четверг, 3 сентября 2020 г.

სპილენძი

                            სპილენძი

                      
                                          თვითნაბადი სპილენძი (დაახლ. 4 სმ სიგრძის
ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის. (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის) და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონიაიგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.
                                                  
                                                                         სპილენძის სულფადი
სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, "ლითონი კვიპროსიდან", მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე. ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.
                                                                   
სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.
იხ. ვიდეო
          სპილენძი ებრძვის დაავადებებს...
სპილენძი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, სამკურნალოდ.
სპილენძი აქტიურად მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ტონუსს მატებს ღვიძლს, ელენთასა და ლიმფურ სისტემას, სპობს მიკრობებს, ხელს უწყობს წონის დაკლებას. სპილენძს იყენებენ პარაზიტული დაავადებების, სისხლნაკლებობის, მენინგიტისა და რადიკულიტის სამკურნალოდ.
                                                          
                                                            პროდუქტები, მდიდარი სპილენძით
მაგალითად, რადიკულიტის დროს მტკივნეულ ადგილზე იდებენ სპილენძის მონეტას ან ფირფიტას, ზევიდან კი მატყლს იფარებენ. სახსრების ტკივილისა და მარილების დაგროვების დროს თითებზე იკეთებენ რამდენიმე რგოლს, შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სპილენძის (შაბიამნის) აბაზანები (1-2 / შაბიამანი და წყლით სავსე აბაზანა).

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ 15 წუთით. მკურნალობის კურსია 10-15 აბაზანა და შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში 4-6-ჯერ.
თავის ტკივილის, უძილობის, შაქრიანი დიაბეტის დროს მარჯვენა ხელზე ატარეთ 99%-იანი სპილენძის სამაჯური, ხოლო მაღალი წნევის, ჰემოროის, გულის უკმარისობის, ტაქიკარდიის დროს - მარცხენა ხელზე.

სპილენძის საყოფაცხოვრებო საგანი, რომელსაც რეგულარულად ვეხებით (მაგალითად, კარის სახელურები, წყლის ონკანი და ..) ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციისა და ბაქტერიის გავრცელებას.

ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში 2 მგ სპილენძი. 1 სასმელი წყალი შეიცავს 1მგ სპილენძს. სპილენძი არის ხორცში, თევზში, პურ-ფუნთუშეულში, მუხუდოში, ბოსტნეულში, ქამა სოკოში, კარტოფილში, ღვიძლში, თირკმლებში, კვერცხის გულში, ხორბალში, ზოგიერთ ზღვის პროდუქტში.

ცნობისთვის:

1. რძის დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სპილენძის უკმარისობა.
2. ალერგიულებმა თავი შეიკავეთ ნებისმიერი ლითონით მკურნალობისგან.
3. მათ, ვინც ალერგიული არ არის, მაგრამ ლითონით მკურნალობისას კანზე გაუჩნდათ გამონაყარი და დაეწყოთ ქავილი, მაშინვე უნდა შეწყვიტონ მკურნალობა.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...