воскресенье, 13 сентября 2020 г.

სამეცნიერო ფანტასტიკა

                სამეცნიერო ფანტასტიკა
                         
                           უცხოპლანეტელთა შეჭრა ჰ. გ. უელსისის 1897 წ-ის რომანში ,,სამყაროს ომი''
 ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების სხვა განხრების ჟანრი, ფანტასტიკის ერთ-ერთი სახე. მასში ფიგურირებენ გამოგონილი ზებუნებრივი ადგილები, მომავლის მეცნიერული მიღწევები და ტექნოლოგიები, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, უცხოპლანეტელები და პარანორმალური შესაძლებლობები. სამეცნიერო ნოვატორული გამოგონებების კვლევა არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი მიზანი, რაც მას „იდეების ლიტერატურად“ აქცევს.
სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად ეფუძნება მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას. იგი ჰგავს ფენტეზის ჟანრს, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ თხრობის ელემენტები ეფუძნება მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს (თუმცა, სიუჟეტის გარკვეული ელემენტები შესაძლოა, გამოგონილიც იყოს).
სამეცნიერო ლიტერატურაში მოქმედებების ადგილები ხშირად იგივეა, რაც არსებულ რეალობაში, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ცდილობს მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მოვლენები, აღწერილი მასში, ბუნებრივია. ეს მიიღწევა გამოგონილი ელემენტების მეცნიერული ახსნით. სამეცნიერო ლიტერატურაში შეიმჩნევა შემდეგი ელემენტები:
  • დრო - როგორც წესი, მომავალი, ალტერნატიული რეალობა ან ისტორიული წარსული, რომელიც ეწინააღმდეგება აქამდე ცნობილ ფაქტებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ან არქეოლოგიურ დასკვნება.
  • ადგილი - ხშირად ეს არის ღია კოსმოსი. მოვლენები მიმდინარეობს უცხო პლანეტებზე ან მათ შორის. აღწერილია თავისუფალი ფრენა კოსმოსურ სივრცეში.
  • პერსონაჟები - მათ შორის არიან უცხოპლანეტელები, მუტანტები, ანდროიდები ან ჰუმანოიდური რობოტები.
  • ტექნოლოგია - მომავლის იარაღი და მექანიზმები. ასეთებია სხივებიანი ავტომატები, სატელეპორტაციო მანქანები, ჰუმანოიდური კომპიუტერები.
  • მეცნიერული პრინციპები, რომლებიც ახალია ან ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მაგალითად - მოგზაურობა დროში ან სინათლის შუქზე უფრო სწრაფად მოძრაობა.
  • ახალი და განსხვავებული პოლიტიკური ან სოციალური სისტემები - დისტოპია, პოსტ-სიღარიბე ან პოსტ-აპოკალიფტიკური სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული საზოგადოების ნგრევას.
  • პარანორმალური თვისებები - გონების კონტროლი, ტელეპატია, ტელეკინეზი, ტელეპორტირება.
ჟანრის განსაზღვრა - კრიტიკოსებსა და ლიტერატურატამწოდნეებს შორის არის დავა იმის შესახებ თუ რა ითვლება სამეციერო ფანტასტიკად. ამის მიუხედავად მათი უმეტესობა ეთანხმება, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა არის ლიტერატურა, რ-იც დაფუძნებულია გარკვეულ ვარაუდებზე მეცნიერებსი სფეროში : ახალი გამოგონებისა ბაჩენის,. ბუნების ახალი კანონონების აღმოჩენა, ზოგჯერ საზოგადოების ახალი მოდელების აგებაც (ცოციალური ფანასტიკა).
ვიწრო გაგებით, სამეცნიერო ფანტასტიკა არის ტექნოლოგიები და სამეცნიერო აღმოჩენები, მათი საინტერესო შესაძლებლობები, მათი დადებითი ან უარყოფითი გავლენა და პარადოქსები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. სამეიცნიერო ფანტასტიკა ამ ვიწრო გაგებით იღვიძებს სამეცნიერო წარმოსახვას, აფიქრებინებს მომავალზე და მეცნიერების შესაძლებლობებზე. უფრო ზოგადი გაგებით, სამეცნიერო ფანტასტიკა არის ფანტაზია ზღაპრისა და მისტიკური გარეშე, რომელშიც ფანტასტიკურ მოვლენებს და მოვლენებს არა ზებუნებრივი, არამედ მეცნიერული ახსნა აქვთ.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...