понедельник, 21 декабря 2020 г.

ოპერა გარნიე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ოპერა გარნიე

ოპერა გარნიეს მთავარი ფასადი

(Palais Garnier), აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს
                                                                          
თეატრის დიდი ფოიე
1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.
                                                                   
ემე მილეს ,, აპოლონი, პოეზია და მუსიკა'' ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი

ადგილი, სადაც ოპერის შენობა უნდა აგებულიყო, გარშემორტყმული იყო მაღალი შენობებით და ასიმეტრიული რომბისებური ფორმა ჰქონდა. გარნიეს ამ შენობების აღება და მათ მაგივრად ბაღების გაშენება სურდა, რათა მნახველებს უფრო უკეთ შეეფასებინათ ახალი შენობის მთელი სიდიადე, მაგრამ ოსმანმა მას ამის უფლება არ მისცა. რამდენადაც მეზობელი შენობები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე გარნიეს მიერ დაგეგმილი ოპერის შენობა, არქიტექტორი იძულებული გახდა უკანასკნელ მომენტში შეეცვალა პროექტი და დაემატებინა ატიკური სართული, რათა საიმპერატორო სასახლეს საჭირო პომპეზურობა შეენარჩუნებინა. შენობის საძირკველი იმავე წელს ჩაიყარა, მშენებლობა კი 1962 წელს დაიწყო.

იხ. ვიდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...