среда, 27 октября 2021 г.

ბიოგეოგრაფია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ბიოგეოგრაფია

ევროპის ქვეყნების ბიოგეოგრაფიული განაწილება

 (ბიო... და გეოგრაფია) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვაგვარი ბიოცენოზის, აგრეთვე ცხოველებისმცენარეებისა და მიკროორგანიზმების გავრცელებისა და განსახლების კანონზომიერებებს. ბიოგეოგრაფია ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მოსაზღვრე მეცნიერებაა. იგი მოიცავს ორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეული საფრისა და ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფიას. ორგანიზმების გეოგრაფია თავის მხრივ, მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეთა გეოგრაფიას, ცხოველთა გეოგრაფიას, ორგანიზმების ზოგად გეოგრაფიას; მცენარეული გეოგრაფია მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, ფიტოცენოზების გეოგრაფიას; ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფია აერთიანებს ზოოცენოზების გეოგრაფიასა და ბიოცენოზების გეოგრაფიას.

ბიოგეოგრაფიის ძირითადი მიმართულებებია: არეალოლოგიური, ფლორისტიკული და ფაუნისტიკური, რეგიონული, ეკოლოგიური და ისტორიული ბიოგეოგრაფია; არეალოლოგიის დარგში დადგენილია მნიშვნელოვანი რაოდენობის სახეობათა არეალები; ფლორისტიკული და ფაუნისტიკური თვალთახედვით უკეთაა გამოკვლეული უმაღლესი მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები. ფლორისტიკული და ფაუნისტიკური რეგიონების გამოყოფისას რეგიონული ბიოგეოგრაფიისთვის აშკარა გახდა, რომ საჭიროა არა მხოლოდ ენდემური, არამედ დამახასიათებელი ტაქსონების აღრიცხვა და ამა თუ იმ სახეობის სიუხვის შეფასება. გამოყოფილია დიდი რეგიონები, რომლებიც საერთოა ცხოველებისმცენარეებისა და მიკროორგანიზმების ყველა სისტემატიკური ჯგუფისათვის.

ყოველთვის არ ხერხდება უფრო მცირე ზომის რეგიონების გამოყოფა, რადგან ორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული განსახლების კანონზომიერებანი აქვს. ეკოლოგიურ ბიოგეოგრაფიაში მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმების როლს ბიომასის, ბიოლოგიური პორდუქტიულობისა და ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ცხოვრებაში, კერძოდ, ენერგიის გარდაქმნის შესწავლას. ისტორიული ბიოგეოგრაფია იკვლევს თანამედროვე ბიოცენოზებსა და ორგანიზმებზე დედამიწის გეოლოგიური წარსულის ზეგავლენას.

ბიოგეოგრაფიას აქვს შემდეგი მეთოდები: შედარებით-გეოგრაფიული, ეკოლოგიური, რაოდენობრივი, ისტორიული და კარტოგრაფიული. ბიოგეოგრაფიას მიაკუთვნებენ მეცნიერებას, რომლებიც ბიოსფეროს შეეხება. მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ დაამუშავა ვლადიმერ ვერნადსკიმ. ბიოგეოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიოცენოლოგიასთანეკოლოგიასა და ბიოგეოცენოლოგიასთან. ბიოგეოგრაფიის შემადგენლობაში შედის ბიოცენოზთა გეოგრაფიაც.

ბიოგეოგრაფია წარმოადგენს მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს რაციონალური გამოყენების თეორიულ საფუძველს. იგი ადგენს რესურსების გამოყენების ნორმებსა და ვადებს გეოგრაფიული გარემოს თავისებურებებთან დაკავშირებით. ბუნების დაცვის სწორი ორგანიზაცია დაფუძნებულია სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქებისა და ნაირგვარი ზონების ბიოგეოგრაფიულ თავისებურებათა ცოდნაზე.

იხ. ვიდეო ისტორია ბიოგეოგრაფიაა კანონზომიერება გეოგრაფიული გავცელება ორგანიზმების



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...