суббота, 23 октября 2021 г.

ლანიაკეა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ლანიაკეა

უახლოესი ადგილობრივი ზეგროვების რუქა, რ-იც 500 მლნ. სინ. წ. მოიცავს ლანიაკეა წითელ წრეშია
სამყაროს ზომა

 გალაქტიკური ზეგროვა, რომელიც „ირმის ნახტომის“მზის სისტემისა და დედამიწის სახლია. ეს განსაზღვრა 2014 წლის სექტემბერში მიიღეს, როდესაც ასტრონომთა ჯგუფმა რ. ბრენტ ტულის (ჰავაის უნივერსიტეტიდან) ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა ზეგროვების განსაზღვრის ახალი გზა, რომელიც ეფუძნება გალაქტიკების ფარდობით სიჩქარეებს. ადგილობრივი ზეგროვის ეს ახალი განსაზღვრება მიეკუთვნება წინათ განსაზღვრულ ადგილობრივ ზეგროვას - ქალწულის ზეგროვას, ახლა უკვე დანამატად.
იხ. ვიდეო ლანიაკეა ერთერთი სუპერკლასტერია სამყაროს აბლაბუდაში

ლანიაკეას ზეგროვა 100 000 გალაქტიკას მოიცავს, რომლებიც 160 მეგაპარსეკზეა (520 მეგასინათლის წელიწადი) გადაჭიმული. ზეგროვები სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმონაქმნებია და ისეთი საზღვრები აქვს, რომელთა განსაზღვრა ძნელია, განსაკუთრებით კი შიგნიდან. გუნდმა რადიოტელესკოპების გამოყენებით ადგილობრივი გალაქტიკების დიდი ნაკრების მოძრაობის რუკა შეადგინა. მოცემულ ზეგროვაში ყველა გალაქტიკის მოძრაობა მიმართული იქნება შიგნითკენ, მასის ცენტრის მიმართულებით. ლანიაკეას შემთხვევაში ამ გრავიტაციულ ფოკუსურ წერტილს „უზარმაზარი მიმზიდველი“ ეწოდება და გავლენას ახდებს გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფისა და ყველა სხვა გროვის მოძრაობაზე მთელი ზეგროვის მასშტაბზე.

იხ. ვიდეო

ახალი მეთოდს, რომელიც გალაქტიკების მოძრაობების ანალიზისთვის გამოიყენება, რომ განისაზღვროს მახასიათებელი მოძრაობა კოსმიური გაფართოებიდან, „ვაინერის ფილტრირება“ ეწოდება, რომელიც მუშაობს კარგად განსაზღვრული პოზიციური ინფორმაციისთვის, რაც 300 მეგასინათლის წელიწადის (92 მეგაპარსეკი) მანძილზე ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. ამ შეზღუდვით ჩანს, რომ ლანიაკეა შაპლის ზეგროვისკენაა მიმართული, ანუ ლანიაკეა და შაპლი შესაძლოა უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი იყოს.

იხ. ვიდეო

ლანიაკეას მეზობელი ზეგროვებია: შაპლის ზეგროვაჰერკულესის ზეგროვათმების ზეგროვაპერსევი-თევზების ზეგროვა. ამ ზეგროვების კიდეები და ლანიაკეა კარგად არაა ცნობილი.

სახელი ლანიაკეა „განუზომელ ზეცას“ ნიშნავს ჰავაის ენაზე — „lani“ - ზეცა და „akea“ - განუზომელი. სახელის იდეა ეკუთვნის ნაუა'ა ნაპოლეონს, რომელიც ჰავაის ენის ასოცირებული პროფესორია კაპიოლანის საზოგადოების კოლეჯში. სახელი პოლინეზიელი შტურმანების პატივსაცემადაა, რომლებიც ცის ცოდნას იყენებდნენ წყნარ ოკეანეზე ნავიგაციისათვის.


იხ. ვიდეო









Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...