ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნეოლითის ხანა
ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
იხ. ვიდეო
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორა, გადაჭრილიგორა, იმირის გორა, შომუთეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდან არაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.
იხ. ვიდეო რა არის ნეოლითი
Комментариев нет:
Отправить комментарий