пятница, 4 марта 2022 г.

უკრაინა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  უკრაინა          

დროშა
გერბი

(უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთიბელარუსიმოლდოვაპოლონეთისლოვაკეთიუნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრისამხრეთ ბუგიდნესტრიდუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, მათ შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი - რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველებიბელარუსებიყირიმელი თათრებიუნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონალური მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უკრაინულ არქიტექტურაზელიტერატურაზე და მუსიკაზე.

იხ. ვიდეო On the Ground in Ukraine: A VICE News Tonight Special Report - Russian forces continue to push deeper into Ukraine. Thousands seek shelter, while others volunteer to fight. We're on the ground in Kyiv as events unfold.

ოფიციალური — უკრაინა, ეროვნული — Україна.ეტიმოლოგია: „უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს „ქვეყანას“.

კიევის რუსეთი XI საუკუნეში

IX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დასახლებული იყო რუსი ხალხით. მათ შექმნეს კიევის რუსეთის სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გარდა აერთიანებდა დღევანდელ ბელარუსსა და რუსეთის ევროპულ ნაწილს. X-XI საუკუნეებში კიევის რუსეთი გადაიქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი, კიევი, რუსების უმნიშვნელოვანეს ქალაქად. შემდგომ საუკუნეებში კი დაიწყო რუსული და უკრაინული თვითშეგნების ჩამოყალიბება. პირვანდელი ქრონიკების მიხედვით, კიევის რუსეთის დიდგვაროვნებმა სკანდინავიიდან მოიწვიეს ვარიაგები, რომლებმაც სათავე დაუდეს კიევის რუსეთის პირველ სამეფო საგვარეულოს - რიურიკების დინასტიას. კიევის რუსეთი შედგებოდა რამდენიმე სამთავროსგან, რომლეთაც აერთიანებდა კიევის მთავარი.

ვლადიმირ დიდის (980–1015) ზეობის დროს დაიწყო კიევის სამთავროს ოქროს ხანა. ვლადიმირმა გააქრისტიანა რუსეთი (988) , მისმა შვილმა იაროსლავ ბრძენმა (1019–1054) კი ხელი შეუწყო კიევის რუსეთის კულტურულ და ეკონომიკურ აღმასვლას. ეს აღმასვლა კი დაბოლოვდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შემადგენელი სამთავროების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით. კიევის რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებს ვლადიმირ მონომახისა (1113–1125) და მისი შვილის მსტისლავის (1125–1132) დროს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა სხვადასხვა სლავურ სამთავროდ.

XI-XII საუკუნეებში, გახშირდა მუდმივი თავდასხმები მომთაბარე თურქული ტომების პაჭანიკებისა და ყივჩაღების მხრიდან. ამის გამო რუსები მისცვივდნენ შედარებით უსაფრთხო და ტყიან რეგიონს, ჩრდილოეთით. კიევის რუსეთი განსაკუთრებით დაზარალდა მონღოლთა შემოსევების დროს. 1240 წელს კიევი ააოხრეს მონღოლებმა. საბოლოოდ კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გალიჩისა და ვლადიმირ-ვოლინის სამთავროები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ გალიჩ-ვოლინის სამთავროდ.

1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკადასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკაუკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ-ს სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლის დეკემბრიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ2010 წლიდან 2014 წლამდე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ვოლოდიმირ ზელენსკი იკავებს.

2013 წლის ნოემბერში უკრაინის დედაქალაქში დაიწყო ევრომაიდანის მოვლენები, რომლის მიზეზიც იყო უკრაინის პრორუსული ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულდა ხელისუფლების ცვლილებით. 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ალექსანდრე ტურჩინოვი. 27 თებერვალს ყოფილმა ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა არსენ იაცენიუკის ხელმძღვანელობით. ახალმა პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ აღადგინა ევროინტეგრაციის პროცესი. 21 მარტს იაცენიუკმა ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ, ხოლო 27 ივნისს ეკონომიკურ ნაწილს[1].

უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო აქციების სერიები რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები პრო-რუსული ლოზუნგებით გამოდიოდნენ.

მარტის შუა რიცხვებში ყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ქალაქმა სევასტოპოლმა რუსეთის მხარდაჭერით, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გამართა რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმმა უკრაინისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდეგ ეტაპზე ყირიმმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების შესახებ ფედერაციის სუბიექტის სტატუსით.

2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. 15 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონებში საომარი მოქმედებები დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ.

25 მაისს უკრაინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. პირველივე ტურში გაიმარჯვა პეტრო პოროშენკომ.

შეიარაღება

უკრაინელი სამშვიდობოები BTR-80-ით პატრულირებისას ერაყი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მემკვიდრეობით დარჩა 780 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე. მის განკარგულებაში იყო მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომური იარაღის არსენალი. 1992 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმებას (START), რომლის ძალითაც სახელმწიფოს უნდა გაენადგურებინა ატომური იარაღი და გადაქცეულიყო ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოდ. 1996 წელს კი უკრაინამ შეასრულა პირობა და მას ატომური აირაღი არ გააჩნია. დღესდღეობით სამხედროთა რაოდენობა სიდიდით მეორეა ევროპაში რუსეთის შემდეგ.

უკრაინამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები შეიარაღების შესამცირებლად. მან მოაწერა ხელი შეთანხმებას, კონვენციური შეიარაღებული ძალები ევროპაში. შეთანხმების ძალით მან უნდა შეამციროს ტანკების, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და მეომართა რიცხვი (300 000-მდე). 2011 წლამდე მან ახალწვეულთა სამხედრო სამსახური მოხალისეთა სამხედრო სისტემაზე უნდა გადაიყვანოს.

უკრაინა იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. უკრაინული ჯარები განათავსეს კოსოვოში და პოლონურ ჯრებთან ერთად შეადგინეს უკრაინულ-პოლონური ბატალიონი, რომელიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. უკრაინელი სამშვიდობოები გაეროს მანდატით მონაწილეობდნენ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ლიბანში. ასევე სიერა-ლეონესა და ერაყში არის განლაგებული უკრაინის ჯარი. მსოფლიოში 562 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მას შეზღუდული სამხედრო პარტნიორობა აქვს რუსეთთან და დსთ-ის სხვა სახელმწიფოებთან. 1994 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა პარტნიორობა მშვიდობისთვის ხელშეკრულებას. 2002 წელს უკრაინასა და ნატოს შორის გაფორმდა ორმხრივი სამოქმედო გეგმა რათა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უკრაინას შეეძლოს ნატოში გაწევრიანება.

ტერიტორიული მოწყობა

უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევისევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი).


                                           დემოგრაფია

უკრაინის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით


                


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...