воскресенье, 1 декабря 2019 г.

სელენიუმი

                               სელენიუმი

                                                      
                                                            სელენის ატომის სქემა
(სელენიუმი) — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მე-4 პერიოდის მე-16 ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით VI ჯგუფის), მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 34, აღინიშნება სიმბოლოთი Se (ლათ. Selenium), შავი ფერის მყიფე გარდატეხვაზე ბზინვარე არალითონი (მდგრადი ალოტროპიული ფორმა, არამდგრადი ფორმა — კინოვალ-წითელი ფერის).
34Se
78,96[Ar] 3d10 4s2 4p4
სელენი (სელენიუმი)
ელემენტი აღმოჩენილია იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ 1817 წ.
                                                 Selen 1.jpg
                                    შავი რუხი და წითელი სელენის ალოტროპები
სახელწოდება მოდის ბერძ. σελήνη — მთვარედან. ელემენტზე ეს სახელი დარქმეულია იმიტომ რომ ბუნებაში ის წარმოადგენს მსგავსი თვისებების ლითონის ტელურის თანამგზავრს (რომელზეც შერქმეულა ეს სახელი დედამიწის პატივსაცემად).
სელენის შემცველობა დედამიწის ქერქში მიახლოებით 500 მგრ/ტ. სელენიუმის გეოქიმიის ძირითადი თვისებები დედამიწის ქერქში განისაზღვრება მისი იონების რადიუსის სიახლოვით გოგირდის იონების რადიუსთან. სელენიუმი წარმოქმნის 37 მინერალს, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აშავალიტი FeSe, კლაუსტალიტი PbSe, ტიმანიტი HgSe, გუანახუატიტი Bi2(Se, S)3, ხასტიტი CoSe2, პლატინიტი PbBi2(S, Se)3, რომლებიც ასოცირდებიან სხვადასხვა სულფიდებთან, ზოგჯერ კასიტერიტთან. იშვიათად გვხვდება თვითნაბადი სელენიც. მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა სელენზე აქვს სულფიდურ საბადოებს. სელენის შემცველობა სულფიდებში მერყეობს 7-დან 110 გ/ტ. სელენის კონცენტრაცია ზღვის წყალში არის 4×10−4 მგ/ლ.
                                                  
                                                                 მონოკრისტალური სელენი (99,9999%)
სელენი — არის გოგირდის ანალოგი და ავლენს შემდეგ დაჟანგვის ხარისხს −2 (H2Se), +4 (SeO2) და +6 (H2SeO4). თუმცა, გოგირდისაგან განსხვავებით, სელენის ნაერთები დაჟანგვის ხარისხით +6 — ძლიერი მჟანგავები არიან, ხოლო სელენ (-2)-ის ნაერთები — უფრო ძლიერი აღმდგენებია, ვიდრე გოგირდის შესაბამისი ნაერთები.
მარტივი ნივთიერება — სელენი გაცილებით ნაკლებად აქტიურია ქიმიურად, ვიდრე გოგირდი. გოგირდთან განსხვავებით, სელენს არ შეუძლია ჰაერზე დამოუკიდებლად წვა. სელენის დაჟანგვა ხერხდება მხოლოდ დამატებითი გახურებისას, რომლის დროსაც ის ნელა იწვის ლურჯი ალით, და გარდაიქმნება SeO2 ორჟანგად. ტუტე ლითონებთან სელენი რეაგირებს მეტად აქტიურად მხოლოდ გამდნარ მდგომარეობაში.
იხ. ვიდეო

SO2-საგან განსხვავებით, SeO2 — არა აირია, არამედ კრისტალური ნივთიერება, რომელიც კარგად იხსნება წყალში. სელენიან მჟავის მიღება (SeO2 + H2O → H2SeO3) არ არის რთული ისევე როგორც გოგირდოვანი მჟავისა. ხოლო მასზე ძლიერი დამჟანგავის ზემოქმედებით (მაგალითად, HClO3), მიიღებენ სელენმჟავას H2SeO4, თითქმის ისეთივე ძლიერს, როგორიც გოგირდმჟავაა.
  • სელენის მოპოვების და გამოყენების ტექნოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ნახევარგამტარების თვისებები როგორც თვითონ სელენისა ისე მისი მრავალრიცხოვანი ნაერთები (სელენიდები), მათი შენადნობები სხვა ელემენტებთან, სადაც სელენი თამაშობს გადამწყვეტ როლს. სელენის ეს როლი თანდათან იზრდება, იზრდება მოთხოვნა და ფასებიც მასზე (ამის გამო არის ამ ელემენტის დეფიციტი).
  • იხ. ვიდეო რა შეიცავს სელენს და მისი მიღება

ნახევარგამტარების თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოიყენება ბევრი ელემენტის სელენიდები, მაგალითად კალას, ტყვიის, ბისმუტის, სტიბიუმის და ლანთანოიდების სელენიდები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითონ სელენისა და მისი სელენიდების ფოტოელექტრული და თერმოელექტრული თვისებები.
  • სელენ-74-ის სტაბილური იზოტოპის საფუძველზე შესაძლებელი გახდა პლაზმური ლაზერის შექმნა, რომელსაც გააჩნია კოლოსალური გაძლიერებით ულტრაიისფერ დიაპაზონში (მიახლოებით მილიარდჯერ).
  • სელენ-75-ის რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება გამაგამოსხივების ძლიერ წყაროდ დეფექტოსკოპიისათვის.
  • მედიცინაში, ასევე სოფლის მეურნეობაში გამოიყენება სელენის მიკროდანამატები სამკურნალო პრეპარატებში, ვიტამინის პრეპარატებში, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში|ბად-ებში, და ა.შ.
  • იხ. ვიდეო რაში შედის სელენი და მისი თვისებები

კალიუმის სელენიდი ვანადიუმის ხუთჟანგთან ერთად წყალბადისა და ჟანგბადის მიღებისას წყლიდან თერმოქიმიური ხერხით (სელენური ციკლი, ლოურენსის სახ. ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიალივერმორიაშშ).
შედის ზოგიერთი ცილების აქტიური ცენტრების შემადგენლობაში, ამინომჟავების სელენოცისტეინის ფორმით.
მიკროელემენტი, თუმცა უმრავლესი ნაერთი საშუალო კონცენტრაციითაც კი საკმაოდ ტოქსიკურია (სელენწყალბადისელენმჟავა და სელენური მჟავა) .
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...