воскресенье, 31 октября 2021 г.

ნიკ ვუიჩიჩი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ნიკ ვუიჩიჩი


(ინგლ. Nick Vujicic; სერბ. Николас Џејмс Вујичић; დ. 4 დეკემბერი1982მელბურნიავსტრალია) — ქრისტიანობის მქადაგებელი და მოტივაციური ორატორი, რომელიც დაიბადა ტეტრა-ამელიის სინდრომით. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თუმცა საბოლოო ჯამში, შეეგუა ინვალიდობას და 17 წლის ასაკში დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“).

10 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. იგი მთელ მსოფლიოში გამოდის მოტივაციური სიტყვებით, მისი გამოსვლები ფოკუსირებულია ინვალიდობაზე, იმედსა და ცხოვრების აზრის ძიებაზე. საუბრობს აგრეთვე თავის რწმენაზე და აღნიშნავს, რომ ღმერთი ცვლის ადამიანის გულს და ის თავის საქმეს აკეთებს, და, რომ ღმერთი დიდია, რამეთუ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დაძლიოს ყველანაირი სირთულე. ნიკ ვუიჩიჩი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სერბი ემიგრანტების ოჯახში. ეთნიკურად იგი სერბი-ავსტრალიელია.

იხ. ვიდეო ძლიერი ციტატები ნიკი ვიუჩიჩის, რომელიც აღძრავს სიცოცხლის ლტოლვას - ნიკ იუჩიჩი არის ავსტრალიელი მოტივაციური სპიკერი, ფილანტროპი და მწერალი, რომელიც დაიბადა ტეტრაამელიას სინდრომით, იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით.

ჭეშმარიტად ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ პიროვნებას თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება ეწოდოს ავსტრალიელი ნიკოლას ჯეიმს ვუიჩიჩი. ხელ-ფეხს მოკლებული ეწევა აქტიურ ცხოვრების წესს, წერს წიგნებს და კითხულობს ქადაგებებს, რომლებიც ათასობით ადამიანს ეხმარება მათი ნაკლოვანებების მიღებაში, მეუღლესთან ერთად აღზრდის საკუთარ და ნაშვილებს შვილებს და გულწრფელად ბედნიერია.


ნიკ ვუიჩიჩს აქვს მეტად იშვიათი დაავადება ტეტრა-ამელიის სინდრომის სახით, ხელები და ფეხები მას არ აქვს დაბადებიდან. ფიზიკური ნაკლულოვანების მიუხედავად, იგი ჯანმრთელი დაიბადა. ნაწილობრივ გააჩნდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო თითების გაყოფისაკენ, მისცა ბავშვს სიარულის, ცურაობის, სკეიტბორდზე და სერფინგის დაფაზე სრიალის, კომპიუტერთან მუშაობისა და წერის საშუალება. 21 წლის ასაკში დაამთავრა გრიფითის უნივერსიტეტი. მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და კონცენტრირებულია მოზარდების პრობლემების საკითხებზე. იძლევა ინტერვიუებს მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიებისათვის. იმყოფებოდა ხუთი კონტინენტის 60-მდე ქვეყანაში. მოტივაციური საუბრებით გამოდის TED-თან ერთად.

იხ. ვიდეო ნიკ ვიუჩიჩი - ღმერთი მოიტანს სინათლეს სიბნელეში მე თუ შემიძლია იმედი გავუზიარო სხვას და იმედმა სინათლე მოუტანოს მას, რათა შემდეგ მან სხვა აანთოს. იმან კიდევ სხვა.. და კიდევ სხვა...

მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არ განათდება დიდებული სინათლით. ამას მე ჩირაღდნის გადაცემას ვუწოდებ. იესომ თქვა: "თქვენ ხართ სინათლე წუთისოფლისა... დაე, ანათებდეს თქვენი სინათლე კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას, რომელიც ზეცაშია."


2005 წელს ნომინირებული იყო „წლის ახალგაზრდა ავსტრალიელის“ პრემიაზე. მისი პირველი წიგნი სახელწოდებით „Life Without Limits: Inspiration for a Ridiculously Good Life“ გამოქვეყნდა 2010 წელს Random House-ის მიერ. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „პეპლის ცირკი“, რომელსაც გახდა Doorpost Film Project-ის მთავარი პრიზის გამარჯვებული. 2010 წელს ფილმმა Method Fest Independent Film Festival-ზე გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მამაკაცის როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მიიღო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; აგრეთვე Feel Good Film Festival-ზე მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. 2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი — კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი.

იხ. ვიდეო ნუ დაიწესებ ღმერთს საზღვრებს მიენდე ის რაც უგუნურებად ჩანს ადამიანებისთვის ღმერთისთვის სიბრძნეა. ღმერთს შეუძლია ხელებისა და ფეხების არმქონე ადამიანი თავის ხელებად და ფეხებად აქციოს.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...