понедельник, 28 сентября 2020 г.

გასტრიტი

                               გასტრიტი

Helicobacter pylori გასტრიტით დაავადებული პაციენტის კუჭის ლორწოვანი გარსის მიკროგრაფია

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.


მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, რომლის ლათინური სხელწოდებაა ჰელიკობაქტერ პილორი. ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.

მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. უარეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.

გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვლევა, ნაკლებინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით და 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება.

იხ. ვიდეო



არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.

ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება, დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება მიმდინარეობს. ქრონიკული გასტრიტის დროს გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომაც მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ქრონიკული გასტრიტის ფორმების დიფერენცირება ძალზე რთულია.

A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია, ანუ სისხლნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტივიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე, მიმდინარეობს.

კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით (გამომუშავებით) მიმდინარე ჰიპერაციდული გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • საკვების მიღების დროს ან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის პროცესიაზე ტკივილის აღმოცენება
  • იშვიათად ტკივილი შეიძლება წარმოიშვას საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ ან უზმოზეც, დამახასიათებელია გულძმარვაც
  • ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული
  • წარმოქმნილი სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება (შემწვარი ხორცი, მწარე, მჟავე, საჭმელი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები)
  • სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა სოდიანი, მინერალური წყლის, ჩაის ან მცირედი საკვების მიღების ფონზე დაწყნარდეს
  • კვების რეჟიმის დარღვევისას შეიძლება განვიტარდეს ღებინება მჟავე მასებით
  • არ აღინიშნება სეზონური გამწვავებები

კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა
  • უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნებები
  • ჭამის დროს კუჭის გავსების შეგრძნება
  • კუჭის პროცესიაზე სიმძიმის შეგრძნება ან ყრუ ტკივილი
  • ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვიტარდება
  • აღსანიშნავია საერთო სისუსტე, დაღლილობა, უმოძრაობა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, სიმსივნით დაავადების შიში უჩნდება
  • ხელებსა და ფეხებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
  • კანი მშრალი და ფერმკრთალია, თმა- თხელი და ბოლოში გაყოფილი, ფრჩხილები- დეფორმირებული
  • ენა თეთრი ნადებით არის დაფარული

ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას. კონსერვატებით, საღებავებითა და ემულგატორებით დამზადებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზია.

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდები საბოლოოდ არ არის შემუშავებული. A ტიპი დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები, ჰელიკობაქტერიის არსებობისას კი- ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები სქემის მიხედვით.

იხ. ვიდეო

მწვავე გასტრიტი - კუწი ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რ-იც ტკივილით სისხლდენით  და სხვ სიმპტომებით გამოიხატება. ეს სიმპტომები შიეძლება ერთბაშად და მოილოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება  ქრონიკული გასტრიტისგან რ-იც დიდხანს და ნელანელა პროგრესირებს, ზოგჯერ მწავვე გასტრიტი ეროზიულია - კუჭის ლორწოვანის ზედაპირი დაზიანებულია.მწავავე გასტრიტი ეროზიულიც და არაეროზიულიც მკურნალობას იოლად ემორჩილება. გამოიხატება ისეთი შემთხვევებიც როცა ადამიანის ბიოლოგიური ცვლილებებბის მიუხედავად არაფერს უჩივიან.
დაავადების ძირითადი ნიშნებია - წვის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლისა და კუჭის საპროექცო არეში, მკერდის ძვისებრის მორჩოს ქვემოთ. უმადობა, გულისრევის ღებინებინებით ან მისგარეშე.მწავე გასტრტს ზოგჯერ გართულებები მოჰყვება მაგალითად კუჭდან სისხლდენა ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
პროფლიატიკა -  თავიდან ასაცილებლად გასტრიტის გამწვავებისგან საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ და მოვერიდოთ პომიდორი, ტომატი ციტრუსები. ეს სკავები უწყობს ხელს კუჭის მჭავის წვენის სეკრეციის. თი ტკივილგამაყიჩებელის მიღება აუცილებელია უპირატყესობა მივანიჭთ აცეტიტამინაფენებს (პარაცეტამოლი) და შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ ასპირინსა და სხვა არასტეროიდეზე. მივმართოთ ექიმს.



კუჭი

                                    კუჭი

         

(1) კუჭის ფსკერი, (2) უფრო დიდი გამრუდება, (3) სხეული, (4) კუჭის ქვედა ბოძი, (5) პილორიული (პილორიული) ნაწილი, (6) პილორული გახსნა, (7) კუთხოვანი ნაკვეთი, (8) ნაკლები გამრუდება , (9) ლორწოვანი გარსის ნაკეცები, (D) თორმეტგოჯა ნაწლავი, (E) საყლაპავი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეტ-ნაკლებად გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხდება საკვების ქიმიური და მექანიკური გადამუშავება. ბევრი ცხოველის კუჭი მხოლოდ ნაწლავის მეტ-ნაკლებად გაფართოებული უბანია (უხერხემლოთა მრავალი ჯგუფი, ხერხემლიანთაგან მრგვალპირიანებითევზების მრავალი ფორმა). ხერხემლიანთა კუჭი წინა ნაწლავის გაფართოებული ნაწილია. უფრო ხშირად იგი მოდრეკილია და დიდი და მცირე სიმრუდე აქვს. კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. ხშირად კუჭის სულ წინა, ე. წ. საყლაპავისეული ნაწილი ძლიერაა განვითარებული (ასეთია მაგ., ზოგი მცოხნელის რთული კუჭის წინა 3 განყოფილება — ფაშვი, ბადურა, წიგნარა. ნამდვილი კუჭი აქ მარტო მაჭიკია). კუჭის მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭისა და ნაწლავის საზღვარზე ირგვლივ ჩამკეტი კუნთია (პილორუსის სპინქტერი). ზოგჯერ (ზოგიერთი მოლუსკი, კიბოები, მწერები, ფრინველები, ზოგი არასრულკბილიანი ძუძუმწოვარი) კუჭის ქიმიურ და მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი განცალკევებული ნაწილები ან სულაც 2 კუჭია განვითარებული (ე. წ ჯირკვლოვანი და კუნთოვანი ან საღეჭი კუჭი). 

იხ. ვიდეო

                          პეპტიკური წყლული

                                                                        

პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.

  • პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
  • წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
  • დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
  • ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.

წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.

წყლულის დასახელება ასახავს მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში. წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით.

პეპტიკური წყლულის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კუჭის დაინფიცირება ჰელიკობაქტერიით და ზოგიერთი წამლის გამოყენება.

ჰელიკობაქტერიის სამკურნალოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებამდე ეს ბაქტერია თორმეტგოჯას წყლულის დროს გვხვდება პაციენტების 90%-ში, კუჭის წყლულის დროს - 75%-ში. ამჟამად სიხშირის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 50-დან 75%-მდე.

მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა - კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთა პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამრთგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.

იხ. ვიდეო



მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს შეუძლია გაზარდოს მჟავას წარმოქმნა, ის არ ითვლება პეპტიკური წყლულის წარმოშობის მიზეზად.

პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნურ წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე.ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს. სიმპტომები განსხვავებულია წყლულის ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში წყლულის დიაგნოსტირება მხოლოდ გართულებების განვითარების შემდეგ არის შესაძლებელი.

თორმეტგოჯას წყლულის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აქვს ტიპური სიმპტომები, სახელდობრ: ღრღნის, წვის, ტკივილის, სიცარიელის შერძნება და შიმშილის გრძნობა. ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. რძის ან საკვების, ან ანტაციდების მიღება ტკივილს აყუჩებს, მაგრამ, როგორც წესი, 2-3 საათში ის ისევ იჩენს ხოლმე თავს. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი                                                 კუჭის წყლულის პათოგენეზის სქემატური წარმოდგენა: # H. pylori აღწევს მასპინძლის კუჭში ლორწოს ფენაში და ეპითელურ უჯრედებს ედება; # ბაქტერიები ახდენენ შარდოვანას ამიაკად გადაკეთებას, ანეიტრალებენ კუჭის მჟავე გარემოს; # რეპროდუცირება, მიგრაცია და ინფექციური ცენტრის შექმნა; # ლორწოვანი გარსის განადგურების, ეპითელური უჯრედების ანთების და სიკვდილის შედეგად წარმოიქმნება კუჭის წყლული

დოქტორი 

თორმეტგოჯას წყლულისგან განსხვავებით, კუჭის, ოპერირებული კუჭის დარჩენილი ნაწილის ნაწლავთან მიერთების ადგილზე ლოკალიზებული და სტრესით გამოწვეული წყლულის სიმპტომები არ არის სტანდარტული. საკვების მიღებამ შეიძლება დროებით შეამსუბუწოს ან, პირიქით, გამოიწვიოს ტკივილი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას (ედემა), რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.

პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავბრუსხვევა და გულის წასვლა.


ადამიანის კუჭი — რეტორტის ფორმის ღრუ ორგანო. კუჭის 3/4 მარცხენა ფერდქვეშა მოდამოში, 1/4 კი მუცლის ზემო (ეპიგასტრიუმი) მიდამოში მდებარეობს. განარჩევენ კუჭის შემდეგ ნაწილებს: შესავალი (კარდია), ფსკერი (ფუნდუსი), ტანი (კორპუსი) და გასავალი (პილორუსი). კუჭს აქვს წინა და უკანა ზედაპირი; იქ, სადაც ზედაპირები ერთიმეორეში გადადის, წარმოიქმნება კუჭის მცირე და კუჭის დიდი სიმრუდეები. კუჭის შესავალი ხერხემლის მარცხნივ, გულმკერდის მე-11 მალის დონეზე მდებარეობს, გასავალი მარჯვნივ, წელის 1-ლი მალის დონეზეა, კუჭის ძირი შუასაძგიდის მარცხენა გუმბათის ქვეშაა მოთავსებული. მოზრდილი ადამიანის კუჭის სიგრძეა 15-18 სმ, სიგანე 12-14 სმ, მისი კედლის სისქე 3-4 მმ. ახალშობილის კუჭის ტევადობაა 30 კუბ/სმ, მოზრდილისა 2.5-3 ლიტრს აღწევს. კუჭის კედელი 3 გარსისაგან შედგება: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული. კუჭის ლორწოვანი მორუხო-მოვარდისფროა და საყლაპავის ლორწოვანასაგან მკაფიოდაა გამოყოფილი დაკბილული ხაზით.
კუჭის პერისტალტიკა და მისი დაცლა მონელების დროს

კუჭისა და თორმედგოჯას უხდება - ყოველ შემოდგომა გაზაფხულზეზოგს ეწყება კუწის ტკივი და გულძმარვა. ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე აწიხებდა. მივიდა ექიმთან, დაუდგინეს გასტროიდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება. დაიწყომკურნალობა წამლებიტ, მიაშველა ხახლური მედიცინა. რადენიმე კვირის შემდეგ შვება ვიგძენი მოაგწვდით ამ რეცეპტს.
 თუ კუჭი შეგაწუხატ , მოიმაგარაგეთ მარწყვი, ძახველი, შინდი და ხურტკმელი. აირეთ თანაბრად ჩაყარეთ მომინაქრუბულ ჭურჭელში, მოადუღეთ და ჩას მაგივრად სვით.
კუჭი მაღალი მჟავიანობისას აიღეთ  1 კგ სტაფილო, გახეხეთ და კარგად გაწირეთ წვენი დღეში 2-ჯერ დილას და საღამოს სუფრის კოვზი.
კუჭის დაბალი მჟავიანობისას კარგია მოცვისა და აზალი მარწყვის ნაყენი. აირეტ ორივე კომპონენტი თანაბრად დაასხით ადურებული წყალი და 30 წუთი დააყენეთ მომინანქრინებულ ჭურჭელში, მიირეთ უზმოზე სუფრის კოვზით
მწავვე გასტრიტის  დროს დაკრიფეთ მრავლძარღვა კარგად გავრეცხოთ და გავმშრალოთ. აიღეთ 200გრ , კარგად დავსრისოთ, ჩაყაროთ მომინანქრინებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ჭაჭის არაყი და 5 წუთი ადუღეტნელ ცეხლძე,ქურიდან გადმოვდგატ,გაგრილეტ, გაწურეტ  და ჩაასხიტ ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დილით , უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე 1 სთ ადრე.
გახსოვდეტ - სანამ წამალს იღებთ, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.
გავააქტიუროთ ზარმაცი კუჭი - ზარმაცი კუჭის სინდრომის მუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ფუნქციური დისპერსიის დროს კუჭი იწყებს ,,ჭირვეულობას;; არ სურს  რიტმულად და გამართულად შეკუმშვა. გადაამუშოს საკვები  და გადაადგილოს წინ. შედეგად კუჭში  გროვდება საკვები, რაც უსიამუვნო შეგრძნებებს იწყებს დისპესიის ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და დისკომფორტი გულის კოვზთან კუჭში სიმძისა და გაადვსების შეგრძნება, შებერილობა, პირღებინება, გულძარმვა.
ეს შეგრძნებები ხშირად ჭამის შემდეგ, ცნდება, როდესაც კუჭნაწლავის ტრაქტი იწყებს მუშაობას და თუ სიმპტომები წლის განმავლობაში დიდხნას გრძელდება. ექიმი კი ვერ ქაღმოაჩენს კუწნაწლავის სერიოზულ დაავდებას. ე.ს. თქვენ გაწუხებთ ზარმაცი კუჭის სინდრომი და საჭიროა,კუჭსა და მთელი ძალითი იმუშაოს დაავადების გამწვავების დროს სასურველია  ჭამოთ ხშირად და პატარა ულუფებად გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და კუჭნაწლავის გამრიზიანებელი   (სანალებლები, სოუზები, შებოლილი ხორცი ან თევზეულის მარინადები და ა.შ.). წამლები უნდა მიიღოთ გამოკვლევების შემდეგ. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ აღმოჩნდა, რომ ნერვული აშლილობა გაქვთ - ნერვების დამამშვიდებელი წამლები ,,ზარმაცი'' კუჭის ,,ასამუშავებლად'' უნდა დაიცვატ რეკომნდაციები:
ხშირად მიიღეთ ბოსტნეული, ბურღულეული,
შეზღუდეთ ცხიმიანი საკვების მიღება (ცხიმის დღეაღუმი ნორმა 30-50გ)
 არ ჭამმოტ მაძღრისად განსაკუთრებიტ ძილის წინ საჭმელი გულდასმით უნდა დაღეჭოთ და ჭამოტ ერთსა და იმავე დროს. საღამოს  ჭამეტ დაძინებამდე 2-3სთით ადრე
სვით ბევრი წყალი, რ-იც ასტიმულირებს პერისტალციას ხელს უშლის შეკრულობას, გამოდევნის ტოქსინებს უჯრედსა და ქსოვილებში გადააქვს საკვები ნივთიერება.
გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს გახსოვდეტ ნიკოტინსა და ალკოჰოლს შეუძლია დაავადოს ყველაზე მაგარი კუჭიც კი.
მეტი იმოძრავეტ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ეხმარება კუჭსს გააქტიურებაში.
მოერიდეთ ნერვიულობას, კონფლოტებსა და სტრესულ სიტუაციებს
კვირაში ერთხელ შეზღუდეთ მძიმე საკვების მირება.

воскресенье, 27 сентября 2020 г.

კვანტური კომფიუტერი

                  კვანტური კომფიუტერი



ბლოხის სფერო კუბიტის განსახიერება, რაც კვანტური კომფიუტერის ფუნდამეტური ნაწილია

 ჰიპოთეტური გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც კვანტური ალგორითმების შესრულების გზით მუშაობისას იყენებს კვანტურ-მექანიკურ ეფექტებს, როგორიცაა კვანტური პარალელიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ კვანტური გამოთვლები ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია, დღემდე ჩატარებულ ექსპერიმენტებში კვანტური გამოთვლების ოპერაციები შესრულებულ იქნა ძალიან მცირე რაოდენობის კუბიტზე (კვანტური ბინარული ერთეულები). გაცხოველებული პრაქტიკული და თეორიული კვლევა ამ სფეროში ამჟამადაც მიმდინარეობს და მრავალი ეროვნული მთავრობა ხელს უწყობს კვანტური გამოთვლების კვლევებს კვანტური კომპიუტერების დამუშავებაში სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის (მაგ. კრიპტოანალიზისთვის).

თუ მსხვილმასშტაბიანი კვანტური კომპიუტერების აწყობა შესაძლებელი გახდა, ისინი შეძლებენ გარკვეული პრობლემების გადაჭრას გაცილებით სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლასიკური კომპიუტერი (მაგ. შორის ალგორითმი). კვანტური კომპიუტერები განსხვავდება სხვა კომპიუტერებისგან, როგორიცაა დნმ კომპიუტერები და ტრადიციული კომიუტერები ტრანზისტორებზე).


               
                                     3 კუბიტი კვანტური რეგისტრი 3 ბიტი ჩვეულებრივი
2001 წლის ბოლოს IBM– მა გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა 7 qubit კვანტური კომპიუტერი, რომელიც განხორციელდა NMR– ის გამოყენებით. მასზე შესრულდა შორის ალგორითმი და აღმოჩნდა 15 რიცხვის ფაქტორები .

2005 წელს იუ პაშკინის ჯგუფმა (ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სუპერგამტარობის ლაბორატორიის უფროსი მკვლევარი) იაპონელი სპეციალისტების დახმარებით ააშენა ორკაბიტიანი კვანტური პროცესორი ზეგამტარ ელემენტებზე დაყრდნობით.

2009 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის ფიზიკოსებმა პირველად მოახერხეს პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერის აწყობა, რომელიც ორი კუბიტისგან შედგებოდა.

2012 წლის თებერვალში, IBM– მ გამოაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კვანტური გამოთვლის ფიზიკურ დანერგვაში სიგნალის მიკროციკლებთან დაკავშირებული სუპერგამტარ კუბიტების გამოყენებით, რომლებიც კომპანიის თანახმად დაიწყებენ კვანტური კომპიუტერის შექმნას.
იხ. ვიდეო



2012 წლის აპრილში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა ბარბარას მკვლევარებმა შეძლეს ორი კუბიტიანი კვანტური კომპიუტერის აშენება, რომელიც დაფუძნებული იყო უწმინდური ალმასის ბროლის საფუძველზე. კომპიუტერი მუშაობს ოთახის ტემპერატურაზე და თეორიულად არის მასშტაბური. ელექტრონის და აზოტის ბირთვის დატრიალების მიმართულებები, შესაბამისად, გამოყენებულ იქნა როგორც ორი ლოგიკური კუბიტი. დეკორაციის გავლენისგან დაცვის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მთელი სისტემა, რომელმაც შექმნა გარკვეული ხანგრძლივობისა და ფორმის მიკროტალღური პულსი. ამ კომპიუტერის დახმარებით, გროვერის ალგორითმი განხორციელდა ძიების ოთხი ვარიანტისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა სწორი პასუხის მიღება პირველი მცდელობის შემთხვევაში 95% შემთხვევაში.

2017 წლის ივლისში, ფიზიკოსთა ჯგუფმა მიხაილ ლუკინის ხელმძღვანელობით, რუსეთის კვანტური ცენტრის თანადამფუძნებელმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, შექმნა პროგრამირებადი 51-კბიტიანი კვანტური სიმულატორი . ეს ამ დროს არსებული ყველაზე რთული სისტემაა. ავტორებმა შეამოწმეს სიმულატორის მოქმედება მრავალი ნაწილაკის კომპლექსური სისტემის სიმულაციით - ამან ფიზიკოსებს მისცა საშუალება წინასწარმეტყველებდნენ ზოგიერთი მანამდე უცნობი ეფექტისა. დაახლოებით ამავე დროს, მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა სხვა ჯგუფმა კრისტოფერ მონროს ხელმძღვანელობით [en] შექმნა 53 კუბიტიანი სიმულატორი, რომელიც დაფუძნებულია ოპტიკური ხაფანგში იონებზე. ამასთან, ორივე ეს სისტემა არ არის უნივერსალური კომპიუტერი, მაგრამ შექმნილია ერთი პრობლემის გადასაჭრელად.

2017 წლის ნოემბერში IBM– ის მეცნიერებმა წარმატებით ააშენეს და გამოსცადეს პროტოტიპი 50 – კუბიტიანი პროცესორი.

2018 წლის იანვარში Intel- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კრჟანიჩმა გამოაცხადა სუპერგამტარ კვანტური მიკროსქემის შექმნა, კოდური სახელწოდებით "Tangle Lake", 49 კუბიტით. მისივე თქმით, კვანტური კომპიუტერები ხელს შეუწყობს წამლების აღმოჩენას, ფინანსურ მოდელირებას და ამინდის პროგნოზირებას. Intel ავითარებს კვანტურ კომპიუტერებს ორი მიმართულებით: ხელსაწყოების შექმნა სუპერგამტარებსა და სილიციუმის მიკროსქემებზე დაყრდნობით "spin qubits" 

2018 წლის მარტში Google- მა გამოაცხადა, რომ შეძლო 72 კუბიტიანი Bristlecone კვანტური პროცესორის აგება, რომელსაც გამოთვლითი შეცდომების დაბალი ალბათობა აქვს. კომპანიამ არ გაამჟღავნა მოწყობილობის დეტალები, მაგრამ ირწმუნება, რომ იგი აღწევს ”კვანტურ უპირატესობას”. Google სპეციალისტების აზრით, იმისათვის, რომ კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრას პრობლემები, რომლებიც "ჩვეულებრივი" კომპიუტერებისთვის მიუწვდომელია, უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები: იგი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 49 კბიტს, "წრიული სიღრმე" უნდა აღემატებოდეს 40 კბიტს და ორ qubit ლოგიკურ ელემენტში შეცდომის ალბათობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5% -ს. კომპანიის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში შეძლებენ ამ ინდიკატორების მიღწევას. 

2018 წლის დეკემბერში გამოცხადდა ოპტიკური მიკროჩიპის შემუშავება, რომელიც მომავალში იგეგმება კვანტური კომპიუტერის კომპონენტის გამოყენებაში.

2019 წლის ოქტომბერში Google- მა გამოაცხადა, რომ მას შეეძლო 53 კბიტიანი კვანტური Sycamore პროცესორის აშენება და დემონსტრირება "კვანტური უპირატესობის" ჩვეულებრივ კომპიუტერებთან შედარებით 

D-Wave ადიაბატური კომპიუტერი
იხ.ვიდეო


ადამიანი

                                ადამიანი

ცოლი  და ქმარი  ადამიანის ძირითადი ანატომიუყრი მონაცემები გა,მოსახული მოდელებს მოშორებული აქვს  ქალზე  და სახეზე მამაკაცზე. ქალის ფეხის ფხრჩილები ჭითლად არის შეღებილი, მას აცვია საქორწილო ბეჭედი და სარურეები

გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი. ადამიანი იკვლევს და ცვლის თავის თავს და გარემო სამყაროს, ქმნის კულტურას და თავისი ისტორიას.

                                                                        

ბილოგიური კლასიფიკაცია

  • მითოლოგიაში უმეტესად ადამიანთა ჯიში მოდის მშობელთა მშობლებისაგან ანუ პირველი ადამიანების მოდგმისაგან რომლებიც გახდნენ ადამიანთა დედა და მამა. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, მათ ერქვათ ასკი და ემბლა, იუდაიზმში და მისგან წამოსულ რელიგიებში ადამი და ევა.

  • ზოგიერთ მითოლოგიაში ღმერთები ქმნიდნენ ერთდროულად მთლიან ერს.
  • იუდაიზმში, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანთა ჯიში წარმოიშვა რამდენჯერმე.
  • სამეცნიერო თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანი გაჩნდა აფრიკაში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, ევოლუციის შედეგად ადამიანთა (მაიმუნის მაგვარი) წინაპრებისგან. რებეკა კანის მიერ ჩატარებული მიტოქონდრიული დნმ - ის „უხეში“ ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ადამიანთა პირველი მშობლის ევას ასაკი 160 ათასი წელი. ხოლო 196 ათასი წლის არის ადამიანთა თავისქალები ომო-1 და ომო-2 ანუ (homo sapiens) ეთიოპიაში. 100 ათასი წლის წინათ განსახლების დროს პირველყოფილი ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდა 10000 მამრს. სხვათა შორის, აფრიკიდან გადასახლდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანთა შტო.
    • 66 ათასი წლის წინ ადამიანებმა მიაღწიეს ინდოეთს. ადამიანებისა და ნეანდერტალელების თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში.
    • 40 ათასი წლის წინ გაჩნდა ორინიაკის კულტურა
იხ. ვიდეო საიდან წარმოიშვა ადამიანი


ალტერნატიური თეორიები და ისტორიები ადამინი სახეობის წარმოშობის შესახებ - 
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 47 მილიონი წლის ძუძუმწოვრების გაქვავებული ნეშტი, რომელიც შეიძლება თანამედროვე პრიმატების - მაიმუნებისა და ადამიანის შორეული ნათესავი იყოს და მათი ევოლუციის დაკარგული რგოლია, ნათქვამია მკვლევარების სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში PloS ONE.
პალეონტოლოგთა ჯგუფმა ოსლოში ნორვეგიის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმიდან დოქტორ იორნ ჰურუმის ხელმძღვანელობით აღწერა ცხოველის ძალიან კარგად შემონახული ჩონჩხი, რომლის სიგრძე დაახლოებით მეტრი იყო და ყველაზე მეტად ჰგავდა თანამედროვე ლემურებს. აღმოჩენა კი საშუალებას გაძლევთ ნახოთ ცხოველის თმის ფრაგმენტები და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნაჭამი საკვებიც კი.ნაშთების უჩვეულო დეტალმა პალეონტოლოგებს საშუალება მისცა ენახათ ის მახასიათებლები, რაც ცხოველს, რომელსაც სახეობის სახელი Darwinius masillae მიიღო, საერთო აქვს თანამედროვე პრიმატებთან. ეს მოიცავს ეგრეთ წოდებულ კბილთა ქედის არარსებობას - რამდენიმე მოგრძო წინა საჭრელი და კანიანი წინ გამოსული, აგრეთვე სპეციალური ტიპის ბრჭყალს უკანა ფეხებზე, რომელსაც პრიმიტიული პირველყოფილი სახეობები იყენებენ ბეწვის გასაწმენდად.
იხ. ვიდეო როგორი იქნება მომავალში ადამიანი





пятница, 25 сентября 2020 г.

ტაილანდური მასაჟი

                          ტაილანდური მასაჟი

ტაილანდური მარაჟი - ალტერნატიური მედიცინა

ტალიანდ. นวดแผนโบราณ - განსკუთრებული, სპეიციალური მიმართულება მასაჟის, რ-იც ტაილანდშია სპეციალურად მომზადებულები ამისთვის. ხელოვნება კლასიკური ტაილანდური მასაჟის ფორმირდებორდა ძველი კულტურის გავლენით ჩინეთისა და ინდოეთის. და მიიღო დღევადნელი სახე ხაგრძლივი პრაქტიკის დამსახურების შედეგად ადამიანის სხეულის ბუნებაზე დაკვირვებით ცდებითა და მეთოდებით და შეცდომებით. ჩამოყალიბდა მკაფიო სისტემა სამკურნალო თერაპიის.
დამაარსებელი მამა ტაილანდური მასაჟის ითვლება ექიმი დჟივაკა კუმარ ბხაში
                                                                            
დამაარსებელი ტაილანდური მასაჟის დჟივაკა კუმარ ბხაში
ინდოეთის ერთ-ერთი მეფის პირადი ექიმი, რომელიც ორი ათასზე მეტი წლის წინ ხელმძღვანელობდა. ტაილანდურ მასაჟს ყოველთვის იყენებდნენ თერაპიული მიზნებისთვის, ტაილანდურ ტრადიციულ მედიცინასთან ერთად. უძველესი ცოდნის ოსტატებმა თაობიდან თაობას ინდივიდუალური სწავლების გზით გადასცეს. ათასი წლის წინ, დამწერლობის  არარსებობის გამო, ეს ცოდნა არ დასტურდებოდა სუხოტის პერიოდამდე, სანამ მეფე რამხამხენგმა 1277 წელს დაიწყო ტაილანდური წიგნიერების ცოდნა. ითვლება, რომ იმ დროის მასაჟის ოსტატებს უკვე შეეძლოთ ცოდნა დაემოწმებინათ აიუტაიას პერიოდამდე, მაგრამ 1765 წელს ბირმის მიერ აიუტაიას სრული განადგურების გამო  მასაჟის სისტემის ჩანაწერს არ ტოვებს.
იხ. ვიდეო



ეზოტერიზმი

                                                         ეზოტერიზმი

                           

     მინიტურა «Universal Man»  Liber Divinorum Operum-დან, ჰილდეგარდ ბინგენი, 1165, ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, Liber Divinorum Operum, I.2. Lucca, MS 1942, მე-13 საუკუნის ხელნაწერი


(ბერძ. ἐσωτερικός — შინაგანი) — რეალობის განსაკუთრებული აღქმის საშუალება. ეზოტერიზმის შემადგენლობაში

იგი გამომდინარეობს საკრარული წმინდა ცოდნიდან და კულტივირებულია მრავალ კულტურაში, როგორც ერთგვარი საიდუმლო ცოდნა ძველი და თანამედროვე კულტების თეოსოფიის ან ფილოსოფიის დონეზე, მაგრამ განსხვავებით კანონიკური (დოგმატიზებული, ტრადიციული) კულტებისგან, იგი შემოიფარგლება მრავალი ახალი სამეცნიერო ცოდნის ადაპტაციით, სპეკულაციური ვარაუდის გამოყენებით "ამართლებენ საკუთარ სწავლებას. ეს არის სამყაროს მისტიკური კანონების შეცნობის შინაგანი, ანუ სულიერ-ფსიქოლოგიური გზა (ან, როგორც ახალი აგერები ამბობენ, აბსოლუტური). ეზოთერიზმი არის კონკრეტული შეხედულებების კონუსი სამყაროს ევოლუციის ღრმა (აშკარა) არსის შესახებ. ეს სფერო მოიცავს მისტიკის ცნებებს, სწავლებებსა და დოქტრინებს, აგრეთვე თვითშემეცნების გზებსა და პრაქტიკებს (საიდუმლო ცოდნის გააზრება ადამიანის ზეპიროვნული ბუნების შესახებ).

იხ. ვიდეო სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადია ეზოთერიის პრიზმაში



 აპოლოგეტებისა და პედაგოგების (სწავლების ხელმძღვანელები ან ავტორები) აზრით, ზოტერული მსოფლმხედველობა (პირადი ცნობიერების რეალური გაფართოების კრიტერიუმების შედარების სირთულის გამო), ვიდრე "მხოლოდ რამდენიმე სექსუალურ და ნიჭიერ პიროვნებას შეუძლია დაეუფლოს", რისთვისაც მათ ინიციატორებს, ოსტატებს, მასწავლებლებს, სახელმძღვანელოებს, ტრენერებს უწოდებენ მწვრთნელები). ამასთან, თავად ეს "ტიტულები" ჩვენს დროში "პოპულიზმისა და შეურაცხყოფის" დროს კარგავს თავის ნამდვილ მნიშვნელობას, ხდება ძალიან ჩვეულებრივი.

                             

ზოდიაქო ჰატჰორის (ძვ. ეგვიპტე) ტაძარში დენდარა 

შედის: მაგიაალქიმიაასტროლოგიაგნოსტიციზმიკაბალათეოსოფიასუფიზმი,იოგავაჯრაიანა (ბუდისტური ტანტრიზმი), მასონობაანთროპოსოფია და მონდიალიზმი.

მართლმადიდებლობაში გავრცელებულია აზრი ეზოთერიკობას, ოკულტიზმსა და ტოტალიტარულ სექტებს შორის. მიუხედავად ზოგიერთი ეზოთერული მიმდინარეობის წარმომადგენელთა განცხადებისა მართლმადიდებლობასთან კავშირის შესახებ, ქრისტიანობის წარმომადგენლებს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებლობისა და ეზოთერული პრაქტიკის შერწყმის მცდელობებთან. რელიგიური მეცნიერისა და მართლმადიდებელი თეოლოგის ა. ვ. კურაევის თვალსაზრისით, "ქრისტიანობაში არ არსებობს ეზოთერული სწავლება".

იხ. ვიდეო



                                                                      

თორიუმი

                                თორიუმი

თორიუმის ატომის სქემა

პირველად თორიუმი გამოჰყო ი. ბერცელიუსმა 1828 წელს მინერალისაგან, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება თორიტი (შიცავს თორიუმის სილიკატს). თორიუმი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის მიერ სკანდინავიური მითოლოგიით მეხის ღმერთის თორის (ტორის) პატივსაცემად. 

    პირველად თორიუმი გამოჰყო ი. ბერცელიუსმა 1828 წელს მინერალისაგან, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება თორიტი (შიცავს თორიუმის სილიკატს).თორიუმი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის მიერ სკანდინავიური მითოლოგიით მეხის ღმერთის თორის (ტორის) პატივსაცემად.

                                                                                              
თორიუმის სენდვიჩის მოლეკოლური სტრუქტურა
თორიუმი თითქმის ყოველთვისაა იშვიათმიწა ელემენტების მინერალებში, რომლებისგანაც უმეტესწილად ხდება მათი მიღება. დედამიწის ქერქში თორიუმის შემცველობა მიახლოებით არის 8 — 13 გრ/ტ, ზღვის წყალში 0,05 მკგ/ლ. მაგმატიურ ქანებში თორიუმის შემცველობა მცირდება მჟავებიდან (18 გ/ტ) ფუძეებამდე (3 გ/ტ). თორიუმის მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება პეგმატიტური და პოსტმაგმატიტური პროცესებისას, ამასთან მისი შემცველობა იზრდება ქანებში კალიუმის ზრდასთან ერთად. თორიუმის არსებობის ძირითადი ფორმა ქანებში არის ურან-თორიუმის ქანების უმეტეს შემცველ ნაწილი ან იზომორფული მინარევები აქცესორებელ მინერალებში. თორიუმის მთავარ მინერალებს წარმოადგენს მონაციტის ქვიშა და ფერიტორიტი. ასევე თორიუმი გროვდება ზოგიერთ გრეიზენობრივ საბადოებში, სადაც ის კონცენტრირდება ფერიტორიტებში ან წარმოქმნის მინერალებს, რომლებიც შეიცავენ ტიტანს, ურანს და ა.შ. შედის თითქმის ყველა ქარსის შემადგენლობაში, როგორც მინარევი ურანთან ერთად
                                                        თორიუმი Thorium (Th)
                                         

თორიუმი თითქმის ყოველთვისაა იშვიათმიწა ელემენტების მინერალებში, რომლებისგანაც უმეტესწილად ხდება მათი მიღება. დედამიწის ქერქში თორიუმის შემცველობა მიახლოებით არის 8 — 13 გრ/ტ, ზღვის წყალში 0,05 მკგ/ლ. მაგმატიურ ქანებში თორიუმის შემცველობა მცირდება მჟავებიდან (18 გ/ტ) ფუძეებამდე (3 გ/ტ). თორიუმის მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება პეგმატიტური და პოსტმაგმატიტური პროცესებისას, ამასთან მისი შემცველობა იზრდება ქანებში კალიუმის ზრდასთან ერთად. თორიუმის არსებობის ძირითადი ფორმა ქანებში არის ურან-თორიუმის ქანების უმეტეს შემცველ ნაწილი ან იზომორფული მინარევები აქცესორებელ მინერალებში. თორიუმის მთავარ მინერალებს წარმოადგენს მონაციტის ქვიშა და ფერიტორიტი. ასევე თორიუმი გროვდება ზოგიერთ გრეიზენობრივ საბადოებში, სადაც ის კონცენტრირდება ფერიტორიტებში ან წარმოქმნის მინერალებს, რომლებიც შეიცავენ ტიტანს, ურანს და ა.შ. შედის თითქმის ყველა ქარსის შემადგენლობაში, როგორც მინარევი ურანთან ერთად.

2012 წ-თვის. ცნობილია თორიუმის 30 იზოტოპი და კიდევ ზოგიერთი მისი ნუკლიდების 3 აღგზნებული მეტასტაბილური მდგომარეობა.

თორიუმის მხოლოდ ერთი ნუკლიდი (თორიუმ-232) ფლობს საკმარისად მაღალ ნახევარდაშლის პერიოდს დედამიწის ხნოვანებასთან შედარებით, ამიტომაც ბუნებრივი თორიუმი თითქმის მთლიანად შედგება ამ ნუკლიდისაგან. ზოგიერთი მისი იზოტოპი შეიძლება კვალის სახით აღმოჩნდნენ ბუნებრივ სინჯებში, რადგანაც ის შედის რადიუმის, აქტინიუმის და თოტიუმის რადიოქტიურ რიგში:

  • რადიოაქტიური 227Th
  • რადიოთორიუმი 228Th
  • იონიუმი 230Th
  • ურან Y 231Th
  • ურან X1 234Th

ყველაზე სტაბილურ იზოტოპებს წარმოადგენენ 232Th (ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 14,05 მილიარდ წელს), 230Th (75,380 წელი), 229Th (7,340 წელი), 228Th (1,9116 წელი). დარჩენილ იზოტოპებს აქვთ 30 დღეზე ნაკლები ნახევარდაშლის პერიოდი (მათ უმეტესობას 10 წთ-ზე ნაკლები ნახევარდაშლის პერიოდი აქვს.

იხ. ვიდეო

თორიუმი მუდმივად იმყოფება მცენარეებისა და ცხოველების ქსოვილებში. თორიუმის დაგროვების კოეფიციენტი (ეს არის ორგანიზმში მისი კონცენტრაციის შეფარდება და კონცენტრაცია გარემოში) ზღვის პლანქტონში არის 1250, ქვედა წყალმცენარეებში - 10, უხერხემლოთა რბილ ქსოვილებში - 50-300, თევზებში - 100. მტკნარი წყლის მოლუსკებში მისი კონცენტრაცია 3-დან ⋅10−7-დან 1⋅10−5% -მდე, ზღვის ცხოველებში 3⋅10−7-დან 3⋅10−6% -მდე. თორიუმი შეიწოვება ძირითადად ღვიძლში და ელენთაში, არამედ ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში და თირკმელზედა ჯირკვლებში; ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანებში თორიუმის საშუალო დღიური მიღება საკვებთან და წყალთან ერთად 3 მკგ-ია; გამოიყოფა შარდით და განავლით (შესაბამისად 0,1 და 2,9 მკგ). თორიუმს აქვს დაბალი ტოქსიკურობა, მაგრამ როგორც ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტი ხელს უწყობს ორგანიზმების დასხივების ბუნებრივ ფონს.



                                     

четверг, 24 сентября 2020 г.

ფანეროზოური ეონი

                    ფანეროზოური ეონი




გეოქრონოლოგიური სკალა
ეონიერაპერიოდიმლნ.
წ.წ.










კაინოზოური
Erdneuzeit
ხანგრძლივობა: 65,5 მლნ. წ.
მეოთხეული2,588
ნეოგენი23,03
პალეოგენი65,5  
მეზოზოური
Erdmittelalter
ხანგრძლივობა: 185,5 მლნ. წ.
ცარცული145,5  
იურული199,6  
ტრიასული251,0  
პალეოზოური
Erdaltertum
ხანგრძლივობა: 291 მლნ. წ.
პერმული299,0  
კარბონული359,2  
დევონური416,0  
სილურული443,7  
ორდოვიციული488,3  
კამბრიული542,0  
























Neoproterozoikum
Neues
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 458 მლნ. წ.
Ediacarium630    
Cryogenium850    
Tonium1000    
Mesoproterozoikum
Mittleres
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 600 მლნ. წ.
Stenium1200    
Ectasium1400    
Calymmium1600    
aläPoproterozoikum
Frühes
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 900 მლნ. წ.
Statherium1800    
Orosirium2050    
Rhyacium2300    
Siderium2500    






Neoarchaikum
ხანგრძლივობა: 300 Ma
2800    
Mesoarchaikum
ხანგრძლივობა: 400 Ma
3200    
Paläoarchaikum
ხანგრძლივობა: 400 Ma
3600    
Eoarchaikum
ხანგრძლივობა: n. def.
3800    
Hadaikum
ხანგრძლივობა: n. def.





































































ფანეროზოური დრო (ბერძ. phaneros — აშკარა და zoe — სიცოცხლე) — დედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს განვითარების დროის უდიდესი მონაკვეთი (ეონი), რომელიც მოიცავს პალეოზოურმეზოზოურ და კაინოზოურ ერებს. დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ. გამოყო ამერიკელმა გეოლოგმა ჯ. ჩედუიკმა 1930 წელს, რომელმაც დედამიწის მთელი გეოლოგიის ისტორია გაყო კრიპტოზოურ (კამბრიულისწინა დრო) და ფანეროზოურ ეონებად. შესაბამის ეონში წარმოქმნილი ქანების ერთობლიობას ეწოდა კრიპტოზოური ეონიტემა (კამბრიულისწინა წყებები) და ფანეროზოური ეონოტემა.

                                                                           



ტრილობიტენი

  

მთელი ფანეროზოული პერიოდის განმავლობაში, სუპერკონტინენტმა პანგეამ შექმნა თანამედროვე კონტინენტები ფირფიტების გადაადგილების შედეგად. ეს პერიოდი ასევე აღინიშნა მსოფლიო ოკეანის დონის განმეორებითი ცვლილებებით, განმეორებითი სიცივეებით, დათბობით ან თანაბარი და თბილი კლიმატის დამყარებით, დედამიწის პოლუსების მაგნეტიზაციის ზრდით. ფანეროზოული ეონი იყოფა სამ გეოლოგიურ ეპოქად 

                                                                                       

Cephalaspis, a jawless fish

(უძველესიდან ყველაზე ახალგაზრდა):

პალეოზოური;
მეზოზოური;
კენოზოური.
პროტეროზოიკის ვენდიან პერიოდს ზოგჯერ ფანეროზოურს უწოდებენ.
                                                                         
Eogyrinus (an amphibian) of the Carboniferous



                                                                                    

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები:

"კამბრიული აფეთქება", რომელიც დაახლოებით 542 მილიონი წლის წინ მოხდა.
ხუთი უდიდესი ფანეროზოური გადაშენება:
ორდოვიციან-სილურული გადაშენება - 440 მილიონი წლის წინ;
დევონიური გადაშენება - 364 მილიონი წლის წინ;
პერმის მასობრივი გადაშენება - 251,4 მილიონი წლის წინ;
ტრიასული გადაშენება - 199,6 მილიონი წლის წინ;
ცარცის – პალეოგენური გადაშენება - 65,5 მილიონი წლის წინ.
იხ. ვიდეო



ღვთაება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                   ღვთაება ღმერთ ნინურტას ბრძოლა (მარჯვნივ) ანზუსთან (მა...