ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გულის ნისლეული
IC 1805, S2-190 — ემისიური ნისლეული დედამიწიდან 7500 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის პერსევსის მკლავში, კასიოპეას თანავარსკვალვედის მიმართულებით. ნისლეულში ნათლად ჩანს მანათობელი აირები და შედარებით მუქი მტვრის ბილიკები. წარმოიქმნა იონიზირებული წყალბადის პლაზმით და თავისუფალი ელექტრონებით.
ნისლეულის ყველაზე მკაფიო ნაწილი (ზედა მარჯვენა კუთხეში), განცალკევებით კლასიფიცირებულია, როგორც NGC 896, რადგან ის იყო ნისლეულის პირველი ნაწილი, რომელიც აღმოაჩინეს.
იხ. ვიდეო
ვიზუალურად, გალაქტიკები Maffei 1 და Maffei 2, ნისლეულთან ახლოს მდებარეობენ, თუმცა, სინათლის ნაკლებობა ირმის ნახტომიდან, მათ რთულად შესამჩნევს ხდის. შემჩნევის შემთხვევაში, რთულია მათი მახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა. აღნიშნულ გალაქტიკებს, წარსულში, ადგილობრივ ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ ამჟამად, მათ IC 342/Maffei-ს, ადგილობრივ ჯგუფთან ყველაზე ახლოს არსებულ გალაქტიკათა ჯგუფის ნაწილებად მიიჩნევენ.
გულის ნისლეულის ფორმას და ინტენსიურად წითელ შეფერილობას, მის ცენტრთან ახლოს არსებულ ვარსკვლავთა მცირე ჯგუფისგან გამოსხივებული რადიაცია წარმოქმნის. გაფანტული ვარსკვლავთგროვა, ცნობილი, როგორც Melotte 15, მოიცავს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავს, რომელთა მასაც თითქმის 50 მზის მასის ტოლია და უფრო მეტ მკრთალ ვარსკვლავს, რომელთა მასაც, მზის მასის მხოლოდ ნაწილია. მილიონობით წლის წინ, ვარსკვლავთგროვა მიკროკვაზარს მოიცავდა
იხ. ვიდეო❤❤
Комментариев нет:
Отправить комментарий