ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჟან-ჟაკ რუსო
წარმოშობით რუსო პროტესტანტულ ქალაქ ჟენევიდან იყო. დაბადებისთანავე ჟან-ჟაკმა დედა, სუზანა, დაკარგა. მისი მამა ისააკ რუსო (1672 - 1747), რომელიც მესაათე და ცეკვის მასწავლებელი იყო, მძიმედ განიცდიდა საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ჟან-ჟაკი სახლში ყველასათვის საყვარელი იყო. უკვე შვიდი წლის ასაკში იგი დიდი გულმოდგინებით კითხულობდა ისტორიულ წიგნებს, განსაკუთრებით კი - პლუტარქეს. ბავშვობაში მას თავი ანტიკურ გმირად წარმოედგინა.
რუსო იძულებული იყო ადრეული ასაკიდანვე მუშაობით ერჩინა თავი. 1725 წელს მან საათების გრავირების შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით სინანულით აღნიშნავდა, ჟენეველი მდაბიო მესაათის ხვედრზე მეტად, რომელი ხვედრი უფრო შემეფრებოდაო.[1]თვითდამკვიდრებისთვის რუსო შინამასწავლებლობას,მდივნობას,მთარგმენლობას და კომპოზიტორობას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1742 წლის 22 აგვისტოს რუსომ პარიზის აკადემიას თავისი ნაშრომი - „პროექტი სამუსიკო ჩანაწერების შესახებ“ წარუდგინა. ზომიერი, არც თუ ისე მწვავე ნაშრომი 1743 წელს დაბეჭდეს.[2] შემდეგ პარიზის გარეუბანში დასახლდა.პარიზში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი ფილოსოფიური ტრაქტატი „მსჯელობა,მეცნიერებისა და ხელოვნებათა გამო“ –ამ ნაშრომმა კი მას საქვეყნო აღიარება მოუტანა.შემდეგ 1754 წელს რუსომ გამოსცა თხზულება „“მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. შემდეგ 1762 წელს გამოსცა „პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“. 1862 წელს დაწერა: „ჟიული, ანუ ახალი ელიოზა“ – რითაც ჟან–ჟაკ რუსომ სათავე მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას–სენტიმეტალიზმს. ჟან–ჟაკ რუსოს მიერ დაწერილმა პედაგოგიურმა რომანმა „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ – საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას. რუსოს აზრით აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს მაღალი გრძნობები და საზოგადოებას მისცეს სასარგებლო ადამიანი. შეიარაღებული თავდასხმის გამო ისააკი იძულებული გახდა მეზობელ კანტონაში გაქცეულიყო, სადაც მეორეჯერ იქორწინა. ჟან-ჟაკი ჟენევაში დარჩა და სწავლა დაიწყო ნოტარიუსთან. მუშაობის დროსაც კი იგი განაგრძობდა წიგნების კითხვას. შემდგომ, როგორც საკუთარ წიგნ „აღსარებაში“ აღიარებს რუსო ახალგაზრდობაში ხშირად იტყუებოდა და იპარავდა. კვირაობით იგი ქალაქიდან გადიოდა, საიდანაც გვიან ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც კარები უკვე დაკეტილი იყო, ამიტომაც მას ხშირად უწევდა ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 16 წლის ასაკში, 1728 წლის 14 მარტს მან გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა.
იხ. ვიდეო
ჟან ჟაკ რუსოს ახალგაზრდობამ სკანდალებითა და თავგადასავლებით ჩაიარა. მოგვიანებით რუსო ამაზე ხატოვნად წერდა თავის „აღსარებაში“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1741 წელს პარიზის გარეუბანში დასახლდა და ცდილობდა, თავი დრამატურგიით ერჩინა. პარიზში ის დაუკავშირდა განმანათლებლებს. მან დიდროს რჩევით დიჟონის აკადემიის კონკურსში წარადგინა ნაშრომი „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. ამ ნაშრომით მან უთანასწორობის გამომწვევ მიზეზად დაასახელა კერძო საკუთრება. „განსჯა ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ“ (1750) რომელიც ადამიანის ბუნებრივ მხარეს ადიდებდა და მე-18 საუკუნის საფრანგეთის უკიდურესად ხელოვნურ საზოგადოებას უპირისპირდებოდა, რუსოს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. 1762 წელს რუსომ თავისი პირველი რომანი „ემილი“ და ნაშრომი „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ გამოაქვეყნა. ტრაქტატში რუსომ ჩამოაყალიბა დემოკრატიული რესპუბლიკის და ხალხის სუვერენიტეტის იდეები. ნაშრომმა, რევოლუციური განწყობილების გამო, ხელისუფლების წყრომა გამოიწვია. რუსომ თავი შვეიცარიას, შემდეგ კი ინგლისს შეაფარა. მისი იდეებით სულდგმულობდა ფრანგული რევოლუცია. რუსოს აზრით ადამიანები ერთმანეთის თანასწორნი და თავისუფალნი იბადებიან მათი ბუნებრივი გაერთიანება ოჯახია იგი აღნიშნავდა რომ არც ერთ ადამიანს თავის მსგავზე ძალაუფლების გავრცელების უფლება ბუნებით არ აქვს მინიჩებული ამიტომ ხელისუფლება არა მონარქს არამედ მთელ ხალხს უნდა ეკუთნოდეს რუსო ქონების გათანასწორების მომხრე იყო იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღზრდას.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий