ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გოტფრიდ ლაიბნიცი
მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები:
- ლაიბნიცმა, ნიუტონისგან დამოუკიდებლად, შექმნა მათემატიკური ანალიზი — უსასრულო პატარა სიდიდეზე დაფუძნებული დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლა.
- ლაიბნიცმა შექმნა კომბინატორიკა, როგორც მეცნიერება.
- საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას.
- აღწერა თვლის ორობითი სისტემა, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა.
- მექანიკაში შემოიტანა „ცოცხალი ძალის“ ცნება (კინეტიკური ენერგიიის თანამედროვე გაგების პირველსახე) და ჩამოაყალიბა ენერგიის შენახვის კანონი.
- ფსიქოლოგიაში წამოაყენა იდეები „მცირე პერცეპციების“ არაცნობიერი გაგების შესახებ და განავითარა სწავლება არაცნობიერ ფსიქიკურ ცხოვრებაზე.
გოტფრიდ ლაიბნიცი ითვლება XVII საუკუნის ფილოსოფიის დამსრულებლადა და გერმანული იდეალიზმის წინამორბედად. შექმნა ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მონადოლოგიის სახელითაა ცნობილი. განავითარა სწავლება ანალიზისა და სინთეზის შესახებ, პირველმა ჩამოაყალიბა საკმარისი საფუძვლის პრინციპი (რომელსაც მიკუთვნებული აქვს არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ ონთოლოგიური მნიშვნელობაც: ... არასაკმარისი საფუძვლის გარეშე, არცერთი მოვლენა არ შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტი ან ნამდვილი, არცერთი მტკიცებულება - სამართლიანი) ასევე ითვლება იგივეობის კანონის თანამედროვე ფორმულირების ავტორად; შემოიტანა ტერმინი „მოდელი“, წერდა ადამიანური ტვინის ფუნქციის სამანქანო მოდელირების შესაძლებლობების შესახებ. ლაიბნიცმა გამოთქვა იდეა ერთი სახის ენერგიის სხვა სახით გარდაქმნის შესახებ, ჩამოაყალიბა ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვარიაციული პრინციპი — უმცირესი ქმედების პრინციპი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის სპეციალური დარგების განვითარებაში.
პირველი იყო, რომელმაც გერმანულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება გაამახვილა ლინგვისტურ პრობლემების გენეალოგიასთან ურთიერთკავშირზე, შექმნა ენების ისტორიული წარმოშობის თეორია და მიანიჭა მათ გენეალოგიური კლასიფიკაცია, ითვლება გერმანული ფილოსოფიური და სამეცნიერო ლექსიკონის ერთ-ერთ შემქმნელად.
იხ. ვიდეო
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი დაიბადა 1646 წლის 1 ივლისს, ლაიფციგის უნივერსიტეტის მორალის ფილოსოფიის პროფესორის ფრიდრიხ ლაიბნიცისა და იურისპუდენციის გამოჩენილი პროფესორის ქალიშვილის — კატერინა შმუკის ოჯახში. გოტფრიდის მამა სერბო-ლუჟიცული წარმოშობის იყო. დედის მხრიდან კი, როგორც ეტყობოდა, გერმანელი წინაპრები ჰყავდა.
ვილჰემის მამამ ადრეულ ასაკშივე შეამჩნია შვილის ნიჭიერება და ცდილობდა მასში ცნობისმოყვარეობის გრძნობა გაეღვივებინა, ხშირად უყვებოდა პატარ-პატარა ეპიზოდებს საღმრთო და საერო ისტორიიდან; ლაიბნიცის თქმით, ამ ისტორიებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მასზე და ისინი ბავშვობის ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებები იყო. შვიდი წლისაც არ იყო როდესაც მამა დაეღუპა; მამამისი დაუღუპა, თუმცა მას ძალიან დიდი ბიბლიოთეკა დაუტოვა. იგი ყვებოდა:
„ | როდესაც წამოვიზარდე, ნებისმიერი სახის ისტორიული მოთხრობების კითხვისას განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებდი. გერმანული წიგნები, რომლებიც ხელში ჩამივარდებოდა, სანამ ბოლომდე არ წავიკითხავდი არ „ვუშვებდი“. ლათინური ენის შესწავლა თავდაპირველად სკოლაში დავიწყე და მას გაუცნობიერებლად და ნელი ტემპით ვსწავლობდი, იმ ერთ შემთხვევამდე, რომელმაც აბსოლუტურად ინდივიდუალური გზა მიჩვენა. სახლში, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ერთი სტუდენტის მიერ დატოვებულ ორ წიგნს წავაწყდი. ერთი მათგანი იყო ტიტუს ლივიუსის თხზულება, ხოლო მეორე — ზეტ კალვისიუსის ქრონოლოგიური საგანძური. კოპია მექანიკური კალკულატორის ლაბნიცის გერმანელი მუზეომის | “ |
კალვიზიას შემოქმედებას ლაიბნიცმა ადვილად აუღო ალღო, რადგან მას საზოგადო ისტორიის გერმანულენოვანი წიგნი ჰქონდა, სადაც იმის მსგავს საკითხებზე საუბრობდნენ, რაზეც კალვიზია წერდა; თუმცა, კალვიზიასგან განსხვავებით, ლივიუსის კითხვისას ლაიბნიცი ყოველთვის „ჩიხში“ ხვდებოდა. ლაიბნიცს წარმოდგენა არ ჰქონდა ძველი ხალხის ცხოვრებასა და მათი წერის მანერებზე; მიჩვეული არ იყო ისტორიოგრაფების ამაღლებულ რიტორიკას, რომელიც ყოველდღიურ გაგებაზე მაღლა იდგა; ვერ გებულობდა ნაწარმოების ვერცერთ ხაზს. ეს გამოცემა უძველესი იყო, გრავიურებით გაფორმებული, ამიტომ ლაიბნიცი ყურადღებით აკვირდებოდა გრავიურებსა და მინაწერებს, რისი გაგებაც არ შეეძლო, მას უბრალოდ გამოტოვებდა ხოლმე. ეს მოქმედება მან რამდენიმეჯერ გაიმეორა და ბოლომდე გადაფურცლა წიგნი; ასეთი სახის მოქმედებით, მან უკეთ შეძლო გაეგო ის, რაც წინათ ვერ შეძლო. ამ მოქმედებებს იმეორებდა მანამდე, სანამ ულექსიკონოდ არ შეძლო წაკითხულის ძირითადი ნაწილის გაგება.
ლაიბნიცის მასწავლებელმა მალევე შეამჩნია, თუ რითი იყო დაკავებული მისი მოსწავლე და ბევრი ფიქრის გარეშე, იგი გააგზავნა იმ პირებთან, რომლებსაც გოტფრიდი უნდა აღეზარდათ, მათ ყურადღება უნდა მიექციათ ლაიბნიცის „უადგილო და ნაადრევ ქმედებებზე“. მისივე სიტყვებით, ეს მოქმედებები მხოლოდ ხელს შეუშლიდა ლაიბნიცის სწავლას. ლივიუსიც ისევე გამოადგებოდა ლაიბნიცს, როგორც კოტურნი პიგმეებს; უფროსი ასაკის მკითხველზე გათვლილი წიგნები გოტფრიდს ჩამოართვეს და სანაცვლოდ იან კომენსკის „Orbis pictus“ და მარტინ ლუთერის მოკლე კატეხიზმო მისცეს
Комментариев нет:
Отправить комментарий