ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჩაკ პალანიკი
(ინგლ. Chuck Palahniuk; დ. 21 თებერვალი, 1962, პასკო, ვაშინგტონი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი რომანისტი და ჟურნალისტი. ცნობილია სადებიუტო რომანით „მებრძოლთა კლუბი“, რომლის მიხედვით 1999 წელს დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. პალანიკი დაიბადა პასკოში (ვაშინგტონი). მისი მშობლები არიან კეროლ და ფრედ პალანიკები, რომლებიც შემდგომში განქორწინდნენ. ჩაკი გაიზარდა ბურბანკში (ვაშინგტონი), მას და მის და-ძმებს ხშირად უწევდათ ბებასთან და ბაბუასთან ცხოვრებაც მშობლების გაყრის გამო.
1986 წელს პალანიკმა დაამთავრა ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კოლეჯში სწავლის პარალელურად ის მუშაობდა KLCC რადიოსადგურში ინტერნად. მალე ის საცხოვრებლად გადავიდა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა, მუშაობდა მტვირთავადაც. იქ მუშაობის პერიოდში, წერდა სახელმძღვანელოებს მანქანის გამართვის შესახებ და დროის სიმცირის გამო ხელი აიღო ჟურნალისტობაზე (ამ პროფესიას მაშინაც არ მიბრუნებია, როდესაც წარმატებული ნოველისტი გახდა). პალანიკი ასევე ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში, როგორც მოხალისე.
პალანიკი ახალგაზრდობაში ასევე გაწევრიანდა მეაბმოხე, კაკაფონისტურ საზოგადოებაში და სისტემატურად ესწრება მათ ღონისძიებებს, მათ შორის ცნობილ "Santa Rampage"-ს. ფლეშ მობებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება შემდგომში მის ნოველებზეც აისახა, მათ შორის „მებრძოლთა კლუბზეც".
იხ. ვიდეო ჩაკ პალანკი - ამერიკელი მწერალი ავტორი ბესტსელერისა ,, მებრძოლთა კლუბი''
ალანიკმა წერა უკვე ოცდაათ წელს გადაცილებულმა დაიწყო. ის ტომ სპანბაუერის საღამოებს ესწრებოდა, რათა გაეცნო ახალი მეგობრები. სწორედ სპანბაუერის გავლენას მიაწერენ პალანიკის მინიმალისტურ სტილს.
პალანიკის პირველი წიგნი „უძილობა" არასდროს გამოქვეყნებულა ავტორის სურვილის გამო (შემდგომში „უძილობის“ ნაწილი პალანიკმა გამოიყენა „მებრძოლთა კლუბში"). როდესაც პალანიკი შეეცადა გამოექვეყნებინა მეორე ნოველა "უხილავი მონსტრები", გამომცემლებმა მას უარი უთხრეს ნოველის ზედემტად პროვოკაციული შინაარსის გამო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პალანიკმა მუშაობა მის გახმაურებულ რომანზე „მებრძოლთა კლუბზე". მას უნდოდა გამოცმემლების მეტად პროვოცირება, პირველი ნოველის დაწუნებისთვის.
პალანიკი ეძებდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ წარუმატებლად „მებრძოლთა კლუბის“ მიერ მოტანილ პოპულარობამდე. პალანიკის პოპულარობა სწორედ ამ ნოველას ეკუთვნის, უფრო სწორად ფილმს ნოველაზე. ნოველის წარმატებაში და მის ფილმად გადაქცევაში დიდი როლი ითამაშა ედუარ ჰიბერტმა. 1999 წელს, ნოველის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ, გამოვიდა ფილმი „მებრძოლთა კლუბი“ დავიდ ფინჩერის რეჟისურით. მიუხედავად იმისა რომ ფილმი გამოსვლის პირველ კვირში ამერიკის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან საკმარისი მოგება ვერ მოიტანა, თუმცა როდესაც ის დი-ვი-დი გაქირავებაში ჩაუშვეს მან მაინც შეძლო იმედების გამართლება. ფილმიც და ნოველაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პალანიკი კი ამიერკაში საკულტო ფიგურად იქცა. ნოველა სამჯერ გამოვიდა თავიდან 1999, 2004 და 2005 წლებში.
ფილმის წარმატების შემდეგ პალანიკმა იმავე წელს გამოუშვა ორი წიგნი "გადარჩენილი" და ოთხი წლის წინ დაწუნებული „უხილავი მონსტრები“. ორ წელიწადში კი პალანიკმა გამოსცა პირველი ბესტსელერი ნიუ-იორკ ტაიმზის რეიტინგებით „ხრჩობა“. იგივე წარმატებას პალანიკის შემდგომ გამოცემული წიგნები ხშირად აღწევდნენ, რის შემდეგაც პალანიკმა დაიწყო ტურნეები წიგნების პრეზენტირებისთვის, სადაც ის კითხულობდა თავის ნოველებს. 1999 წელი რამდენადაც წარმატებული იყო პალანიკის კარიერისთვის, იმდენად საშინელი იყო მისი პირადი ცხოვრებითვის. ამ დროს მამამისმა, ფრედ პალანიკმა, საგაზეთო რეკლამის საშუალებით გაიცნო დონა ფონტაინი. დონას ყოფილი შეყვარებული დეილ შეკლეფორდი იმ დროს სასჯელს იხდიდა სექსალური ძალადობის გამო. შეკლეფორდმა ციხეში დაიფიცა, რომ აუცილებლად მოკლავდა ფონტეინს გამოსვლის შემდეგ. პალანიკი შემდგომში აცხადებდა რომ ფონტაინი ეძებდა კაცს რომელიც დაიცავდა ყოფილი შეყვარებულისგან და მამამისიც ამის გამო ჩაითრია მათ ურთიერთობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეკლეფორდი გამეგზავრა კენდრიკში (აიდაჰო) ფონტაინის სახლში, სადაც ის ფრედ პალანიკთან ერთად იყო. შეკლეფორდმა ორივე დახოცა, რის გამოც 2001 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ პალანიკმა მუშაობა დაიწყო ახალ ნოველაზე „ძილისპირული“.
2003 წელს პალანიკმა ინტერვიუ მისცა "Entertainment Weekly"-ს ჟურნალისტ კარენ უელბის. ინტერვიუს დროს პალანიკმა ისაუბრა მის პატრნიორზეც. ვინაიდან პრესა მუდამ წერდა პალანიკის ქორწინებაზე და რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ პალანიკი დაქორწინებული იყო ქალზე, ეს ინფორმაცია სიურპრიზი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. პალანიკს შეეშინდა, რომ უელბი ყველაფერს გამოაქვეყნებდა და თავის ოფიციალურ საიტზე დადო აუდიო მიმართვა, სადაც არამარტო აღიარებდა რომ გეი იყო, არამედ უდიერად მოიხსენიებდა უელბის და მის ოჯახის წევრებს. მიმართვა მალე წაიშალა საიტიდან, რაც აფიქრებინებდა მის ფანებს, რომ პალანიკს რცხვენია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის. შემდგომში საინტის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ მიმართვა საიტიდან აიღეს პალანიკის შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო უელბისადმი. უელბიმ საბოლოოდ არ დაწერა არაფერი პალანიკის პირად ცხოვრებაზე, გარდა იმისა რაც მას პალანიკმა უთხრა. ჩაკმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და სთხოვა ფანებს არ მიექციათ მისი ამ საქციელისთვის ყურადღება. პალანიკი ახლა განცხადებული ჰომოსექსუალია და "ადვოკატი"-სთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით ცხოვრობს მეგობართან ერთად " ყოფილი ეკლესიასთან ვანკუვერში, უოშში".
2003 წელს, როდესაც პალანიკი იყო ტურში მისი ნოველის „დღიურის“ მხარდასაჭერად, მან პირველად წაიკითხა მოთხრობა "ნაწლავები", რომელიც შემდგომში შევიდა წიგნში "მოჩვენება". მაშინ 40 ადამიანს გული წაუვიდა ისტორიის მოსმენისას. პალანიკის ტურების შედეგად მოსმენისას გულწასულთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია, რაც საერთოდაც არ აწუხებ პალანიკს. მოთხრობა დაიბეჭდა „ფლეიბოი“-ში, პალანიკმა „ფლეიბოი“-ს უფლება მისცა დაებეჭდა კიდევ ერთი მოთხრობა, მაგრამ ჟურნალის რედაქტორებმა ის ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნიეს და არ დაბეჭდეს.
2005 წელს, მაიმიში (ფლორიდა) „მოჩვენების“ ტურის დროს პალანიკმა განაცხადა, რომ ეს ბოლო წიგნი მისი „საშილენებათა ტრილოგიიდან“ (იავნანა, დღიური, მოჩვენება). მისი შემდეგი წიგნი „რენტი“ - ბასტერ კიზის ბიოგრაფია" იქნებოდა დასაწყისი მისი „sci-fi ტრილოგიის“.
2008 წელს პალანიკი კლეიტონის სამწერლობო სკოლაში, 18 სტუდენტს უზიარებდა პროზის წერის მისეულ მეთოდებს.
სტილი
პალანიკის თხრობის სტილი გამოირჩევა სხვებისგან, ის შეიძლება იწყებოდეს პირობითი ბოლოდან და მიდიოდეს დასაწყისისკენ. ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც კვანძი თავიდანვე, დასაწყისში იხსნება და წიგნში ბოლომდე უბრალოდ ამ კვანძის განზოგადოება და ახსნა მიდის. „ძილისპირული“ ამის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ხშირად თითოეულ ცალკეულ ისტორიებთან ერთად სრულდება და შემდგომში თავიდან იწყება. ამგვარი თხრობის სტილის საპირისპიროდ უფრო მეტად ხაზოვანი თხრობით ხასიათდება „დღიური“ და „ხრჩობა“.
პალანიკი წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რასაც ტომ სფენბაუერის გავლენას მიაწერენ (ის ჩაკის მასწავლებელი იყო 5 წლის განმავლობაში), ასევე ტომ ჯონსს, ბრეტ ისტონ ელისს. პალანიკისთვის პარტივი ლექსიკა და მოკლე წინადადებებია დამახასიათებელი, ის ცდილობს მეტად უშუალო და გახსნილი იყოს თხრობისას, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მსუბუქად ჩაიკითხოს მისი მოთხრობის ყველაზე საშინელი სიუჟეტიც კი. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „ურჩევნია წეროს ზმნები, ვიდრე ზედსართავი სახელები.“ ასევე ყურადსაღებია მისი „მისამღერები“, პალანიკი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას რამდენიმეჯერ, რასაც თვითონ სწორედ ზემოთაღნიშნულ სახელს უწოდებს. პალანიკის გმირები ხშირად ხასიათდებიან მიზანთროპული და აბსურდული მიდგომით ისეთ რთულ საკითხებზე როგორიცაა: სიკვდილი, მორალი, ბავშვობა, მშობლები, სექსი, ღმერთი.
პალანიკი პროზაული ნაწარმოებების წერის პარალელურად, წერს ესეეებს და სტატიებსაც, როგორც შტატგარეშე ჟურლანისტი. მას ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ჯულიეტ ლუისთან და მერლინ მენსონთან. მისი სტატიები, ესეები და ინტერვიუები სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორისაა Los Angeles Times და Gear. მისი „ნამდვილი ისტორიები“ გამოქვეყნდა 2004 წელს, რომელშიც მისი არამხატვრული ტექსტებია თავმოყრილი.
თემები
პალანიკს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად ძირითადად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რომლებიც ხშირად თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან. ამგვარი ხასიათის თავის ნაწარმოებებს პალანიკი ტრანსგრესიულ პროზას უწოდებს. „ძილისპირული“ და მის შემდგომ დაწერილი რომანები უფრო სატირული ჰორორისკენ იხრება.
პალანიკის რომანებში ხშირად ვხვდებით სამომხმარებლო კულტურის კრიტიკას, რომელიც განსაკუთრებითაა წამოჭრილი რომანში „მებრძოლთა კლუბი“. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „მებრძოლთა კლუბის“ ცენტრალური გზავნილი მცირედი, თანდათანობითი ცვლილებების საშუალებით ინდივიდის გაძლიერებაა.“
კრიტიკა
პალანიკის ნაშრომებს ხშირად ნიჰილისტურს უწოდებენ. თავად მწერალი უარყოფს ამგვარ განსაზღვრებას და ამბობს, რომ რომანტიკოსია. თვლის, რომ ადამიანებს მის რომანებში გამოხატული იდეების არ სჯერათ და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ნიჰილისტურს.
Комментариев нет:
Отправить комментарий