вторник, 15 марта 2022 г.

ნეოლიბერალიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ნეოლიბერალიზმი

 პოლიტიკურ-ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც უარყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუნქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე. საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური ან/და სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.

ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს პროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ., მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას.

ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმსპროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. ადგილობრივად ის პროტექციონიზმს, როგორც ასეთი, არ უარყოფს, თუმცა გამოიყენებს მხოლოდ როგორც მოლაპარაკებებში ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინონ. ნეოლიბერალიზმი ხშირად ეწინააღმდეგება თანასწორუფლებიან ვაჭრობასა და სხვა ისეთ მოძრაობებთან რომელთა აზრით მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში.

ხ. ვიდეო - ლექცია 7 - ნეოლიბერალიზმის აზრის ისტორია. ია ერაძე

ლექციაში საუბარია შემდეგ თემებზე:
ნეოლიბერალიზმის აზრის ისტორია;
ნეოლიბერალური პოლიტიკის მაგალითები;
გლობალური მონეტარული და ფინანსური სისტემა;

ეოლიბერალიზმი  - მე-20 საუკუნეში მე-19 საუკუნის იდეების აღორძინება, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ლიბერალიზმთან და თავისუფალ ბაზართან.:7[3] ეს ძირითადად ასოცირდება ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან, მათ შორის არის პრივატიზებარეგულაციების შემცირებაგლობალიზაციათავისუფალი ვაჭრობამკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა და მთავრობის ხარჯების შემცირებაეკონომიკასა და საზოგადოებაში კერძო სექტორის როლის გაზრდის მიზნით;  თუმცა, ნეოლიბერალიზმის განმსაზღვრელი თავისებურებანი როგორც აზროვნებაში, ისე პრაქტიკაში არსებითი სამეცნიერო დებატების საგანი გახდა.  პოლიტიკის შემუშავებისას, ნეოლიბერალიზმი იყო პარადიგმათა ცვლილების ნაწილი, რომელიც მოჰყვა კეინსიანის კონსენსუსის მარცხს ეკონომიკაში 1970-იანი წლების სტაგფლაციის მოსაგვარებლად. 

ინგლისურენოვნებმა ტერმინი ნეოლიბერალიზმი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენეს მე -20 საუკუნის დასაწყისიდან. მაგრამ ის უფრო გავრცელდა 1970-იან და 1980-იან წლებში მისი ამჟამინდელი მნიშვნელობით, რომელსაც მკვლევრები, ისევე როგორც კრიტიკოსები იყენებდნენ სოციალური მეცნიერებების ფართო წრეებში. ტერმინი იშვიათადაა გამოყენებული თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის მომხრეთა მიერ. როგორც ზოგიერთმა მკვლევარმა აღნიშნა, ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობას იღებს სხვადასხვა ხალხის მიერ, რადგანაც ნეოლიბერალიზმი „მუტაციას განიცდის“ გეოპოლიტიკურად შესამჩნევ ჰიბრიდებში მსოფლიოს მასშტაბით. ნეოლიბერალიზმი იზიარებს ბევრ თვისებას სხვა ცნებებთან, რომლებსაც სადავო მნიშვნელობები აქვთ და მათ შორისაა წარმომადგენლობითი დემოკრატიაც.

დროთა განმავლობაში შეიცვალა ტერმინის განმარტება და ამათანავე გამოყენებითობაც. როგორც ეკონომიკური ფილოსოფია, ნეოლიბერალიზმი ევროპელ ლიბერალ მეცნიერებს შორის გაჩნდა 1930-იან წლებში, როდესაც ცდილობდნენ აღედგინათ და განეახლებინათ კლასიკური ლიბერალიზმის ძირითადი იდეები. ისინი ხედავდნენ ამ იდეების პოპულარობის შემცირებას, რაც განპირობებული იყო ბაზრების კონტროლის აუცილებლობის აღიარებით, დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში და გამოიხატა პოლიტიკაში, რომელიც მიმართული იყო თავისუფალი ბაზრების არასტაბილურობის წინააღმდეგოდ, მათი უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად.:14–15 პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი სტიმული იყო სურვილი იმის, რომ თავიდან აეცილებინათ 1930-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური წარუმატებლობები, რაც ზოგჯერ სწორედ კლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება უმთავრესად.

როდესაც 1980-იან წლებში ტერმინი გავრცელდა, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ავგუსტო პინოჩეტის ეკონომიკრ რეფორმებთან ჩილეში, მან სწრაფვადე მიიღო ნეგატიური დატვირთვა და ძირითადად გამოყენებული იყო საბაზრო რეფორმისა და laissez-faire კაპიტალიზმის კრიტიკოსების მიერ. მკვლევრებმა იგი დააკავშირეს მონ პელერინის საზოგადოების ეკონომისტების ფრიდრიხ ჰაიეკისმილტონ ფრიდმანისა და ჯეიმს ბიუქენანის თეორიებთან, ამასთანავე ისეთ პოლიტიკოსებთან როგორებიც არიან: მარგარეტ ტეტჩერირონალდ რეიგანი და ალან გრინსპენი.  მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალიზმის ახალი მნიშვნელობა დამკვიდრდა, რომელიც ესპანურენოვანი მკვლევარების მიერ იყო გამოყენებული საყოველთაოდ, იგი ინგლისურენოვანი პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლაშიც გავრცელდა.  1994 წლისთვის, NAFTA-ს სვლითა და ამ განვითარებაზე საპატისტას რეაქციით ჩიაპასში, ეს ტერმინი გლობალურ მიმოქცევაში შევიდა.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნეოლიბერალიზმის ფენომენის ირგვლივ განსწავლულობა საგრძნობლად გაიზარდა

ფრიდრიხ ჰაიკევი

თავდაპირველად ტერმინი ინგლისურ ენაზე 1898 წელს გამოიყენა ფრანგმა ეკონომისტმა ჩარლზ გიდმა, რათა აღეწერა იტალიელი ეკონომისტის მაფეო პანტალეონის ეკონომიკური მრწამსი. ტერმინი ნეო-ლიბერალიზმი (néo-libéralisme) მანამდე ფრანგულ ენაში არსებობდა, შემდეგ კი სხვებმაც დაიწყეს გამოყენება, მათ შორის კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელმა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა თავის 1951 წელს გამოქვეყნებულ ესეში ლიბერალიზმი და მისი პერსპექტივები". 1938 წელს ვოლტერ ლიფმენის კოლოქვიუმზე სხვა ტერმინებთან ერთად შემოთავაზებული გახლდათ „ნეოლიბერალიზმი“ და საბოლოოდ აირჩიეს, რათა გამოეყენებინათ გარკვეული ეკონომიკური შეხედულებების აღსაწერად. კოლოქვიუმზე განისაზღვრა „ნეოლიბერალიზმის“ ცნება, რომელიც ანიჭებს „პრიორიტეტს ფასების მექანიზმს, თავისუფალ წარმოებას, კონკურენციის სისტემასა და ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოს“. „ნეოლიბერალად“ ყოფნა გულისხმობდა თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირებას სახელმწიფოს ჩარევასთან ერთად. ნეოლიბერალურმა სახელმწიფო ინტერვენციონიზმმა დააპირისპირა laissez-faire ბანაკი ისეთ კლასიკურ ლიბერალებთან, როგორიცაა ლუდვიგ ფონ მიზესი. 1950-იანი და 1960-იანი წლების მკვლევართა უმეტესობას ნეოლიბერალიზმს მიაწერდა, სოციალურ საბაზრო ეკონომიკასა და მის ძირითად თეორეტიკოსებს, როგორებიცაა ოიქენი, რიპკე, რუსტოუ და მიულერ-არმაკი. მიუხედავად იმისა, რომ ჰაიეკს ინტელექტუალური კავშირი ჰქონდა გერმანელ ნეოლიბერალებთან, ამ პერიოდში მისი სახელი ნეოლიბერალიზმთან ერთად იშვიათად მოიხსენიებოდა, რაც გამოწვეული იყო უფრო მეტად მისი პრო-თავისუფალი სავაჭრო პოზიციის გამო.

ჩილეში ავგუსტო პინოჩეტის (1973–1990) სამხედრო მმართველობის დროს ოპოზიციონერმა მკვლევარებმა აიღეს გამოთქმა, რათა აღეწერათ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და მისი მომხრეები (ჩიკაგოს ბიჭები). მას შემდეგ, რაც ესპანურენოვან მკვლევარებს შორის ეს ახალი მნიშვნელობა დამკვიდრდა, იგი პოლიტიკური ეკონომიკის ინგლისურენოვან კვლევაშიც გავრცელდა. 148 სამეცნიერო სტატიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნეოლიბერალიზმი თითქმის არასოდეს არის განმარტებული, მაგრამ გამოიყენება რამდენიმე გაგებით იდეოლოგიის, ეკონომიკური თეორიის, განვითარების თეორიის ან ეკონომიკური რეფორმის პოლიტიკის აღსაწერად. იგი ფართოდ გამოყენებულია, როგორც დამამცირებელი ტერმინი და/ან 1938 წლის კოლოკვიუმის დამსწრეთა იდეების მაგივრად, გულისხმობს laissez-faire ბაზრის ფუნდამენტალიზმს, რომელიც პრაქტიკულად კლასიკური ლიბერალიზმის იდენტურია. შედეგად, არსებობს დაპირისპირება ტერმინის ზუსტ მნიშვნელობასა და მის გამოყენებითობაზე სოციალურ მეცნიერებებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო დროს საგრძნობლად იზრდება სხვადასხვა სახის საბაზრო ეკონომიკის რიცხვი.

კიდევ ერთმა მემარცხენე-ცენტრისტულმა მოძრაობამ თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმიდან ტერმინი „ნეოლიბერალიზმი“ გამოიყენა 1970-იან წლებში შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბებული იდეოლოგიის აღსაწერად. პოლიტიკის ექსპერტ დევიდ ბრუქსის აზრით, გამოჩენილ ნეოლიბერალ პოლიტიკოსებში შედიოდნენ ალბერტ გორი და ბილ კლინტონი შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიიდან.[34] ნეოლიბერალები გაერთიანდნენ ორი ჟურნალის „The New Republic“-ისა და „Washington Monthly“-ის ირგვლივ. ნეოლიბერალიზმის ამ ვერსიის „ნათლია“ იყო ჟურნალისტი ჩარლზ პეტერსი, რომელმაც 1983 წელს გამოაქვეყნა „ნეოლიბერალის მანიფესტი



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...