суббота, 19 сентября 2020 г.

თანავარსკვლავედები

                      თანავარსკვლავედები

                                     

დათვის თანავარსკლავედი თანავარსკლავედი იან ჰეველინის ატლასი (სარკისებული გამოსახულება)

ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება.

ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესიპერსევსიანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორიმშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.

ამჟამად მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი, ხილვადია შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშავენ: მათ შორის ყველაე კაშკაშას — α ასოთი, მომდევნო სიკაშკაშისას — β-თი და ა. შ.

                                                       


ნათელი ვარსლავები თანავარსკლავედებში რომლებიც სხვადასხვა სიშორეზე მდებარეობენ მზიდან

თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არა აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე — დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონში, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვნოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები.

ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.

იხ. ვიდეო

უძველეს დროში ადამიანები ხედავდნენ გარკვეულ სისტემას ვარსკვლავების ურთიერთ განლაგების პროცესში და აჯგუფებდნენ მის შესაბამისად თანავარსკვლავედებში. ისტორიის განმავლობაში დამკვირვებლებმა განასხვავეს სხვადასხვა რაოდენობის თანავარსკვლავედი და მათი მონახაზი, ხოლო ზოგიერთი უძველესი თანავარსკვლავედის სახელების წარმოშობა სრულად არ არის გარკვეული. მე -19 საუკუნემდე თანავარსკვლავედები არ ესმოდათ როგორც ცის რეგიონები, არამედ ვარსკვლავების ჯგუფები, რომლებიც ხშირად გადაფარავდნენ ერთმანეთს. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ერთდროულად ორ თანავარსკვლავედს ეკუთვნოდა, ხოლო ვარსკვლავებით ღარიბი ზოგიერთი რეგიონი არცერთ თანავარსკვლავედს არ ეკუთვნოდა. მე -19 საუკუნის დასაწყისში ციურ სამყაროში მდებარე თანავარსკვლავედებს შორის საზღვრები გამოიკვეთა და თანავარსკვლავედებს შორის არსებული „სიცარიელეები“ აღმოიფხვრა, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაფიო განმარტება და სხვადასხვა ასტრონომებმა ისინი თავისებურად განსაზღვრეს.

არსებობს ცალკე ზოდიაქოს 12 თანავარსკლავედი რომლითაც ხელმძღვანელობენ ასტროლოგები ანუ ყოველი თვის განლაგებით ერთი თანავარსკლავედი  ესენია :ვერძს, კუროს, ტყუპს, კირჩხიბს, ლომს, ქალწულს, სასწორს, მორიელს, მშვილდოსანს, თხის რქას, მერწყულს, თევზებს - რომელთა მეშვეობითაც მზის ცენტრს წლიური ბრუნვით ეკლიპტიკის გასწვრივ გადის, ზოდიაქოს უწოდებენ. ისინი ცნობილია უძველესი დროიდან. ჩვენს დროში (2014 წლის ეპოქა) 30 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე მზე მდებარეობს გველისმჭერის თანავარსკვლავედში, ამიტომ ფორმალურად ეს თანავარსკვლავედი ზოდიაქოცაა, მაგრამ ტრადიციულად იგი ზოდიაქოსი არ ითვლება.

რათქმა უნდა სხვადა სხვა კულტურებში მითოლოგიებთან იყო დაკავშირებული თანავარსკლავადების. 


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...