понедельник, 31 мая 2021 г.

შეჯიბრი მარსზე ფრენებისთვის

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

         შეჯიბრი მარსზე ფრენებისთვის

                                  
შეჯიბრი სხვადასხვა ნაციანალური კოსმოსური სააგენტოებსა და კერძო კომპანიებს შორის მარსზე დაგეგმილი პილორიებული ფრენების მისიების სფეროში. ასევე მოიცავს მარსზე დაშვებისა და საცხოვრებელი ბაზის მშენებლობა. ძირითადად კოლონიზაციის იდეა ნაწილი სამცნიეროხასიათის არის. გამოვლენილია ცალკეული კომპანიები ერვნული სახელმწიფო სააგენტოსების მიერ ასევე ნასა, ცდილობს შეინარუნონ პარტნიორობა წამყვანს კერძო მოთამაშეებთან როგორიც არის  ,,SpaceX'' და სხვა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააყენა ამოცა ,, ნასას'' წინაშე, რომ 2030წ-ისთვის მარსზე განხორციელდეს პოლოტირებული ფრენა.
აღნიშნული მისასას წარამტებულად ახროციელებს კომპანია ,,SpaceX'' საგამოცდო კოსმოსური ხომალდ  ,,Starship '' SN - 15, და SN - 16 პროტოტიბების მიმიდნარე კვლევებით
                                                                   იხ. ვიდეო
ერთერთი მთავარ  კონტრაქტორი ასევე იყო კომპანია ,, ბონგი'' ნასა პოექტ Space Launch System, ასევე მონაწილეობს კომპანია Blue Origin განაცხდა , რომ მისი  რაკეტა მარაბელი «New Armstrong» და  «New Glenn» შესაძლებელია გამოყენებული იყოს პილოტირებული ფრენებისთვის  მარსზე,  BFR კომპანია SpaceX. მას შეუძლია მიიყვანოს კოსმოსმოსური  კონკურეციამდე მარსზე პილოტირებული ფრენებისთვის.

Virgin Galactic ასევე გამოთქვა ინტერესი მარსზე ფრენებზე.

SpaceX ამუშავებს მძიმე მატარებლებს BFR პირველის გაშვება  დაგეგმილია 2020-წწ დასაწყისში; პირველი სატვირთო ფრენა მარსზე დაგგემილია 2022 წისთვის; მარსზე პილოტირებული ფრენები დაგეგმილია 2024 სთვის. ასევ დაგეგმილია ბაზების აშენება მარსზე.



суббота, 29 мая 2021 г.

გაიზერიხი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               გაიზერიხი

გაიზერიხი მიერ რომის ძარცვა მხატვარი კარლ ბრილუვი
 
 გეიზერიხი, გენზერიხი (დ. 390 – გ. 477) – ვანდალების მეფე 428-477 წლებში. 429 წელს ვანდალები გაიზეიხის მეთაურობით ესპანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკაში შეიჭრნენ, 439 წელს აიღეს კართაგენი და იქ აჯანყებული მონებისა და კოლონების მხარდაჭერით შექმნეს თავიანთი სახელმწიფო (დედაქალაქი კართაგო). მათი ფლოტი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა. გაიზერიხმა დაიპყრო ასევე კორსიკა, სარდინია; 455 წელს დაანგრია და გაძარცვა რომი; ხოლო 461 და 468 წლებში გაანადგურა მის წინააღმდეგ გამოგზავნილი რომაელთა ფლოტი.
                                                                                            
გაიზერი ვერცხლის მონეტაზე
ჩრდილოეთ აფრიკაში ტახტზე გეიზერის ტახტის დროს რომის მთავრობისთვის შეიქმნა რთული ვითარება, სამხედრო ლიდერის ბონიფაციეს აჯანყება, ბერბერული ტომების შემოჭრა და სხვა სირთულეები. ამით ისარგებლეს ალანებმა და ვანდალებმა. გეიზერიხმა 80-ათასიანი არმიით 429 წლის მაისში გადაკვეთა გიბრალტარი და სერიოზული წინააღმდეგობა რომ არ ჰქონია, თინგისიდან კართაგენამდე მანძილი გაიარა წელიწადზე ნაკლებ დროში, ანუ დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი. ვანდალებმა აიღეს ქალაქები, მხოლოდ ცირტამ და კართაგენმა მოიგერიეს თავდასხმები. რომაელი სარდალი ბონიფაცი თავისი ჯარით გავიდა ქალაქ ჰიპონ-რეგიუსში, სადაც მან თოთხმეტი თვის განმავლობაში გაუძლო ალყას, 431 წლის ივლისამდე. შემდეგ მან დატოვა, დატოვა ქალაქი ალანებსა და ვანდალებს. ჰიპონ-რეგიუსი გახდა გეიზერიხის პირველი ჩრდილოეთ აფრიკის რეზიდენცია.
იხ. ვიდეო


пятница, 28 мая 2021 г.

კენ ტომფსონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             კენ ტომფსონი

(დ. 4 თებერვალი1943) — კომპიუტერული მეცნიერებების ამერიკელი მკვლევარი, პროგრამისტი. ცხოვრების დიდი ნაწილი ტომფსონმა Bell Labs-ში მუშაობას დაუთმო, სადაც მან შეიმუშავა და დანერგა პირვანდელი Unix ოპერაციული სისტემა. გარდა ამისა, მან შეიმუშავა პროგრამირების B ენა, რომლის საფუძველზე შემდგომ შეიქმნა პროგრამირების С ენა. იყო ოპერაციული სისტემა Plan 9-ის შემქნელი და ადრეული შემმუშავებელი. 2006 წლიდან მუშაობდა კომპანია Google-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო Go პროგრამირების ენის შექმნაში.

სხვა გამოჩენილ წვლილს შორის, აღსანიშნავია კენ ტომფსონის მიერ რეგულარულ გამოსახულებებზე მუშაობა, ადრეული კომპიუტერული ტექსტური რედაქტორების QED-ისა და ed-ის შემუშავება, კოდირების UTF-8-ის განსაზღვრება. მუშაობდა კომპიუტერულ ჭადრაკზე, რომლის ფარგლებში შეიქმნა საჭადრაკო დაბოლოებების ცხრილური ბაზები და საჭადრაკო მანქანა Belle.

იხ. ვიდეო

კენეთ ტომფსონი დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ორლეანში. კითხვაზე, თუ როგორ ისწავლა პროგრამირება, ტომფსონმა უპასუხა:


„ყოველთვის გატაცებული ვიყავი ლოგიკით და სკოლის დაწყებით კლასებშიც კი, ვმუშაობდი არითმეტიკულ პრობლემებზე ორობით სისტემაში. რაღაც მსგავსი. იმიტომ რომ გატაცებული ვიყავი.“

ტომფსონმა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1965 წელს, ხოლო 1966 წელს — მაგისტრის ხარისხი. ორივე ხარისხი, ელექტრულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნირებებში, ტომფსონმა დაიცვა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, სადაც მისი თეზის მრჩევლად იყო მათემატიკოსიპროფესორი ელვინ ბერლეკემპი.

Bell Labs-ში კენ ტოფსონი სამუშაოდ აიყვანეს 1966 წელს. 60-იანებში ტომფსონი, დენის რიჩისთან ერთად მუშაობდა ოპერაციულ სისტემა Multics-ზე. Multics-ის წერის პროცესში, შეიმუშავა პროგრამირების ენა Bon. ასევე, შექმნა ვიდეო-თამაში Space Travel. მოგვიანებით Bell Labs-მა დატოვა Multics-ის პროექტი. იმისათვის, რომ გაეგრძელებინა თამაში, ტომფსონმა იპოვა ძველი PDP-7 მანქანა და ხელახლა დაწერა მასზე გასაშვებად Space Travel-ის თამაში. საბოლოოდ, ტომფსონის მიერ შემუშავებული ხელსაწყო გადაიქცა ოპერაციულ სისტემა Unix-ად: PDP-7-ზე მუშაობისას Bell Labs-ის მკვლევარებმა, ტოფსონისა და რიჩის ხელმძღვანელობით, ასევე რუდ ქენედეის მონაწილეობით, შეიმუშავეს იერარქიული ფაილური სისტემა (HFS), კომპიუტერების პროცესებისა და მოწყობილობის ფაილების კონცეპტები, საბრძანებო სტრიქონის ინტერპრეტატორი, არხსადენები პროცესათაშორისი კომუნიკაციის გასამარტივებლად, და სხვა მცირე დამხმარე პროგრამები. 1970 წელს, ბრაიან კერნიგენმა შესათავაზა სახელი „Unix“, „Multics“-ის სახელის კალამბურის სახით. Unix-ზე საწყისი მუშაობის შემდეგ, ტომფსონმა გადაწყვიტა, რომ Unix-ს ესაჭიროებოდა სისტემური პროგრამირების ენა, რის შედეგადაც მან შეიმუშავა პროგრამირების B ენა, რომელიც რიჩის C-ის წინამორბედი იყო.

1960-იან წლებში ტომფსონმა დაიყო რეგულარულ გამოსახულებებზე მუშაობა. მან შეიმუშავა QED ტექსტური რედაქტორის CTSS ვერსია, რომელიც შეიცავდა ტექსტის საძებნელად რეგულარულ გამოსახულებებს. QED-მა და ტომფსონის შემდგომაა რედაქტორმა ed-მა (Unix-ის სტანდარტული რედაქტორი) დიდი წვლილი შეიტანეს რეგულარული გამოსახულებების პოპულარიზებაში, და აქედან მოყოლებული რეგულარული გამოსახულებები გავცელებული გახდა Unix-ის ტექსტური დამუშავების პროგრამებში. თითქმის ყველა პროგრამა, რომელიც დღეისთვის რეგულარულ გამოსახულებებთან მუშაობს, იყენებს ტომფსონის გარკვეულ ჩანაწერს. მან ასევე შეიმუშავა ტომფსონის კონსტრუქციული ალგორითმი, რომლითაც ხორციელდება რეგულარული გამოსახულებების გარდაქმნა არადეტერმინირებულ სასრულ მანქანად, გამოსახულების შეწყვილების ასაჩქარებლად.

1970-იან წლებში კენ ტომფსონი დენის რიჩისთან ერთად მუშაობდნენ ოპერაციულ სისტემა Unix-ზე; მათი გავლენა Research Unix-ზე იმდენად დიდი იყო, რომ დაგ მაკილროიმ მოგვიანებით დაწერა:


„რიჩის და ტომფსონის სახელები, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაკავშირებულია ყველაფერთან, რასთანაც რამე სხვა არ არის.“

2011 წელს, ტომფსონმა განაცხადა, რომ Unix-ის პირველი ვერსია დაწერილ იქნა მის მიერ, ხოლო რიჩი დაეხმარა სისტემის ადვოკატირებასა და განვითარებაში:


„Unix-ის პირველი ორი, თუ სამი ვერსია მე, მარტომ გავაკეთე. დენისი კი მახარობელი გახდა. შემდეგ გადაწერილ იქნა მაღალი დონის ენაზე, რომელსაც შემდეგში ეწოდა С ენა. იგი ძირითადად მუშაობდა ენასა და შეტანა/გამოტანის სისტემაზე, მე კი ოპერაციული სისტემის დანარჩენზე. ეს იყო PDP-11-ისთვის, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, რადგან ეს იყო კომპიუტერი, რომელმაც აკადემიური საზოგადოება დაიპყრო“

ტომფსონის Unix-ის შემუშავებისას მიღებული გამოცდილება საკვანძო გამოდგა პროგრამირების C ენის შემუშავებისთვისაც. ტომფსონმა მოგვიანებით C ენის შესახებ განაცხადა:


„ის გაჩნდა სისტემის გადაწერის პროცესში, და ამგვარად, სისტემის დასაწერად საუკეთესოდ გადაიქცა“

1975 წელს ტომფსონმა Bell Labs-ში შემოქმედებითი შვებულება აიღო და თავის ალმა-მატერში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში გაემგზავრა. იქ ტომფსონი ეხმარებოდა PDP-11/70-ზე Unix Version 6-ის დაყენება-გამართვაში. შემდგომში, ბერკლიში Unix-ი განავითარეს როგორც თავიანთი სისტემა და ცნობილი გახდა სახელით Berkeley Software Distribution (BSD).

1971 წელს კენ ტოფსონმა დაწერა ჭადრაკის მოთამაშე პროგრამა „ჭადრაკი“ Unix-ის პირველი ვერსიისთვის. შემდეგ, ჯოზეფ კონდონთან ერთად, ტოფსონმა შექმნა აპარატურულად ხელშეწყობილი პროგრამა Belle, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა საჭადარაკო კომპიუტერებში. ასევე, მან დაწერა საჭადრაკო დაბოლოებების (ენდშპილი) სრული აღრიცხვის პროგრამები, რომლებიც ცნობილია თამაშის დაბოლოებათა ცხრილების სახელით, ყველა 4, 5 და 6 ნაწილიანი ენდშპილისათვის, რომელიც მოთამაშე მანქანას საშალებას აძლევს შეასრულოს „იდეალური“ სვლები, მას შემდეგ რაც მიღწეული იქნება პროგრამაში შენახული პოზიცია. მოგვიანებით, ტოფსონმა, საჭადრაკო დაბოლოებათა ექსპერტის, ჯონ როიკროფტის დახმარებით თავისი პირველი საენდშპილო შედეგები გაავრცელა CD-ROM-ით. 2001 წელს, კომპიუტერულ თამაშობათა აკადემიურმა ჟურნალმა ICGA Journal, თითქმის სრული გამოცემა მიუძღვნა კენ ტოფსონის სხვადასხვა სახის წვლილს კომპიუტერული ჭადრაკში.

1980-იანები

XX საუკუნის 80-იან წლებში ტომფსონი და დენის რიჩი განაგრძობდნენ Research Unix-ზე მუშაობას, რომელმაც მე-8, მე-9 და მე-10 გამოცემაში შთანთქა BSD-ის კოდური ბაზაც. 80-იანების შუა წლებში, Bell Labs-ში მუშაობა დაიწყო ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა Unix-ის სისტემა. ტომფსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Bell Labs-ის ახალი ოპერაციული სისტემის, Plan 9-ის პროექტის შემუშავებასა და მის დანერგვაში. Plan 9 იზიარებდა Unix-ის ძირითადი პრინციპებს სრულად, თუმცა, მათ უფრო ფართოდ იყენებდა ყველა ძირითადი სისტემური საშუალებისთვის. ზოგიერთი პროგრამა, რომელიც Research Unix-ის გვიანი ვერსიების ნაწილი იყო, მაგალითად mk და rc, ჩართულ იქნა ასევე Plan 9-ში.

ტომფსონი მონაწილეობდა ბიარნე სტროუსტრუპის შემუშავებული C++ პროგრამირების ენის ადრეული ვერსიების ცდაში. ამ მიზნით, ტომფსონი C++ ენაზე წერდა თავის პროგრამებს, თუმცა, მოგვიანებით უარი განაცხადა ტესტირებაზე, რადგან ხშირი იყო ენის ვერსიებს შორის შეუთავსებლობა. 2009 წელს ტოფსონმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა C++ ენის მიმართ და განაცხადა, რომ „იგი ბევრ რამეს ნახევრად კარგად აკეთებს და უბრალოდ არის ურთიერთგამომრიცხავი იდეების ნაგვის გროვა“.

1990-იანები

1992 წელს ტომფსონმა, რობ პაიკთან ერთად, შეიმუშავა კოდირების სქემა UTF-8, რომელიც მსოფლიო აბლაბუდაში სიმბოლოების კოდირების დომინატურ სისტემად იქცა. 2019 წლისთვის ვებ-გვერდების 90% იყენებს UTF-8 კოდირებას.

1990-იანებში მუშაობა დაიწყო ოპერაციულ სისტემა Inferno-ზე, კიდევ ერთ კვლევით ოპერაციული სისტემაზე, რომელიც ეფუძნებოდა ვირტუალურ მანქანაზე. კენ ტომფსონი და დენის რიჩი Inferno-ს პროექტშიც შეჰქონდათ წვლილი, Bell Labs-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად.

2000-იანები

2000 წლის ბოლოს, ტომფსონი გათავისუფლდა Bell Labs-იდან და მუშაობა განაგრძო Entrisphere Inc-ში მეცნიერმუშაკის თანამდებობაზე, სადაც 2006 წლამდე იმყოფებოდა. აჟამად ტომფსონი მუშაობს კომპანია Google-ში დამსახურებელი ინჟინრის თანამდებობაზე. ბოლო დროინდელი მისი მუშაობა მოიცავდა პროგრამირების ენა Go-ს პროექტირებას. Go-ს ორიგინალურ ავტორებთან ერთად საკუთარი თავის მოხსენიებით, ტომფსონი ამბობს:


„როდესაც სამმა ჩვენგანმა [კენ ტომფსონი, რობ პაიკი, რობერტ გრიზმერი] დავიწყეთ, ეს წმინდა წლის კვლევა იყო. სამი ჩვენგანი შეიკრიბა და გადავწყვიტეთ, რომ გვძულდა C++. [იცინის]... [Go-ს რომ დავბრუნდეთ,] ჩვენ დავიწყეთ იმ აზრით, რომ ჩვენ სამივეს გვჭირდება ენის თითოეულ ფუნქციაზე ლაპარაკი, ამიტომ, ენაში უცხო ნაგავი არავითარი მიზეზით არ ჩადებულა“

2009 წლის ინტერვიუს მიხედვით, ამჟამად ტომფსონი იყენებს Linux-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემა

მორიელები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                            მორიელები    


 უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდითგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ.

მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან ფეხსახსრიანების ტიპის არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

იხ. ვიდეო 5 ყველაზე სასისი მორიელები რათქმა უნდა ყველა მორილი არ არის საშიში

მორილები - ყველაზე უძველესი წარმოამდგენლები არიან ობობასნაირების ყველაზე ადრეული ნამარხები სილურული სისტემის პალეოზური პერიოდით  თარიღდება. მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ, რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი მარწუხები. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომლებსაც pectin-ები ჰქვიათ,და მათი დანიშნულება მიწის ვიბრაციის შეგრძნებაა.Pectin-ები მორიელის კორდინაციის უმნიშვნელოვანესი ორგანოა.მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე.

იხ. ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ არაქნიდებს პატარა სხეული, გარეგანი ჩონჩხი და ბევრი კიდური აქვთ, ისინი მწერებში არ უნდა შეგვეშალოს. მწერებს ექვსი კიდური აქვთ, ხოლო მორიელებსა და ობობებს - რვა. ბევრი მწერისაგან განსხვავებით, მორიელს არ გააჩნია საცეცები, რომელიც გამოიყენება გარემოს აღქმისათვის. მორიელი ღამით ნადირობს, მთელი დღის განმავლობაში კი იმალება ფოთლების ქვეშ ან ქვების ნაპრალებში. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან მათი ძირითადი მსხვერპლი-ტარაკნები და ჭრიჭინებია, რომლებიც ასევე ღამით „ფუნქციონირებენ“. მორიელი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან შეიძლება დღისით თავშესაფარი იპოვოს ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში და სასიკვდილო ნაკბენი მიაყენოს ადამიანს მისი აღმოჩენის შემთხვევაში.

                                                                        

მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესტრის საშუალებით თავს ესხმის მტერს. მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი, ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე, როგორც ბზიკის ნაკბენს, თუმცა ძალიან მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს. ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს. მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი-ადამიანი, ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ანტივენინი(ანტივირუსი), რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს. მართალია, მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ, მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან, გრენლანდიის, ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა. ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე, ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას, როგორიცაა Euscorpius flavicuadis, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და „კლანჭებით“ იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს, შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიზმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს.

დედის ზურგზე შეგროვილი ახალშობილი მორიელები

მორიელების შეჯვარების პროცესი ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება. მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ასეთნაირად ატრიალებს. შემდგომ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე, საითკენაც მიუძღვება დედალს, რომელიც თავისი გენიტალიებით იწოვს მას. მორიელები რამდენიმეჯერ ჯვარდებიან, ხოლო გადმოფრქვეული სპერმა დიდხანს ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეუძლია გაანაყოფიეროს რამდენიმე დედალი მორიელი. დედალი მორიელის სანაყოფე ორგანოში კვერცხები ინახება ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბადებიან ახალშობილი მორიელები. სახეობების მიხედვით, მორიელები შობენ ერთიდან 100-მდე მორიელს. ბევრი ახალშობილის გაჩენას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდება. ჩვეულებრივ კი, მორიელი მშობიარობს ორ ეტაპად და ეს პროცესი 24 საათს გრძელდება, ხშირ შემთხვევაში ღამით. იბადება ცოცხალი ახალშობილები, რომელებიც სიცოცხლის პირველ დღეებს დედის ზურგზე ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატარები კანს იცვლიან და უვითარდებათ ახალი, მკვრივი გარეგანი ჩონჩხი, მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ.

მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს „თანამედროვე“ მორიელებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოფილია, რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშუალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად, რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშუალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ. ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს, რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მორიელი კულტურაში გამოსახულება გვხდება ძველი ეგვიპტის ფარაონების სამარხებზე.

გვიპტის მორიელი (ეგვიპტის სერკი) ითვლებოდა ქალღმერთი სელკეტის (ან სალკეტის განსახიერებად.

                                                                  

ძველეგვიპტური ქალღმერთი სელკეტი

მორიელის ნიშანია ასევე ზოდიაქოა. 





среда, 26 мая 2021 г.

ქცევა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ქცევა                                           

 გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს (რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია), ქცევის ობიექტს (რომლისკენაც მიმართულია ქცევა), ქცევის გარკვეულ პროგრამასა და მისი შესრულების ეფექტურობის შეფასების მექანიზმს. ორგანიზაციის ტიპის მიხედვით ასხვავებენ ქცევის ბიოლოგიურფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებს.

ქცევის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო. თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო ცხოველთა ქცევა, ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და მისი რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო ბიოლოგიური შესწავლა დაკავშირებულია ეთოლოგიის და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების — ზოოფსიქოლოგიის და ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი — მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).

ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორიზმმა კი ფსიქიკის შესწავლა ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის ქცევა.

იხ. ვიდეო





вторник, 25 мая 2021 г.

ანტუან ლავუაზიე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ანტუან ლავუაზიე

(ფრანგ. Antoine-Laurent de Lavoisier; დ. 26 აგვისტო,1743პარიზი - გ. 8 მაისი1794, იქვე) — ფრანგი ქიმიკოსიპარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772, ადიუნქტი 1768-დან).

დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. 1794 ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია (1783). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან (1785). ფრანგ ქიმიკოსებთან ( კ. ბერთოლე, ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად 1786-1787 დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული.

                                                                     

                                                                             ა. ლავიაზიეს ლაბორაორია
 

 ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie“ (1789), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი“, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. XIX საუკუნის დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. 1783 ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. 1777 ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი

იხ. ვიდეო
დიდი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ლავუაზიემ მიიღო ფერმებიდან, მან დახარჯა სამეცნიერო ექსპერიმენტებზე. მისი კვლევისთვის მან თანხები არ დაიშურა: მაგალითად, წყლის შემადგენლობაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მას 50 000 ლივარი დაუჯდა. იგი ცდილობდა ექსპერიმენტების ყველაზე სრულყოფილ მოწყობას და ცდილობდა ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი ინსტრუმენტების შექმნას: ამ თვალსაზრისით, საფრანგეთში სამეცნიერო ტექნოლოგია მას ბევრს ვალი აქვს. 1775 წელს მინისტრმა ტურგოტმა, რომელმაც საფრანგეთში გადააქცია დენთის ბიზნესი, ლავუაზიე დანიშნა ამ ბიზნესის ოთხი ადმინისტრატორიდან (fr. Régisseurs des poudres). ლავუაზიეს ენერგიის წყალობით, 1788 წლისთვის საფრანგეთში დენთის წარმოება გაორმაგდა (1,600 ათასი გირვანქა სტერლინგიდან იგი წელიწადში 3,700 ათასი გირვანქა იყო). ლავუაზიე ორგანიზებას უწევს ექსპედიციებს სალტეების ადგილმდებარეობის მოსაძებნად, ატარებს კვლევას მარილის საწმენდის გაწმენდისა და ანალიზის შესახებ; ლავუაზიესა და ბაუმეს მიერ შემუშავებული სალტეების გაწმენდის მეთოდებმა ჩვენამდე მოაღწია. ლავუაზიეს ინიციატივით, მეცნიერებათა აკადემია 1773 წელს. ნიშნავს ჯილდოს საუკეთესო ნამუშევრისთვის, რომელიც ეხება მარილის საწვავის ყველაზე მომგებიანი წარმოების მეთოდს; სამუშაო პროგრამა დეტალურად შეიმუშავა თავად ლავუაზიემ.
ლორან ლავუაზიესა და მისი მეუღლის მერი, ჟაკ-ლუი დევიდის პორტრეტი (1788
1791 წლიდან ა.ლ. ლავუაზიემ მონაწილეობა მიიღო "ხელოვნებისა და ხელოსნობის სათათბირო ბიუროში", რომლის ამოცანა იყო მთავრობისათვის მიეთითებინა ქვეყნისთვის სასარგებლო ტექნიკური გამოგონებების შესახებ და მათთვის საუკეთესოები ჯილდოებით გადაეცათ. სათათბირო ბიუროში ლავუაზიეს მონაწილეობის ნაყოფი იყო ნოტა საზოგადოებრივი განათლების ორგანიზების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ 1791 წელს გენერალური მეურნეობა (fr. Ferme générale) გაუქმდა, ფერმერებზე თავდასხმები არ შეჩერებულა . 1793 წელს ბურდონის მოადგილემ კონვენციაში მოითხოვა გამოსასყიდის ყოფილი მონაწილეების დაუყოვნებლივი დაპატიმრება და განსჯა, საქმის ლიკვიდაციისთვის დადგენილ ვადას არ დაელოდა. დაინიშნა ახალი კომისია, რომელიც განიხილავს ქირავნობის შემთხვევებს; მან საჭიროდ მიიჩნია, რომ ბოლო სამი კონტრაქტის დროს ყველა გადასახადის დილერის დაკავება მოითხოვა. ლავუაზიე, სხვა საგადასახადო ფერმერებთან ერთად, დააპატიმრეს 1793 წლის ნოემბრის ბოლოს და კონვენციამ გადაწყვიტა რევოლუციური ტრიბუნალის მიერ მისი სასამართლო განხილვა.
ა.ლ. ლავუაზიე 1794
მსჯავრდებულებს ბრალი ედებოდათ საფრანგეთის ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ერის მტრების დახმარებაში, მავნე მინარევების შერევაში ცხოვრების მარაგზე, მათ ხელში ეჭირათ სახელმწიფო თავდაცვისთვის საჭირო სახსრები. რევოლუციურმა ტრიბუნალმა სიკვდილით დასაჯა ყველა საგადასახადო ფერმერი (31 ადამიანი), გარდა რობესპიერის მიერ სიიდან ამოღებული ერთისა. არც სათათბირო ბიუროს შუამდგომლობამ, არც სამშობლოსთვის ცნობილმა სამსახურებმა და არც სამეცნიერო დიდებამ გადაარჩინა ლავუაზიე სიკვდილს. ”რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება” - თქვა სავარაუდოდ ტრიბუნალის თავმჯდომარემ კოფინალმა ბიუროს შუამდგომლობის საპასუხოდ
რევოლუციური ტრიბუნალის გადაწყვეტილებით 1794 წლის 8 მაისი (რესპუბლიკის 19 ფლორალური II წელი) ანტუან ლორან ლავუაზიე გილიოტინით დასაჯეს. მეცნიერების ისტორიკოსი ვ. სტრუბი აღნიშნავს, რომ მეცნიერისთვის დადანაშაულება შორს წასვლასა და დემაგოგიურად გრძნობს. ლავუაზიეს ცოლის ჩვენების თანახმად, მეცნიერებმა, რომლებიც ლავუაზიეს დასაცავად უნდა გამოსულიყვნენ, მის გადარჩენას არაფერი გაუკეთებიათ . ლავუაზიეს ნეშტი დაკრძალეს ერანსის სასაფლაოზე, მასობრივ სასაფლაოზე.
Annales de Chimie - ჟურნალი რედაქტორი A.L. Lavoisier





Virgin Galactic

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             Virgin Galactic

ამრიკული კომპანია სადა შედის ვრიჯიანი გრუპი და დაგეგმილი ორგანიზაცია ტურისტული სუბორბიტალური კოსმოსური ფრენები და გაშვებები არა დიდი თანამგზავრების. მომავალში კომპანია აპირებს თავისი კლილენტებს შესტავაზოს პრბიტალური ფრენები. 
ფრენა თავისთავად მოიცავს ასვლას 16 კილომეტრიან ნიშნულზე, შემდეგ კოსმოსური ხომალდი SpaceShipTwo იხსნება WhiteKnightTwo გამაძლიერებელი თვითმფრინავიდან და ის დამოუკიდებლად მიდის შემდგომ მოგზაურობას. ფრენის დრო - 2,5 საათი, საიდანაც ნულოვანი მიზიდულობა - 5-6 წუთი. ერთდროულად რვა ადამიანამდე შეიძლება იმყოფებოდეს კოსმოსურ ხომალდზე: ორი მფრინავი და ექვსი მგზავრი.
2021წის 23 მაისი წარმატებული სუბორტული გამოცდა პილოტირებული ხომალდის 
იხ.ვიდეო


დაფუზნდა 2004წ-ს, დამფუძნებლები - რიჩარდ ბ რენოსი და რუტან ბერტი, განლაგებულია აშშ-ში ნიუ-მექსიკოს შტატში. სფერო - კოსმოსური ტურიზმი, პრიდუქცია სუბორბიტალური ხომალდები.
2007 წლის თებერვალში Virgin Galactic- ისა და NASA- ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად.

2009 წლისთვის, 450-ზე მეტი ადამიანის ფრენის მიღება მიიღო და 150-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა ფული დეპოზიტისთვის, 2009 წლისთვის ერთი ბილეთის ღირებულება 250 000 აშშ დოლარი იყო.
იხ. ვიდეო

Virgin Galactic– ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრანსონი თავიდან იმედოვნებდა, რომ პირველი ფრენა 2009 წლის ბოლოს ნახა, მაგრამ თარიღი რამდენიმე წლით გადაიდო, რაც ყველაზე სერიოზულად მოხდა 2014 წლის ოქტომბრის VSS საწარმოს ავარიის გამო. 2020 წლის მონაცემებით, პირველი სამგზავრო ფრენა დაინიშნა არა უადრეს 2021 წლის მაისისა. კომპანიამ ადრე დაიწყო მუშაობა LauncherOne სატელიტზე, სანამ იგი 2017 წელს გადაეცა Virgin Orbit- ის ცალკეულ ორგანიზაციას. კომპანია ასევე მზად არის საქვეუწყებო ტრანსპორტირებისთვის და 2017 წელს ბრანსონმა თქვა, რომ Virgin Galactic "საუკეთესოა მსოფლიოში", რათა უზრუნველყოს წერტილოვანი სარაკეტო ფრენები 3000 მილი / სთ (4,800 კმ / სთ). 2018 წლის 13 დეკემბერს VSS Unity– მა შეასრულა VSS Unity VP-03 პროექტის პირველი სუბორბიტალური კოსმოსური ფრენა ორი მფრინავით, რომლის სიმაღლემ 82,7 კილომეტრი (51.4 მილი) მიაღწია და ოფიციალურად შედიოდა კოსმოსში ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. 2019 წლის თებერვალში კოსმოსურმა ხომალდმა სამი ადამიანი, მათ შორის მგზავრი, VSS Unity VF-01- ში გადაიყვანა, ხოლო ეკიპაჟის წევრი კაბინაში მცურავდა კოსმოსური ფრენის დროს, რომელმაც 89,9 კილომეტრს მიაღწია.
იხ. ვიდეო



воскресенье, 23 мая 2021 г.

ქსენონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ქსენონი   

უფერო, უსუნო, უგემო ინერტული აირი

                                                                     
ქსენონი
54 Xe
131,29
[Kr] 4d10 5s2 5p6
ქსენონის ატომის სქემა

ქსენონი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენთიატომური ნომერია 54. აღინიშნება სიმბოლოთი Xe (ლათ. Xenon). მარტივი ნივთიერება ქსენონი (CAS-ნომერი: 7440-63-3) — ინერთული ერთატომიანი აირი სუნის, ფერის და გემოს გარეშე. აღმოჩენილია 1898 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ რამზაის და უ. რელეის მიერ როგორც კრიპტონის მცირე მინარევი. მოდის ბერძ. ξένος — სხვისი. აღმოაჩინეს 1898 წ. ინგლისელმა მეცნიერებმა უ. რამზაიმ და მ. ტრავერსიმ, რომლებმაც თხევადი ჰაერი ნელ-ნელა ააორთქლეს და ძნელად აქროლადი ფრაქციები გამოიკვლიეს სპექტროსკოპიული მეთოდით. ქსენონი იყო აღმოჩენილი როგორც კრიპტონის მინარევი, საიდანაც მოდის მისი სახელწოდებაც. ქსენონი — ძალიან იშვიათი ელემენტია. ნორმალურ პირობებში 1000 მ3 ჰაერი შეიცავს მიახლოებით 87 სმ3 ქსენონს. მზის ატმოსფეროში, დედამიწაზე, ასტეროიდების და კომეტების შემადგენლობაში ქსენონი შედარებით იშვიათია. მარსის ატმოსფეროში ქსენონის კონცენტრაცია დედამიწის ანალოგიურია: 0.08 მემილიონე ნაწილი, თუმცა 129Xe-ის არსებობა მარსზე უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწაზე ან მზეზე. რადგანაც მოცემული იზოტოპი წარმოიქმნება რადიოაქტიური დაშლის შედეგად, მიღებული მონაცემები ცხადყოფენ მარსის მიერ პირველადი ატმოსფეროს დაკარგვას, შესაძლებელია, პლანეტის ფორმირების შემდეგ პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში. იუპიტერზე კი, პირუკუ, ქსენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა ატმოსფეროში — და თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე მზეზე.

დნობის ტემპერატურა −112 °C, დუღილის ტემპერატურა −108 °C, განმუხტვისას ანათებს იისფრად.

ქსენონი არის პირველი კეთილშობილი ინერტული აირი, რომლისთვისაც მიღებული იქნა ნამდვილი ქიმიური ნაერთები. ნაერთების მაგალითებს წარმოადგენენ ქსენონის დიფტორიდიქსენონის ტეტრაფტორიდიქსენონის ჰექსაფტორიდიქსენონის ტრიოქსიდი.

ქსენონის პირველი ნაერთი მიღებულ იქნა ნილ ბარტლეტის მიერ ქსენონისა და პლატინის ჰექსაფტორიდის რეაქციით 1962 წ. ამ მომენტიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნა უკვე რამდენიმე ათეული ნაერთი, მათ შორის ფტორიდები, რომლებიც წარმოადგენენ პირველად ნივთიერებებს ქსენონის დანარჩენი ყველა წარმოებულის სინთეზისათვის.

ბოლო დროს აღწერიალია ქსენონის ფტორიდები და მათი სხვადასხვა კომპლექსები, ოქსიდები, ქსენონის ოქსიფტორიდები, მჟავების ნაკლებადმდგრადი კოვალენტური წარმოებულები, შენაერთები ბმებით Xe-N, ქსენონორგანული ნაერთები. შედარებით ბოლო დროს მიღებული იქნა ოქროს საფუძველზე არსებული კომპლექსი. ადრე აღწერილი სტაბილური ქსენონის ქლორიდების არსებობა არ დადასტურდა (მოგვიანებით აღწერილი იქნა ექსიმერული ქსენონის ქლორიდები)

იხ. ვიდეო

ქსენონისათვის ცნობილია იზოტოპების არსებობა რომელთა მასური რიცხვებია 110-დან 147-მდე და 12 ბირთვული იზომერი. მათ შორის სტაბილურს წარმოადგენენ იზოტოპები მასური რიცხვით 124, 126, 128, 129, 130, 131, 132, 134, 136. დანარჩენი იზოტოპები რადიოაქტიურნი არიან, ყველაზე გრძელვადიანი -- 127Xe (ნახევრადდაშლის პერიოდი 36.345 დღეღამე) და 133Xe (5,2475 დღეღამე), დანარჩენი იზოტოპების ნახევრად დაშლის პერიოდი არ აღემატება 20 საათს. ბირთვულ იზომერებს შორის ყველაზე სტაბილურია 131Xem ნახევრადდაშლის პერიოდით 11,84 დღეღამე, 129Xem (8.88 დღეღამე) და 133Xem (2.19 დღეღამე)

ქსენონის იზოტოპს მასური რიცხვით 135 (ნახევრად დაშლის პერიოდი 9,14 საათი) აქვს სითბური ნეიტრონების მოტაცების მაქსიმალური ბირთვული ეფექტური განიკვეთი ყველა ცნობილ ნივთიერებას შორის — მიახლოებით 3 მილიონი ბარნი ენერგიისათვის 0,069 ევ მისი დაგროვება ბირთვულ რეაქტორებში ტელურ-135-ის და იოდ-135-ის ბირთვების β-დაშლის ჯაჭვის შედეგად მიდის ე.წ. რეაქტორის მოწამლვამდე ქსენონით (იხ. ასევე იოდის ორმო).

                                                                     

იონური ძრავის პროტოტიპი ქსენონზე
მიუხედავად მისი მაღალი ღირებულებისა, ქსენონი შეუცვლელია მთელ რიგ შემთხვევებში:

  • ბოლო დროს ქსენონი გადის აპრობაციას დამოკიდებული დაავადებების მკურნალობაზე.
  • თხევადი ქსენონი ზოგჯერ გამოიყენება როგორც ლაზერების მუშა გარემო.
  • ქსენონის ფტორიდები და ოქსიდები წარმოდგენილნი არიან როგორც რაკეტის საწვავის უძლიერესი მჟანგავები, ასევე ლაზერებში აირების ნარევების კომპონენტი.
  • იზოტოპ 129Xe-ში შეიძლება ბირთვული სპინების ნაწილის პოლარიზება - ე.წ. ჰიპერპოლარიზაციის მდგომარეობამდე.
  • ქსენონი გამოიყენება გოლეას უჯრედის კონსტრუქციაში როგორც კატალიზატორი.
  • გამოიყენება ფტორის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც ავლენს ძლიერ ელექტროუარყოფითობას, ჟანგვით თვისებებს.

ქსენონი არ თამაშობს არავითარ ბიოლოგიურ როლს.

  • აირი ქსენონი მავნე არ არის, მაგრამ იწვევს ქსენონის ნარკოზს (ფიზიკური მექანიზმით), ხოლო დიდი კონცენტრაციით (80 %-ზე მეტი) იწვევს ასფიქსიას.
  • ქსენონში ბგერის დაბალი სიჩქარის გამო, ვიდრე ჰაერში, ქსენონით შევსებული ფილტვები და ლაპარაკის დროს ამოსუნთქვა იწვევს ხმის ტემბრის დაწევას (ჰელიუმის უკუეფექტით).
  • ქსენონის ფტორიდები საწამლავებია, ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში 0,05 მგ/მ³.

ღვთაება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                   ღვთაება ღმერთ ნინურტას ბრძოლა (მარჯვნივ) ანზუსთან (მა...