суббота, 12 марта 2022 г.

პიერ კორნელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                          პიერ კორნელი

 (ფრანგ. Pierre Corneille; დ. 6 ივნისი1606რუანი ― გ. 1 ოქტომბერი1684პარიზი) — XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგი, საფრანგეთის აკადემიის წევრი 1647 წლიდან.

პიერ კორნელი დაიბადა რუანში, წვრილი ბურჟუას ოჯახში. იგი იღებს იეზუიტურ განათლებას, სწავლობს იურისპრუდენციას და 1628 წლიდან იწყებს ადვოკატის კარიერას. 1629 წელს პარიზში დიდი წარმატებით იდგმება მისი პირველი კომედიამელიტა ანუ ყალბი წერილი. მას მოსდევს მთელი რიგი კომედიები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სასახლის გალერეა, 1632, სამეფო მოედანი, 1634, და კომიკური ილუზია, 1636. 1636 წელს კორნელი წერს ტრაგი-კომედიას სიდი, რომელიც დიდ პოლემიკას იწვევს. ეს მოვლენა ლიტერატურის ისტორიაში დარჩება "სიდის კამათის" სახელწოდებით. კარდინალი რიშელიე და აკადემია ავტორს საყვედურობენ ტრაგედიის წესებისა და კლასიციზმის 3 ერთიანობის კანონის უარყოფას. სამაგიეროდ ხალხი აღფრთოვანებულია. მომდევნო 3 წლის მანძილზე კორნელი მუშაობს უდიდეს ტრაგედიებზეჰორაციუსი , სინა (1640) და პოლიევქტე (1642). 1651 წელს კიდევ ერთ დიდი წარმატებას აღწევს მისი ტრაგედია ნიკომედე, სამაგიეროდ, მომდევნო წელს დადგმული პერთარიტი სრულ კრახს განიცდის და ავტორი 7 წლით თავს ანებებს თეატრს. 1658 წელს კორნელის შეუყვარდება მოლიერის დასის ერთ-ერთი მსახიობი, რაც მისი დრამატურგიული შემოქმედების განახლების მიზეზი გახდება. 1658-1674 წლებში იგი წერს 11 პიესას, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება წინა წლების შედევრებს. კარიერის ბოლო წლებში კორნელის სასგრძნობლად დაჩრდილავს ახალგაზრდა მეტოქე, ჟან რასინი. 1674 წელს სურენას არც თუ ისე წარმატებული დადგმის შემდეგ კორნელი საბოლოოდ ჩამოშორდება თეატრალურ მოღვაწეობას და დარჩენილ წლებს რელიგიური ნაწარმოებების თარგმნას უძღვნის.

                                    შემოქმედება

კორნელის ნაწარმოებების პერსონაჟები ძირითდად მითოლოგიურ ან ისტორიულ გმირებს წარმოადგენენ, რომლებიც ყოველთვის საქვეყნო საქმეებთან არიან დაკავშირებულნი. ისინი გამოირჩევიან როგორც სოციალური მდგომარეობით, ასევე მორალური ღირსებებით: ნებისყოფით, ძლიერებით, გონიერებით და შთაგონებულნი არიან სტოიცისტური იდეალით. ისინი ერთადერთ პრინციპს ემორჩილებიან: სურთ დაამტკიცონ საკუთარი სიდიადე, რაც ხშირად საკუთარი გრძნობების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს. მაგრამ მიზანს კორნელის გმირები თითქმის არ უხვევენ. საბოლოოდ ბედი მათ ვერასოდეს ამარცხებთ, ამიტომ ზოგიერთი ლაპარაკობს კიდეც კორნელის ნაწარმოებებზე როგორც ტრაგედიებზე ტრაგიკულის გარეშე. კორნელის თეატრის ძირითადი პრინციპია დამაჯერებლობა და ისტორიული ჭეშმარიტება. იგი თვლის, რომ გამოგონილი ამბები ტრაგედიას არ შეეფერება. მეორე ძირითადი პრინციპია გონების ტრიუმფი. მისი გმირები არასოდეს არ მოქმედებენ გაუცნობიერებლად, უპასუხისმგებლოდ, არასოდეს არ ემორჩილებიან გრძნობებსა და სურვილებს.

                                                                            

"სიდის" პირველი გამოცემის ყდა 


                                      "სიდის კამათი"

სიდის დადგმის შემდეგ გამართული პოლემიკა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. პიესის ნახვით რიშელიე და აკადემია აღშფოთდა. გამოიყო კომისია, რომელიც 3 წლის მანძილზე სწავლობდა მასში მომხდარ დარღვევებს. აიკრძალა პიესის დადგმა. სიდში დარღვეული იყო დროისა და ადგილის ერთიანობის პრინციპი: 24 საათის მაგივრად მოქმედება 36 საათის მანძილზე მიმდინარეობს, მართალია ქალაქის ერთ უბანში, მაგრამ ოთხ სხვადასხვა ადგილას. უარყოფილი იყო ინტრიგის ერთიანობაც: მთავარი პერსონაჟი, სიდი ორ ქალს უყვარს, რაც მეორე ინტრიგას წარმოშობს.

იხ. ვიდეო - Pierre Corneille - Grand Ecrivain (1606-1684) - Corneille est considéré comme un véritable précurseur dans l'art classique théâtral. En complément d'une oeuvre vaste de vingt-trois pièces et huit comédies, il rédigea des discours sur l'art dramatique, des poésies inspirées. Conscient de son génie et fier de ses succès à la cour de France, ce provincial normand demeura néanmoins toute sa vie un homme laconique. A travers son oeuvre théâtrale, il attendrira les puissants de ce monde et enflammera les spectateurs provoquant exaltations et émois.




Комментариев нет:

ანწლი (გვარი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                             ანწლი (გვარი) ანწლი  ( ლათ.   Sambucus ) —  ყვავილოვან მცენ...