четверг, 17 декабря 2020 г.

იყალთოს აკადემია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია
უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნეებში საქართველოში. ამას ადასტურებს იყალთოს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. ქართულ აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ანუ ღვთისმეტყველებარიტორიკაასტრონომიაფილოსოფიაგეოგრაფიაგეომეტრია, გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. ზენონი მონასტრის მარჯვენა მხარეს არის დაკრძალული, აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ. საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი,სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია. ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადი არის დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზის ფერი კრამიტები, ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება.იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.
იხ. ვიდეო

                     იყალთოს მონასტერი


ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეშითელავის მუნიციპალიტეტშითელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს

გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.

იყალთოს მონასტერი თავად მაყაშვილთა საძვალეს წარმოადგენდა. მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემწე ყოფილა იოანე ომანის ძე მაყაშვილი, ბოდბელი მიტროპოლიტი და ძმისწული მისი — გაბრიელ ბერი, რომელიც XIX საუკუნეში იყალთოს მონასტრის ქველმოქმედს დიმიტრი (ტიტიკო) ივანეს ძე მაყაშვილს განუახლებია და დაუმშვენებია სამივე ტაძარი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა.

1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს.

საეკლესიო ნივთებსა და წიგნებთან ერთად დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.

1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა.

2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“ (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მ х 9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

იხ. ვიდეო

                          ზენონ იყალთოელი

 VI საუკუნის შუა წლებში იყალთოში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 16 (29) ოქტომბერი). დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.

ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს 29 ოქტომბერს [ძვ. სტ. 16 ოქტომბერი] აღნიშნავს.





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...