вторник, 15 декабря 2020 г.

ჭრილობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ჭრილობა 

ახალი სისხლდენა ჭრილოიბა თითზე

კანის, ლორწოვანი გარსისა და ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანებაა. ჭრილობას ყოველთვის მექანიკური დაზიანება იწვევს და დეფექტთან ერთად მის გარშემო არსებული ქსოვილების მეტ-ნაკლები დაზიანებაც აღინიშნება.
იხ. ვიდეო

ჭრილობას ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი: პირღიაობა, ტკივილი და სისხლდენა. სისხლდენა დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების რაოდენობასა და სახეობაზე. ქსოვილთა დაზიანების ხასიათის მიხედვით არჩევენ ნაჩხვლეტ, ნაკვეთ, დაჟეჟილ, ცეცხლნასროლ, ნაკბენ, მოწამლულ, დაჩეჩქვილ, და სხვა ჭრილობებს. ჭრილობა შეიძლება იყოს შემავალი და არაშემავალი.

ნაჩხვლეტ ჭრილობას იწვევს წვეტიანი იარაღი: ნემსილურსმანიხიშტისადგისიხანჯლის წვერი, ლითონის ჩხირი და სხვა. ასეთი ჭრილობა მეტად სახიფათოა ქსოვილების სიღრმესა და ღრუებში (გულმკერდისმუცლის ღრუს) მდებარე ორგანოების დაზიანების თვალსაზრისით. ასეთი სახის ჭრილობის გარეგნული სახე ხშირად არ იძლევა საჭირო მონაცემებს დიაგნოზის დასადგენად. ასეთი ავადმყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნონ საავადმყოფოში. გაპობილ ჭრილობას იწვევს გამპობი იარაღი, ნაჯახი, ხმალი და სხვა. ასეთი სახის ჭრილობები მეტად პირღიაა და ზოგჯერ ძვლამდეც აღწევს. ჭრილობის კიდეების არეში ქსოვილები დაჟეჟილი და დაჩეჩქვილია, რის გამოც მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია. ცეცხლნასროლ ჭრილობებს ცეცხლსასროლი იარაღი იწვევს. ასეთ ჭრილობებს ტყვიით მიყენებული ჭრილობების გარდა მიეკუთვნება ყუმბარისა და ნაღმის ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები. მოწამლულ ჭრილობას იწვევს ჭრილობაში მოხვედრილი გველისმორიელისფუტკრისკრაზანას შხამი და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები). ნაკბენი ჭრილობა გამოწვეულია ცხოველისა (ძაღლისმგლისცხენის და სხვა) და ადამიანის კბილებით. მძიმე დაზიანებას იწვევს ცხოველის ეშვები. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ინფიცირებულია ნერწყვით. სწრაფად ვითარდება ანთებითი რეაქცია. ჭრილობის შეხორცება ყოველთვის ჭიანურდება. ცოფიანი ძაღლის ნაკბენი იწვევს მძიმე დაავადებას - ცოფსვირთაგვას ნაკბენი - ზოგჯერ სოდოკუს დაავადებას და სხვა.

                                                                        

პაციენტს აქვს ღრმა ჭრილობა მუხლზე და რენდგენოგრაფია გამოიყენება იმის გამო, რომ უზრუნველყოფილ იქნეს არ არსებობდეს ფარული ძვლის მოტეხილობა

მკურნალობა

დღეს პირველ პლანზე ჭრილობის ქირურგიული (ოპერაციული) მკურნალობა დგას, მედიკამენტური მკურნალობა დამხმარე მეთოდად გადაიქცა. მომავალში კი ჭრილობის მკურნალობა უფრო სრულყოფილი გახდება - ოპერაციული მკურნალობის სისტემა ხელმეორედ გადაინაცვლებს უკანა პლანზე და ადგილს დაუთმობს მედიკამენტური მკურნალობის სისტემას. მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარების მონაცემები აშკარად მიუთითებს, რომ ჭრილობის მკურნალობის მომავალი სწორედ ამ გზით წარიმართება

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...