ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Let L-410 Turbolet
-410-ის განვითარება 1960-იანი წლებიდან ჩეხოსლოვაკიის საავიაციო მწარმოებელმა Let Kunovice-მ დაიწყო. საბჭოთა ავიახაზები „აეროფლოტი“ Ан-2-ის ჩასანაცვლებლად ტურბხრახნიან ძრავიან თვითმრინავს ეძებდა, რისთვისაც მან Let-ის დიზაინი შეიმუშავა. თვითმფრინავის ადრეულ ვერსიებს L-400 უწოდეს, შემდეგ გაუმჯობესებულებს კი L-410 Turbolet. პირველმა პროტოტიპმა, XL-410-მა პირველი ფრენა 1969 წლის 16 აპრილს შეასრულა. შესაბამისი ჩეხური ძრავის (Walter M601) განვითარების გადავადების გამო, პირველი თვითმფრინავები Pratt & Whitney Canada PT6-ის ძრავზე მუშაობდა.
როდესაც M601-ზე მუშაობა დასრულდა, PT6 ძრავა M601-მა ჩაანაცვლა, რომელიც Avia V508-ის სამფრთიან პროპელერებთან ერთად მუშაობდა; ამის შემდეგ შემუშავდა შემდეგი ვარიანტი, L-410M.
შემდგომი ვერსია აეროფლოტისათვის იყო L-410 UVP. მას გაუმჯობესებული შესაძლებლობები ჰქონდა აფრენისა და დაფრენის თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი იყო ფრთებისა და კუდის მიდამოები. მიუხედავად ამისა, გაზრდილი წონისა და გრავიტაციის ცენტრისკენ გადაწევისა, თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობა 15-მდე შემცირდა.
L-410UVP-E-ის (L-410-ის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი) აფრენის მაქსიმალური წონა 6400 კგ-მდე გაიზარდა, გაიზარდა M601E ძრავის ძალაც, შემუშავდა ხუთფრთიანი პროპელერი[3] V 510 და ფრთების კიდეებში ჩაყენდა დამატებითი საწვავის ავზები. ამ მოდელის პირველი ფრენა 1984 წელს შედგა, წარმოება კი 1986 წელს დაიწყო.
L-410UVP-E9 და UVP-E20 ის ვერსიებია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება, ძირითადად მრავალგვარი სასერტიფიკაციო რეგულაციებით. L-410-ის ოჯახის ბოლო წევრია L-420, რომელიც ახალ ძრავს, M601F-ს იყენებს. ამჟამად წარმოებული L 410 UVP-E20-ები მუშაობს ძრავ M601-ის შემდეგ ვერსია GE H80-200-სა და ახალ ხუთფრთიან პროპელერ AV-725-ზე.
L-410 UVP-E ჰერმეტულად დაუხურავი მთლიანად მეტალის გრძელფრთებიანი სამგზავრო თვითმფრინავია, იყენებს ხუთფრთიან პროპელერ V 510-ს. აღჭურვილია აღდგენადი შასებით. თვითმფრინავი იყენებს ორ ჰიდრავლიკურ წრებრუნს: ძირითადს და სათადარიგოს. ძირითადი ელექტროსისტემა მუშაობს 28V DC-ზე. გაყინვისგან დამცავი სისტემა მუშაობს კიდეების პნევმატურ დამცავებსა და ელექტროგამაგრილებელ პროპელერებზე. L-410 UVP-E-ის აფრენის მაქსიმალური წონაა 6400 კგ, რაც E9 და E20 ვარიანტებისთვის 6600 კგ-მდეა გაზრდილი; მგზავრთა რაოდენობა 17-19-ია. მგზავრობის სიჩქარეა 170 KIAS, მაქსიმალური ნიშნული დაახლოებით 1 430 კმ. თვითმფრინავი სერტიფიცირებულია IFR ოპერაციებისათვის, ILS მისადგომებისათვის და ყინვის პირობებში ფრენებისათვის.
დაახლოებით 1 100 გამოშვებული ერთეულიდან, ამჟამად გამოყენებაში მხოლოდ 500 ერთეულია. მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია, თუმცა ხშირად ისინი ხელახლა გაიყიდა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავიახაზებზე. ამჟამად ევროპაში იხმარებაა ორმოცი ერთეული, ძირითადად კომერციული ფრენებისა და პარაშუტით ხტომისათვის. უცნობია რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ხომალდების რაოდენობა. თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია მოკლე მანძილებზე ფრენისათვის და მოუასფალტებელ ბილიკებზეც კი.
ამორჩეული ინციდენტები
- 1977 წლის 6 აგვისტოს, L-410 ბალატონის ტბაში ჩავარდა და გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი.
- 1995 წლის 7 ივნისს, ლატვიის სამხედრო ძალების კუთვნილი L-410–მა მონაწილეობა მიიღო ლიელვარდეს სამხედრო ბაზის საჰაერო შოუში, რომლის დროსაც პილოტებმა აკრძალული მანევრების შესრულება სცადეს. მანევრი შესაძლოა წარმატებულად დასრულებულიყო, მაგრამ საწყისი სიმაღლე იმდენად დაბალი იყო (350 მ), რომ თვითმფრინავი მაყურებლებიდან 150 მეტრში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
- 1999 წლის 7 დეკემბერს, ფილიპინური კომპანია Asian Spirit Flight 100–ის კუთვნილი L-410 ფილიპინებში მთის კალთას შეეჯახა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი თხუთმეტივე მგზავრი და ორივე პილოტი.
- 2001 წლის 10 სექტემბერს, L-410, რომლის ბორტზეც 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფეხბურთის ფანები, მექსიკაში, იუკატანის შტატის ჯუნგლებში ჩავარდა, დაიღუპა ყველა მგზავრი.
- 2003 წლის 2 მარტს, L-410, რომელსაც სპორტული პარაშუტისტები გადაჰყავდა, რუსეთში ჩამოვარდა. თვითმფრინავი საკმაო სიმაღლეზე იმყოფებოდა და პარაშუტების წყალობით, მრავალი პარაშუტისტი გადარჩა.
- 2004 წლის 23 მაისს, კენიური კომპანია Bluebird Aviation–ის კუთვნილი ორი L-410 ქალაქ მვინგის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ერთ–ერთი მათგანი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მეორე თვითმფრინავი კი უვნებლად დაეშვა.[16]
- 2005 წლის 27 იანვარს უნგრული კომპანია Farnair Hungary-ის კუთვნილი L-410 რადარების ზონიდან გავიდა და ის რუმინეთის ქალაქ იასის საერთაშორისო აეროპორტის რადარმა დააფიქსირა, რაც ეკიპაჟმაც შენიშნა და მარჯვნივ შებრუნება სცადა, თუმცა მარცხნივ შებრუნდნენ. ამის შემდეგ თვითმფრინავი სპირალურად დაბლა დაეშვა და აეროპორტში დაეცა. ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა.
- 2005 წლის 26 მარტს, კოლუმბიური West Caribbean Airways-ის კუთვნილი Let L-410 Turbolet რეგისტრაციის ნომრით HK-4146, რომელიც ელ-ემბრუხოს აეროპორტიდან კუნძულ პროვიდენსიისკენ მიემართებოდა, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ მთებს შეეჯახა. გარდაიცვალა ეკიპაჟის 2 წევრი და 6 მგზავრი 12-დან.
- 2005 წლის 2 ივნისს, გვატემალური Transportes Aéreos Guatemaltecos-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით TG-TAG, 17 მგზავრით, აფრენიდან სულ ცოტა ხანში ქალაქ საკაპის სიახლოვეს ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს, ეკიპაჟი აეროპორტში უკან დაშვებას ცდილობდა. ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩა.
- 2005 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატული Trade Air-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით 9A-BTA, ბერგამო-ორიო-ალ-სერიოს აეროპორტიდან ზაგრებისკენ მიმავალ გზაზე, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. ამინდი საკმაოდ ცუდი იყო, დაბალი ხილვადობით.
- 2006 წლის 31 მარტს, ბრაზილიური TEAM Linhas Aéreas-ის კუთვნილ L-410UVP-E20-ს საბედისწერო ინციდენტი შეემთხვა. 17:19 საათზე ქალაქ მაკაეს აეროპორტიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით ფრენა ნომერი 6865 დაიწყო. ჩასვლა 18:02 საათზე იყო დაგეგმილი. მოულოდნელად კავშირი დაიკარგა და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი ქალაქ საკუარემასა და რიო-ბონიტუს შორის ჩამოვარდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი.
- 2007 წლის 24 სექტემბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომპანია Karibu Airways-ს კუთვნილი L-410 დაშვებისას ჩამოვარდა. გარდაიცვალა ერთიდა დაშავდა ხუთი ადამიანი.
- 2007 წლის 8 ოქტომბერს, L-410UVP-E10A, რომელზეც 15 ჯარისკაცი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოვებოდა, კოლუმბიაში ვულკან სერო-ბრავოს შეეჯახა.
- 2008 წლის 4 იანვარს, ვენესუელური Transaven-ის კუთვნილი L-410UVP-E რეგისტრაციის ნომრით YV2081, 12 მგზავრითა და ეკიპაჟის ორი წევრით ლოს-როკესის კუნძულების სიახლოვეს ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. თვითმფრინავი კატასტროფიდან 5 წლის შემდეგ იპოვეს.
- 2010 წლის 25 აგვისტოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში L-410-მა ავარია განიცადა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი მგზავრის მონათხრობით, ავარია გამოწვეული იყო მგზავრების მიერ პანიკურად აქეთ-იქით გაქცევით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთიდან ნიანგი გამოძვრა. თავად ნიანგი გადარჩა, თუმცა ის გადარჩენილმა მგზავრმა მოკლა.
- 2011 წლის 14 თებერვალს, ჰონდურასული Central American Airways-ის კუთვნილი L-410, ეკიპაჟის 2 წევრითა და 12 მგზავრით დაშვებისას ჩამოვარდა ტონკონტინის საერთაშორისო აეროპორტში. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.
- ამავე დღეს, African Air Services-ის კუთვნილი L-410, რომელსაც გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭოს პროგრამით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კავუმუს აეროპორტიდან ტვირთი გადაჰქონდა სხვა ქალაქში, აფრენიდან სულ ცოტა ხანში მონტ-ბიენგას მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
- 2011 წლის 13 ივლისს, ბრაზილიური Noar Linhas Aéreas-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით PR-NOB, რომელიც რესიფიდან ნატალის მიმართულებით ფრენა ნომერ 4896-ს ასრულებდა, აფრენიდან სულ მალე ჩამოვარდა. დაიღუპა 16 ადამიანი.
- 2012 წლის 10 ივნისს, L-410 ჩამოვარდა კიევიდან 50 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკის დასაჯდომზე დაშვებისას. ამინდი შტორმიანი იყო. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სცადა, რა დროსაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა ცამეტი ადამიანი. ხომალდზე სულ 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა.
- 2012 წლის 22 აგვისტოს, კენიური Mombasa Air Safari-ის კუთვნილი L-410UVP-E9 რეგისტრაციის ნომრით 5Y-UV7, 11 მგზავრითა და ეკიპაჟის 2 წევრით, მასაი-მარას სპორტული ნადირობის ნაკრძალში არსებულ ასაფრენ ზოლზე ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი და ორი მგზავრი. 9 მგზავრმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
Комментариев нет:
Отправить комментарий