суббота, 28 декабря 2019 г.

საბერძნეთის ბნელი ხანა

                  საბერძნეთის ბნელი ხანა

                                                 
                                                             გვიანი ბრინჯაოს ხანა რუქა
 ძვ. წ. 1100-600, როდესაც ძვ.წ. 1200-იან წლებში ბევრი მიკენელი გაიქცა სამშობლოდან, საბერძნეთში „ბნელი საუკუნეების“ დაცემის ხანა დაიწყო, მათი ტერიტორია ახალმა ხალხმა — დორიელებმა დაიკავეს. ამ 500-წლიანი პერიოდის ისტორიული ჩანაწერი არ არსებობს. დორიელებს არ ჰქონდათ დამწერლობა და მათი ისტორია ზეპირსიტყვიერებაში აისახებოდა. დორიელებს არ გააჩნდათ მიკენელთა მსგავსი კულტურა. ისინი მეტყველებდნენ ბერძნულის სხვა დიალექტზე.
იხ. ვიდეო
დორიელებმა მიკენური პერიოდი ვრცელ პოემაში გააცოცხლეს. როდესაც ფინიკიელებისგან დამწერლობა გადაიღეს, ამ პოემებს წერილობითი სახე მისცეს. ჩვენამდე მოაღწია ორმა პოემამ, ჰომეროსის „ილიადამ“ და „ოდისეამ“.ბნელ ხანაში ქალაქური ცხოვრება ჩაკვდა და მოქალაქეებს სამხედრო ბელადები მართავდნენ. ქალაქები აღდგა და დაიწყო ზღვისგაღმა მიწების კოლონიზაცია (ძვ. წ. 600). ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს „ტირანებმა“ და „ოლიგარქებმა“. ვითარდებოდა ვაჭრობა და იზრდებოდა მოსახლეობა. არეულბის პერიოდის შემდეგ, ძვ.წ. 500-იან წლებში, ათენში და ზოგიერთ სხვა ქალაქში მთავრობის, სამართალისა და ვაჭრობის გარდაქმნის მიზნით რეფორმატორებს უხმეს. ასე დაიწყო საბერძნეთის კლასიკური პერიოდი.
                                                      დორიელები
                           
                                   დორიუელების რეგიონი კლასიკური რაბერძნეთი
(ძვ. ბერძნ. Δωριεῖς, დორიელი - Δωριεύς) — ერთ-ერთი სამ მთავარ ტომთაგან, რომლებადაც ძველი ბერძნები საკუთარ თავს ყოფდნენ. ჰეროდოტეს მოყვანილი აქვს ყველაზე ადრეული ისტორიული განსაზღვრება ამ სამმაგი გაყოფისა:

„...ისინი, ვინც ბინადრობენ ჩვენს მიწაზე, იწოდებიან იონიელებადეოლიელებად და დორიელებად.“
დორიელები მეტყველებდნენ ძველბერძნული ენის დორიულ დიალექტზე. ყველაზე ადრე ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებული არიან „ოდისეა“-ში, სადაც ისინი კუნძული კრეტას მობინადრეები იყვნენ. იხ. ვიდეო

                                  რეკლამა

იხ. ბმულზე . . . . ➭➭➭➭


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...