понедельник, 28 сентября 2020 г.

გასტრიტი

                               გასტრიტი

Helicobacter pylori გასტრიტით დაავადებული პაციენტის კუჭის ლორწოვანი გარსის მიკროგრაფია

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.


მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, რომლის ლათინური სხელწოდებაა ჰელიკობაქტერ პილორი. ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.

მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. უარეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.

გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვლევა, ნაკლებინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით და 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება.

იხ. ვიდეო



არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.

ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება, დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება მიმდინარეობს. ქრონიკული გასტრიტის დროს გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომაც მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ქრონიკული გასტრიტის ფორმების დიფერენცირება ძალზე რთულია.

A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია, ანუ სისხლნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტივიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე, მიმდინარეობს.

კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით (გამომუშავებით) მიმდინარე ჰიპერაციდული გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • საკვების მიღების დროს ან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის პროცესიაზე ტკივილის აღმოცენება
  • იშვიათად ტკივილი შეიძლება წარმოიშვას საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ ან უზმოზეც, დამახასიათებელია გულძმარვაც
  • ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული
  • წარმოქმნილი სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება (შემწვარი ხორცი, მწარე, მჟავე, საჭმელი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები)
  • სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა სოდიანი, მინერალური წყლის, ჩაის ან მცირედი საკვების მიღების ფონზე დაწყნარდეს
  • კვების რეჟიმის დარღვევისას შეიძლება განვიტარდეს ღებინება მჟავე მასებით
  • არ აღინიშნება სეზონური გამწვავებები

კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა
  • უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნებები
  • ჭამის დროს კუჭის გავსების შეგრძნება
  • კუჭის პროცესიაზე სიმძიმის შეგრძნება ან ყრუ ტკივილი
  • ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვიტარდება
  • აღსანიშნავია საერთო სისუსტე, დაღლილობა, უმოძრაობა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, სიმსივნით დაავადების შიში უჩნდება
  • ხელებსა და ფეხებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
  • კანი მშრალი და ფერმკრთალია, თმა- თხელი და ბოლოში გაყოფილი, ფრჩხილები- დეფორმირებული
  • ენა თეთრი ნადებით არის დაფარული

ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას. კონსერვატებით, საღებავებითა და ემულგატორებით დამზადებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზია.

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდები საბოლოოდ არ არის შემუშავებული. A ტიპი დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები, ჰელიკობაქტერიის არსებობისას კი- ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები სქემის მიხედვით.

იხ. ვიდეო

მწვავე გასტრიტი - კუწი ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რ-იც ტკივილით სისხლდენით  და სხვ სიმპტომებით გამოიხატება. ეს სიმპტომები შიეძლება ერთბაშად და მოილოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება  ქრონიკული გასტრიტისგან რ-იც დიდხანს და ნელანელა პროგრესირებს, ზოგჯერ მწავვე გასტრიტი ეროზიულია - კუჭის ლორწოვანის ზედაპირი დაზიანებულია.მწავავე გასტრიტი ეროზიულიც და არაეროზიულიც მკურნალობას იოლად ემორჩილება. გამოიხატება ისეთი შემთხვევებიც როცა ადამიანის ბიოლოგიური ცვლილებებბის მიუხედავად არაფერს უჩივიან.
დაავადების ძირითადი ნიშნებია - წვის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლისა და კუჭის საპროექცო არეში, მკერდის ძვისებრის მორჩოს ქვემოთ. უმადობა, გულისრევის ღებინებინებით ან მისგარეშე.მწავე გასტრტს ზოგჯერ გართულებები მოჰყვება მაგალითად კუჭდან სისხლდენა ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
პროფლიატიკა -  თავიდან ასაცილებლად გასტრიტის გამწვავებისგან საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ და მოვერიდოთ პომიდორი, ტომატი ციტრუსები. ეს სკავები უწყობს ხელს კუჭის მჭავის წვენის სეკრეციის. თი ტკივილგამაყიჩებელის მიღება აუცილებელია უპირატყესობა მივანიჭთ აცეტიტამინაფენებს (პარაცეტამოლი) და შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ ასპირინსა და სხვა არასტეროიდეზე. მივმართოთ ექიმს.

სტატისტიკა - ქრონიკული გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება კუწნაწლავის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ქრონიკული გასტრიტი დდამიწი მოსახლეობის ზრდასული მოსახლეობის 85%-ს აქვს, ხოლო კუწისა და თორმედგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება დედმიწის მოსხლეობის თითქმის ნახევარს აწუხებს.
 ახალგაზრდებს წყლული უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავზე უჩნდებათ, ხოლო შდარებით ასაკოვნებს - კუწში.
მოსახლეობის 60%-ს ქრონკული ყაზბობა აწუხებს.
 საწმლის მომნელებელი სისტემის დაავადება ხშირად კომპლექსურად ვიტარდება, მაგ., მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტყრიტი ყოველთვის ახლავს ყაზბობა, წყლულოვანი დაავადებისას კი კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი და მსხვილი ნაწლავიც დაზიანებულია.
 სპეციალისტთა აზრით არ არსებობს ადამიანი, რ-ისაც რომელიმე გასტროლოგიური პათოლოგია არ სწირდება
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა მტავარი მიზეზი თანამედროვე საკვები, ცხოვრების წესი და სტრესია.
 ფიტოთერაპია - საჭმლის მომნელი  სისტემის დაავადებები  იმ რიცხვს ეკუთვნის, რ-თა მკურნალობის ბევრი ფიტოთერაპიული მეთოდით აუმჯობესებს. სამკურნალოდ ისეთ მცენარეებს, რ-იც საწმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე დამცავ ფენას ქმნის ასეთია: მაგ., მუხის ქერქი, ანტების საწინაამღდეგო ძლერი ეეფქტი აქვს კრაზანას, კოწახურს, ჭინჭარს, ქაცვს, ალოეს, გულყვიტელას, მრავლძაღღვას, კამას, სვიას, ბარამბოს, ძირტკბილას, თავშავას, პიშუშხას და სხვ.
 საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სამკურნალოდ ბევრი ფიტოსაშუალება მზადება გვირილისგან, უკვდავასგან, ქრსიტესისხლესგან. უკუჩვენებია სილიცილის შემცვლელი მცენარეების გამოყენება - ეს ნივთიერება ხელს უწყობს ლორწოვანი გარსში წყლულოვანი დეფექტების წარმოქმნას. ასეთებია ალუბალი, ჟოლო სხვა კენკრა.
გასტრტიტის დროს - 1 ჩ/კ ბაუბაწვერა წვრილად დაწრილ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე გადაწურეთ და გააცივეთ მიირეთ 1/4 ჩ/ჭ დრეში 4-ჯერ ჭამამდე 0,5 სთ-თ ადრე.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...