пятница, 18 марта 2022 г.

ჩინეთი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ჩინეთი

(ჩინ. 中华人民共和国, ფინინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინიტიანძინიშანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე  (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი. აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელიაღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთიყირგიზეთიტაჯიკეთიავღანეთი; სამხრეთით ნეპალიინდოეთიბჰუტანიმიანმარილაოსივიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.
                                                                         
  • ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
  • ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
  • ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: CN.

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ, დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემის იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტიქაღალდის ფული და კომპასიბეჭდვის ტექნოლოგიალაქიფაიფურიაბრეშუმი და ფოიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.

სიას დინასტია

სია

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია[10] (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება ძვ. წ. 2200-ძვ. წ. 1750 წლებით. დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.

შანის დინასტია

შანი

მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია[11] (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.

  • ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
  • ამ დინასტიის ნაშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილ ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
  • ეს დინასტია იყო ყველაზე სისხლს მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუა საუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილსა ან მამიდაშვილზე, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

ჯოუს დინასტია

დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 1100 - ძვ. წ. 771)

ჯოუ

შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჯოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 256 წლებში. ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა ადრემონათმფლობელური ინის სახელმწიფო, რომელიც ჯოუს ტომმა დაიპყრო. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 771) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771-ძვ. წ. 256) ჯოუს დინასტია. ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლთშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუს დინასტიას ჰქონდა ათვისებული. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.

აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 256)

აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) დაოსიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.

  • დაოიზმი არის აგებული დაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. დაოისტებს უყვარდათ, მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
  • კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ ღირსეული კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
  • ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახლა გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს.

ცინის დინასტია

ცინი

იმპერატორთა დინასტია ჩინეთში, ძვ. წ. 221-207 წწ. დინასტიის დამაარსებელია ცინ შიხუანდი. დედაქალაქი — ქალაქი სიანიანი. მისმა პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ გაატარა მთელი რიგი რეფორმები (ფულის ერთეულის, დამწერლობის, ზომის ერთეულის უნიფიცირება). მანვე დაამთავრა ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. იმპერიის საზღვრების გაზრდის მიზნით იგი ეწეოდა დამყრობლურ ომებს (უპირატესად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე). მშრომელი მასების აჯანყებებმა ბოლო მოუღო ცინის იმპერიას. ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნა ჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები განაგებდნენ. გამუდმებულმა ომებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთითჩინეთის დიდი კედლისა და მრავალრიცხოვანი სასახლეების მშენებლობამ საგადასახადო უღლის გაძლიერება გამოიწია. ძვ. წ. 209 წლის დასასრულსა და 208 წლის დასაწყისში, ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებებმა. ოქტომბრის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიუ ბანის არმიამ ქალაქი სიანიანი მიიტაცა და ცინის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

შემდგომი დინასტიები

ძვ. წ. 206 — ახ.წ. 220 წლამდე ჩინეთში ბატონობდა ხანის დინასტია. ხანის იმპერიაში მიმდინარეობდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მიწის საკუთრების კონცენტრაცია მსხვილი მემამულეების ხელში, ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარეს კონფუციანელობა. ხანის იმპერიის დაცემით არსებითად დამთავრდა მონათმფლობელური პერიოდი. III — IV საუკუნეებში ფეოდალური ჩინეთი რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. ხანგრძლივ დაქუცმაცებას და შინაომებს ბოლო მოეღო VI საუკუნეში, როდესაც მხედართმთავარმა იან ძიანმა სუის დინასტიის (581-618) გამგებლობას დაუქვემდებარა მთელი ჩინეთი (589). სუის დინასტია შეცვალა ტანის დინასტიამ (618-907). მისი პირველი იმპერატორები ენერგიულად ებრძოდნენ თავგასულ ფეოდალებს, ახშობდნენ მშრომელთა გამოსვლებს და რეფორმებით ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. VII საუკუნის დამლევისათვის ტანის იმპერია დაპყრობითი ომების შედეგად გაფართოვდა მეზობლების ხარჯზე. VIII საუკუნის შუა ხანებიდან გაძლიერდა ბრძოლა გაბატონებულ კლასთა შორის. პერიფერიების სამხედრო გუბერნატორების პერიოდულმა ამბოხებებმა ცენტრალური ხელილსუფლების წინააღმდეგ განაპირობა ტანის იმპერიის დასუსტება და საგარეო ძლიერების დაცემა. ტანის იმპერია შეცვალა სუნის იმპერიამ (960-1279). სუნის პერიოდში ჩინეთმა დაკარგა ბატონობა ვასალურ ტერიტორიებზე, გახშირდა ჯურჯენებისა და სხვა ტომების (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან) თავდასხმები. კიდანებმა იმპერიას ჩამოაჭრეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები. XIII საუკუნის დამდეგისათვის დაიწყო მონღოლთა შემოსევები. მონღოლებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, 1279 წელს კი ბოლო მოუღეს სუნის დინასტიას. გაბატონდა მონღოლთა დინასტია იუანი (1280-1368). მონღოლმა ფეოდალებმა ჩინეთში დაამყარეს სასტიკი ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის რეჟიმი, რამაც დროებით შეაფერხა მისი განვითარება. ჩინელი ხალხი ხანგრძლივ ბრძოლას ეწეოდა მონღოლი ბატონების წინააღმდეგ. აჯანყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯუ იუნჯანმა 1368 წელს დამყრობთა განდევნის შემდეგ დააარსა მინის დინასტია (1368-1644).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.

XVI საუკუნიდან ჩინეთში აღწევენ ევროპელები. 1516 წელს ჩინეთში ჩავიდნენ პორტუგალიელი კოლონიზატორები. 1557 წელს მათ იჯარით აიღეს ჩინეთის ნავსადგური აომინი (მაკაო). პორტუგალიელებს მიჰყვნენ ესპანელები და ჰოლანდიელები. ამავე პერიოდიდან ჩინეთს მოევლინენ პირველი ევროპელი მისიონერები — იეზუიტები, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სწავლობდნენ ამ ქვეყანას. XVII საუკუნის დასაწყისიდან მსხვილი მემამულეების ხელში აღმოჩნდა მიწები, გაძლიერდა გლეხობის ჩაგვრა — გაპარტახება, მათი მოიჯარე-მოზიარეებად გადაქცევა. XVII საუკუნის დასაწყისიდან მინის იმპერია ღრმა სოციალურ კრიზისს (ქალაქების ღარიბობის აჯანყებები, ქიშპობის გამწვავება მმართველი კლასების შიგნით) განიცდიდა. ამით ისარგებლეს ჯურჯენთა (მანჯურიელთა) ტომებმა, რომლებმაც გაერთიანების შემდეგ ჩინეთის დაპყრობა განიზრახეს. XVII საუკუნის 20-30-იან წლებში გლეხთა აჯანყებები გლეხთა ომში (1628-1645) გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაემხო მინის დინასტია. ძალაუფლება ცინის მანჯურიული დინასტიის (1644-1911) ხელში გადავიდა, 1683 წელს ჩინელი ხალხი მძიმე ბრძოლას განაგრძობდა მანჯურიელ დამპყრობთა წინააღმდეგ, მანჯურიელთა შემოსევამ მათგან გამოწვეულმა ნგრევა-გაჩანაგებამ და გარესამყაროსაგან იზოლაციის მათმა პოლიტიკამ ხანგრძლივი დროით შეაფერხა ჩინეთის შემდგომი განვითარება. მანჯურიელი დამპყრობლები კვლავ განაგრძობდნენ ჩინეთში არსებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას. მინის თავკაცობას (და ნაწილობრივ ჩინელი მემამულეებსაც) ჩამოართვეს მიწების ნაწილი, რაც მანჯურიის საიმპერატორო სახლის საკუთრება გახდა. მანჯურიელმა ფეოდალებმა მსხილ ჩინელ ფეოდალებთან ერთად შექმნეს დესპოტური მონარქია, რომელიც ძლიერ არმიას და ბიუროკრატიულ აპარატს (მანდარინატი) ემყარებოდა. ჩინელი ხალხი განაგრძობდა ბრძოლას მანჯურიელთა ბატონობის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი) ამაოდ ცდილობდნენ დაემყარებინათ ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობა და შეეღწიათ მის საზღვრებში. მათ მხოლოდ სამხრეთში, გუანჯოუში (კანტონი) მიეცათ ვაჭრობის უფლება. ეს ყველაზე მეტად გამოიყენა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ჩინეთში ოპიუმის შეზიდვა (რაც ინგლისელ ვაჭრებს დიდ შემოსავალს აძლევდა).

1839 წელს მკვეთრად გამწვავდა ინგლის-ჩინეთის ურთიერთობა. ამის საბაბი გახდა ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ოპიუმით ვაჭრობის აღკვეთა. პასუხად ინგლისელებმა 1840 წელს ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (ე.წ. 1840-1842 „ოპიუმის“ ომი). ჩინეთი ამ ომში დამარცხდა. 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებით ჩინეთი ვალდებული იყო გაეხსნა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ნავსადგური, გადაეცა მისთვის კუნძული სიანგანი (ჰონგ-კონგი), გადაეხადა კონტრიბუცია, დაეწესებინა შეღავათიანი საბაჟო ტარიფები და სხვა. 1843 წელს დამატებითი ოქმით ინგლისმა მოიპოვა ექსტერიტორიულობისა და იურიდიული შეუვალობის უფლება ჩინეთთან და სხვა. 1844 წელს ჩინეთმა ხელშეკრულებები დადო აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლითაც ამ ქვეყნებმა მიიღეს ინგლისის ანალოგიური პრივილეგიები. ინგლისთან ომში დამარცხებამ და თავზე მოხვეულმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებებმა სათავე დაუდეს ჩინეთის ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას.

ინგლის-ჩინეთის 1840-1842 წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ. 1841-1849 წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას. 1850 წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა 1853 წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა. 1856 წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო. 1856 წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის (1858) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.

XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა, 1885 წელს). 1894-1895 წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი, იაპონიამ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა (1895) და სხვა სახალხო გამოსვლებში. 1894 წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობა სუნ იატსენის მეთაურობით. 1894 წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით. 1898 წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის მომხრეებმა 1898 წლის 21 სექტემბერს მოაწყვეს სახელწმიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ 1899 წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისიაშშიაპონიარუსეთიგერმანიაიტალიაავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. 1900 წლის აგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მიცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“). 1911 წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.

იხ. ვიდეო - აზია- ჩინეთი

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონგ-კონგი და მაკაო).

ტაივანი – გუანსი-ჯუანი – შიგა მონღოლეთი – ნინსია-ხუეი – სინძიანი – ტიბეტი – ჰონგ-კონგი – მაკაო

დემოგრაფია

ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

იხ. ვიდეო - Путин потерял власть! Китай ударил в спину. Военная интервенция в РФ. Это уже не изменить - Путин потерял власть! Китай ударил в спину. Военная интервенция в РФ. Это уже не изменить
Мнение автора может не совпадать с вашим и также может не являться верным и определяющим, поэтому я прошу всех вас писать всё, что вы знаете и думаете по каждой теме. Только вместе мы сможем прийти к верному направлению.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...