четверг, 21 октября 2021 г.

ალფრედ ადლერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ალფრედ ადლერი

(/ˈædlər/;[12] გერმანულად: [ˈaːdlɐ]; დ. 7 თებერვალი1870 — გ. 28 მაისი1937) — ავსტრიელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმიფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოოგიის სკოლის დამფუძნებელი.მან გამოკვეთა ინდივიდში არასულფასოვნების განცდა, გრძნობა და შექმნა თეორია არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ, ეს ადამიანის ფსიქიკის ცალკე ფენომენია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითჩამოყალიბება-განვითრებაში. ადლერი ადამიანს ინდივიდუალურ მთლიანობად განიხილავდა და, ამიტომაც, ის თავის თეორიას „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას“ უწოდებდა (ოღგლერი 1976). ადლერი პირველი იყო, ვინც ხაზი გაუსვა სოციალური ელემენტის მნიშნელობას ინდივიდის გარესამყაროსთან თვითშეგუების პროცესზე. კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმოხილვა ადლერი მე-20 საუკუნის 67-ე ყველაზე გამოჩენილ ფსიქოლოგად დასახელდა.
იხ. ვიდეო ალფრედ ადლერის წიგნი ,, ადამიანის ბუნების შეცნობისათვის''

ადლერი დაიბადა მარიახილფის უბან 208-ში,  რუდოლფშაიმშივენას ჩრდიოლეთით მდებარე სოფელში, რუდოლფშაიმ-5სახლის უფრო განვითარებულ, მოდერნულ მხარეში, რომელიც ქალაქის მე-15 გარეუბანი გახლავთ. ადლერების ოჯახში სულ 7 ბავშვი იზრდებოდა, მომავალი ფსიქოლოგი მეორე შვილი იყო. ალფრედის დედა და მამა ებრაელები იყვნენ- დედა პაულინა ბირი და მამა ლეოპოლდ ადლერი. ლეოპოლდ ადლერი უნგრეთში დაბადებული მარცვლეულით მოვაჭრე გახლავთ.  ადლერი 3 წლის იქნებოდა, როდესაც მას უმცროსი ძმა მოუკვდა მისივე საწოლში მის გვერდით მწოლს.  ადლერი ძალიან აქტიური ბავშვი იყო, საშუალო დონის მოსწავლე, მას აგრეთვე უფროსი ძმის ზიგმუნდის მიმართ ჰქონდა ანტაგონისტური დამოკიდებუება, უნდოდა ყოვეთვის ეჯობნა მასზე. მას ადრეულ ასაკში გამოუვლინდა რაქიტი, რამაც 4 წლამდე საწოლს მიაჯაჭვა ალფრედი. 4 წლის ასაკში მას განუვითარდა პნევომინა და მან ერთხელ გაიგონა, თუ როგორ უთხრა ექიმმა მამამის "შენი შვილი დაკარგულია". აქედან მან შთააგონა საკუთარ თავს, რომ ექიმი გამოსულიყო.  მოგვიანებით ის ინტერესდება ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, სოციოლოგიით. ვენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის სპეციალიზდება ოფთამოლოგიაში, მოგვიანებით კი-ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში.

იხ. ვიდეო

ალფრედ ადლერი დაიბადა ავსტრიაში, პენცინგში, 1870 წლის 7 თებერვალს ებრაელი მარცვლეულით მოვაჭრის ოჯახში. ის იყო 6 შვილიდან მეორე. რახიტის გამო მას 4 წლამდე არგაუვლია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რამდენიმეჯერ იდგა სიკვდილის პირას, ორჯერ კინაღამ ქუჩაში მოკლეს. უფროსი ძმა ხშირად აწვალებდა და ჩაგრავდა.

5 წლის ასაკში ადლერს პნევმონია შეხვდა და ვარაუდობდნენ რომ ვერ გადარჩებოდა. ადლერი გადარჩა და ამ გამოცდილებამ გადააწყვეტინა გამხდარიყო ექიმი რათა დახმარებოდა ადამიანებს.

მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ის მხარში ედგა შვილს, რაც ადლერს მოტივაციას აძლევდა დაეძლია სირთულეები.

1895 წელს ალფრედ ადლერმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი და მიიღო სამედიცინო ხარისხი. მან თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო როგორც ოფთალმოლოგმა, შემდეგ კი ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით გადაინაცვლა.

1902 წელს ის შეუერთდა ფსიქოანალიტიკოსთა ჯგუფს. 10 წლის განმავლობაში ის ფროიდთან ერთად მოღვაწეობდა. 1911 წელს ჩამოშორდა ფროიდს, ამბობდა რომ ის იყო სექსზე და სიკვდილზე ჩაციკლული, დააარსა საკუთარი ორგანიზაცია, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაცია და ეს მიმართულება თანდათან მთელს ევროპაში გავრცელდა.

1912 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ნევროტული კონსტიტუცია, სადაც საბოლოოდ წარმოადგინდა ტერმინი ინდივიდუალური ფსიქოლოგია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა როგორც ექიმი პირველად ავსტრიის ჯარში, შემდეგ ბავშვების ჰოსპიტალში.

1918 წელს ომის დამთავრების შემდეგ მან ვენაში დააარსა ბავშვების წინამძღოლი კლინიკები, რომლებიც შემდგომში გახდა პროტოტიპი ასეთივე მსგავსი კლინიკებისა უცხოეთში.

1921-1927 წლებში ადლერი აშშ-ში ასწავლიდა და კითხულობდა ლექციებს.

1927 წელს ადლერი კოლუმბიის უნივერსიტეტის საშტატო ლექტორი იყო. 1928 წელს ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალ ინსტიტუტში ასწავლიდა. 1932 წელს ის მიიწვიეს პროფესორად ლონგ აილენდის მედიცინის კოლეჯში. 1934 წელს ნაცისტებმა აიძულეს დაეხურა კლინიკა, იმის გამო რომ ის იყო ებრაელი. ადლერი გადასახლდა ამერიკაში.

1937 წლის მაისში ის ჩავიდა შოტლანდიაში, ქალაქ აბერდინში, სადაც ის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იქ ყოფნისას ის უცბად წაიქცა ქუჩაში და გარდაიცვალა გულის შეტევით.

იხ. ვიდეო








Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...