воскресенье, 6 марта 2022 г.

ასკილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ასკილი

                                       

 ველური ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები. ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იშვიათად ყვითელი) ცალად ან ქოლგისებრ-საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. მომწიფებისას ხორციანი ხდება და იღებს ნარინჯის, წითელ, ზოგჯერ შავ ფერსაც.

ასკილის ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობასაქართველოში - 25, მათგან 5 ენდემურია. ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე და სხვა. ნაყოფი შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფი — შაქარს, სახამებელს და აზოტოვან ნივთიერებებსაც. იჭმება ნედლი და დაკონსერვებული.

ნაყენს ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას. ფესვები მდიდარია მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით. ასკილს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მებაღეობაში. ასკილის ვარა ფორმებიდან ძველთაგანვე გამოყვანილია ბაღის ვარდის მრავალი ძვირფასი ჯიში. მაგ., ცნობილი ყაზანლიყური ვარდი (ლათ. Rosa damascena), რომლის გვირგვინის ფურცლებისაგან სურნელოვან ვარდის ზეთს ხდიან, ჩაის ვარდი (ლათ. Rosa chinensis), ხვიარა ვარდი (ლათ. Rosa multiflora) და სხვა.

იხ. ვიდეო - ასკილის სასარგებლო თვისებები - ასკილი იგივე ველური ვარდი - მცენარე, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ასევე, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...