ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა მისი გეოგრაფიული იზოლირება. ქვეყნის უახლესი მეზობლებია — დასავლეთით ავსტრალია, გამოყოფილი ტასმანიის ზღვით (უმოკლესი მანძილი — დაახლოებით 1700 კმ); ჩრდილოეთით კუნძულოვანი ტერიტორიები — ახალი კალედონია (დაახლოებით 1400 კმ), ტონგა (დაახლოებით 1800 კმ) და ფიჯი (დაახლოებით 1900 კმ).
სახელი, რომელიც ქვეყანას მისცეს მაორებმა აქ პირველი ევროპელების მოსვლამდე, არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კუნძულს მაორები ეძახდნენ ტე იკა-ა-მაუის (მაორი. Te Ika-a-Māui), რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „მაუის კუთვნილი თევზი“. მაუი — ნახევარ ღმერთია მაორების ლეგენდებში, რომელმაც ოკეანეში დაიჭირა უზარმაზარი თევზი, რომელიც ამის შემდეგ გადაიქცა კუნძულად. სამხრეთ კუნძულს ჰქონდა ორი გავრცელებული სახელი: ტე ვაი პაუნამუ (მაორი. Te Wai Pounamu) და ტე ვაკა-ა-მაუი (მაორი. Te Waka a Māui). პირველი სახელი შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „ნეფრიტის წყალი“, მეორე, როგორც „მაუის კუთვნილი ნავი“, რომელიც ასევე ეხება მაორების ლეგენდის ნახევარ ღმერთს. XX საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილოეთ კუნძული ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც აოტეაროა (, რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანა“ (roa = გრძელი, tea = თეთრი, ao = ღრუბელი) და მოგვიანებით ზუსტად ეს სახელი გახდა მიღებული მთელი ქვეყნის სახელად მაორელთა ენაზე.
პირველი ევროპელი ზღვაოსანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ქვეყნის სანაპიროებზე იყო, ნიდერლანდელი აბელ ტასმანი და მან მას დაარქვა „Staten Landt“. ზუსტად ამ დასახელების ტრანსფორმირება მოახდინეს ნიდერლანდელმა კარტოგრაფებმა ლათინურზე Nova Zeelandia ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის — ზელანდიის (ნიდერლ. Zeeland) და ნიდერლანდური დასახელების Nieuw Zeeland პატივსაცემად. მოგვიანებით ბრიტანელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა გამოიყენა ამ სახელის ინგლისური ვერსია New Zealand თავის ჩანაწერებში და ზუსტად ეს გახდა ქვეყნის ოფიციალური დასახელება.
ბუნებრივი კატაკლიზმები
2010 წლის მიწისძვრა
ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 7,1 ბალი მოხდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე არსებულ კენტერბერის რეგიონში 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 4 საათსა და 35 წუთზე (UTC+12:00). ეპიცენტრი მდებარეობდა 40 კმ-ით კრაისტჩერჩიდან დასავლეთით, ქალაქ დარფილდთან ახლოს. ჰიპოცენტრი მდებარეობდა სულ 10 კმ სიღრმეზე.
2011 წლის მიწისძვრა
მიწისძვრა მაგნიტუდით 6,3 ბალი მოხდა 22 თებერვალს ახალი ზელანდიის ნაპირებთან. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კრაისტჩერჩთან უშუალო სიახლოვეს სამხრეთის კუნძულზე. დაიღუპა 147 ადამიანი. J.P. Morgan-ის მონაცემებით, მიწისძვრა ახალ ზელანდიაში სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება დაუჯდეთ 12 მილიარდი დოლარი.
ოზონის შრის პრობლემა
გიგანტური ოზონის ხვრელის არსებობის გამო ანტარქტიდის თავზე, ახალ ზელანდიაში არსებობს ძალიან ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება. როგორც წესი, კანის კიბო არის ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმა ახალ ზელანდიაში. ყოველწლიურად რეგისტრირებულია ამ ავადმყოფობის 67 ათასი შემთხვევა, იმ დროს, როდესაც სხვა ტიპის კიბოსნაირი დაავადებების მხოლოდ 16 ათასი შემთხვევაა წელიწადში. მელანომით დაავადებულთა რაოდენობა ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში დაახლოებით ოთხჯერ მაღალია, ვიდრე კანადაში, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. სიტუაცია მწვავდება იმით, რომ ბევრი მაცხოვრებელი — ბრიტანელთა შთამომავალია, რომლებიც ყოველთვის განსხვავდებოდნენ ღია კანის ფერით. ხოლო ღია კანის ფერის მქონე ადამიანს ახალ ზელანდიაში გასარუჯად ყოფნის 15 წუთიც. ღია კანის ფერის მქონე ადამიანმა აუცილებელია გამოიყენოს დამცავი კრემი.
ქალაქები
1989 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ტერმინმა „city“ (თარგმანი ინგლისურიდან „ქალაქი“) ახალ ზელანდიაში მიიღო ორი მნიშვნელობა. 1989 წლამდე ნებისმიერი ქალაქის საბჭო (ინგლ. borough council), რომლის მოსახლეობის რაოდენობა იყო 20 ათასზე მეტი, იწოდებოდა როგორც „city“. საბჭოების საზღვრები თითქმის ყოველთვის შეესაბამებოდა დასახლებული პუნქტების საზღვრებს, ამიტომ ქალაქის ტერიტორიებსა (ინგლ. urban area) და ადგილობრივი თვითმართველობის რაიონებს (ინგლ. local government area) შორის სხვაობა იყო მინიმალური.
1989 წელს ადგილობრივი თვითმართველობის სტრუქტურები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ახალი ოლქები და ქალაქის საბჭოები (ინგლ. city council) გახდნენ ფართობით უფრო დიდნი და ისინი უკვე ფლობდნენ არა მარტო ქალაქის, არამედ სასოფლო მიწებსაც. ბევრი დასახლებული ადგილები, რომლებშიც ადრე არსებობდნენ ქალაქის საბჭოები, უკვე იმართებოდა საოლქო საბჭოების მიერ (ინგლ. district council).
სიტყვა „city“ მას მერე გამოიყენება იმ ძირითადი საქალაქო ტერიტორიების აღწერისათვის, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საზღვრებზე.
ახალი ზელანდიის სტატისტიკის ბიურო ტერმინს „საქალაქო ტერიტორიები“ (ინგლ. urban areas) იყენებს სტატისტიკური მიზნებისათვის. საქალაქო ტერიტორიებს ეკუთვნის მსხვილი ქალაქები (ინგლ. cities), პატარა დასახლებული პუნქტები (ინგლ. towns) და სხვა კონურბაციები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობს 1000 ადამიანს. ახალი ზელანდიის საქალაქო ტერიტორიები ქმნიან ქალაქის მოსახლეობას. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 86 %-მდე ცხოვრობდა ქალაქებში.
გამოიყოფა საქალაქო ტერიტორიის სამი კლასი:
- ძირითადი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. main urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 30 ათას ადამიანზე მეტია. სულ მათი რაოდენობაა 16, და ახალზელანდიელები ეძახიან მას უბრალოდ „city“.
- მეორეხარისხობრივი საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. secondary urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10-დან 30 ათასამდე ადამიანს. სულ არსებობს 14 ასეთი ტერიტორია.
- უმნიშვნელო საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. Minor urban areas), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1-დან 10 ათასამდე ადამიანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий