ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ედგარ ალან პო
(ინგლ. Edgar Allan Poe; დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი — გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიზმის ლიდერი, განთქმული მისი საშინელებათა ისტორიებით. პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია და ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მისმა ზოგიერთმა ნამუშევარმა ხელიშეუწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმირებას და განვითარებას. ის იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელიც ცდილობდა, რომ მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი, რის გამოც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
პო დაიბადა ქალაქ ბოსტონში. 1810 წელს მამამისმა ოჯახი მიატოვა, ხოლო მომდევნო წელს დედა გარდაეცვალა. ჯონ და ფრენცის ალანებმა აიყვანეს პო ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდიდან, თუმცა შვილად აყვანის საკითხი ოფიციალურობამდე არასოდეს მისულა. ედგარ ალან პომ განათლების მისაღებად გადაწყვიტა, რომ ჩაებარებინა ვირჯინიის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლაზე ხელი პირველივე სემესტრში აიღო. პომ გადაწყვიტა, რომ ნებაყოფლობით წასულიყო ჯარში, სადაც მისი კურსანტობა წარუმატებლად დასრულდა უესტ ფოინთში, რომლის შემდეგაც მის და ალანებს შორის არსებული კავშირი სამუდამოდ დაირღვა. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება, პირველ სვლას წარმოადგენდა ანონიმური პოემების მცირე კრებული — „თემურ-ლენგი და სხვა პოემები“ (1827), რაც ქვეყნდებოდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.
შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა და პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორსა და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა „ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება. ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის „The Penn“ გამოშვებას (გადაერქვა „The Stylus“), თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს..
პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ–სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ-კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებსა და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ-მუზეუმადაა ქცეული.
იხ. ვიდეო ედგარ ალან პო ,, ყორანი'' (სრული ვერსია)
ედგარ ალან პო დაიბადა მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონში 1809 წლის 19 იანვარს, მეორე შვილი მსახიობების ელიზაბეტ არნოლდ ჰოპკინს პოს და დავიდ პო უცმროსის. ჰყავდა უფროსი ძმა, უილიამ ჰენრი ლეონარდ პო და უმცროსი და როზალი პო. მამამისმა ოჯახი 1810 წელს მიატოვა, ხოლო დედა 1 წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა. პო ჯონ ალანთან წაიყვანეს — წარმატებული შოტლანდიელი მევაჭრის ოჯახში, რიჩმონდში, ვირჯინიაში, რომელიც სხვადასხვა სახის საქონელს ყიდდა, მათ შორის თამბაქოს, ტანსაცმელს, მარცვლეულს, საფლავის ქვებს და მონებს. ალანის ოჯახი პოს გამზრდელ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურად არასოდეს უშვილებიათ,მიუხედავად იმისა, რომ სახელი „ედგარ ალან პო“ მათ მისცეს.
ალანების ოჯახმა, პო, 1812 წელს ეპისკოპალის ეკლესიაში მონათლეს. ჯო ალანი აგრესიულად ზრდიდა თავის შვილობილს. 1815 წელს, ალანების ოჯახი, პოს და ჯონის მეუღლის, ფრანს ვალენტინ ალანის შემადგენლობით ინგლისში გადასახლდა. 1815 წელს პო მიაბარეს გრამატიკის სკოლაში ირვინში, შოტლანდიაში, (სადაც ჯონ ალანი იყო დაბადებული) სადაც მან მხოლოდ ერთი წელი ისწავლა, ვიდრე თავის ოჯახს 1816 წელს ლონდონში კვლავ შეუერთდებოდა. 1817 წლამდე პო სწავლობდა ადგილობრივ კერძო სკოლაში ჩელსიში, 1817 წლამდე. მოგვიანებით პო გადაიყვანეს პატივცემული ჯონ ბრანსბის სამამულო სკოლაში, რომელიც სტროუკ ნიუინგტონში მდებარეობდა. იმავე წელს, სკოლა გადაიტანეს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში. 6 კილომეტრის (4 მილი) დაშორებით.
1820 წელს, პო, ალანებთან რიჩმონდში დაბრუნდა. 1825 წელს, ალანის მეგობარი და ბიზნესმენი, უილიამ გალტი, ყველაზე მდიდარი კაცი რიჩმონდში, გარდაიცვალა და ალანს დაუტოვა მამულის რამდენიმე აკრი. ქონება შეფასებული იყო 750 000 დოლარად. 1825 წლის ზაფხულში, ალანმა შეისყიდა ორსართულიანი აგურის სახლი, სახელწოდებით მოლდავია. სავარაუდოა, რომ პო დაინიშნა სარა ელმირა როისტარზე, ვიდრე ის დარეგისტრირდებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტში, 1826 წლის თებერვალში, რომელიც იმ დროისათვის მხოლოდ ერთი წლის დაარსებული იყო ენების სასწავლად. უნივერსიტეტი ადრეულ ჩამოყალიბების სტადიაში მისი დამფუძნებლის თომას ჯეფერსონის იდეალებზე შეიქმნა. იქ მკაცრი წესები იყო აზარტული თამაშების, ცხენების, იარაღების, თამბაქოს და ალკოჰოლის გამოყენების წინააღმდეგ, თუმცა ეს წესები სტუდენტების მიერ იყო უგულებელყოფილი. ჯეფერსონმა შეიმუშავა სტუდენტების თვითმმართველობის სისტემა, ე.წ. „კეთილშობილების სისტემა“, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა თვითონ აერჩიათ სწავლება და ეცნობებინათ ფაკულტეტზე მომხდარი არაადეკვატური საქციელის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის. ეს ახალი უნიკალური სისტემა ჯერ კიდევ ქაოსური და ნორმიდან ამოვარდნილი იყო. უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, პომ გაწყვიტა, ურთიერთობა როისტერთან და აგრეთვე ჩამოშორდა თავის აღმზრდელ მამას, რომელთანაც კამათი მოუვიდა აზარტული თამაშების გამო. პო ირწმუნებოდა, რომ ალანმა იგი არ უზრუნველყო ფინანსურად, რადგან მას შეძლებოდა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველ კლასში და ასევე შეეძინა აუცილებელი ნივთები საცხოვრებელი სახლის გასაწყობად. ალანმა მას გაუგზავნა დამატებითი ფული და ტანსაცმელი, მაგრამ პოს ხარჯები იზრდებოდა. ერთი წლის შემდეგ პომ თავი მიანება სწავლა-განათლებას უნივერსიტეტში, ვინაიდან იგი თავს მიუღებლად გრძნობდა რიჩმონდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ მისი მიჯნური, როისტარი ცოლად გაჰყვა ალექსანდერ შელტონს. 1827 წლის აპრილიდან, პო ბოსტონში გადავიდა, სადაც შემთხვევით იპოვა სამუშაო, - ჯერ მოხელე-მდივნად და შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში ლიტერატურული სტატიების მწერლად, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახდა. პოს ლიტერატურული სტატიები თავდაპირველად ჰენრი ლე რენეტის ფსევდონიმით გამოდიოდა
სამხედრო კარიერა
1827 წლის 27 მაისს, ცხოვრების შეუძლო პირობების გამო, პო რიგითად ჩაირიცხა შეერთებული შტატების არმიაში, სადაც მან გამოიყენა სახელი „ედგარ ა. პერი“ და ირწმუნებოდა, რომ იყო 22 წლის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაშინ 18-ის იყო. თავდაპირველად, პო, თვეში 5 დოლარიანი ანაზღაურებით მსახურობდა ფორტ ინდეპენდენსში, ბოსტონში. იმავე წელს, მან გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, 40 გვერდიანი პოეზია, „თემერლეინი და სხვა პოემები“, წარწერით „ბოსტონელისგან“. კრებული მხოლოდ 50 ეგზემპლარად დაიბეჭდა და საზოგადოებისაგან არანაირი ყურადღება არ ერგო.1827 წლის 8 ნოემბერს, პოს პოლკი გადაგზავნეს ფორტ მოულტრიში, ჩარლსტონში, სამხრეთი კაროლინა, შემდეგ კი გემით, უოლჰემში. პო დააწინაურეს, ის გახდა „ტექნიკოსი“ და შეუერთდა კომპანიას, რომელიც ამზადებდა ჭურვებს არტილერიისთვის. დაწინაურებასთან ერთად, მისი შემოსავალიც გაორმაგდა. ორწლიანი თავგამოდებული მსახურობის შედეგად, პომ მიაღწია არტილერიის უფროსი სერჟანტის რანგს (უმაღლესი რანგი, რომელიც შეიძლება უპატენტო ოფიცერმა მიიღოს). პომ გადაწყვიტა, თავისი ხუთწლიანი ნებაყოფლობითი და ანონიმური მსახურობა დაესრულებინა ჯარში. მან თავისი ნამდვილი სახელი და წარმომავლობაა გაუმხილა თავის კომანდორ ოფიცერს, - ლეიტენანტ ჰოვარდს. ჰოვარდი პოს შეპირდა, რომ იმ შემთხვევაში იქნებოდა დემობილიზებული, თუ ის ახსნა-განმარტებით წერილს მისწერდა გულნატკენ ჯონ ალანს. მიუხედავად რამდენიმე თვიანი ლოდინისა, საპასუხო წერილი იგვიანებდა ალანის მიერ, რომელმაც პოს აღმზრდელი დედის ავადმყოფობა არ შეატყობინა. ფრანცეს ალანი გარდაიცვალა 1829 წლის 28 თებერვალს. პო ოჯახში მხოლოდ დასაფლავების მეორე დღეს ჩავიდა. სავარაუდოდ, ცოლის გარდაცვალების გამო, ჯონ ალანი დათანხმდა პოს დახმარებოდა დემობილიზირებაში იმ პირობით, თუ ის შემდგომ კარიერას გააგრძელებდა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.
1829 წლის 15 აპრილს, პო დემობილიზებული იქნა, მას შემდეგ, რაც მან შეძლო შემცვლელი ეპოვა. სანამ პო ვესტ პოინტში შევიდოდა, გარკვეული დროით დაუბრუნდა ბალტიმორს, რადგან დარჩენილიყო თავის ქვრივ დეიდა მარი კლემთან, მის შვილთან ვირჯინია ელიზა კლემთან (პოს პირდაპირი ბიძაშვილი), მის ძმა ჰენრისთან და ინვალიდ ბებია ეილზაბეტ ქეირნეს პოსთან . ამავე დროს, 1829 წელს, ბალტიმორში, პომ გამოაქვეყნა თავისი მეორე წიგნი, სახელწოდებით „ალ არააფი, ტეიმერლაინი და არასრული პოემები“.
1830 წლის 1 ივლისს, პომ წასვლა გადაწყვიტა უიესტ პოინტში და მანდვე ჩაერიცხა, როგორც კადეტი 1830 წლის ოქტომბერს, ჯონ ალანმა მეორე ცოლი მოიყვანა, ლუიზა პატერსონი. ქორწინებამ და ბავშვების გამო პოსთან დაუსრულებელმა კამათმა, რომლებიც ალანს ქორწინების გარეშე შეეძინა, იგი საბოლოოდ მიიყვანა გადაწვეტილებამდე, რომ უარი ეთქვა პოზე. პომ გადაწყვიტა, შეგნებულად დაეტოვებინა ვესტ პოინტი, რამაც იგი სამხედრო სასამართლომდე მიიყვანა. პო ფაქტობრივად არ ცნეს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამნაშავე იყო.
1831 წლის თებერვალში, მან ნიუ-იორკი დატოვა და გამოუშვა მესამე ტომეული პოემებისა, რომელსაც უბრალოდ დაარქვა „პოემები“. წიგნი დაფინანსებული იყო მისი მეგობარი კადეტელების მიერ ვესტ პოინტიდან, რომელთა უმრავლესობამ 75 ცენტი შესწირა და ჯამში 170$ გამოვიდა. ისინი ელოდნენ, რომ ახალი გამოცემა, მსგავსად წინამორბედისა, კომანდ ოფიცრებზე იქნებოდა დაწერილი. ნიუ-იორკში, ელამ ბლისის მიერ დაბეჭდილ იწიგნი გამოვიდა იარლიყით „მეორე გამოშვება“ და მასში იყო გვერდი, რომელზეც ეწერა „ეძღვნება პატივისცემით აშშ-ის კორპუსს და კადეტს“. წიგნში კვლავ იყო დაბეჭდილი პოემები: „ტეიმერლაინი“, „ალ არააფი“ და აგრეთვე ექვსი მანამდე გამოუცემელი პოემა. წიგნში იყო ადრე გამოცემული პოემები „ელენს!“, „იზრაფელი“ და „ქალაქი ზღვაში“-ის. 1831 წლის მარტში, პო კვლავ დაბრუნდა თავის დეიდასთან, ძმასთან და ბიძაშვილთან. მისი უფროსი ძმა - ჰენრი, რომელიც ავად იყო, სმასთან დაკავშირებული პრობლემებით 1831 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა.
გამომცემლის კარიერა
ძმის გარდაცვალების შემდეგ, პომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი მწერლის კარიერაზე. ეს პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ახალბედა მწერლებისათვის. პო განეკუთვნება ისეთი კატეგორიის ამერიკელ მწერლებს, რომლებიც ცდილობდნენ მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედების საზღაურით ეარსებათ თუმცა კი, საერთაშორისო საავტორო უფლებების დაცვის არარსებობის გამო, დიდ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ . გამომცემლები ხშირად ბრიტანული თხზულებების პირატულ კოპიებს აქვეყნებდნენ, ვინაიდან, არ სურდათ, ადგილობრივი ამერიკელი მწერლების მიერ შექმნილ ახალ ნაწარმოებებში შედარებით მეტი საფასურის გადახდა. 1837 წლის პანიკის გამო, წარმოებამ ძალიან დიდი ზარალი განიცადა. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, ამერიკის პერიოდულობაში, გამომცემლები ხშირად არ უხდიდნენ თავიანთ მწერლებს ან უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე პირდებოდნენ. პო, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა, მიეღწია წარმატებული სალიტერატურო კარიერისთვის, იძულებული შეიქმნა, სამომავლოდ, ფულისა და სხვა დამხარებათა გამო დამამცირებელი საქმეების კეთებისა, რაც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა.
პოეზიაში, ადრინდელი მცდელობის შემდეგ, პომ, ამჯერად ყურადღება პროზისკენ მიაბრუნა. მან რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ფილადელფიის გამომცემლობაში და დაიწყო მუშაობა თავის ერთადერთ დრამაზე პოლიტიანე (ინგლ „Politian“). 1833 წლის ოქტომბერში, სეთერდეი ვიზიტორმა (ინგლ „Saturday Visitor“) — ბალტიმორის გაზეთმა, პო დააჯილდოვა პრიზით, მისი მოკლე თხზულების „MS. Found in a Bottle“-ის გამოქვეყნებისათვის.[55] თხზულებამ ჯონ პ. კენედის ყურადღება მიიპყრო, რის შემდგომ, მან პო წარუდგინა ტომას უაიტს, რიჩმონდში სალიტერატურო ჟურნალ „სადერნ ლითერარი მესენჯერ“-ის (ინგლ. „Southern Literary Messenger“) გამომცემელს და გამოაქვეყნებინა მას რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები. 1835 წლის აგვისტოს, პო რედაქტორის ასისტენტად დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, ხშირ არაფხიზელ მდგოამრეობაში ყოფნის გამო, გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ბალტიმორში დაბრუნების შემდეგ, პომ ჩუმად იქორწინა ვირჯინიაზე, მის ბიძაშვილზე, 1835 წლის 22 სექტემბერს. იმ დროს, ვირჯინია 13 წლის იყო, თუმცა კი ქორწინების მოწმობა აჩვენებს, რომ ვირჯინია დარეგისტრირდა, როგორც 21 წლის. მას შემდეგ, რაც პო შეჰპირდა უაიტს, რომ იგი სამაგალითოდ მოიქცეოდა, გადაწყვიტა დაბრუნება რიჩმონდში, ვირჯინიასთან და მის დედასთან ერთად. იგი მესენჯერში 1837 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში, ჟურნალის გამომცემლობა 700 ეგზემპლარიდან 3,500 მდე გაიზარდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე პოემა, რეცენზია სხვადასხვა წიგნების შესახებ, კრიტიკული ნარკვევები და მოკლე თხზულებები. 1836 წლის 16 მაისს, მას მეორე საქორწინო ცერემონია ჰქონდა ვირჯინია კლემთან, ამჯერად საჯაროდ.
1838 წელს, გამოქვეყნდა პოს ერთადერთი ნოველა, „არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი“ (ინგლ. „The Narrative of Arthur Gordon Pym“), რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომდევნო წლის ზაფხულიდან, პო ჟურნალ „ბარტონს ჯენტლმენის“ (ინგლ. „Burton’s Gentleman“ )-ის რედაქტორის ასისტენტი გახდა. „სადერნ ლიტერარი მესენჯერ“-ში მოღვაწეობისას, მან გამოაქვეყნა მრავალი სტატია, მოთხრობა და რეცენზია და, ამავე დროს, საფუძველი ჩაუყარა კრიტიკულ ჟანრს. აგრეთვე, 1839 წელს, დაიბეჭდა „გროტესკი და არაბესკი“ (ინგლ, „Tales of the Grotesque and Arabesque“), - მოთხრობების კრებული ორ ნაწილად, რამაც მას მცირე შემოსავალი მოუტანა. ერთი წლის შემდეგ, პომ, ბარტონი მიატოვა და გამომცემლობა „გრეჰემ“-ში (ინგლ. „Graham“) ასისტენტის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.
1840 წლის ივნისში, პომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ მას დასახული ჰქონდა მიზნად საკუთარი ჟურნალის გამოცემა სათაურით „სტაილუს“ (ინგლ. „The Stylus“). თუმცა, ჟურნალის სათაური პირვანდელი გადაწყვეტილებით, „ფენ“ (ინგლ. „The Penn“) უნდა ყოფილიყო. ჟურნალი გამოიცემოდა ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. 1840 წლის 6 ივნისს გამოცემულ „სეთერდეი ივნინგ პოსტის“ (ინგლ. „Saturday Evening Post“) ნომერში, პომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც იუწყებოდა: „პერსპექტივაშია ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალის - „ფენ“ - გამოცემა, რედაქტორი და გამომცემელი ედგარ ა. პო, ჟურნალი გამოიცემა ფილადელფიაში“. სამწუხაროდ, ჟურნალი პოს გარდაცვალებამდე არ გამოსულა. ამ პერიოდში, პო ცდილობდა, გაემყარებინა თავისი პოზიცია ტაილერის ადმინისტრაციაში, ირწმუნებოდა რა, რომ იგი იყო „უიგ პარტიის“ (ინგლ. „Whig Party“) წევრი.[64] მას იმედი ჰქონდა, რომ დანიშნავდნენ „ქასთომ ჰაუსში“ (ინგლ. „Custom House“), პოს მეგობრის, ფრედერიკ ტომასის პროტექციით, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტ ჯონ ტაილერის შვილის, რობერტ ტაილერის ახლო მეგობარი იყო. 1842 წლის სექტემბერში, პო არ გამოცხადდა ტომასთან შეხვედრაზე და განაცხადა, რომ შეუძლოდ იმყოფებოდა, თუმცა, ტომასი ვარაუდობდა, რომ მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალე შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის დანიშნული იყო გასაუბრება სავარაუდო სამსახურზე, ყველა სამუშაო პოზიცია სხვების მიერ უკვე შევსებული იყო.
1842 წლის იანვარში, საღამოხანს, ვირჯინიამ, სიმღერის დროს, გამოავლინა ჭლექის ა.წ.ტუბერკულიოზი დაწყებითი სიმპტომები. პომ ეს მოვლენა აღწერა, როგორც ყელში სისხლ-ძარღვის გაწყვეტა. მკურნალობის შედეგად, ვირჯინია მხოლოდ ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა. მისი ავადმყოფობის გამო, პომ უფრო და უფრო მოუხშირა სმას. მან მიატოვა გრაჰამი და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურაში. იგი დაბრუნდა ნიუ იორკში, სადაც ჟურნალ „ივნინგ მირორ“-ში (ინგლ. „Evening Mirror“) დაიწყო მუშაობა, ვიდრე ის გახდებოდა ჟურნალ „ბროდვეი“ (ინგლ. „Broadway“) რედაქტორი და მოგვიანებით მფლობელი .მან ჩამოიშორა სხვა მწერლები, საზოგადოდ დასდო ბრალდება ჰენრი უოდსვორთ ლონგფელოუს პლაგიატში, თუმცა, ლონგფელოუ მას არასდროს გამოხმაურებია. 1845 წლის 29 იანვარს, მისი პოემა „ყორანი“ (ინგლ. „The Raven“), გამოქვეყნდა „ივნინგ მირორში“, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პო საქვეყნოდ ცნობილი გახდა, მისი საზღაური ნაწარმოების გამოქვეყნებისათვის იყო 9 დოლარი.
1846 წელს ჟურნალი „ბროდვეი“ დაიხურა. პო გადავიდა საცხოვრებლად ბრონქსში, კერძოდ, ფორდჰამში, ნიუ იორკის შტატში. ეს სახლი დღესდღეობით ცნობილია, როგორც „პოს კოტეჯი“, რომელიც მდებარეობს გრანდ კონკურსის და კინგსბრიჯის ქუჩების გადაკვეთაზე, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ვირჯინია იმ სახლში გარდაიცვალა 1847 წლის 30 იანვარს. ბიოგრაფები და კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პოს ნაწარმოების „ლამაზი ქალის სიკვდილი“ ( ინგლ „death of a beautiful woman“ ) მთავარი თემა წარმოიშვა მის ცხოვრებაში მუდმივად ქალების კარგვის გამო, რომელთა შორის ვირჯინიას გარდაცვალება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, პოს ცხოვრება მნიშვნელოვნად აირია. პო დაუახლოვდა პოეტ სარა ელენ ვითმანს, რომელიც ცხოვრობდა პროვიდენსში, როდ აილენდის შტატში. მათი ნიშნობა ჩაიშალა, პოს გამუდმებული სმის და არაეთიკური ქცევის გამო. არსებობს ვარაუდი, რომ ვითმანის დედა ჩაერია და ხელი შეუშალა მათ ქორწინებას. იმედგაცრუებული პო დაბრუნდა რიჩმონდში და აღადგინა ურთიერთობა ბავშვობის მეგობართან და გულისწორთან, სარა ელმირა როისტართან.
გარდაცვალება
1849 წლის 3 ოქტომბერს, პო იპოვეს ბალტიმორის ქუჩაში თითქმის უგონო მდგომარეობაში; . ჯოზეფ ვ. ვოლკერის თანახმად, რომელმაც პო იპოვა, აღნიშნავდა, რომ პო „დიდ გასაჭირშია და დაუყოვნებლივ საჭიროებს დახმარებას“. პო გადაიყვანეს ვაშინგტონის კოლეჯის ჰოსპიტალში, სადაც იგი 1849 წლის 7 ოქტომბერს, დილის 5 საათზე გარდაიცვალა. დღემდე გაურკვეველია, თუ რამ მიიყვანა პო ამ მდგომარეობამდე და რატომ ეცვა უცნაური ტანსაცმელი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გარდაცვალებამდე, პო განუწყვეტლივ იმეორებდა სახელს „რეინოლდს“, თუმცა ამოუცნობია, თუ ვის მოუხმობდა იგი. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ პოს საბოლოო სიტყვები იყო „ღმერთო დაეხმარე ჩემ საბრალო სულს“." ყველა სამედიცინო ჩანაწერი, მათ შორის, მისი გარდაცვალების მოწმობა, გამქრალია ჰოსპიტალის არქივიდან. გაზეთებში გამოქვეყნდა, რომ პოს გარდაცვალების მიზეზი „თავის ტვინის შეშუპება“ ან „ცერებრალური ანთება“ იყო, გავრცელებული ევფემიზმები ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სამარცხვინო გარდაცვალების შემთხვევაში. მწერლის გარდაცვალების მიზეზებად ასევე სახელდებოდა თეთრი ცხელება, გულის დაავადება, ეპილეფსია, სიფილისი, მენინგიტი, ქოლერა და ცოფი. 1872 წელს გამოითქვა ვარაუდი, რომ პო შესაძლოა საარჩევნო ძალადობის („კუპინგი“) მსხვერპლი გამხდარიყო. მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა, პოს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ამოუცნობია.
გრისვოლდის მემუარები
ედგარ პოს დასაფლავების დღეს ნიუ იორკ ტრიბუნში (ინგლ New York Tribune) დაიბეჭდა ნეკროლოგი, ხელმოწერით „ლუდვიგ“. იგი ასე იწყებოდა: „გარდაიცვალა ედგარ ალან პო. იგი გუშინწინ გარდაიცვალა ბალტიმორში. ეს განცხადება ბევრს შეაშინებს, თუმცა ცოტა თუ იგლოვებს“.[ ლუდვიგი მალევე გაიშიფრა, აღმოჩნდა რა, რუფუს უილმოტ გრისვოლდი — რედაქტორი, კრიტიკოსი და ანთოლოგისტი, რომელიც, 1842 წლიდან მოყოლებული, პოს ლიტერატურულ მტრად არის მიჩნეული. გრისვოლდმა, პოს ლიტერატურული შემოქმედების და რეპუტაციის განადგურება გადაწყვიტა.
რუფუს გრისვოლდმა პოს შესახებ ბიოგრაფიული სტატია დაწერა სახელწოდებით „ავტორის მოგონება“, რომელიც შევიდა მის მიერ გამოქვეყნებულ 1850 წლის კრებულში. გრისვოლდმა პო წარმოიაჩინა, როგორც გარყვნილი, ლოთი, ნარკოტიკების მომხმარებელი და გადარეული ადამიანი, დაურთო მტკიცებულებად თავად პოს მიერ დაწერილი წერილები. უმეტესობა მისი მონათხრობისა იყო ან სრული სიცრუე, ან ნახევრად სიმართლე. მაგალითად, ამჟამად დადასტურებულია, რომ პო არ ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი. გრისვოლდის წიგნი დაგმობილი იქნა მათ მიერ, ვინც პოს კარგად იცნობდა, თუმცა, მასებისათვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ვინაიდან წიგნი ერთადერთი სრული ბიოგრაფია იყო პოს შესახებ და ამასთანავე მკითხველთათვის ფართოდ ხელმისაწვდომი, რადგან მრავალ ეგზემპლარად იქნა დაბეჭდილი. მეორე მხრივ, მკითხველნი შოკირებულნი იყვნენ იმ აზრით, რომ ისინი კითხულობდნენ „ბოროტი“ ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს. წერილები, რომელიც გრისვოლდმა გამოიყენა წიგნში, როგორც მტკიცებულება, პოს საშინელი პორტრეტის შესაქმნელად, მოგვიანებით დადასტურდა, რომ იყო ყალბი.
ლიტერატურული სტილი და თემები
ჟანრი
პოს ნამუშევრები ცნობილი იყო, როგორც გოთური ჟანრის საშინელებათა ნაწარმოებები,[88] ჟანრი, რომლის ჩამოყალიბებას და გავრცელებას იგი ცდილობდა ფართო მკითხველისათვის.[89] მისი ნაწარმოებების თემა უმეტესად ეხებოდა სიკვდილის საკითხს, ადამიანის სხეულის გახრწნას, ადამიანის ცოცხლად დამარხვის საკითხს, მკვდრის გაცოცხლების თემას და გლოვას.[90] მისი ნამუშევრების უმეტესობა დაფუძნებული იყო ბნელი რომანტიზმის ჟანრზე, რომელიც იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული ტრანსსენდენტალიზმის გამოხმაურება იყო,[91] რომელი მიმდინარეობაც პოს სასტიკად არ მოსწონდა.[92] მან უწოდა მიმდევრებს „ფროგპონდიანელები“ ( ინგლ Frogpondians, ბაყაყებიანი გუბურის მკვიდრნი ) . მან აბუჩად აიგდო მათი შემოქმედება, უწოდა „მეტაფორების გადარბენა“ სიბნელე სიბნელისათვის ან მისტიცისზმი მისტიცისმისათვის. პომ წერილში თომას ჰოლ ჩივერს მისწერა, რომ მას არ მოსწონდა მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლები და სოფისტები ტრანსსენდენტალისტებიდან.
საშინელებების გარდა, პო აგრეთვე წერდა სატირულ ნაწარმოებებს, სახუმარო მოთხრობებს და ჰოქსებს. კომიკური ეფექტებისთვის მან გამოიყენა ირონია და უაზრო ექსტრავაგანტულობა. მეცენგერშტაინი ( ინგლ „Metzengerstein“) პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები ცნობილი, როგორც მისი პირველი ნაბიჯი საშინელებათა ჟანრში, ფაქტობრივად განკუთვნილი იყო იმ დროისათვის პოპულარული ჟანრის პაროდირება. პოს შემოქმედებას სამეცნიერო ფანტასტიკაც ეკუთვნის, მაგალითად „The Balloon-Hoax“, ცხელი ჰაერით საჰაერო ბურთის შექმნის პერსპექტივას წარმოადგენს.
პო თავის ნაწარმოებს წერდა ისეთ თემებზე, რომლებიც მასებისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, მისი ფანტაზია ხშირად მოიცავდა ფსევდომეცნიერების პოპულარულ ელემენტებს, როგორიცაა ფრენოლოგოია და ფიზიოგნომიკა.
ლიტერატურული თეორია
პოს ნაწარმოებებში ირეკლება მისი ლიტერატურული თეორიები, რომელიც მან წარმოაჩინა თავის კრიტიკაში და ასევე ესეებში „პოეტური თეორიები“ ( ინგლ „The Poetic Principle“ ). მას არ მოსწონდა დიდაქტიზმი და ალეგორია, თუმცა სწამდა, რომ მისი მნიშვნელობა ლიტერატურაში მართებული იყო. პოს შეხედულებით, ნაწარმოები უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული იყოს მხოლოდ ეფექტზე და ხარისხზე. მისი აზრით, მწერალმა უნდა შეძლოს გამოთვალოს თავისი ნაწარმოების თითოეული სენტიმენტი და აზრი. სწორედ „კომპოზიციის ფილოსოფია“ (ინგლ „The Philosophy of Composition“) არის ესსე, სადაც პო გამოხატავს თავის შეხედულებას ამ სისტემის მიმართ. ბიოგრაფისტი ჯოსეფ კრატჩი ამ ნაწარმოებს „ხელოვნების რაციონალიზმის მეტად მახვილგონივრულ გამომჟღავნებას“ უწოდებს.
ლიტერატურული ზეგავლენა
მისი ცხოვრების პერიოდში, პო ძირითადად აღიარებული იყო, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი თანამედროვე კრიტიკოსი ჯეიმზ რასელ ლოუელმა მას უწოდა „წარმოსახვითი ლიტერატურის დარგში ყველაზე შორსმჭვრეტელი, ფილოსოფოური და უშიშარი კრიტიკოსი“. პო აგრეთვე ცნობილი იყო, როგორც ბელეტრისტიკოსი მწერალი და გახდა 19 საუკუნის პირველი ამერიკელი მწერალი, მეტად პოპულარული იყო ევროპაში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პომ აღიარება მოიპოვა საფრანგეთში ჩარლზ ბოდლერის ადრეული თარგმანებით.
პოს ადრინდელმა დეტექტიური ფანტასტიკა, რომლის მთავარი გმირი არის ს. ავგუს დუპინი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიტერატურული დეტექტივების შექმნაში. ართურ კონან დოილი ამბობდა, „პოს ყოველი დეტექტიური ნაწარმოები არის ის ძირი, საიდანაც ვითარდება მთელი ლიტერატურა… სად იყო დეტექტიური ნაწარმოები, ვიდრე პო ჩაუდგამდა სულს?“ საშინელებათა ნაწრმოებების ჟანრის მწერლებმა შემდგომში თავიანთ ჯილდოს დაარქვეს „ედგარი“, ალან პოს პატივსაცემად. პომ ასევე დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერულ ფანტასტიკაზე, განსაკუთრებით ჟიულ ვერნზე, რომელმაც დაწერა პოს ნოველის „მოთხრობები არტურ გოდრდონ პიმის - ნანრუკეთიდან“ „The Narrative of Arthur Gordon Pym of Nantucket“ გაგრძელება სახელად „მოთხრობები არტურ გორდონ პიმი - გლაისის სფინქსიდან“ „The Narrative of Arthur Gordon Pym, Le sphinx des glaces“. მეცნიერული ფანტასტიკის ავტორი ჰ. გ. უელსი აღნიშნავს, „პიმი მოგვითხრობს თუ როგორ შეუძლია ინტელექტუალურ გონებას წარმოსახოს ცხოვრება სამხრეთ პოლარული რეგიონში საუკუნის წინ“.
როგორც სხვა ბევრ ცნობილ შემოქმედს, ასევე პოს ნამუშევრებსაც გამოუჩნდა მიმბაძველები. საინტერესო ტენდენცია პოს იმიტატორებს შორის იყო ე.წ. ნათელმხილველობითი შექმნილი ნაწარმოებები, სადაც პოს სული ეხმარებოდა მათ პოემების შექმნაში. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ლიზი დოტენი, რომელმაც 1863 წელს გამოუშვა პოემები ე.წ. შინაგანი სამყაროდან, იწრმუნებოდა, რომ პოს სულთან დამყარებული კავშირით გამოაქვეყნა მისი ახალი პოემები. ფაქტობრივად კომპოზიცია იყო ახლიდან დამუშავებული პოს ცნობილი პოემა „ზარები" ინგლ „The Bells“.
თუმცა, პო მეტად პოპულარული იყო თავის თანამედროვეებს შორის, მაგრამ ამასთანავე კრიტიკოსების აქტუალურ თემას წარმოადგენდა. უილიამ ბათლერ იათსმა მას უწოდა, როგორც „ვულგარული“ მწერალი. ტრანსცენდენტალისტი რალფ ვალდო ემერსონმა „The Raven“-ზე (ყორანი) ასეთი რეაქცია გამოხატა, „მე ვერაფერს ვხედავ მასში საინტერესოს“ და ირონიულად პოს „ჟღარუნა კაცი" ინგლ „the jingle man“ უწოდა. ალდოს ჰაქსლმა ინგლ Aldous Huxley, პოს მწერლობა „ნამეტანი პოეტურიდან“ „ნამეტან ვულგარულამდე დაცემად“ აღიქვა, შეადარა იგი ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭდით თავის მოწონებ
შემონახული სახლები, მუზეუმები
არ არის შემონახული არც ერთი სახლი, სადაც პო ბავშვობაში ცხოვრობდა, მათ შორის, ალანის ოჯახის. უძველესი სახლი რიჩმონდში, ძველი აგურის სახლი, ამჟამად გადაკეთებულია ედგარ ალან პოს მუზეუმად, მიუხედავად იმისა, რომ პოს იქ არასდროდეს უცხოვრია. კოლექცია მოიცავს ბევრ ნივთს, რომელსაც პო იყენებდა, როდესაც იგი ალანების ოჯახში ცხოვრობდა და აგრეთვე რამდენიმე პოს ადრეულ ნამუშევარს. საერთო საცხოვრებლის ოთახი, სადაც პო სავარაუდოდ ცხოვრობდა, როდესაც იგი სწავლობდა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1826 წელს არის დაცული და ღიაა მნახველებისათვის. მისი დაცვა და შენახვა თავის თავზე აქვთ აღებული სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც „ყორნების საზოგადოება“ (ინგლ. „Raven Society“).
ადრეული სახლი, სადაც პო ცხოვრობდა, შემონახულია ბალტიმორში და დღესდღეობით წარმოადგენს ედგარ ალან პოს სახლ-მუზეუმს. ცნობილია, რომ პო იქ ცხოვრობდა მარი კლემთან და ვირჯინიასთან (აგრეთვე ბებია და შეიძლება ძმა, ვილიამ ჰენრი ლეონარდ პოსთან) ერთად, როდესაც იგი იყო 23 წლის. ეს სახლი ღიაა საზოგადოებისათვის და აგრეთვე არის ედგარ ალან პოს საზოგადოების რეზიდენცია. რამდენიმე სახლიდან, რომელშიც პო, მისი მეუღლე, ვირჯინია და მისი სიდედრი, მარია ცხოვრობდნენ ფილადელფიაში, მხოლოდ ერთი სახლი არის შემორჩენილი. საგაზაფხულო სახლი, სადაც ავტორი ცხოვრობდა 1843—1844 წლებში, დღესდღეობით დაცულია ეროვნული პარკის სერვისის მიერ, როგორც ედგარ ალან პოს საერო ისტორიული ნაწილი. ნიუ იორკში, ბრონქსის საგრაფოში შემონახულია პოს ე.წ. კოტეჯი, სადაც პო ცხოვრობდა თავისი ცხოვრების ბოლო წლებში.
სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის შემონახულია შენობა ზემო დასავლეთ მანჰეტენზე, (ინგლ. The Upper West Side) სადაც პო ცხოვრობდა დროებით, როდესაც იგი პირველად ჩავიდა ნიუ იორკში. მემორიალური დაფაზე წერია, რომ სწორედ აქ დაწერა პომ „ყორანი“. ბოსტონში, მემორიალური დაფა არის იქ, სადაც ოდესღაც მისი დაბადების სახლი უნდა მდგარიყო. როგორც ფიქრობენ, სახლი, სადაც პო დაიბადა, უნდა მდებარეობდეს ქარვერ ქუჩაზე, ნომერ 62, (ამჟად ჩარლზ ქუჩა, და ფაქტობრივად მემორიალური დაფა შეცდომით არის გაკრული სახლზე. ბარი, სადაც როგორც იუწყებიან, პო ნახეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მდებარეობს ბალტიმორში, მერილანდის შტატში. ამჟამად ცნობილი, როგორც The Horse You Came In On. როგორც ამბობენ, „ედგარის“ სული კვლავ იქ ბინადრობს.
პო ტოუსტერი
იმ უცნაურობათა გათვალისწინებით, რაც ედგარ ალან პოს სიკვდილთანაა კავშირში, ემატება უცნობი მნახველი, რომელსაც შეარქვეს „პო ტოუსტერი“. 1949 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს პატივს აგებს მის საფლავს. 50 წელზე მეტია, რაც ეს ტრადიცია გრძელდება და როგორც ჩანს, „პო ტოუსტერის“ რამდენიმე ინდივიდი არსებობს. მიუხედავად ამისა, პოსადმნი პატივის მიგება თითქმის ყოველთვის ერთნაირია. ყოველი წლის 19 იანვარის ადრიან დილას, უცნობი კონიაკით ხელში სადღეგრძელოს ამბობს პოს საფლავზე და სიმბოლურად ტოვებს სამ ვარდს. ბალტიმორში, ედგარ ალან პოს საზოგადოების წევრები ამ ტრადიციას ათწლეულობის განმავლობაში იცავენ. 2007 წლის 15 აგვისტოს, უესტმინსტერის ეკლესიის ისტორიკოსი სემ პორპორი ირწმუნება, რომ ბალტიმორში, სადაც პო არის დაკრძალული, სწორედ მან, 1960 წლიდან წამოიწყო ეს ტრადიცია. მისი თქმით სიცრუეს წარმოადგენს ის ამბავი, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს ტრადიცია 1949 წლიდან მომდინარეობს. მისი მონაყოლი არ დასტურდება, ვინაიდან რამდენიმე დეტალი, რომელიც მან პრესას გაანდო, არ შეესაბამება სიმართლე
Комментариев нет:
Отправить комментарий