воскресенье, 6 сентября 2020 г.

პლატონი

                                                  პლატონი

                              Head Platon Glyptothek Munich 548.jpg
 (ბერძ. Πλάτων) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსისოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.
ზუსტი ტარიღი პლატონის დაბადების არ არის ცნობილი მკვლევრები ვარაუდობენ 427წ-ს ჩვ. წ. აღ. ათენსი ან ეგინაში.პელოპენოსის ომის დროს ათენსა და სპარტას შორის.
თანახმად დიოგენე ლაერტსკიმის, ნადვილი სახელი პლატონის - არისტოკლია, პლატონი ზედმეტსახელია რაც ბრძნ. სიტყვიდან პლატო - გრძედი. იგულისხმება ფართო მხრები, რაც მისმა ტანვარჯიშის მოჭიდავე მასწავლებელმა შეარქვა ხოლო სხვა ვესიით მისი შუბლის გამო.
პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).
                                                       
                                  პლატონი და  სოკრატე. გვერდი შუა საუკუნოვანი წიგნიდან
პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.
პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართოს, ვრცელს ნიშნავს).
პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაშისიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.
40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როდესაც ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.
იხ. ვიდეო

პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაშიანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.

რაფაელის პლატონი ათენის სკოლის ფრესკაზე, შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის მსგავსად. პლატონი ზეცისკენ მიუთითებს, რაც მის ფორმათა მრწამსს განასახიერებს.
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიასდემოკრატიასმონარქიასოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.
პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.
დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როდესაც მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ „ჰო“–ს, „რა თქმა უნდა“–ს ან „ნამდვილად“–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც „სოკრატეს პრობლემა“.
იხ. ვიდეო

დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი „რესპუბლიკა“-ში.

მეტაფიზიკა მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად „მეტაფიზიკურით“ აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს.

„პირველი ფილოსოფია“ ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...