суббота, 23 октября 2021 г.

ალბერტო ფუხიმორი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                 ალბერტო ფუხიმორი

                                   
 (ესპ. Alberto Ken'ya Fujimoriიაპონ. 藤森 謙也, Fujimori Ken'ya, ან アルベルト・ケンヤ・フジモリ: [aɾɯbeɾɯto keɴ̩ja ɸɯʥimoɾi]; დ. 28 ივნისი 1938ლიმაპერუ) – პერუს პრეზიდენტი და დიქტატორი 1990–2000 წლებში.ალბერტო ფუხიმორი დაიბადა 1938 წელს ლიმაში, იაპონელი ემიგრანტების ოჯახში, პროფესიით აგრონომია, 1960 წელს დაამთავრა პერუს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, 1984 წელს კი მისი რექტორი გახდა. იგი სწავლობდა ასევე აშშ–სა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში. 1988 წლიდან მიჰყავდა სატელევიზიო შოუ პერუს სახელმწიფო არხზე.
იხ. ვიდეო


1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა და საკუთარ დაბადების დღეზე დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1995 წელს აირჩიეს მეორე საპრეზიდენტო ვადით, ამ არჩევნებში დაამარცხა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი2000 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო აქციები, 13 ნოემბერს ფუხიმორი გაემგზავრა ბრუნეიში ასეანის ყრილობაზე და ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. სულ მალე ჩავიდა იაპონიაში, სადაც გადადგომის შესახებ განაცხადა.

იხ. ვიდეო

2005 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2005 წლის 7 ნოემბერს გაემგზავრა ჩილეში, სადაც დააპატიმრეს და 2007 წლის 23 სექტემბერს მოახდინეს მისი ექსტრადირება პერუში. 2007 წლის 11 დეკემბერს პერუს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 92 ათასი დოლარის ჯარიმა. მისმა ქალიშვილმა კეიკო ფუხიმორიმ, პერუს პარლამენტის ყოფილმა წევრმა მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2009 წლის აპრილში კი ალბერტო ფუხიმორის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იაპონურის გარდა ლაპარაკობს ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.









Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...