среда, 2 декабря 2020 г.

ინტეგრირებული მიკროსქემა (ჩიპი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

    ინტეგრირებული მიკროსქემა (ჩიპი)

ფართო კუთხოვანი დასხივების მეხსუიერების მიკროსქემა. მას გააჩნია გამჭირვალე ფანჯარა, საიდანაც ჩანს შიდა ინტეგრირებული სქემა. ეს ფანჯარა საშუალებას იძლევა , წაიშალოს დამახსოვრებული მონაცემები ძლიერი ულტრაისფერი გასხივების მეშვეობით, რომელიც წამშლელ მწყობილობას ვგააჩნია

ელექტრონული სქემების ნაკრები, დატანილი თხელ პატარა პლატაზე ან ფირზე („ჩიპზე“), რომელიც შედგება ნახევარგამტარული მასალისგან, ჩვეულებრივ, სილიციუმისგან. იგი განთავსებულია დახურულ კორპუსში, ან მის გარეთ, თუკი ის ჰიბრიდული სქემის ნაწილია. ინტეგრირებული მიკროსქემა გაცილებით პატარაა ზომებში, ვიდრე იმავე ფუნქციების შემსრულებელი დიკრეტული სქემა იქნებოდა, დამზადებული დამოუკიდებელი კომპონენტებისაგან.

                                                                        

ჰობრიდული მიკროწყობა  STK403-090, ამოღებული კორპუსიდან

დღესდღეობით, ინტეგრირებული მიკროსქემები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში, მათ რევოლუცია მოახდინეს ელექტრონიკის სამყაროში. კომპიუტერებიმობილური ტელეფონები და სხვა ციფრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, სწორედ ინტეგრირებულ სქემებს იყენებენ მათი დაბალი საწარმოო ფასისა და მცირე ზომების გამო.

                                                                

ПЗС-სახაზავი ფაქსიდან

მიკროჩიპებმა, შესაძლოა, დაიტიონ რამდენიმე მილიარდი ტრანზისტორი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები თითის ფრჩხილის ზომის ფართობზე, შესაბამისად ძალიან კომპაქტურებია. ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, თითოეული შემაერთებელი ხაზების სიგანე სულ უფრო და უფრო კლებულობს; 2008 წელს იგი 100 ნანომეტრზე მცირე იყო, ხოლო 2013 წელს — ათ ნანომეტრს შეადგენდა (სავარაუდოდ).

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...