вторник, 22 марта 2022 г.

სანერწყვე ჯირკვლები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   ანატომია

                     სანერწყვე ჯირკვლები

ლათ. Glandulae salivariae - სისტემა -  საჭმლის მომნებეელი სისტემა
ძუძუმწოვრების სანერწყვე ჯირკვლები მიეკუთვნება ეგზოკრინულ ჯირკვლებს. ადამიანს სამი დიდი: ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა და ასობით მცირე სანერწყვე ჯირკვალი აქვს. არსებობს სეროზული, ლორწოვანი და შერეული ტიპის სანერწყვე ჯირკვლები.

სეროზული სეკრეციისას სინთეზირდება ცილა-ფერმენტი ალფა-ამილაზა, რომელიც შლის სახამებელს მალტოზად და გლუკოზად, ხოლო ლორწოვანი სეკრეციისას სინთეზდება ცილა მუცინი, რომელიც საპოხი ნივთიერების როლს ასრულებს.

ადამიანში ყოველდღიურად 0.5-დან 1 ლიტრამდე ნერწყვი გამოიყოფა. ნერწყვის სეკრეცია (სალივაცია) კონტროლდება პარასიმპათიკური სტიმულაციებით; ამ დროს აცეტილქოლინი, აქტიური ნეიროგადამტანი ნივთიერება, უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორს ჯირკვლებში და იწვევს ნერწყვის გამოყოფას.

იხ. ვიდეო მეოთხე წყვილი სანერწყვე ჯირკვლების აღმოჩენა ადამიანის თავის ქალაში რომელიც 2020წ. გაკეთდა

წყვილი ყბაყურა ჯირკვალი არის ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლები, რომლებიც ქვედა ყბის ტოტს ეხებიან. ის მოთავსებულია ქვედა ყბის უკანა ტოტსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს შორის. ნერწყვი შეიცავს ამილაზას, რომელიც შლის ნახშირწყლებს. ასევე იგი არბილებს საკვებს, ბაქტერიებისაგან წმენდს და ყლაპვისთვის საჭრო ფორმას აძლევს. ყბაყურა ჯირკვალი სეროზული ტიპის ჯირკვალია, რომელიც ასინთეზებს ალფა-ამილაზას (პტიალინს). მისი სადინარი შეიჭრება პირის კარიბჭეში და იხსნება მესამე დიდი ძირითადი კბილის დონეზე. მთლიანი ნერწყვის რაოდენობის 20% ყბაყურა ჯირკვლის მიერაა სინთზირებული.


სანერწყვე ჯირკვლები: 1) ყბაყურა ჯირკვალი, 2) ყბისქვეშა ჯირკვალი, 3) ენისქვეშა ჯირკვალი.

ყბისქვეშა ჯირკვლები წყვილი სანერწყვე ჯირკვალია, რომელიც ქვედა ყბის ქვეშ მდებარეობს და იკავებს ორმუცელა კუნთის წინა და უკანა მუცლებს. მას ახასიათბს როგორც სეროზული, ასევე ლორწოვანი სეკრეცია და მისი სადინარი იხსნება პირის ღრუში, კერძოდ, ენისქვეშა კორძებში.  მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე ყბაყურა ჯირკვალი, ნერწყვის მთლიანი რეზერვუარის 65-70% სინთეზირებულია ყბისქვეშა ჯირკვლის მიერ. ეს ჯირკვალი ადვილად ისინჯება პალპაციით, რადგან კისრის ზედა მიდამოშია მოთავსებული და გვერდიდან მხოლოდ პლატიზმა და კანი ფარავს. იგი დაახლოებით ორი თითის მანძლზეა დაშორებული „ადამის ვაშლისგან" (ხორხის შემაღლება).

ენისქვეშა ჯირკვლები მდებარეობს ენის ქვეშ, ყბისქვეშა ჯირკვლის წინ. მას ძირითადად ლორწოვანი სეკრეცია ახასიათბს, თუმცა შერეული სახის ჯირკვლად მიიჩნევენ. განსხვავებით ზემოთხსენებული ორი ჯირკვილისა, არ აქვს გამოყოფილი მთავარი სადინარი და მისგან გამოსული 8-20 მილაკი იხსნება პირის ღრუში, ენისქვეშა ნაოჭებსა და კორძებში. ნერწყვის რეზერვუარის 5% მოდის სწორედ ენისქვეშა ჯირკვლებზე.

იხ. ვიდეო - სანერწყვე ჯირკვლები და ნერწყვის სეკრეციის მექანიზმი Mechanism of Salivary secretion Salivary gland

მოგესალმებით ყველას Youtube-ის არხზე სახელად “სამედიცინო სამყარო“, ეს არის ინფორმატიული ხასიათის არხი, რომელზეც მე შევეცდები რომ განვათავსო, სხვადასხვა სახის ინფორმაციები სამედიცინო სფეროდან, რომელიც იქნება როგორც ზოგადი ასევე რომელიმე კონკრეტული სფეროდან, არხზე განთავსებული ვიდეოები ატარებს შემეცნებით და ერთგვარ ინფორმატიულ ხასიათს, ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ მაყურებლებს, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა რაღაც საკითხები რომელიც ვიდეოებში იქნება განხილული უკვე იცოდეთ, ან პირიქით ვიდეოში განხილული საკითხი აღმოჩნდეს თქვენთვის სრულიად ახალი ინფორმაცია, სამედიცინოს სფეროს რაიმე კონკრეტულ განხრაზე ან ზოგად სამედიცინო სფეროზე, ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ჩემი არხი და შემომიერთდებით როგორც ერთგული მაყურებლები, ხელმომწერების სახით.









Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...