воскресенье, 27 декабря 2020 г.

თირკმელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მედიცინა

                                თირკმელი        

ადამიანის თირკმელები  T12 და L3
მედიცინა

 ადამიანის ძირითადი გამომყოფი (ექსკრეტორული) ორგანო. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, თავისუფალდება მავნე ნივთიერებებისგან და თირკმლის ვენით გამოდის. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.

თირკმლები (renes) - წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც, შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს.

თირკმლები განლაგებულია რეტროპერიტონეალურ სივრცეში, გულმკერდის XI და წელის III მალების დონეზე. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და მდებარეობს უფრო დაბლა. თირკმლებს გააჩნიათ ლობიოს მარცვლის ფორმა. ნორმაში, თითოეული მათგანის მასა შეადგენს 120-200 გრამს, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) შრეებისგან; ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს, ხოლო მწვერვალები იხსნებიან თირკმლის მენჯში.

                                                                    

1. თირკმლის პირამიდა • 2. ინტერლობულარული არტერია • 3. თირკმლის არტერია • 4. თირკმლის ვენა 5. თირკმლის ჰილუმი • 6. თირკმლის მენჯი • 7. შარდსაწვეთი • 8. მცირე ყბა • 9. თირკმლის კაფსულა • 10. თირკმლის ქვედა კაფსულა • 11 თირკმლის უმაღლესი კაფსულა • 12. ინტერლობულარული ვენა • 13. ნეფრონი • 14. თირკმლის სინუსი • 15. ძირითადი ყბა • 16. თირკმლის პაპილა • 17. თირკმლის სვეტი

თირკმლების სისხლმომარაგება ხორციელდება თირკმლის არტერიებით, რომლებიც გამოდიან მუცლის აორტიდან და თითოეული თირკმლის კარში იყოფიან ორ ძირითად არტერიად - წინა და უკანა არტერიებად. ვენური სისხლი თირკმლის ვენების ნეშვეობით ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში.

თირკმლების ინერვაცია ხორციელდება თირკმლის ნერვული წნულის ბოჭკოებით, რომელიც წარმოქმნილია ფაშვის წნულის და ცდომილი ნერვის ტოტებისგან, ფაშვის ნერვების საბოლოო ტოტებისგან, განგლიური უჯრედებისგან.

თირკმლის ძირითად სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეფრონი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე რამდენიმე ნაწილისგან.

იხ. ვიდეო



ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას იღებენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.

იხ. ვიდეო





ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას იღებენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში

იხ.ვიდეო

შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, უპირველეს ყოვლისა, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.

იხ. ვიდეო



მოზრდილი ადამიანის თირკმლის მთლიანი სისხლის მიმოქცევა, შეადგენს დაახლოებით 1 200 მლ-ს 1 წუთში, სხეულის სტანდარტულ ზედაპირზე (1,73მ2) გადაანგარიშებით. სისხლის აღნიშნული მოცულობის 91-93% მიედინება თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების სისხლძარღვებში (ეფექტიანი თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა). გარეთა ტვინოვან ნივთიერებაში ხვდება სისხლის მოცულობის დაახლოებით 6-8%, ხოლო შიგნითაში - 1%-ზე ნაკლები. სისხლის მიმოქცევას ყველაზე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს თირკმლის გორგლის კაპილარები. აღნიშნული წინააღმდეგობის დინამიკა განისაზღვრება მომტანი და წამღები არტერიოლების ტონუსით. თირკმლის არტერიაში წნევის ცვალებადობას თან სდევს გორგლის მომტანი არტერიოლების ტონუსის ცვლილება, რის გამოც გორგალში ხდება სისხლის მიმოქცევის მუდმივობის და კაპილარული წნევის შენარჩუნება (თვითრეგულაცია).

იხ. ვიდეო

მონაყოლი - თირმკმელების მძიმე ოპერაციის მერე ორგანიზმის ძალების აღდგენა არის საჭირო არს ხახლური საშულება და მისი დამზადების წესი ასეთია:
ერთმანეტში უნდა აურიოთ 250გ. თაფლი, 150გ. ალოეს წვენი, 350მლგ ნატურალური წითელი ღვინო, 100გ დაფქვილი ასკილის ნაყოფი და 30გ ოხრახუშის თესლი -  ასევე დაფქვილი. ეს ნარევი დადგით 2 კვირით გრილ ადგილზე, დროდადრო შეაჯანჯღარეთ, შემდეგ მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
 ორი თვე არ იყო გასული ამ მკურნალობის დაწყების შემდეგ, რომ ისე მოვძლიერდი, საკუთარ თავს არ ვგავდისიცოცხლე და ხალისი დამიბრუნდა.ოპარაციემდე ორგჰანზმის დასუსტების გამო მამაკაცური პრობლემები მქოონდა შემდეგ კი მომეხსნა. თურმა ხახლურ მედიცინას ამ რეცეპტის შემდეგ იმპონტესიაც ხსნის. საკუთარ თავზე რეომ არ გამომეცადა , ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ თაფლი, ალოე, ოხრახუში და ასკილი ვიაგრაზე უკეთესია. 



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...