четверг, 30 июля 2020 г.

ინფაწითელი გამოსხივება

            ინფრაწითელი გამოსხივება

                       
                    ძაღლის გამოსახულება, მიღებული ინფრაწითელ გამოსახულებაში

       ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც მოიცავს სპექტრულ ინტერვალს ხილული არის წითელ ზღვარსა და რადიოგამოსხივებას შორის. პირობითად ამ სპექტრულ ინტერვალს ყოფენ ახლო, საშუალო და შორ ინფრაწითელ უბნებად. ინფრაწითელი გამოსხივება აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა 1800 წელს.
                                             
                             ინფრაწითელ დიაპაზინში მიღებული ადამიანის გამოსახულება
XIX საუკუნეში დაამტკიცეს, რომ ინფრაწითელი გამოსხივება ემორჩილება ოპტიკურ კანონებს და ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც ხილულ სინათლეს. ინფრაწითელი გამოსხივების სპექტრი ხაზოვანი, ზოლოვანი ან უწყვეტია. ხაზოვან, ზოლოვან სპექტრებს გამოასხივებს ორთქლი ან აირი, უწყვეტს კი — გახურებული მყარი და თხევადი სხეულები. შედარებით დაბალი ტემპერატურის (5000°C-ზე დაბალი) მქონე სხეულების გამოსხივება მთლიანად ინფრაწითელ არეაშია მოთავსებული, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურის სხეულებისა — როგორც ინფრაწითელ, ისე ხილულ არეებში; მაგალითად, 6000 K-ის ტემპერატურის აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების მხოლოდ 50%-ია ინფრაწითელ არეში. ინფრაწითელი გამოსხივების საუკეთესო წყაროა გავარვარებული სხეული, რომელსაც ფართოდ იყენებენ ტექნიკაში. ამჟამად იყენებენ აგრეთვე ინფრაწითელი გამოსხივების შედარებით ახალი ტიპის წყაროს — კვანტურ ოპტიკურ გენერატორებს (ლაზერებს). ინფრაწითელი გამოსხივების რეგისტრაციის პრინციპი დაფუძნებულია მის სითბურ ან ფოტოელექტრულ მოქმედებაზე.
იხ. ვიდეო

ინფრაწითელ გამოსხივებას დიდი გამოყენება აქვს მეცნიერებასა და ტექნიკაში. ინფრაწითელი არის შთანთქმისა და გამოსხივების სპექტრებს იყენებენ მოლეკულების სტრუქტურისა და რთული მოლეკულური შედგენილობის მქონე ნივთიერებების ნარევის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისათვის. ინფრაწითელ ფოტოგრაფიას დიდი უპირატესობა აქვს ხილული სხივებით ფოტოგადაღებასთან შედარებით. მისი საშუალებით 5000 კმ-ით დაშორებული საგნების მკაფიო ფოტოსურათები მიიღება. მასზე შეიძლება გამომჟღავნდეს საგნის ისეთი დეტალები, რომლებიც არ შეიმჩნევა ჩვეულებრივ ფოტოსურათებზე. ამ თვისებებს იყენებენ მედიცინასა და ბოტანიკაში (სხვადასხვა დაავადებათა დადგენისათვის), კრიმინალისტიკაში, აეროფოტოგადაღებებსა და ასტრონომიაში. ინფრაწითელი სხივებით ფოტოგადაღება შეიძლება სრულ სიბნელეშიც. სპეციალურ ელექტრონულ-ოპტიკური გარდამქმნელები თვალით უხილავ ინფრაწითელ გამოსახულებას გარდაქმნიან ხილულ გამოსახულებად.                               

среда, 29 июля 2020 г.

უნივერსალური ისტორია

                 უნივერსალური ისტორია

პრეისტორიული გამოქვაბულის ხელოვნება ხელის გამოქვაბულში

ინტეგრალური მოდელი სამყაროს განვითარების შესახებ დიდი აფეთქებიდან თანამედროვეობამდე, როგორც ერთიანი  თანმიმდევრული პროცესი. იგი მოიცავს სემდეგ ეტაპებს :
ასტრონომები (იკვლევენ სამყაროს ისტორია დიდი აფეთქების მომენტიდან თანამედროვეობამდე, ასევე ისტორიას ჩვენი გალაქტიკასა და ირმის ნახტომს)
გეოლოგები (იკვლევენ პლანეტის ისტორიას, უპირველეს ყოვლისა დედამიწის მთელ ისტორიას სულ 3,6 მილრდ წ-ს მომავალი განვითარების ჩათვლით) გეოქრონოლოგიური შკალა დროის
                                                                        იხ. ვიდეო

ბილოგები - (იკვლევენ ბილოგიური ისტორია კემბრიული ერის აფეთქებიდან დაახლ. 550 მლინ. წ-ის წინ)
სოციალური - (იკვლევენ შეცვლას ადამიანისა და ადამანიამდე (გომინიდები) თემების ქვედა პალეოლოტიდან პოსტინდუტრიული ცივილიზაციამდე)
მიკროისტორიული - (ისტორია სიცოცხლის ციკლის მიკროსმაყაროში ანუ წარმოქმნა და დაშალა მიკრონაწილაკების) წარმოადგენს დისკუსიას.
უნივერსალური ისტორია ჩამოყალიბდა როგორც მთელი მიმართულება 1990წ-ის დასაწყისში როცა კოსმოსლოგიის ევულუციის კონცეფციამ მიიღო ფართო და საზოგადოება ირიბად ასისახებოდა ანთროპული პრინციპით.  უნივერსალ;ური ევოლუციონერების მოსაზრებით ყველა ჩვენთვის ხელისაწვდომი რეტროსპექტრული ფორმირება სამყარო უფრო და უფრო ,, უცაური'' ხდება.  ხოლო ჩვენი საკუთარი არსებობა და მდგომარეობა, რ-იც განიცდის ეხლა პლანეტარული ცივილიზაცია არის მანიფესტი - არსი გამოჩენის ამ ,,საშინელი სამყაროს''
დიდი აფეთქების გაფართოების დიაგრამა NASA- ს მიხედვით

სხვადასხვა კონცეფცია ,,ევულუციის'' როგორც პრინციპულად ახალი , უნიკალური განსაზღვრება (პარამეტრები, მონაცემები  და სხვ) აქამდე არ იყო განვითერებული როგორც აღმოცენებული ახალი, ადრე არ ჰქონდა ნიშანწყალი არანარ სისტემას, მაგრამ არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის უნიკალურს მთლიანობაში, დიდი ისტორიის მიმდევრები (= მეგა-ისტორია) მიიჩნევენ, რომ სამყაროს ევოლუცია ვითარდებოდა ეტაპობრივად, განსხვავდება სამყაროს ევოლუციის ორ მეგა-ფაზას ("იარაღს") შორის. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდა დიდი აფეთქებიდან და კვარკ-გლუკონის პლაზმის საწყისი დაშლისგან ვარსკვლავების ჩამოყალიბებამდე და სინთეზი მათი ბირთვებში მძიმე ელემენტების, თვითორგანიზებუს პროცესებს არ სჭირდებოდა გარე წყარო ენერგიის. ამავდროულად, ევოლუცია ნელ – ნელა მიმდინარეობდა: თვისობრივად ახალი სტრუქტურების გარეგნობას შორის დროის ინტერვალი თანმიმდევრულად იზრდებოდა. მძიმე ელემენტების წარმოქმნამ შეცვალა თვითორგანიზაციის მექანიზმი, მათი შეერთებისთვის განსხვავებით მსუბუქი ნაწილაკებისგან საჭირო იყო გარედან ენერგია.  ამას  აღინიშნავს უნივერსალური ევოლუციის მეორე მეგა ფაზაში გადასვლა, რომელიც მოიცავს პრებიოლოგიურ ქიმიურ პროცესებს, სიცოცხლისა და საზოგადოების გაჩენას. დაიწყო თავისუფალი ენერგიის წყაროების აქტიური კონკურენცია, კომპლექსურ წარმონაქმნებს შორის ურთიერთქმედება ახალმა განზომილებებმა შეიძინა, ხოლო ისტორიული დროის შენელება შეიცვალა სტაბილური აჩქარებით.
იხ. ვიდეო ➢➢➢➢


კომცეფცია M  ჩამოყალიბდა 1990წ-ს. ისეთი მეციენერბზე როგორიც იყო ფეოდოროვი ცილოკოვსკი, ჩიჟევსკი, ვერნადსკი. ისინი განიხილავდნენ ადამიანს და კაცობრიობას ერთ სურათში დიდ კოსმოსში, გამომდიანარე რწმენა იმაში ადამიანები შექმნია მაღალგანვითარებულ ცივილიზაცია და დაიწვებდნენ კოსმსის ათვისებას.  მნიშვნელოვანი  დასკვნა კოსმიზმის  წარმოდგეს იმას, რომ გეოლოგიური ძალა და უნდა იქნას აღებული პასუხისმგებლობა დედამიწაზე და თვისთავზე მიმდინარე ყველა მოვლენაზე , ადამინი შემქნელი ადამინი შემოქედი.
სინგულარობის პრობლემა ან დიდი გარდაქმნა - მეცნიერ-მკვლევარები დიდ რაიონში ანუ უნივერსალური ისტორიაზე, გამომდინარეობს იქიდან, რომ 21 საუკუნის შუაში პლანეტარული ცივილიზაცია გადავა ეწ. სინგულარობაში. თვით ბუნება ასევე შედეგები გაივლის სინგურობის  ფენომენში წარმოადგენს ცუდად არის გააზრებული და ჯერჯერობით მხოლოდ დაახლოებით შეიძლება პროგნოზირება.

                                  რეკლამა

იხ. ბმულზე ... ⇨⇨⇨⇨⇨



понедельник, 27 июля 2020 г.

მარსის კვლევები

                         მარსის კვლევები

                                                
მარსის ფოტოსურათი, დაშორებული დედამიწიდან 68 მილიონი კმ. გადაღებული კომოსური ტელესკო ,, ჰაბლის''  მიერ
ესფახლავთ სამეცნიერო პროცესი შეგროვება და  სისტემატიზაცია მონაცემების მიღება მზის სისტემის მეოთხე პლანეტაზე. კვლევების პროცესები მოიცავს სახვადასხვა მეცნიერებების ცოდნას ისეთი როგორიც არის ასტრონომია, ბიოლოგია, პლანეტოლოგია, და სხვ.
მარსის კვლევები დაიწყო დიდი  ხნის  3,5 ათასი წლის წინ, ძველ ეგვიპტეში. პირველი ფართო ცნობები მარსის განლაგებაზე შედგენილი იყო ბაბილონური ასტრონომების მიერ, სადაც შემუშავებული იყო სხვადასხვა მათემატიკური მეთოდოლგიით წინსაწარმეტყველება მარსის ადგილდებარეობის შესახებ.
იხ. ვიდეო ახალი ამბები 



ხოლო ძველი ბერძნები იყენებდნე  ბაბილონელებისა და ეგვიუპტელების მონაცემებს.  ელინისტური  ფილოსოფოსებმა შეიმუშავეს  დაწვრილებითი გეოცენტრული  მოდელი სადაც ხსნიდნენ პლანეტების მოძრაობას. რადენიმე საუკუნის შემდეგ  ინდოელმა და ისლამოსტურმა ასტრონომებმა შეაფასეს მარსის ზომა და დაშორება დედამიწსგან. ხოლო  XVI -ს -ში ნიკოლოზ კოპერნიკმა წარმოადგინა გეცენტრული მოდელი სისტემა მზის სიტემის აღწერისთვის წრიული პლანტერარული ორბიტა. მისი სედეგები გადახედილ იქნა იოჰანეს კეპლერის მიერ, რ-მაც გამოავლინა უფრო ზუსტი ეკლიპტიკური ობიტა მარსის, დაკვირვების შედეგად.
პირველი დაკვირვება ტელესკოპის მეშვეობით მარსის განახოციელა გალილეი გალილეომ 1610წ-ს. მეთქვსმეტე საუკუნეში აღმოჩენილ იქნა პლანეტის ზედაპირი, განსხვავებული გარშემო თავისი ბრწყინვალებით (ალდებო) მათ შორის ლაქებიც მარსის ზღვა და ნათელი ლაქები მარსის პოლარული ქუდები. ასევე განსაზღვრული იყო პლანეტის ბრუნვის  პერიოდი და თავისი ღერძი დახრა.  
მარსი კვლევები საპლანეტათაშორისო სადგურებით
თანამედროვე ტოპოგრაფიული რუქა მარსის
1960-წწ-ში დაიწყო გაშვებები ავტოატური სალნატათაშორისო სადგურების (ასს) მარსის კვლევებისთვის. თავდაპირველად პლანეტის კვლევები წარმოებდა ფრენის ტრტაექტორიით (მარინერ-4, მარინერ-6, მარინერ-7) შემდგომ ორბიტაზე ხელუვნური თანამგზავრებით და უშუალოდ ზედაპირზე. პირველი კოსმოსური აპარატი, რ-იც მარსი გამოიკვლია ფრენის ტრაექტორიით იყო ამერიკული მარინერ-4. ხოლო პირველი ხელოვნური თანაგზავრი ამერიკული მარინერ-9. 1971 წლამდე 14 გაშვებიდან ავტომატური სადგურების მარსზე, 10 იქიდან  წარუმატებელი იყო. 
მიმდინარე მისიები
ავტოპორტრეტი ნარსახოდი კურიოზიტი
მარსის ორბიტაზე მუშაობს 6  თანამგზავრი:
  • Соединённые Штаты Америки «მარს ოდისეა » ( 24 ოქტობრიდან 2001 წ-ის );
  • Европейский союз «მარს - ექსპრეს» (  25 დეკებრიდან  2003 წ-ის);
  • Соединённые Штаты Америки «მარსიანული სადაზვერვო თანაგზავრი» (  10 მარტიდან 2006 წ-ის );
  • Соединённые Штаты Америки მავენი (  22 სექტებრიდან  2014 წ-ს );
  • Индия «ანგალიანი» ( 24 სექტებრიდან  2014 წ-ს).
  • Европейский союзРоссия «ტრეის გას ორბიტერ » (  19 ოქტობრიდან 2016 წ-ის)
  • პლანეტის ზედაპირზე მუშაობენ შემდეგი ავტომასტური სადგურები
მარსის მიმართულებით გზაშია
შემდეგი კვლევები მარსის გამოყოფილია ორი მიმართულება - ხანგრძლივი კვლევები მარსის ავტომატური კოსმოსური სადგურების მეშვეობით და განხორცილება პილოტირებული ფრენების (შესაძლო მარსის კოლონიზაცია)
ნასას ხემძღვანელობამ დაავალა რადენიმე სამეცნიერ-კვლევითი ორგანიზაცია, რ-ებაც უნდა შექინმას მომავლის  რობოტ-მკვლევარებიწითელი პლანეტის კვლევებისთვის იაპონიისა და ლალაბის უნივერსისტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად აჩვენა, რომ  ხნელეთის ზოგიერთი მწერებიდან კოპირებული რობოტები სკამაოდი კარგად ახრხებენ მკაცრი პირობებში მუშოაბას კერძოდ ფრთებს შეუძლიათ საკმარისად მიზიდვა ფრენისთავის მარისი თხელი ატმოსფეროში გადაფრენებისთვის ვიდრე დედამიწაზეა. მარსზე განლაგდება პატარა როვერები რომლებიც მობილური ბაზა იქნება მიაწოდოს ყვეწლა საჭირო კომუნიკაციის გასწვრივ ყველა შეგროვებული ინფორმაციებს გადასცემს დედამიწას. პრინციპში იგივეს აკეთებენ ეხლა როვერებიც, რ-ებიც ახლა წითელ პლანეტაზე არიან, მაგრამ ფრინავი ასისტეტების გამოყენება მათ დაეხმარება დიდი ტერიტოიების დაფარვაში და უფრო მეტი სამეცნიერო ინფორმაციი შეგროვებაში.

                            რეკლამა

იხ... ბმულზე ... ➣➣➣➣➣➣➣

ვიტამინები

                                                    ვიტამინები
             
                                                                    B-ჯგუფის ვიტამინები
ლათინურიდან - vita - სიცოცხლე და ამინ - ჯგუფი უცნობი ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია დიეტით. შესაბამისად კონკრეტული ნვთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ვიტამინი. ხოლო სხვისთვის არა. მაგალითად, ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის ადამიანებისთვის ვიტამინია, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.
ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად. წყალში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმში ხსნად ვიტამინებს — ADE და K ვიტამინები.
B ჯგუფის ვიტამინები:
B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება ძალიან ბევრ პროდუქტში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ხორცპროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ა.შ. ვიტამინი B12 კი გვხვდება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში, B ჯგუფის ზოგიერთ ვიტამინს შეიცავს მარცვლეული კულტურები - მაგრამ არა B12-ს. B12 პასუხისმგებელია სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ის მთავარ როლს ასრულებს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას და ნერვული სისტემის დაზიანებას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს, მკაცრად რეკომენდირებულია B12-ს ტაბლეტების სახით ან B12-ით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტების მიღება. B12-ით განსაკუთრებით მდიდარია ხორც პროდუქტები (ძროხის ხორცი, ღვიძლი, თევზი და ა.შ.), ის ასევე მოიპოვება კვერცხში და რძის პროდუქტებში. B ჯგუფის ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს, აგრეთვე მარცვლეული კულტურები, ნიგოზი და კარტოფილი. B6-ს ამზადებენ აგრეთვე ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები.
გამოყენება: ძირითადათ საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის Sესანარჩუნებლად. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში ენერგიის მისაღებად. აგრეთვე B12 და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის, B5და B6 აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის. აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში, განსაკუთრებით ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში. აგრეთვე ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
იხ. ვიდეო

ვიტამინი D (კალციფეროლი) წყარო: ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი, სპეციალური ნივთიერება (პროვიტამინი D3) კანის უჯრედებში გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სინათლის ზემოქმედებით.
გამოყენება: აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის შეწოვისთვის და მათი გადასვლისთვის ძვლებსა და კბილებში. შესაძლოა მოქმედებდეს პარათჰორმონთან ერთად.
E ვიტამინი (ტოკოფეროლი) წყარო: ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეულინიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი. აგრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.
K ვიტამინი (ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) წყარო: ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომოსტო. აგრეთვე მას ამზადებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინტეზისათვის (საჭიროა სისხლის შედედებისთვის).
იხ. ვიდეო

ვიტამინები ასტიმულირებენფარმაცევტული მრეწველობის ზრდას

ვიტამინებიორგანული ნაეთებია, რომლებიც კარგი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საუკეთესო წყაროს კვების პროდუქტები წარმოადგენენ. ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც საკმარისად და დაბალანსებულად იკვებებიან, ვიტამინების დამატებს სარგებლობას ვერ მოუტანს.
თუმცა განვითარებად ქვეყნებში არადამაკმაყოფილებელმა კვებამ და დაავადებებმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ფორმით ჰიპო- და ავიტამინოზი გამოიწვიოს, რომლებიც იკურნებიან მხოლოდ კონკრეტული ვიტამინების საშუალებით, საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის გადაწყვეტა კვების გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ვიტამინების ფართო რეკლამა ხელს უწყობს შიმშილისმედიკალიზებას“ (. . მას მიეცეს სამედიცინო პრობლემის სახემთარგმნ. შენ.), და ამით არ შეეხოს არადამაკმაყოფილებელი კვების ეკონომიკურ და სოციალურ მიზეზებს. ამ ყველაფერთან ერთად, აქცენტი კეთდებამკურნალობაზედა მწირი ფინანსური რესურსები იხარჯება ვიტამინებზე, და არა აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე. (იხ. ქვემოთ ჩანართი 2 A ვიტამინის პრეპარატების შესახებ).
არადამაკმაყოფილებელი კვებით გამოწვეულმა ვიტამინების ნაკლებობამ, შესაძლოა გამოწივიოს ვიტამინების ნაკლებობის სპეციფიური სინდრომი (ჰიპო- ან ავიტამინოზი). ჰიპო- ან ავიტამინოზი შეიძლება გამოიწვიოს, აგრეთვე, საკვები ნივთიერების არასაკმარისად შეთვისებამ, ან გაძლიერებულმა ნივთიერებათა ცვლის მოთხოვნილებამ, მაგალითად ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ამ მდგომარეობებისას, ხანდახან სასარგებლოა ვიტამინების პრეპარატების ჩართვაც, როგორც თერაპიის შემადგენელი ნაწილისა. თუმცა, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის აზრით, „ცოტაა დამაჯერებელი მონაცემები ვიტამინებისა ან მინერალური ნივთიერებების პრეპარატების სარგებლიანობის შესახებნორმალური დოზებით მკურნალობა მხოლოდ იმ  პაციენტებისათვისაა გამართლებული, რომელთაც არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების ნორმალურად შეთვისება, ან კიდევ იტანჯებიან გარკვეული დაავადებებით, ან კიდევ ნივთიერებათა ცვლის თანშობილი დარღვევებით.
განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში იშვიათად გვხვდებამკვეთრად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზები, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების გამონაკლისის გარდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია ამტკიცებს, რომ ადამიანთა უმრავლესობაკვების რაციონში საკმაო რაოდენობით იღებს ვიტამინებს, და აქედან გამომდინარე, არ არის პრეპარატების სახით დამატებითი ვიტამინების მიღება“. აშშ-შიკლინიკურად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზი იშვიათობას წარმოეადგენსხოლო სუბკლინიკური ვიტამინების ნაკლებობა ძნელია დასადგენია“. ზემოთქმულის საფუძველზე, ამერიკის დიეტოლოგიის ინსტიტუტმა, ამერიკის კლინიკური დიეტოლოგიის საზოგადოებამ, ამერიკის დიეტოლოგიური ასოციაციამ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საბჭომ, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის სამეცნიერო საკითხების საბჭოსთან ერთად, გააკეთეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
ჯანმრთელი ბავშვებმა და მოზრდილებმა კვების პროდუქტებიდან უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები. საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების პასუხი უნდა იყოს არა სხვადასხვა პრეპარატების გამოყენება, არამედ პროდუქტების მრავალფეროვნება, რის შედეგადაც მცირდება საკვები ნივთიერებების როგორც უკმარისობის, ისე ჭარბი რაოდენობით მიღების რისკი“.

A ვიტამინის პრეპარატები

 შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 40 მილიონი ბავშვი აქვს A ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ჰიპო- ან ავიტამინოზი. ამის შედეგად, დაახლოებით 400 ათასი იღუპება და 2 500 000 ბავშვი ყოველწლიურად მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს მხედველობას. A-ავიტამინოზი ზრდის განვითარებად ქვეყნებში ბავშვების ჯანმრთელობისათვის სამი მთავარი დაავადების განვითარებისა და სიმძიმის რისკს: ფაღარათის დაავადებების, წითელასი და პნევმონიის. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ნეპალში ექვსი ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების განზოგადება გვიჩვენებს, რომ თუ სიტუაციას გავაუმჯობესებთ A ვიტამინის მოხმარების გაზრდით, შესაძლოა ბავშვთა სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება.
ამავე ექვსი გამოკველვის მონაცემების მიხედვით, გაუმჯობესება დგებოდა მას შემდეგ, როდესაც მოიხმარებოდა A ვიტამინის მაღალი დოზა (200 000 ME – საერთაშორისო ერთეული), ყოველი 6 თვის განმავლობაში; ან კიდევროგორც ეს ნაჩვენებია ერთ-ერთ ინდურ გამოკვლევაში – A ვიტამინის ყოველდღიური დოზის 8333 ME. ამ ინდურმა გამოკვლევამ აჩვენა ბავშვთა სიკვდილიანობის 54% -ით  შემცირება, ამასთანავე, მეორე ინდური ჰამოკვევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ A ვიტამინის მოხმარებამ, შესაძლოა, ვერ შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ სუდანში ჩატარებული გამოკვლევის ავტორები . მათ განაცხადეს, რომსიღარიბის შემცირება, სანიტარული პირობების გაუმჯობესება და ადეკვატური კვებაზე ხელმისაწვდომობა უნდა რჩებოდეს ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მთავარ მიზნებად“.
ეს მნიშვნელოვანი კამათის ერთ-ერთი პრინციპული ასპექტია, რომელიც ასევე მოქმედებს ზოგადად ვიტამინებთან დამოკიდებულებაზე, ისევე, როგორც სხვა წამლების რაციონალურ გამოყენებაზე. ინდოელი მეცნიერის . გოპალანის სიტყვებით, „სიღარიბისა და შიმშილის (არასაკმარისი კვების) წინაღღმდეგ ბრძოლაში არ არსებობს სასწაულმოქმედი წამლები, ჯადოსნურიტყვიებიდა უმოკლესი გზები“. მას მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ვიტამინების პრეპარატები ვერ წყვეტენ ავიტამინოზის პრობლემას. „A ვიტამინის ორგანიზმში საკმაო რაოდენობით უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაეს კვების რაციონის გაუმჯობესებაადა საბედნიეროდ, A-ავიტამინოზით მოცულს ქვეყნებს უხვად გააჩნიათ საკვების ბუნევრივი რესურსები საიმისოდ, რომ ებრძოლონ ამ დაავადებას; საჭიროა მხოლოდ ამ ქვეყნებისათვის დახმარება, რათა მათ შესძლონ ამ მიზნისათვის თავისი საკვები რესურსების მობილიზება; და არ შეიძლება, რომ გადაჭარბებული დამტკიცებებით მოტყუებულებმა, მათ განაგრძონ მხოლოდ სინთეზური A ვიტამინის დიდი დოზებით პერიოდულ სამედიცინო მკურნალობაზე დაყრდობა. . იმ მეთოდზე, რომელიც მიღებული იყო მხოლოდ როგორც მკლევადიანი დახმარების საწყისი საშუალება“.
სხვა მკვლევარები ასევე მოუწოდებენ სიფრთხილისაკენ მათ, ვინც მოუწოდებს ასეთი ქვეყნებისათვის A ვიტამინის მიწოდების დაჩქარებას. მესამე ინდურ გამოკვლევაში გაკეთებულია დასკვნა, რომჯანმრთელობისა და კვების პრობლემის გადასაჭრელადმხოლოდ A ვიტამინი არ არის საკმარისი. მკვლევარებმა მოუწოდეს ისეთი სოციალური და სხვა პროგრამების დამუშავებისაკენ, რომლებიც შესძლებენ გადაჭრან უწიგნურობის, განათლების, სამუშაოთი, ვაქცინაციითა და სანიტარული ნორმებით უზრუნველყოფის საკითხები, ასევეხელი შეუწყონ ინიციატივებს ბავშვთა კვების საკითხებში, რომლებიც ეფუძნებიან ადგილზე არსებულ, ფასით ხელმისაწვდომ, კულტურული ტრადიციებით ახლომდებარე საკვებ პროდუქტებს, რომლებიც, ამავდროულად, მდიდარია A ვიტამინით“.
მათი, ვინც აკრიტიკებს კვების რაციონში ვიტამინების ხელოვნური დამატების მეთოდს, მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ჩარევა გადაჭრით ეწინააღმდეგება პირველადი სამედიცინო დახმარების სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აღნიშნავს ენტონი კოსტელო ლონდონის ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუდიან, A ვიტამინიის პრეპარატები უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ყველგან, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი საშუალება,  „მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზედმიწევნით უნდა გაიაზრონ მანამ, სანამ მხარს დაუჭერენ ვერტიკალურად ორგანიზებულ ეროვნულ პროგრამებს, მოსახლების A ვიტამინით მომარაგების საკითხში. ფული შესაძლებელია, რომ დაიხარჯოს უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად, იმ ინიციატივებზე, რომლებიც ითვალისწინებენ პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექსურ გაუმჯობესებას უკეთესი მენეჯმენტისა და სწავლების გზით, ასევე ორგანიზაციული კულტურის განვითარებით, რათა ეს სამსახური გახდეს უფრო მოსახერხებელი იმ ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის, სადაც ერთ-ერთი პრობლევა სწორედ A-ავიტამინოზია“.
იხ. ვიდეო - ვიტამინები


ტამინები სიცოცხლისთვის აუციელებელია
, ვინაიდან ისინი შედიან კოფერმენტების შემადგენლობაში, კოფერმენტები - ფერმენტების შემადგენლობაში, ფერმენტების გარეშე არ ხდება ნივთიერებათა ცვლა. ტერმინი ვიტამინი, რაც სასიცოცხლო ამინს ნიშნავს, ფუნკმა 1917 წელს შემოიღო. ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.

A ვიტამინი (რეტინოლი


A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას, კანის დაზიანებას, თვალის რქოვანას დაზიანებას, ქათმის სიბრმავეს.
გვხვდება თევზის ქონში, რძეშიკარაქშიმწვანე ბოსტნეულში, ყვითელ და წითელ ხილში და ბოსტნეულშისტაფილოში, პომიდორში, ისპანახში, წითელ წიწაკაში.


D ვიტამინი (ერგოკალციფეროლი)


მისი ნაკლებობა იწვევს რაქიტს. კანში არის ნივთიერება ერგოსტერინი, მასზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით წარმოიქმნება ვიტამინი D. გვხვდება თევზის ქონში, ღვიძლში, ხოზილალაში, კვერცხში. რაქიტის ნიშანია ძვლების გარბილება, რაც გამოწვეულია Ca-ის და P-ის სიმცირით. (ფუნქციაა კალციუმის აბსორბცია და ძვლის მინერალიზაცია).

E ვიტამინი (ტოკოფეროლი)
მისი ნაკლებობა იწვევს უნაყოფობას. ცხოველებში - კუნთოვანი ქსოვილის განვითარების შეფერხებას, ჰემოლიზურ ანემიას. გვხვდება სიმინიდის და მზესუმზირის ზეთშიანტიოქსიდანტია (ჟანგვის ინჰიბიტორი).

K ვიტამინი (ფილოქინონი)


მისი ნაკლებობა იწვევს სისხლის შედედების შეფერხებას. მსხვილ ნაწლავში მიკროორგანიზმების მიერ სინთეზირდება. გვხვდება ისპანახში, სტაფილოში.

B1 ვიტამინი (თიამინი)


მისი ნაკლებობა იწვევს ბერიბერს, დამბლას, კუნთების ატროპიას, ნერვულის სისტემის დაზიანებას. გვხვდება თხილში, ბრინჯის ქერქშინახშირწყლების მეტაბოლიზმის კოფერმენტია.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)


მისი ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას, მხედველობის დაზიანებას. გვხვდება რძეში, კვერცხში, ბოსტნეულში.  ენერგიის და ცილის მეტაბოლიზმის კოფერმენტია.




B5 ვიტამინი (პანტოთენური მჟავა)


მეტაბოლიზმის კოფერმენტია, გვხვდება ღვიძლში, საფუარში, მარცვლეულში, პარკოსან მცენარეებში. ნაკლებობა იწვევს გადაღლილობას, თავის ტკივილს, გულის რევას(არასაპროგრამოა)-


B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)

მისი ნაკლებობა იწვევს დერმატიტებს და ნერვული სისტემის დაზიანებას. გვხვდება ღვიძლში, კვერცხშიამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფერმენტია

B7 ვიტამინი (ბიოტინი)

ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმის კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მარცვლეულში, საფუარში, თევზში, კვერცხის ცილაში, თხილში, პარკოსან მცენარეებში. ნაკლებობა იწვევს დერმატიტს და დეპრესიას. (არასაპროგრამოა)
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა

უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მწვანე ბოსტნეულში, მარცვლეულში. ნაკლებობა იწვევს ანემიას. (არასაპროგრამოა)


B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)

მისი ნაკლებობა იწვევს ავთვისებიან ანემიას. (ციტოპლასტის დაყოფის შედეგად სისხლძარღვში გადადის ბირთვიანი ერითროციტი). გვხვდება ღვიძლში, თევზში, კვერცხში, რძეშიუჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია.-

ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)

ნაკლებობა იწვევს სურავანდს (კაპილარების კედლების სკდომა), იმუნიტეტის დაქვეითებას. გვხვდება ციტრუსებშიანტიოქსიდანტია.

PP ვიტამინი (ნიკოტინმჟავა)

ნაკლებობა იწვევს პელაგრას, კანის დაზიანებას, მეხსიერების დაქვეითებას. გვხვდება ღვიძლში, ჯეჯილში, საფუარშიენერგიის მეტაბოლიზმის კოფერმენტია.


ადამიანის ორგანიზმში ვიტამინების წარმოქმნა არ ხდება, გამონაკლისია D და K ვიტამინები.


A ვიტამინი - ხარშვის დროს არ იშლება. იშლება დიდხანს შენახვის და საჭმლის გახმობისას.
B ვიტამინები - მაღალ ტემპერატურაზე იშლებიან.
C ვიტამინი - ჟანგბადთან შეხებისას იშლებიან.


A ვიტამინის ნორმა დღეში 1 მილიგრამია
B1 ვიტამინისის - 2-3 მილიგრამი
C  ვიტამინის - 40-75 გრამი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები - ის ვიტამინები, რ-საც ქვემოთ გაგცნობთ,ქალებს სილამაზის ახალგაზრდობისა და კარგი აღნაგობის შენარჩურნებაში დაეხმარება.
 C ვიტამინზე (ასკორბინის მჟავა) დამოკიდებულია კბილებისა და კანის ჯამრთელობაზა,მისი დახმარებით წარმოიქმნება სისხლის უჯრედები, ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება ნაწლავბის მოქედება მისი დეფივიტი იწვევეს მოთენთილობას და გადაღლილობის გრძნობას, კანი შრება თმა იწყებს ცვენას C ვიტამინს შეიცავს ციტრუსები, ბროკოლი, კივი,შავიმოცხარი.
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) ხელს უწყობს ნაყოფის ჯამრთელობას. გარდა ამისა ეს ვიტამინი ამცირებს საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. ფოლოიუმის მჟავა შეიცავს მწვანილი, კვერცხისგული, ხორცი, თევზი და მარცვლეული.
 თუთია მონაწილეობს ლიმფოციტების მომწიფების პროცესში. ორგანიზმში. მისი დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის ძლიერ დასუსტებას, თუთია ბევრია შირხტსა და კაკალში.
 ორგანიზმში კალციუმის უმრავლესობა იწვევს ძვლების დაწევრილებას, ხდება ფორებისანი, კარგავს სიმკვრივეს და სიმაგრეს, კალციუმის გარეშე არასრულფასოვნად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა კუნთები. ნერვული სისტემა. ის ხელს უწყობს სისხლის შესქელებას. გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს აწესრიგებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, ხელს უშლის კიბოს განვითარებას კალ;ციუმს შეიცავს მაგარი შვეიცარული ყვეალი, თეთრი კობოსტო, რძის ნაწარმი.
 მაგნიუმი მონაწილებს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მისი დეფიციტი იწვევს ნივითიერებათა ცვლის დარღვევას. მისი დეფიციტი იწვევს  ნივთიერება ცვლის დარღვევას. ირევა მენსტრუალური ციკლი,მცირდება ბავშის ცასახვის შესაძლებლობა.ხელი ეშლება ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას კანი ხდება დუნე, კარგავს ელასტიურობას და სიგლუვეს, თუმცა ის ხელს უწყობს ტვინიდან სისხლიდან ,,ციდი''ქოლესტრინის გამოდევნას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. მაგნიუმით მდიდარია კაკალი წიწიბურა, შვრია და ზეთისხილი.  
 E ვიტამინი (ტოკოფეროლი) არის სილამაზის ვიტამინი , ძლიერი ანტიოქსიდანტია, აფერხებს უჯრედების დაბერებას, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთები და ხორბლის ღივი და ზეთის ხილი.
რკინა აუცილებელი კომპონნეტია ჰემოგლობინი - ცილის, რ-საც ჟანგბადი მიაქვს ორგანიზმის ყველა უჯერდათან. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას და კანის ტურგორს. მისი წყაროა - ღვიძლი, წითელიხორცი, წიწიბურა.
                                                            

                                   რეკლამა

იხ. ბმულზე  ➣➣➣➣

ტუჩები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                ტუჩები ტუჩები პირის ტუჩები (ლათ. labia oris) არის დაწყვი...