вторник, 19 октября 2021 г.

ორსულობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ორსულობა

ფეხმძიმე ქალი

(სამედიცინო ტერმინოლოგიით გესტაცია, ან გრავიდულობა ← ლათინური ენიდან gestatiograviditas) ეწოდება ჰუმანურ მედიცინაში ფიზიოლოგიურ პროცესს მომავალი დედის სხეულში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბებამდე, რომელიც ბავშვის დაბადებით სრულდება.
ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. მუცლადმყოფ ბავშვს მეცხრე კვირამდე ემბრიონი, ხოლო დაახლ. მერვე-მეცხრე კვირიდან, ანუ ძირითადი შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ კი ფიტუსი ეწოდება.
გინეკოლოგიაში ორსულობის თანმდევ მოვლენებს სამ, (1.) პრენატალურ ( = დაბადებამდე), (2.) პერინატალურ ( = მშობიარობისას) და (3.) პოსტნატალურ ( = დაბადების შემდგომ) ეტაპად ჰყოფენ.
იხ. ვიდეო ორსულობა და ასაკი



ორსულობის დასაწყისად შეიძლება მენსტრუალური ციკლის შეჩერება, გულის რევა, პირღებინება და გუნების მალი ცვალებადობა მივიჩნიოთ, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად. საბოლოო და სარწმუნო დასკვნა ორსულობის შესახებ საფეხურებრივად კეთდება. ორსულობის ტესტი სისხლსა და შარდში ე.წ. ორსულობის ჰორმონების კონცენტრაციის გაზომვის მიზნით ორსულობის სავარაუდო ნიშნად განიხილება, ხოლო სარწმუნო დასკვნის საშუალებას კი ენდოვაგინალური ულტრასხივი იძლევა ორსულობის უკვე მეექვსე-მეშვიდე კვირაში.

                                                                          

ორსულობის ტესტი

ორსულად იწოდებიან მდედრობითი სქესის ადამიანები, ხოლო ამავე მდგომარეობაში მყოფ ძუძუმწოვარა ცხოველებს მაკეს უწოდებენ. გრავიდულობას ადამიანებში ფეხმძიმობას ან ორსულობას უწოდებენ, ხოლო ცხოველებში კი - მაკეობა, ან უფრო იშვიათად მაკინობას.

სიტყვა "ორსული" ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონში“ (გვ. 239 / 1. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“, 1978):

ორსული, ფეხმძიმე, გუნებანაქცევი, მუცელქმნილი, დღე-დღეზე დასაწოლი, თვეში დგას, მოძველ. მიდგომილი, სას. ემჟავება (ხომ არ გემჟავება?), მაკე (ძროხა, ცხენი), მოსაგები (ცხვარი).

იხ. ვიდეო თავის მოვლა ორსულობის დროს



„იყო იგი (მარიამი) მიდგომილ.“ ოთხთ.
ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (გვ. 242 / 1. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1973):
  • მიდგომა «მუცლად-ღება»; «ლმობა»: „აჰა მიუდგე“, „აჰა ესერა შენ მუცლად-იღო“, „მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ“, „მიუდგებიან სალმობასა და შობენ ამაოებასა“, „მიუდგა ქუეყანაჲ ერთსა შინა დღესა“, „ილმო მიწამან ერთსა შინა დღესა“
  • მიდგომა ორსულობა; «მიდგომილება»: „საშო მიდგომის (მექმნა მე)“, „იქმნა... საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა“
  • მიდგომილ-ი «მუცელ-ქმნული», ფეხმძიმე: „ვაჲ მუცელ-მიდგომილთა“, ვაჲ მუცელ-ქმნულთა
  • მიდგომილება ორსულობა; «მიდგომა»: „მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ“, იქმნა... საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა„“, „საშო მიდგომის (მექმნა მე)“
იხ. ვიდეო ოსულობა და რეზუს ფაქტორი

ქსე (მე-7 ტომი, გვერდი 585 / 2) ვრცელი სტატიის პირველ ნაწილში (ავტორები: კ. ჩაჩავა, გ. გოცაძე) აღწერილია ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობა, ხოლო მეორე ნაწილში (ავტ.: თ. ცაგურია) კი საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული, ორსულ ქალთა სამართლებრივი მდგომარეობაა განმარტებული.

                                                                      

ორსულობის ანატომიური მოდელი

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით ორსულობის ფიზიოლოგიური პროცესის საშუალო ხანგრძლივობა 280 დღეს შეადგენს. „სქესობრივი მომწიფების ასაკიდან (13-15 წელი) საკვერცხეში მომწიფებას იწყებს კვერცხუჯრედები (1 უჯრედი თვეში). თუ მომწიფებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლულაში (კვერცხსავალში) შეერწყმის მამაკაცის სასქესო უჯრედს – სპერმატოზოიდს ანუ განაყოფიერდება, იწყება ორსულობა. ამას მოყვება განაყოფიერებული კვერცხის გაყოფა (ორ, ოთხ, რვა და ა.შ. უჯრედებად), კვერცხუჯრედის გაყოფასთან ერთად საშვილოსნოს ლულის მოციმციმე ეპითელიუმის მოძრაობის შედეგად იგი გადაინაცვლებს საშვილოსნოს მიმართულებით, რაც განაყოფიერებიდან 7-8 დღეს გრძელდება. საშვილოსნოს ღრუში განაყოფიერებული კვერცხი ჩაინერგება ლორწოვან გარსში და იწყებს სწრაფ ზრდასა და განვითარებას. მის ზედაპირზე წარმოიქმნება ბუსუსები, რომლებიც ჩაინერგება საშვილოსნოს კედლის სისხლ-ძარღვებში; მათი მეშვეობით კვერცხი დედის სისხლიდან იღებს შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებს. ბუსუსები დროთა განმავლობაში განიცდის უკუგანვითარებას და რჩება მხოლოდ იქ, სადაც კვერცხი ეხება საშვილოსნოს კედელს, ჩაიზრდება კედლის სისქეში და ამგვარად წარმოიქმნება პლაცენტა (მომყოლი). ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროცესში გარკვეულ როლს ასრულებს სანაყოფო წყალი, საიდანაც ნაყოფი იღებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს და რომელშიც გამოიყოფა გადამუშავებული პროდუქტები.
ქალი 26 და 40 კვირის ორსულობა


ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხდება მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა საშვილოსნოს მკვეთრი ზრდა. თუ არაორსული საშვილოსნოს წონაა 50-60 გრამი, ორსულობის ბოლოსათვის მისი წონა 1000 გრამს აღწევს, ხოლო მოცულობა 500-ჯერ იზრდება. მატულობს კუნთოვანი ქსოვილის კუმშვადობის ძალა, ჰიპერტროფირებულია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, რომელიც ე.წ. მოსავარდნ გარსად გადაიქცევა. არსებითი ცვლილებები ვითარდება სსვილოსნოს სისხლის ძარღვებში, მნიშვნელოვნად იზრდება მათი სიგრძე და სიგანე: 6-ჯერ მატულობს საშვილოსნოსაკენ მოდენილი სისხლის რაოდენობა, წყდება ახალი კვერცხუჯრედების მოწიფება, ვითარდება და მკვრივდება სარძევე ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფს ხსენს, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში – რძეს, გულის მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებულია, აჩქარებულია ერითროციტების დალექვის რეაქცია (ედრ), დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, შეცვლილია ქალის ფსიქიკა და სხვა. ორსულობისას ქალი უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა დაავადებებისადმი. აუცილებელია მთელი რიგი ჰიგიენური წესების დაცვა, ტანსაცმლის შერჩევა, შრომისა და კვების რეჟიმის დაცვა, სპეციალური ფიზ-კულტურული კომპლექსის ჩატარება და სხვა. ორსული ქალი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.“
იხ. ვიდეო წონის დეფიციტი და ორსულოლბა

მოწევა მათ შორის აორთქლება და მეორადი კვამლი, უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, რადგან ის ზრდის მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობის, დაბალი წონის და სხვა პრობლემების რისკს. თუ არსებობს დამოკიდებულება, აზრი აქვს მის მოშორებას კონცეფციამდე. პრაქტიკაში, საკმარისია მოწევისთვის თავის დანებება ორსულობამდე 3 თვით ადრე.
იხ. ვიდეო კვების ბლოკი


ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, დედის მოწევა ზრდის ახალშობილის სიკვდილის რისკს 20-35% -ით. სხვა მონაცემებით, მოწევა ზრდის ბავშვის სიკვდილის რისკს მისი ცხოვრების პირველ ოთხ კვირაში 40% -ით. ქალები, რომლებიც უფრო ხშირად ეწევიან, ვიდრე არამწეველები, აქვთ ორსულობისა და მშობიარობის პათოლოგია. მეორადი კვამლი ასევე აზიანებს ორსულს და ნაყოფს. ასე რომ, მწეველი ქმრების არამწეველ ქალებს უფრო ხშირად აქვთ ვიდრე ადრეულ და გვიან ორსულებს ტოქსიკოზი
იხ. ვიდეო ორსულთა კვება

დიეტა ორისთვის - ყველაფერი რასაც მომავალი დედა 9 თვის განმავლობაში ჭამს, ემსახურება ჩვილის ორგანიზმის ,, მშენებლობას'' ამიტომაც მომავალი დედის საკვები უნდა იყოს სწორედ შერჩეული საკვები და მასში შემავალი ნივთიერებების თანაფადობა იდეულურია: ცხიმი - 30%, ნახშირწყლები-55%, 60%ცილები, - 15-20%
მომავალიო დედები, პროცენტების სწორად გამოსათვლელად, დრის განმავლობაში უნდა იკვებონ პიმამიდისებურად. პირამიდის საფუძველია ეკოლოგიურად სუფთა უხეშად დაფქვილი ხორბლის პური, მარცვლელული, ბოსტნეული, ხილი, მწვანილები, შუაში - რძე, ხაჭო, იოგურტი, კვერი, ყველი, კვერცხი, თევზი, ზღვის პრიდუქტები, მცენარეული ზეთი. ბოლოს - ძალინ მცირე რაოდენობიტ ხორცი, ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები, ხილ-ბოსტნეულიდან მიღებულ ვიტამინებსა და მინერალებს უნდა დაამატოთ ვიტამინები და მინერალების კომპლექსი.
პატარას სწირდება ბევრი ცილა, ვტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვ. მიკროელემენტები, რ-საც იღებს დედის ორგანიზმიდან გარდა ამისა უნდა ჭამოს ნაკლებ ცხიმიანი, მწარე, ცხარე, მლაშე საკვები პრდუქტები მომავალი დედა ვალდებულია ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისგან - ჩაიტაროს ერთვიანი დეტოქკურსი - ყველდრე დალიოს ს-4 ფინჯანი მწვანე ცაი.
სასურველია ფეხმძიმობის პერიოდში დალიოთ ბოთლებში ჩამსხმული წყალი. საკვებს უნდა დაამატოთ იოდიზირებული მარილი. რადგან ორგანიზმში მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება ან პატარი დაიბადოს ავადყოფი. მომავალი დედისთვის აუცილებელია კალციუმი, რ-იც ამაგრებს კბილებს კბილებს, არეგულირებს გულის მოქედებას და იმუნურ სისტემის მუშაობას. ეს მზრუნველი ელემენტი მუცლადყოფნის პერიადში იცავს პატარას რაქიტისგან, დედას კი - სტრესისა და ალერგიისგან, ანეიტრალებს ცუდი ეკოლოგისგან.
მომავალი დედების საყურადღებოდ ორსულობის პირველ დღეებიდან ყოველ დილით მიირთვის 2-3 ჭიქა რძე (თუ კარგად იტანთ) ან მაწონი, კეფირი, ყველი და 100-150გ უცხიმო ხაჭო, ამით თქვენს ორგანიზმში ქმნით კალციუმის იმ მარაგს (30გ), რ-საც ის სწრაფად დასჭირდება დაბადებამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში, როდესაც ის სწრაფად იზრდება ხოლო მისი ძვლების სისტემა განსაკუთრებულად აქტიურად ფორმირდება.
იხ.ვიდეო - 🤰​ Самые опасные недели беременности - что это такое?


ორსულობის პირველივე თავიდან მომიხდქა ბვრი ნერვიულობა. ახლა, ასე თუ ისე, მშვიდად ვარ. გახლავარტ 7 თვის  ორსული. მაინტერესებს, ბავშვზე რაიმე გავლენას ხომ არ იმოქდებს -  ახლა ამის გამო ნერვიულობ -  პასუხი - უნდა შეეცადო, დამშვიდეთ სხვა ვერაფერს გირჩევთ თქნეს გენოკოლოგს მიმართეთ ამ ჩივილებით ის გაგარკვევს, რომელი სპეციალისტის დახმარება იქნება საჭირო.
  ოთხვთვე-ნახევარი ორსულობის დროს მივირე წამლები: სინუპრეტი - დღეში 3-ჯერ 2 აბი, დორამიცინი - 1 აბი დღეში და ნაზივინის წვეთები 10 დრის განმავლობაშო. ყელ-ყურის ექიმის დანიშნულებიოთ ისე, რომ გენეკოლოგს არ შევთანხმდი ხომ არ მოაყენებს ეს წამლები ნაყოფს ზიანს?
- საოგადოდ ორსულს ყოვეგვარი მედიკამენტი გენოკოლოგითან შეთანხმებით უნდა დაინიშნოს, რაც შეეხება ტქვენს მიერ ცამოთვლილ პრეპარატებს, ნაზივინი ორსულებს ენიშნებათ ასეთი დოზით 1-2 წვეთი ორივე ნესტონში დრეში 2-3-ჯერ დრის განმავლობაში ორსულობისას სინუპრეტის უსაფრთხოება საკმარისად არ არის შესწავლილი, დორამიცინის გამოყენება კი ნებადართულია.







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...