воскресенье, 6 сентября 2020 г.

ბენზინი

                                 ბენზინი
                           
                                                                        ბენზინი
საწვავი შერეული მსუბუქი ნახშირწყალბადი დუღილის ტემპ-რა +33 - დან  205°C, სიმკვრივე — 700-780კგ/მ³. იყინება — 60°C ქემოთ, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აალდება. ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით — ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით. (ფრანგ. benzine) — სხვადასხვა აგებულების ნახშირწყალბადების ნარევი, დამახასიეთებელი სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი, გამჭვირვალე უფერო სითხე, დუღილის ტემპერატურაა 30-იდან 205°C, სიმკვრივე — 700-780კგ/მ³. იყინება — 60°C ქემოთ, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აალდება. 
იხ. ვიდეო

ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით — ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით. ბენზინს იყენებენ საწვავად შიგაწვის ძრავებში. მას ხმარობენ გამხსნელადაც, სარეცხ სითხედ და სხვა; საწვავი ბენზინი იყოფა საავტომობილო და საავიაციო ბენზინად. საავტომობილო ბენზინი ორი სახისაა: საზამთრო და საზაფხულო. საზამთრო ბენზინი შეიცავს მეტ დაბალმდუღარ ნახშირწყალბადებს, ვიდრე საზაფხულო. ბენზინის უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო თვისებაა მისი ადვილად აორთქლების უნარი და დეტონაციური მდგომარეობა. ბენზნის ანტიდეტონაციური თვისებები დამოკიდებულია შემადგენელი ნახშირწყალბადების აგებულებაზე და ფასდება ოქტანური რიცხვით. იყენებენ შემდეგი მარკის ბენზინს: A-66, A-72 და სხვა (რიცხვითი მაჩვენებლები ოქტანური რიცხვის მაჩვენებელია). დეტონაციური მდგომარეობის გასადიდებლად ბენზინს უმატებენ ტეტრაეთილტყვიას. ასეთი ეთილირებული ბენზინი შხამიანია და სხვა ბენზინებისგან განსასხვავებლად აფერადებენ. დიდი ხნის განმავლობაში ბენზინს იღებდნენ რეკტიფაციის მეშვეობით (ნავთობის გადამუშავებით) და არჩევა ნევთობის ფეაქციიდან, დუღილისას გარკვეულ ტემპერატურაზე ზღვარზე (100 °C - დან  — ბენზინი I ხარისხის,  110 °C - მდე — ბენზინი სპეციალური,  130 °C - მდე — ბენზინი II ხარისხის). თუმცა საერთო დამახასიათებელი ამ ბენზინების წამოადგენს დაბალი ოქტანობის რიცხვს. 
                                           ავტოგასამართი სადგური მიუნხენში
ბენზინი მავნებელია ადამიანისათვის. ბენზინის ორთქლი ორგანიზმში ძირითადად ფილტვების მეშვეობით აღწევს, მაგრამ შეიძლება კანიდანაც მოხვდეს. მოწამვლის საშიშროება არსებობს ბენზინის წარმოების ყველა ეტაპზე, ტრანსპორტირებისა და განსაკუთრებით, გამოყენების დროს. ბენზინით მოწამვლა იწვევს თავის ტკივილს, ხველებას, თვალისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში — თავბრუს, ბარბაცს, ფსიქიკურ აგზნებას, პულსის შენელებას, იშვიათად — გრძნობის დაკარგვას.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...