воскресенье, 6 марта 2022 г.

V ანუ ვენდეტა (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     V ანუ ვენდეტა (ფილმი)

ჟანრი - ფანტასტიკა, ანტიუტოპია, დამდგელი რეჟისორი - ჯეიმს მაკტიგი, ხანგრძლივობა - 132წთ, გამოსავლის თარიღი - 2055წ-ის 11 დეკემბერი.

(ინგლ. V for Vendetta) — ბრიტანული მხატვრული ანტიუტოპიური პოლიტიკური თრილერი. მისი პროდიუსერები და სცენარის ავტორები არიან ძმები ვაჩოვსკები. ფილმი ამავე სახელწოდების კომიქსების წიგნს ეფუძნება, რომლის ავტორები არიან ალან მური და დევიდ ლოიდი. მოქმედება მიმდინარეობს ალტერნატიულ მომავალში, სადაც ბრიტანეთი მოიცვა ნეო-ფაშისტურა რეჟიმმა. ჰუგო უივინგი განასახიერებს V-ს, ანარქისტს, რომელიც ცდილობს, გამოიწვიოს რევოლუცია სხვადასხვა ტერორისტული აქტის მოწყობით. ნატალი პორტმანი განასახიერებს ივი ჰემონდს, ახალგაზრდა ქალს საშუალო ფენიდან, რომელიც ეხვევა V-ს მიერ წამოწყებულ საქმეებში. სტივენ რი დეტექტივის როლს თამაშობს, რომელიც ცდილობს V-ს შეჩერებას.

Warner Bros. ფილმის გამოშვებას აპირებდა 2005 წლის 4 ნოემბერს, პარასკევს (გაი ფოუქსის ღამემდე ერთი დღით ადრე), მაგრამ პრემიერა 2006 წლის 17 მარტისთვის გადაიდო. მას დადებითი შეფასებები ხვდა წილად. ალან მური, რომელსაც არ მოსწონდა კომიქსების „ჯოჯოხეთიდან“ და „არაჩვეულებრივი ჯენტლმენების ლიგა“ ეკრანიზაციები, უარი განაცხადა ფილმის ნახვაზე, ისევე, როგორც რამე ჰონორარის მიღებაზე.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის აზრით, „V ანუ ვენდეტა“ არის მთავრობის მხრიდან ზეწოლის ალეგორია. ლიბერტარიანიზმის თუ ანარქიზმის მომხრეები ფილმს იყენებენ საკუთარი წარმოდგენების გამოსახატავად. დევიდ ლოიდი: „გაი ფოუქსის ნიღაბი ცნობილ ბრენდად და ტირანიის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ აფიშირებად იქცა. მიხარია, რომ ხალხი მას იყენებს, ასეთი გზით იგი არის პოპულარული კულტურის უნიკალური სიმბოლო.

იხ. ბმულზე ქართულად კინო 

სიუჟეტი ასახავს მომავლის ინგლისს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კანცლერ სანდლერის დიქტატურაა დამყარებული. დიქტატურას მხოლო უცნობი ნიღბიანი, მეტსახელად V აღუდგება წინ. მისი მოკავშირე კი ტელევიზიის თანამშრომელი გახდება.

ნიღაბი, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი ატარებს, არის ინგლისელი გაი ფოუქსის გრაფიკული გამოხატულება. ფოუქსი 1605 წელს ინგლისის პარლამენტის შენობის აფეთქებას აპირებდა. სწორედ პარლამენტის შენობის აფეთქებით სრულდება ფილმი. ნიღაბი ანონიმური პროტესტის სიმბოლოდ იქცა. მას აქტიურად იყენებდნენ „დაიკავე უოლ-სტრიტის“ მოძრაობის მონაწილეები.

იხ. ვიდეო - V For Vendetta You May Call Me V ქართული სუბტიტრებით - დამტკიცებულია რომ სინანულით სავსე მზერა და მონანების სიტყვები

თვით სატანასაც კი აშინებს





Комментариев нет:

ანწლი (გვარი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                             ანწლი (გვარი) ანწლი  ( ლათ.   Sambucus ) —  ყვავილოვან მცენ...