среда, 27 октября 2021 г.

გოგრა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                      გოგრა


(ლათ. Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. გოგრა ბაღჩეული კულტურაა, აქვს მთავარღერძა მძლავრი ფესვთა სისტემა, დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში 40–50 სმ სიღრმეზეა გავრცელებული, ცალკეული ფესვები – 4-5 მ-ზე, ღერო მხოხავი და მხვიარაა, ფოთოლი ფართო (25 სმ ), გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი, ზარისებური ყვავილი ყვითელი ან ნარინჯისფერია. სახეობისა და ჯიშის შესაბამისად, ისხამს სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს, რომლის მასა 4-10 კგ. ზოგიერთი სახეობის გოგრა რამდენიმე ათეულ კგ-ს იწონის. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრა გაყოფილსქესიანი, ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია, სითბოსა და სინათლის მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა.

იხ. ვიდეო სადილის დროა გოგრა



გოგრის 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა:

  • მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა (ლათ. Cucurbita maxima), რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები — თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა;
იხ. ვიდეო ТЫКВА вкуснее, чем пицца! Простой рецепт! Быстрая Запеканка из тыквы на сковороде за минуты! -გოგრა უფრო გემრიელია ვიდრე პიცა! მარტივი რეცეპტი! სწრაფად გამომცხვარი გოგრის კასეროლი წუთში

 


  • ჯავზის გოგრა (ლათ. Cucurbita moschata) (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა.

გოგრას იმერეთსა და რაჭალეჩხუმში კვახს უწოდებენ; გურიასა და აჭარაში – ხაპს; სამეგრელოსა და სვანეთში – კოპეშიას, კვახნეს; საინგილოში – გუგრას; ჭანეთში – კაიშს, ყოყორეს და სხვ.

იხ. გოგრის სუპი



მსხვილნაყოფა და მუსკატური გოგრის სამშობლოა ამერიკა, მაგარკანიანის – აზია-აფრიკა. თესლი აღმოცენებას იწყებს 15°C ტემპერატურაზე, მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპრაა 25–28°C. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანულ და მინერულ სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე. გოგრის ნაყოფი შეიცავს მინერ. მარილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, კაროტინს, ვიტამინებს (С, B1, B2, E) და სხვ. გ-ის თესლისაგან ხდიან ზეთს. გ. სამკურნალო მცენარეა, იყენებენ საჭმელად, აგრეთვე ცხოველთა საკვებად.

იხ. ვიდეო ფარშირებული გოგრა




გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.

იხ. ვიდეო გოგრა ბრინჯით და ჩირით

გოგრა სასარგებლოა ღვიძლისა, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, ჰეპატიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს,ქრონიკული კოლიტისა და ქრონიკული ნწფროტის დროს ასევეპიოლონეფრიტის.
თირკმელების მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა უმი გოგრის წვენიდრეამეში. ტკბილი ნარინჯისფერი წვენი დასამშვიდებლად მოქედებს , აუმჯობესებს ძილს ( ღამით 1/2 ჭიქა გულის დაავადებების და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპების დროს 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ დღე-ღმეში 0.5კგ უმი გოგრა, მოხარშული ან შემწვარი 1,5კგ.
უძველესი დროიდან იყენებენ გოგრის თესლს ჭიების საწინაამღდეგოდ 1 ჩ/ჭ გარჩეული, დანაყილი გოგრის  თესლი ათქვიფეთ 1 ს/კ თაფლში 2  უმი კვერცხის გული და 1 ჩ/ჭადუღებული წყალი მიიღეთ უზმოზე და იწექით 2 სთ 10 პროცედურაის შემდეგ 10  - 10 დღიანი შესვებით გაიმეორეთ
ცისტიტის დრო 200 გ დაფქვილი თესლი დაამატეთ 1/2 ლ ადუღებული წყალი ღამით დატოვეთ ტერმოსში , გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩ ჭ 4-ჯერ ჭმის წინ
თუთიისგან მდიდარი ერთი მუჭა გოგრის თესლი იცავს მამაკაცებს პროსტატისგან - ხელს უწყობს შარდის გამოყოფის პროცესს.
გოგრის ზეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს შეიცავსაღადგენს ნერვულ სისტემას, აძილერებს იმუნიტეტს და პოტეციას გოგრის ყუმწის ნახარშის სავლები აცხრობს კბილის ტკივილს

სამზარეულოს საიდუმლოებები და მახასიათებლები

გოგრა გვხვდება მსოფლიოს მრავალფეროვან კერძებში: ამერიკული ღვეზელებიდან ფრანგულ კრემ-სუპებამდე, იტალიური რავიოლიდან ინდურ ჰალვამდე. მისგან ამზადებენ ფაფებს, დესერტებს, კასეროლებს, ცომეულს, სუპებს, წვენებს, მურაბებს და იყენებენ სალათების ინგრედიენტად.

ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გოგრასთან, მისი გამოცხობაა. ჩვეულებრივ ცხვება თაფლით ან ხორცით და ბოსტნეულით შიგთავსით. ზოგადად, გამომცხვარ მდგომარეობაშია, რომ ეს ბოსტნეული გამოიყენება მრავალი კერძის საფუძვლად, რადგან ის უფრო რბილი და გემრიელი ხდება. გოგრის პიურეს წვნიანი, მასში მირთმეული, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ბოსტნეული კარგია, როგორც ბოსტნეულის ხარშვისა და კერძების ნაწილი.

გოგრის ფაფა ბრინჯით და რძით ძალიან გემრიელი გამოდის. ამ ბოსტნეულის გამოცხობის მრავალი რეცეპტი არსებობს: ღვეზელები, ნამცხვრები, ფუნთუშები და თუნდაც პუდინგები და ჩიზქეიქები.

გოგრის თესლს ასევე მიირთმევენ ჩირში ან შემწვარში. შეწვამდე თესლს ასუფთავებენ დარჩენილი რბილობისაგან, რეცხავენ, აშრობენ, ასუფთავებენ, თანაბარ ფენად აფენენ საცხობ ქაღალდზე ან ფოლგაზე დაფენილ საცხობ ფირფიტაზე და ათავსებენ ღუმელში. საჭიროების შემთხვევაში დაასხით მათ მზესუმზირის ზეთი და მოაყარეთ მარილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ღუმელი წინასწარ უნდა გახურდეს 180-200 გრადუსამდე. გაშრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. თესლის გაშრობის ბუნებრივ გზას რამდენიმე დღე დასჭირდება. არ არის რეკომენდებული ხის ზედაპირის გამოყენება, რადგან ხე შთანთქავს ტენს თესლიდან და ანელებს გაშრობის პროცესს.


სასარგებლო და მავნე თვისებები

სარგებელი

გოგრას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: საჭმლის მონელების გაუმჯობესება, ქოლესტერინის მოცილება, შეშუპების მოხსნა, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება. გვეხმარება ზღვის ავადმყოფობისა და ტოქსიკოზის დროს გულისრევის მოხსნაში, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს. ყველამ კარგად იცის როგორც გოგრის, ასევე გოგრის თესლის ანტიჰელმინთური თვისებები. გოგრის რბილობი შესანიშნავია ჭრილობების სამკურნალოდ. ეს ბოსტნეული დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: თესლი ასტიმულირებს ტვინის აქტივობას, რბილობი ეხმარება ნევროზებს, წვენი კი უძილობას ეხმარება.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...