пятница, 18 сентября 2020 г.

ეთოლოგია

                             ეთოლოგია

                        

                                               სხვა დასხვა ქცევითი გამოვლინელები ცხოველების


 ცხოველთა ქცევის მეცნიერული და ობიექტივისტური, ძირითადად ფოკუსირებულია ბუნებრივ პირობებში ქცევაზე და ქცევა განიხილება როგორც ევოლუციურად შეძენილი თვისება.ბიჰევიორიზმი ასევე შეისწავლის ცხოველთა ქცევას, თუმცა უმთავრესად ლაბორატორიულ კონტექსტში, ევოლუციურ შეგუებულობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარეშე. ისტორიის მანძილზე ცხოველთა ქცევას მრავალი ბუნებისმეტყველი შეისწავლიდა. ეთოლოგიის საფუძვლები ჩარლზ დარვინის ნაშრომებსა და XIX-XX საუკუნის ამერიკელი და გერმანელი ორნიტოლოგების ნაშრომებშია. ეთოლოგიის თანამედროვე დისციპლინის ჩამოყალიბების პერიოდად 1930-იანი წლები მიიჩნევა ნიდერლანდელი ბიოლოგის, ნიკოლას ტინბერგენის ნაშრომებით, ასევე ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კონრად ლორენცისა და კარლ ფონ ფრიშის ნაშრომები. ეთოლოგია ლაბორატორიული და საველე მეცნიერების კომბინაციაა და მჭიდრო კავშირი აქვს სხვა დისციპლინებთან, როგორიცაა ნეიროანატომიაეკოლოგია და ევოლუციური ბიოლოგია. როგორც წესი ეთოლოგები დაინტერესებული არიან ქცევითი პროცესებით, ვიდრე ცხოველთა ჯგუფებით და ხშირად ერთი სახის ქცევას შეისწავლიან, როგორიცაა აგრესიაკამუფლაჟი და სხვ

ერთი ვერსიით, პირველი თანამედროვე ეთოლოგი ჩარლზ დარვინი იყო, რომლის 1872 წლის წიგნმაც ემოციების გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში მრავალ ეტოლოგზე იქონია გავლენა. დარვინი თავის პროტეჟეს, ჯორჯ რომანესს ქცევებისადმი ინტერესს უღვიძებდა. პროტეჟემანთროპომორფული და კოგნიტივისტური მეთოდების გამოყენებით ცხოველების დასწავლა და ინტელექტი გამოიკვლია, თუმცა სამეცნიერო წრეებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.

სხვა ადრეულ ეთოლოგებს შორის ჩარლზ ო. უაიტმენი, ოსკარ ჰეინროთი, უოლეს კრეიგი და ჯულიან ჰაქსლი ინსტინქტურ ქცევებზე კონცენტრირებული დაკვირვებების ნაცვლად, განსაზღვრულ გარემოებებში ყველა სახეობის კვლევაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ახალი სახეობების შესასწავლად ეთოლოგები ეთოგრამებს (ქცევების მთავარი ტიპების აღწერა შემთხვევათა სიხშირის მიხედვით) იყენებდნენ. ეთოგრამები ქცევათა ობიექტურ, დაგროვებით მონაცემთა ბაზას ქმნიდა, რომელიც მკვლევრებს კვლევის პროცესში შეიძლება გამოეყენებინათ.

იხ. ვიდეო





                                        

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...