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის მეოთხე ბრძოლა

ნიცის ათწლიანი ზავი დაირღვა 1542 წელს. 1541 წელს ესპანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 2 ფრანგი ჯარისკაცი პავიაში.ამის საპასუხოდ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა განაახლა ომი, დაიპყრო ესპანეთის მეფის სამფლობელები ლუქსემბურგი და რუსილიონი, ამასთანავე მეფემ განაახლა კავშირი ოსმალეთის სულთან სულეიმან II-სთან. 1543 წელს საფრანგეთ-ოსმალეთის გაერთიანებულმა ესკადრამ აიღო ქალაქი ნიცა1544 წლის 14 აპრილს საფრანგეთის სახმელეთო არმიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა ჩერეზოლესთან ომში. ამავდროულად იმპერატორისა და ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის ჯარები შეიჭრნენ საფრანგეთის მიწა-წყალზე. ინგლისის ჯარმა დაიკავა ბულონი, ხოლო ესპანეთის ჯარებმა სუასონიგენუაში და სიენაში ანტიესპანუურმა აჯანყებებმა და ოსმალების ფლოტის გამუდმებულმა შეტევებმა კარლ V მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა. 1546 წლის კრესის ზავით იტალიაში სტატუს ქვო შენარჩუნდა.

                    უკანასკნელი იტალიური ომი

1551 წელს ომი კვლავ განახლდა მოხუც კარლ V-სა და ანრი II-ს შორის. ფრანგებმა პიემონტში 1555 წელს დაიპყრეს კასალე, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ (1556 წ.) ანრი II განაგრძობდა ბრძოლას ფილიპე II-ის წინააღმდეგ. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი).

                                         შედეგები

ხანგრძლივი იტალიური ომების შედეგად საფრანგეთი გაძევებულ იქნა იტალიიდან, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი. იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული დარჩა.



ტუჩები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                ტუჩები ტუჩები პირის ტუჩები (ლათ. labia oris) არის დაწყვი...